მეხანძრეებმა დასავლეთ საქართველოში სტიქიასთან გამკლავება მოახერხეს გარემოს დაცვის სამინისტრო

2
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის უფროსი პაპუნა ხაჩიძე იმედოვნებს, რომ ონის რაიონის სოფელ გლოლაში ხანძრის ლოკალიზება დღის ბოლომდე მოხერხდება.

თბილისი, 1 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“, ნატალია სმოლნიკოვა. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის უფროსი პაპუნა ხაჩიძე იმედოვნებს, რომ ონის რაიონის სოფელ გლოლაში ხანძრის ლოკალიზება დღის ბოლომდე მოხერხდება.

„ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება, რომელიც დღეს დილით კვლავ განახლდა, იმედი მაქვს, რომ დღის ბოლომდე მოხდება ხანძრის ჩაქრობა“, – განაცხადა ხაჩიძემ.

მისი თქმით, ხანძრის ჩაქრობისას არ გახდა საჭირო ვერტმფრენების გამოყენება, რადგან ხანძრის ჩაქრობის პროცესში მონაწილეობას ძალიან ბევრი ადგილობრივი მაცხოვრებელი იღებს.

ონის რაიონში ხანძარი სამი დღის წინ გაჩნდა, მეორე დღეს უკვე მოხერხდა მისი ლოკალიზება, თუმცა, დილით ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა ხელი შეუწყო აალების ახალი კერების გაჩენას. რაჭა–ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორის დავით გაგოშიძის თქმით, სულ დაახლოებით რვა ჰექტარი ტყე დაიწვა.

სატყეო დეპარტამენტის უფროსმა არ დაასახელა ხანძრით მიყენებული ზარალის ოდენობა და განმარტა, რიმ ციფრები მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც მოხდება ხანძარი ბოლომდე ჩაქრობა.

2