იმერეთში ჰესის მშენებლობით თურქული კომპანია დაინტერესდა

3
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ პოტენციურ ალტერნატიულ ჩამონათვალში შემავალი ხუნევი ჰესის მშენებლობით თურქული კომპანია Unal Insaat VE Ticaret A.S დაინტერესდა.

თბილისი, 31 აგვისტო. „ახალი ამბები - საქართველო“. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ პოტენციურ ალტერნატიულ ჩამონათვალში შემავალი ხუნევი ჰესის მშენებლობით თურქული კომპანია Unal Insaat VE Ticaret A.S  დაინტერესდა.

როგორც „ახალი ამბები – საქართველოს“ კორესპონდენტს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში განუცხადეს, კომპანიამ უკვე შეიტანა განაცხადი სამინისტროში. განაცხადების მიღება 2010 წლის 21 სექტემბერს შეწყდება. 

11,3 მბტ დადგენილი სიმძლავრის ხუნევი ჰესის მშენებლობა იმერეთში, მდინარე ძირულაზე იგგემება. 

3