თბილისში იუსტიციის სამინისტროს ახალი შენობა გაიხსნა

გამოწერა
ოთხშაბათს, 1 სექტემბერს თბილისში საზეიმო ვითარებაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ახალი შენობა გაიხსნა – შენობის შესასვლელთან წითელი ლენტი სიმბოლურად ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა გაჭრა.

თბილისი, 1 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“, ალექსანდრე იმედაშვილი. ოთხშაბათს, 1 სექტემბერს თბილისში საზეიმო ვითარებაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ახალი შენობა გაიხსნა – შენობის შესასვლელთან წითელი ლენტი სიმბოლურად ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა გაჭრა. შემდეგ მან სამინისტროს წარმომადგენელთა თანმხლებით ახალი შენობა დაათვალიერა და დაინტერესდა უწყების თანამშრომლებისგან, თუ როგორ მოსწონთ მათ ახალი სამუშაო ადგილები, იუწყება „ახალი ამბები – საქართველოს“ კორესპონდენტი.

„მინდა ყოველივე თქვენგანს მივულოცო ახალი შენობა, რომელიც მაღალ სტანდარტებს პასუხობს. მადლობა ყველას, ვინც მის მშენებლობაში იღებდა მონაწილეობას“, – განაცხადა პრემიერმა შენობის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, აღმასრულებელი, სასამართლო, საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ეს თანამედროვე შენობა აგებულია, რათა თქვენ, სახელმწიფო მოხელეებს, შეგიქმნათ მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, იმისათვის, რომ თქვენ, თავის მხრივ, უკეთესად მოემსხუროთ საქართველოს მოქალაქეებს და უკეთესად დაიცვათ საქართველოს ინტერესები საერთაშორისო არენაზე“, – აღნიშნა გილაურმა.  

„მე მიმაჩნია, რომ დღესდღეობით ეს ერთ–ერთი საუკეთესო შენობაა საქართველოში და თბილისში, – განაცხადა პრემიერმა. 

„იუსიციის სამინისტრო გადმოდის ამ კარგ შენობაში და ეს სამართლიანია, რადგან ეს უწყება დღეს ერთ–ერთი საუკეთესოა საქართველოში. ეს არის სამინისტრო, რომელმაც მრავალი რეფორმა ჩაატარ და შესთვაზა მოქალაქეებს მრავალი ინოვაცია, და ამისთვის მე ყოველივე თქვენგანს მადლობას ვუხდი“, – აღნიშნა მთავრობის ხელმძღვანელმა. 

იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ „ახალი შენობის გახსნით ჩვენ ვუზრუნველყოფთ საუკეთესო სამუშაო პირობებს საჯარო სამსახურების თანამშრომლებისთვის“. „ეს იმის წინაპირობა იქნება, რომ სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები კიდევ უფრო წარმატებით განხორციელდეს“, – განაცხადა მან. 

„სულ მალე საქართველოს ქალაქებში გაიხსნება იუსტიციის სახლები, რომლებიც მოქალაქეებს გამარტივებულ სახელმწიფო მომსახურებას შესთავაზებენ. ახალ ფაზაში შევა კამპანია „საზოგადოებაზე ორიენტირებული პროკურორი“ და გაფართოვდება თანამშრომოლობა სამოქალაქო სექტორთან“, – პირობა დადო მინისტრმა. 

პრეზენტაციის დასრულებისთანავე მინისტრმა იუსტიციის საზაფხულო სკოლის სტუდენტებს დიპლომები გადასცა და წარმატებები უსურვა მათ პროფესიულ საქმიანობაში.

შენობის გახსნის ცერემონიალზე, სამინისტროს ჰოლში გამოფენილი იყო ბანერები, იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის სახლების გამოსახულებით. იუსტიციის სახლები უახლოეს დროში თბილისში, რუსთავსა და ბათუმში გაიხსნება. თბილისში იუსტიციის სახლი ქალაქის ცენტრში, მტკვრის სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდის სიახლოვეს განთავსდება. 

დღეს გახსნილი იუსტიციის სამინისტროს ახალი შენობა ორთაჭალაში, გორგასალის N24–ში, საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობის გვერდით არის განთავსებული. როგორც „ახალი ამბები – საქართველოს“ კორესპონდენტს სამინისტროში განუცხადეს, ახალი შენობის ოფისები ყველაზე თანამედროვე მოწყობილობებით აღიჭურვება, რაც უწყების სამუშაოს უფრო მეტად ეფექტურს გახდის.

ყველა ახალი ამბავი
0