ნიახური

მითები კვების შესახებ: სასარგებლოა თუ არა ნიახური

889
(განახლებულია 18:24 03.03.2021)
თითოეული ჩვენგანი სავარაუდოდ ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაფიქრებულა, რამდენად სწორად ვიკვებებით ან ვარჩევთ საკვებს.

 

კვება ხომ ორგანიზმის მიერ საკვები ნივთიერებების მიღების, მონელების, შეწოვისა და ათვისების რთული პროცესია, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ენერგეტიკული დანახარჯის აღსადგენად, უჯრედებისა და ქსოვილების განახლებისა და მათი ფუნქციის რეგულაციისთვის. ამიტომ ორგანიზმმა უნდა მიიღოს აუცილებელი საკვები საჭირო რაოდენობით, საჭირო დროს.

ნიახური
ნიახური

და, მაინც, როგორია სწორი, რაციონალური კვება? ირგვლივ უამრავი მითი არსებობს სწორი კვების შესახებ. სრულ ინფორმაციულ ქაოსში ნამდვილად ძნელია გაარჩიო მითი რეალობისგან.

დღევანდელ სტატიაში შევეცდებით დავამსხვრიოთ მითი ნიახურის შესახებ. ნიახური რომ ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მცენარეა, ამაზე არ ვკამათობთ, თუმცა არის რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ, რაც მის შესახებ უნდა იცოდეთ. კერძოდ, აგიხსნით, როდის ხდება ნიახურის  ჭამა ჯანმრთელობისთვის საზიანო.

ორი სიტყვით შევეხოთ მის სასარგებლო თვისებებს: ნიახურში  არის უამრავი ვიტამინი (A, B1, B2,B3, B5, B6, B9,B12,C, D, E, K), მინერალი (კალციუმი, სპილენძი, რკინა, მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი, ნატრიუმი, თუთია), ნახშირწყალი (შაქარი, დიეტური ბოჭკო), ცილა, ძალიან მცირე რაოდენობით ცხიმები. ასევე, ნიახურის ღეღოსა და ფესვში არის ეთერზეთი, რომელიც ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას.

ნიახური ანელებს დაბერების პროცესს, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და დადებითად მოქმედებს გულსა და სისხლძარღვებზე, ხელს უწყობს ინფექციური დაავადების პრევენციას, კურნავს თირკმელების და შარდსასქესო სისტემის დაავადებებს, აძლიერებს იმუნიტეტს და ა.შ.

დღესდღეობით ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს, ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვეს, მიიღოს დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული, მათ შორის, დიდი პოპულარობით სარგებლობს ნიახურიც.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რის გამოც უამრავი ადამიანი ნიახურს მიირთმევს, ისაა, რომ ძალიან ცოტა კალორიას შეიცავს.

ნიახური
ნიახური

არსებობს, თეორია, რომ ზოგიერთი საკვები იმდენად მცირე კალორიას შეიცავს, რომ მათი ღეჭვისა და მონელების დროს  უფრო მეტი ენერგია იხარჯება, ვიდრე ორგანიზმი შეითვისებს. მაგალითად, ნიახურის ღერიც მხოლოდ 10 კალორიას შეიცავს და მისი დაღეჭვა უფრო ბრძნული არჩევანია, ვიდრე ჩიპსის ჭამა.

მაშ, სადაა პრობლემა? იმ შემთხვევაში, თუ ძალიან ბევრ ნიახურს მივიღებთ, სარგებლის ნაცვლად მან შეიძლება პრობლემები გაგვიჩინოს, თანაც ისეთი, რომ ნებისმიერ სარგებელს გადააჭარბოს.

კერძოდ, ნიახურში ბევრია ხსნადი ბოჭკო და ნატრიუმი. მიუხედავად იმისა, რომ ბოჭკოვანი ნივთიერებებით მდიდარ დიეტას უამრავი სარგებელი მოაქვს ჯანმრთელობისთვის, ბოჭკოს რაოდენობის უეცარმა ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს გაზები, ყაბზობა და ტკივილი. ასევე, ძალიან ბევრი ნატრიუმი მავნებელია წნევისთვის.

ამიტომ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მარტო ნიახურის ჭამა არ გაგვაჯანსაღებს. ადამიანს სჭირდება ბოსტნეულის ჯანსაღი ნაზავი, რათა მივიღოთ ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებები.

ბოლოს კი ნიახურისგან მომზადებულ ორ რეცეპტს შემოგთავაზებთ: პირველი სწრაფად მოგიხსნით დაღლილობას, მოთენთილობას და გაგამხნევებთ, მეორე კი - ნერვული აშლილობის დროს დაგამშვიდებთ.

დაღლილობის მოსახსნელად: მსხვილ სახეხზე გახეხეთ ნიახურის ძირები, მოტკბო-მომჟავო გათლილი ვაშლი და საშუალო ზომის სტაფილო. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი 2 ს.კ. ოხრახუში, 3 ცალი ნიგოზი და მარილი გემოვნებით. დაასხით ნაკლებ ცხიმიანი არაჟანი, ან მცენარეული ზეთი.

დასამშვიდებლად: ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის ნიახურის ძირების წვენი და თაფლი. მიიღეთ სამი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად, დღეში 8 ჩ.კ.ნარევი. ასევე, ნერვული სისტემისთვის ძალიან სასარგებლოა თანაბარი რაოდენობით აღებული ნიახურის წვენისა და სტაფილოსგან მომზადებული ნარევი.

 

889
საუკეთესო ანტიბიოტიკი

ყველაზე მძლავრი ანტიბიოტიკი სულ ორი ინგრედიენტისგან

246
(განახლებულია 10:28 25.04.2021)
ამ ორი პროდუქტის ნაზავი ნამდვილ სასწაულს ახდენს. ბუნებრივი ანტიბიოტიკის უპირატესობა ისაა, რომ მას არანაირი უკუჩვენება არა აქვს.

ეს ბუნებრივი ანტიბიოტიკი ანთების საწინააღმდეგო მძლავრი მოქმედებით ხასიათდება, კლავს ბაქტერიებსა და ნებისმიერ ინფექციას.

ბუნებრივი ანტიბიოტიკის უპირატესობა ისაა, რომ მას არანაირი უკუჩვენება არა აქვს ნაწლავებისთვის, საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, რაც ნიშნავს, რომ ის აბსოლუტურად უსაფრთხოა.

კურკუმას (Curcuma Longa L) 150-ზე მეტი სამკურნალო თვისება ახასიათებს, მათ შორის არის კანცეროგენების, ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები.

ასევე არანაკლები სამკურნალო თვისებები ახასიათებს თაფლს, ხოლო ამ ორი პროდუქტის ნაზავი ნამდვილ სასწაულს ახდენს.

თაფლისა და კურკუმის ნაერთის გამოყენებით უმჯობესდება საჭმლის მონელება და ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობა იზრდება.

ინგრედიენტები:

•    100 გრამი თაფლი

•    1 სუფრის კოვზი კურკუმა

შეურიეთ თაფლი და კურკუმა, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. შეინახეთ მინის ჭურჭელში.

როგორც კი გაციების სიმპტომებს შეამჩნევთ, ეს ნარევი მიიღეთ.

მიღების წესი:

•    პირველი დღე — ნახევარი ჩაის კოვზი ყოველ საათში ერთხელ

•    მეორე დღე — ნახევარი ჩაის კოვზი 2 საათში ერთხელ

•    მესამე დღე — ნახევარი ჩაის კოვზი დღეში სამჯერ

სასურველია, რომ წამალი არ გადაყლაპოთ, არამედ პირში დადნობა დააცადოთ.

თუ მისი გემო არ მოგწონთ, შეგიძლიათ თბილი რძე ან ჩაი დაამატოთ.

246
თემები:
სასარგებლო რჩევები
ქალი და მამაკაცი ბუნებაში

ოთხი ტიპის ტემპერამენტი: მცენარეები, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის ქცევაზე

790
(განახლებულია 22:30 23.04.2021)
მეცნიერები გამოყოფენ ოთხი ტიპის მცენარეს, რომლებიც, თურმე, ადამიანის ტემპერამენტის ოთხ ტიპს შეესაბამება.
790
თემები:
ჩვენ და ბუნება – 2018
ადამიანები პირბადეებით

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

0
(განახლებულია 11:06 06.05.2021)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში  1.806-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 317.719-ს მიაღწია.

თბილისი, 6 მაისი  – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.806 შემთხვევიდან ყველაზე მეტი –  1.089 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა.  ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი სამეგრელო-ზემო სვანეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:  აჭარა - 167, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 121, იმერეთი - 120, ქვემო ქართლი - 88, კახეთი - 60, შიდა ქართლი - 57, მცხეთა-მთიანეთი - 43, გურია - 36, სამცხე-ჯავახეთი - 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა  1.144 პირი, ხოლო ჯამშიგამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 297.676 მდე.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 20 ადამიანი  და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ  4.227 -ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 15.790 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.287 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 2.462, აჭარაში - 513, იმერეთში - 420.

867 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 183 პირი, მათგან  თბილისში – 122, აჭარაში - 11, იმერეთში - 11. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია  759 ადამიანი, მათ შორის 408 - თბილისში, 326 - აჭარაში. 10.744 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია 72 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 64, ხოლო აჭარაში - 7.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 37.036 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 28.794 პირი, აჭარაში - 2.522, იმერეთში - 893.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში  1.806-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 317.719-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები