რურუამ თავისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებს ”სულელური ჭორები” უწოდა

გამოწერა
საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ ბოლო ხანს მასმედიაში გავრცელებულ ხმებს დაგეგმილი გადადგომის და ამ თანამდებობაზე მომღერალ სოფო ნიჟარაძის დანიშვნის თაობაზე ”სულელური ჭორები” უწოდა.

 

თბილისი, 1 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ ბოლო ხანს მასმედიაში გავრცელებულ ხმებს დაგეგმილი გადადგომის და ამ თანამდებობაზე მომღერალ სოფო ნიჟარაძის დანიშვნის თაობაზე ”სულელური ჭორები” უწოდა.

”და ნება მიბოძეთ, ამ სულელურ ჭორებზე არანაირი კომენტარი არ გავაკეთო”, - განუცხადა რურუამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

რურუას შესაძლო გადადგომის შესახებ ხმები მასმედიაში ბოლო კვირის მანძილზე მუსირებდა. გუშინ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან საკუთარი გადადგომის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე გადასვლის შესახებ ალექსანდრე კვიტაშვილმა განაცხადა.

სამშაბათს ალექსანდრე კვიტაშვილის გადადგომის შესახებ განცხადების შემდეგ, მთავრობაში არანაირი სხვა საკადრო ცვლილება უახლოეს მომავალში არ იგეგმება, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-სპიკერმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0