თბილისში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციას, თავი შეიკავონ საქართველოში ჩასვლისგან, ”ანტიქართული კამპანია” უწოდეს

გამოწერა
საქართველო არანაირ პრობლემებს არ უქმნის რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ოფიციალურ სასაზღვრო პუნქტებს გადმოკვეთენ, უფრო მეტიც, რუსებისთვის საქართველოში გამარტივებული სავიზო რეჟიმი მოქმედებს, განუცხადა ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდების კომენტარისას, სადაც სამინისტრომ საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში წასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

თბილისი, 1 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. საქართველო არანაირ პრობლემებს არ უქმნის რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ოფიციალურ სასაზღვრო პუნქტებს გადმოკვეთენ, უფრო მეტიც, რუსებისთვის საქართველოში გამარტივებული სავიზო რეჟიმი მოქმედებს, განუცხადა ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდების კომენტარისას, სადაც სამინისტრომ საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში წასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

ოთხშაბათს რუსულმა მასმედიამ გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური წარმომადგენლის ანდრეი ნესტერენკოს კომენტარი. „უცხოელები, რომლებიც ეწვევიან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, საქართველოში გამოჩენის შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ექვემდებარებიან, რასაც პატიმრობა ან დიდი ოდენობით ჯარიმა მოყვება. ეს ყველაფერი კეთდება ეგრეთ წოდებული 2009 წლის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის საფუძველზე, რომელმაც, სხვათა შორის, მისი მიღების შემდეგ, მრავალი შენიშვნა გამოიწვია ევროსაბჭოს ვენეციის კომისიაში. ამგვარი პრაქტიკის მიზანი ნათელია – ქართული ხელისუფლება ყველა არსებული ხერხით ცდილობს გადაუკეტოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს გარე სამყაროსთან კონტაქტი“, – ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, ნესტერენკო ამტკიცებდა, რომ „დღევანდელ საქართველოში რუსეთის მოქალაქეები სისტემატიურად ხდებიან განუკითხაობის მსხვერპლნი იმის მიუხედავად, იყვნენ თუ არა ისინი ჩასული აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში“.

”ეს განცხადება იმ ანტიქართული კამპანიის ნაწილია, რომელსაც რუსული მთავრობა ახორციელებს. სწორი იქნებოდა, მათ საკუთარი მოქალაქეებისთვის რომ მოეწოდებინათ, თავი შეეკავებინათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისგან”, - აღნიშნა კალანდაძემ.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ”არავითარ შემთხვევაში არ ხდებიან თვითნებობის ან უსამართლო დამოკიდებულების მსხვერპლნი”.

”ჩვენ არა თუ არ ვუქმნით არანაირ პრობლემებს რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ოფიციალურ სასაზღვრო პუნქტებს გადმოკვეთენ, არამედ მათთვის გამარტივებული სავიზო რეჟიმი მოქმედებს. ამასთან, ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნა, სადაც უცხოელები თავისუფლად გადაადგილდებიან, მათ შორის - რუსეთის მოქალაქეები, სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი იყო”, - განაცხადა კალანდაძემ და აღნიშნა, რომ რუსეთის იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც საქართველოს საზღვრის გადაკვეთას ოფიციალურად დადგენილი პუნქტების გვერდის ავლით შეეცდებიან, კანონით გათვალისწინებული ზომები იქნება მიღებული.

ყველა ახალი ამბავი
0