მანცინელა

ყველაზე საშიში ხე პლანეტაზე: რატომ ვერ ანადგურებენ შხამიან მანცინელას

621
(განახლებულია 19:53 01.02.2021)
პლანეტის ყველაზე შხამიანი და ყველაზე მომაკვდინებელი ხის წინააღმდეგ ადამიანი დღემდე უძლურია, თუმცა მისგან ავეჯის დამზადება კი ისწავლა.

მოდით, წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია: ისვენებთ კარიბის კუნძულებზე, ან ბრაზილიაში, ან ამერიკაში (ცენტრალურ და, შესაძლოა, ჩრდილოეთ ან თუნდაც სამხრეთ ამერიკაში). თავს საუცხოოდ გრძნობთ. ერთ დღესაც გადიხართ სანაპიროზე და ხედავთ ლამაზ, გაშლილ ხეს, რომლის ქვეშაც ქვიშა პატარა, მაგრამ ძალიან სურნელოვანი ხილითაა მოფენილი. მწვანე, მათრობელასუნიანი. მმმ… ეგზოტიკა! იღებთ ნაყოფს და აგემოვნებთ — ტკბილია და წვნიანი, საოცრად გემრიელი.

მანცინელა
მანცინელა

გადის ერთი წუთი, შემდეგ კიდევ ერთი და... უცებ გეჩვენებათ, რომ ნაპალმი გადაყლაპეთ, რომ საყლაპავი გოგირდმჟავით ჩაირეცხეთ. ძალიან-ძალიან გეწვით, იწყება საყლაპავის სპაზმები, წყალი არ შველის, კუჭში საშინელი ტკივილებია...

თუ ნაყოფი უბრალოდ გასინჯეთ, გადარჩენის შანსი არც ისე ცუდი გექნებათ, თუმცა შედეგები დიდხანს გაგყვებათ. ხოლო თუ ნაყოფი მთლიანად შეჭამეთ, მაშინ გადარჩენის შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლია. ეს იმიტომ, რომ ხეს, რომელსაც მეცნიერებმა მანცინელა უწოდეს, და რომლის ნაყოფსაც ესოდენ მათრობელა და მომაჯადოებელი არომატი აქვს, ხალხში „სიკვდილის ხე“ ჰქვია. ეს პლანეტის ყველაზე შხამიანი ხეა.

მანცინელა ყველაფრით საშიშია. მისი ქერქი, ნაყოფი, ფოთლები, ყვავილები და ტოტებზე დაგროვილი ნამიც კი შხამიანია.

მანცინელა
მანცინელას ნაყოფი

თავის დროზე მზაკვარმა ხემ არაერთი ესპანელი კონკისტადორის, მეკობრისა თუ რიგითი ევროპელი მეზღვაურის სიცოცხლე შეიწირა, რომლებიც სურნელოვანი ნაყოფით შიმშილისა და წყურვილის დაკმაყოფილებას ცდილობდნენ. თუმცა მანცინელა მკვლელობებს დღემდე განაგრძობს, რადგან ხეს ყოველთვის არ აქვს დამცავი ღობე თუ გამაფრთხილებელი ნიშანი. ამიტომ ისეც ხდება, რომ ტურისტები ხშირად ზარალდებიან — არა მარტო იმიტომ, რომ მომაკვდინებელ ნაყოფს სინჯავენ, არამედ იმიტომაც, რომ ხის ჩრდილში ისვენებენ, ან მისი ტოტების ქვეშ ელოდებიან წვიმის გადაღებას.

მანცინელა ყველაზე საშიში ხეა მსოფლიოში და გამორჩეულად შხამიანი თვისებების გამო გინესის რეკორდების წიგნშიც კია შეტანილი.

მანცინელას ხე რძიანასებრთა ოჯახიდანაა და მარადმწვანე მცენარეებს განეკუთვნება. ყვავის მთელი წლის განმავლობაში. ძალიან უყვარს ტენი, ამიტომ ყველაზე ხშირად ზღვის სანაპიროებზე იზრდება.

მანცინელა
როგორც წესი, მანცინელას ასეთი გამაფრთხილებელი წარწერები „ამშვენებს“

მანცინელა შეიცავს რძისებრ წვენს, რომლის შემადგენლობაშიც შედის შხამიანი ნივთიერება ფორბოლი, ძლიერი კანცეროგენი. წვენი ტოქსიკურ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, ძლიერ აღიზიანებს კანსა და ლორწოვან გარსებს. რამდენიმე წვეთიც კი იწვევს ძლიერ დამწვრობას, ბუშტუკების გაჩენას. უფრო მეტიც, შეიძლება ბამბის ქსოვილებიც კი დაწვას. თუ ადამიანს დიდი ხნის განმავლობაში ექნება მანცინელასთან კონტაქტი, მისთვის მნიშვნელოვნად იზრდება კიბოს განვითარების რისკი.

მანცინელას ნაყოფის ჭამა იწვევს საყლაპავისა და ყელის დამწვრობას, ხოლო წვენის კუჭში მოხვედრა — კედლების პერფორაციას. თვალებში მოხვედრის შემთხვევაში წვენის უმცირესი რაოდენობაც კი სრულ სიბრმავეს იწვევს.

გამომდინარე იქიდან, რომ ტოქსინი ფორბოლი კარგად იხსნება წყალში, თუ წვიმას მანცინელას ტოტებქვეშ დაემალებით, ფოთლებიდან ჩამონადენი შხამიანი ნამი ძლიერ დამწვრობას გამოიწვევს. თუ ფორბოლი თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო ღია ჭრილობაში მოხვდა, ამას აუცილებლად სასიკვდილო მოწამვლა მოჰყვება.

ხე იმდენად საშიშია, რომ XVIII საუკუნის შუა წლებში კუნძულ პუერტო-რიკოზე მისი ტოტალური ამოძირკვა დაიწყეს. სამწუხაროდ, მანცინელას განადგურება ვერ მოხერხდა. ხის ჭრის დროს შხამიანი რძიანი წვენი ხის მჭრელებს სხეულზე ეშხეფებოდა, რის გამოც ძლიერ დამწვრობას იღებდნენ და ბრმავდებოდნენ კიდეც.

ამის შემდეგ ხეების დაწვა გადაწყვიტეს, მაგრამ მისი კვამლი არანაკლებ საშიში აღმოჩნდა: წვავდა თვალებს, აღიზიანებდა სასუნთქ გზებს და იწვევდა ძლიერ თავის ტკივილს. მანცინელას უკიდურესი ტოქსიკურობის გამო შხამიან ხესთან ბრძოლის ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ მანცინელას მოჭრა კვლავაც დიდ საფრთხეებთან არის დაკავშირებული, ახლა მას მაინც ამუშავებენ — ავეჯის დასამზადებლად იყენებენ. იგი ძვირფას და იშვიათ ჯიშებს განეკუთვნება, აქვს ლამაზი მუქი გამა და საკმაოდ გამძლეა. ძვირადაც ფასობს.

​იმისათვის, რომ ხე უსაფრთხოდ დამუშავდეს (მის ქერქთან შეხებაც კი სასიკვდილოდ სახიფათოა), მოჭრამდე მანცინელას გარშემო კოცონს ანთებენ და კვამლით აშრობენ. თუმცა ამის შემდეგაც კი წვენი სრულად არ ორთქლდება. გამოშრობის შემდეგ ხეს ძალიან ფრთხილად ჭრიან და ხერხავენ — ეს საკმაოდ სარისკო პროცესია.

საინტერესო ისაა, რომ მანცინელას ავეჯი საშიში არ არის. დამუშავების დროს შხამიანი წვენი მთლიანად გამოიდევნება, ამიტომ მზა ნაკეთობებს ტოქსინების გამოყოფა არ შეუძლია.

621
თემები:
ჩვენ და ბუნება (42)
საუკეთესო ანტიბიოტიკი

ყველაზე მძლავრი ანტიბიოტიკი სულ ორი ინგრედიენტისგან

246
(განახლებულია 10:28 25.04.2021)
ამ ორი პროდუქტის ნაზავი ნამდვილ სასწაულს ახდენს. ბუნებრივი ანტიბიოტიკის უპირატესობა ისაა, რომ მას არანაირი უკუჩვენება არა აქვს.

ეს ბუნებრივი ანტიბიოტიკი ანთების საწინააღმდეგო მძლავრი მოქმედებით ხასიათდება, კლავს ბაქტერიებსა და ნებისმიერ ინფექციას.

ბუნებრივი ანტიბიოტიკის უპირატესობა ისაა, რომ მას არანაირი უკუჩვენება არა აქვს ნაწლავებისთვის, საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, რაც ნიშნავს, რომ ის აბსოლუტურად უსაფრთხოა.

კურკუმას (Curcuma Longa L) 150-ზე მეტი სამკურნალო თვისება ახასიათებს, მათ შორის არის კანცეროგენების, ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები.

ასევე არანაკლები სამკურნალო თვისებები ახასიათებს თაფლს, ხოლო ამ ორი პროდუქტის ნაზავი ნამდვილ სასწაულს ახდენს.

თაფლისა და კურკუმის ნაერთის გამოყენებით უმჯობესდება საჭმლის მონელება და ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობა იზრდება.

ინგრედიენტები:

•    100 გრამი თაფლი

•    1 სუფრის კოვზი კურკუმა

შეურიეთ თაფლი და კურკუმა, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. შეინახეთ მინის ჭურჭელში.

როგორც კი გაციების სიმპტომებს შეამჩნევთ, ეს ნარევი მიიღეთ.

მიღების წესი:

•    პირველი დღე — ნახევარი ჩაის კოვზი ყოველ საათში ერთხელ

•    მეორე დღე — ნახევარი ჩაის კოვზი 2 საათში ერთხელ

•    მესამე დღე — ნახევარი ჩაის კოვზი დღეში სამჯერ

სასურველია, რომ წამალი არ გადაყლაპოთ, არამედ პირში დადნობა დააცადოთ.

თუ მისი გემო არ მოგწონთ, შეგიძლიათ თბილი რძე ან ჩაი დაამატოთ.

246
თემები:
სასარგებლო რჩევები
ქალი და მამაკაცი ბუნებაში

ოთხი ტიპის ტემპერამენტი: მცენარეები, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის ქცევაზე

790
(განახლებულია 22:30 23.04.2021)
მეცნიერები გამოყოფენ ოთხი ტიპის მცენარეს, რომლებიც, თურმე, ადამიანის ტემპერამენტის ოთხ ტიპს შეესაბამება.
790
თემები:
ჩვენ და ბუნება – 2018
მიშა ანდღულაძე

„ცოლს თვითონ ღალატობდა...“ - მიშა ანდღულაძეს ოჯახის წევრები პასუხობენ

0
(განახლებულია 21:19 05.05.2021)
იუმორისტ მიშა ანდღულაძის ოჯახის წევრები მისმა სკანდალურმა ინტერვიუმ აღაშფოთა. ისინი მიშას განცხადებებს უარყოფენ და საპირისპიროს ამტკიცებენ

მას შემდეგ, რაც მიშა ანდღულაძემ თავისი მძიმე ცხოვრების შესახებ ეკა ჩხეიძის გადაცემა „ყვითელი ყუთში“ ისაუბრა, ჟურნალმა „სარკემ“ მიშას ოჯახის წევრები, დედა და ძმა, ჩაწერა.

მიშა ანდღულაძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ამ ინტერვიუს შემდეგ იუმორისტის ყოფილი ცოლი ძალიან ნერვიულობს. მიშა ანდღულაძის დედა და ძმა კი მისმა სატელევიზიო აღიარებამ შოკში ჩააგდო.

მიშა ანდღულაძის ძმა ამბობს, რომ მათთვის მტკივნეულია რასაც იუმორისტი ყვება, რადგან ყველაფერი გაზვიადებულია. „თუ ჩემგან რამე ძალადობა ახსოვს, მაშინ ისიც გაიხსენოს, რომ მუდამ მისი დამცველი ვიყავი. ცოლზეც ათასი სისულელე ილაპარაკა. არადა, მე პირიქით ვიცი, რომ ცოლს თვითონ ღალატობდა. თავად ამბობს, მინდა, ერთად შევყარო მისი კაცები და დავწვაო და კიდევ სხვა არის მოძალადე?!“, - ამბობს დათო ანდღულაძე.

იუმორისტის დედა ლალი ხომასურიძე ამბობს, რომ აბსურდია, თითქოს ოჯახის წევრები მუდმივ კონფლიქტში იყვნენ, მიშას კარგი ბავშვობა ჰქონდა და მან და მისმა მეუღლემ შვილების წინსვლისთვის ყველაფერი გააკეთეს.

შეგახსენებთ, რომ იუმორისტმა სკანდალურ ინტერვიუში ილაპარაკა მამის ძალადობის შესახებ, ისევე, როგორც იმაზე, თუ რამდენი წელი დასჭირდა, რომ ის ციხეში გაეშვა, ასევე გაამხილა მიზეზი, რატომ დაშორდა მეუღლეს.

მიშამ აღნიშნა, რომ ცოლთან თავიდანვე მოილაპარაკა, რომ გახსნილი ურთიერთობები ექნებოდათ, მაგრამ მეუღლის ღალატს არაერთხელ, ვერაფრით შეეგუა.

0
თემები:
ქართველი სელებრითები