მჟაუნა

მჟაუნა და მისი უნიკალური სასარგებლო თვისებები

550
(განახლებულია 16:16 01.02.2021)
მჟაუნას, როგორც სამკურნალო მცენარეს, უძველესი დროიდან იყენებდნენ, თუმცა მას საკვების სახით არ იღებდნენ, რადგან სარეველად მიაჩნდათ და მოწამვლისა ეშინოდათ.

მჟაუნა (Rumex acetosa) მატიტელასებრთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა.

საინტერესოა, რომ ბევრ ქვეყანაში ადამიანები მჟაუნის ჭამისგან თავს იკავებდნენ, რადგან მას სარეველად მიიჩნევდნენ და საკვებად გამოყენების ეშინოდათ. თუმცა, როგორც სამკურნალო მცენარეს, მას უძველესი დროიდან იყენებენ.

კოწახური – სასარგებლო თვისებები და უკუჩვენებები>>

მჟაუნის კალორიულობა და შემადგენლობა

მჟაუნის კალორიულობა 100 გრამ პროდუქტზე 22 კკალორიაა.

კვებითი ღირებულებაა: ცილები - 1,5 გრამი, ცხიმები - 0,3 გრამი, ნახშირწყლები - 2,9 გრამი.

მჟაუნის მჟავე გემოს მის ფოთოლში მჟაუნმჟავის არსებობა განაპირობებს. ფოთლები შეიცავს ასევე მინერალურ მარილებს, ორგანულ მჟავებს (ვაშლის, ლიმონის), ცილებს, ფლავონოიდებს, შაქრებს, კაროტინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს, გოგირდს, თუთიას, სპილენძს, ფტორს, ვიტამინებს B1, В2, С, К, PP. ვიტამინებით და, განსაკუთრებით, С-ვიტამინით მდიდარია მჟაუნის ყველა სახეობა.

მჟაუნის ფესვი შეიცავს 27%-მდე მთრიმლავ ნივთიერებებს, ქრიზოფან-მჟავას, ქრიზოფანეინს, ფლავონოიდ ნეპოდინსა და სხვა.

მჟაუნის სასარგებლო თვისებები

მჟაუნას ოდითგან მიიჩნევენ სამკურნალო მცენარედ. მას უამრავი სასარგებლო თვისება აქვს:

  • ტკივილგამაყუჩებელი: იყენებენ წელის ტკივილისას, რევმატიზმის, მტკივნეული მენსტრუაციის, კლიმაქსის სიმპტომებისას;
  • ნაღვლმდენი და სოკოს საწინააღმდეგო: ეფექტურია ცისტიტის, ფურუნკულოზის, სოკოვანი დაავადებებისას;
  • სისხლდენის შემაჩერებელი;
  • შემკვრელი საშუალება: იყენებენ დიზენტერიის, კუჭის აშლილობის დროს;
  • ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური;
  • იყენებენ ღრძილების ანთებისა და ანგინის დროს;
  • როგორც პროფილაქტიკური საშუალება ციებ-ცხელების, მუნისა და სხვა დაავადებებისას.

მჟაუნა ქალებისთვის:

მეცნიერული დასაბუთება იმისა, რომ მჟაუნა ქალების ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, არ არის, მაგრამ ხალხური მკურნალები ამ სამკურნალო მცენარეს უძველესი დროიდან იყენებენ თავიანთ რეცეპტებში. ისინი მიიჩნევდნენ, რომ მჟაუნა აქვეითებს არტერიულ წნევას, ამცირებს მოცულობას მენსტრუაციის დროს; აგრეთვე აქრობს ტკივილს და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს. ასევე შეხვდებით მჟაუნას უნაყოფობის სამკურნალო რეცეპტებში. მცენარე ძალიან სასარგებლოა მეძუძური დედისთვის. მისი გამოყენება თერმული დამუშავების შემდეგ ჯობს, რადგან ამით მისი მჟავიანობა ნეიტრალდება. თუ ალერგია არა აქვს ადამიანს, მისი ნედლი სახით გამოყენებაც შეიძლება, მაგრამ ზომიერი რაოდენობით.

მჟაუნა მამაკაცებისთვის:

მცენარეში შემავალი ნივთიერებები აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას; ამით მცირე მენჯის ორგანოებში სისხლის მიმოქცევა აქტიურდება, ეს კი ამაღლებს პოტენციას.

იდეალური ქინოა – ჯანმრთელობის საწინდარი>>

როგორ მივიღოთ მჟაუნა და რისთვის

მჟაუნის ქორფა ფოთლების სალათი მცენარეული ზეთით შესანიშნავი საშუალებაა ქოლესტერინთან ბრძოლისთვის. ამ შემადგენლობით ის აძლიერებს და წმენდს სისხლძარღვებს. რეგულარული მიღების დროს კი ასევე ძლიერდება ნერვული სისტემა. ჯობს მშიერ კუჭზე მიიღოთ.

მცირეოდენი სისხლდენისას მჟაუნა ანტისეპტიკური საშუალების ფუნქციას ასრულებს - მიიდეთ ფოთოლი ჭრილობაზე.

მჟაუნის ახლად გამოწურულ წვენს შეუძლია დაშალოს თირკმელებში კენჭები. მიიღეთ უზმოზე და ღამით, 10-12 დღის განმავლობაში 100 მილიგრამი წვენის სახით.

საკვებითა და ალკოჰოლით ძლიერი მოწამვლისას მიიღეთ წყალში გახსნილი 50-60 მილიგრამი მჟაუნის წვენი (თანაფარდობა 50/50). მკურნალობის კურსი – 10-14 დღე.

რევმატიზმისა და წელის ტკივილისას მოამზადეთ ქორფა ფოთლების ფაფა. გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დადეთ დოლბანდზე ან სხვა ქსოვილზე და მიიდეთ მტკივნეულ ადგილზე. ზევიდან დააფარეთ პოლიეთილენის მასალა და შალის ქსოვილი (ან პირსახოცი) სითბოსთვის. კომპრესი მოიხსენით 20-30 წუთის შემდეგ და კანი დაიზილეთ, სანამ მშრალი არ გახდება. ეს პროცედურა შეასრულეთ დღეში მინიმუმ ერთხელ, სანამ ტკივილი არ გაქრება.

ექინაცეა, ანუ „ოქროს ყვავილი" – ნომერი პირველი იმუნიტეტის ასამაღლებლად>>

სტომატიტის, კარიესის, ყელის ტკივილის დროს იყენებენ მჟაუნის ფესვის ნაყენს: 1 სუფრის კოვზ გამხმარ, დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 500-600 მილიგრამი ცხელი წყალი. გააჩერეთ 2-3 საათი და გადაწურეთ. გაციების დროს ეს ნაყენი შეგიძლიათ ცხვირში გამოივლოთ, გაისუფთავოთ პრობლემური კანი. ის ასუფთავებს კანის ფორებს და აქრობს ანთებით პროცესებს.

მჟაუნის უკუჩვენებები:

მჟაუნას, ისევე, როგორც ნებისმიერ სამკურნალო მცენარეს, თავისი უკუჩვენებებიც აქვს. რადგან მასში დიდი რაოდენობითაა მჟაუნმჟავა და მარილები, მისი მიღება არარეკომენდებულია:

მიუხედავად მდიდარი ქიმიური შემადგენლობისა, მჟაუნის მიღებაზე უარი უნდა თქვან ორსულებმა. მჟაუნმჟავა ართულებს კალციუმის ათვისებას და შეიძლება შარდგამომყოფი სისტემის გართულებების პროვოცირება გამოიწვიოს.

არაა რეკომენდებული მჟაუნა მისცეთ სამ წლამდე ბავშვებს. ამან, შესაძლოა, გამოიწვიოს საჭმლის მონელების პროცესის დარღვევა, ასევე ნაწლავებში გაზების დაგროვება, კუჭის აშლილობა და სპაზმები.

მჟაუნის ზედმეტმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს:

  • პირღებინება
    სუნთქვის გართულება
    ხშირი შარდვა
    კუჭის აშლილობა
    კუჭისა და ნაწლავების სპაზმები

გასათვალისწინებელი რჩევები

საჭმელად ვარგისია მცენარის ქორფა ფოთლები. კარგი იქნება, თუ მჟაუნის მჟავის გასანეიტრალებლად კერძში რძის პროდუქტებს, მაგალითად, არაჟანს ჩაუმატებთ.

ისპანახი და მისი სასარგებლო თვისებები>>

მჟაუნის მოხარშვისთვის საკმარისია 2-3 წუთი – როგორც კი ფერს შეიცვლის, ის უკვე მზადაა.

550
საუკეთესო ანტიბიოტიკი

ყველაზე მძლავრი ანტიბიოტიკი სულ ორი ინგრედიენტისგან

246
(განახლებულია 10:28 25.04.2021)
ამ ორი პროდუქტის ნაზავი ნამდვილ სასწაულს ახდენს. ბუნებრივი ანტიბიოტიკის უპირატესობა ისაა, რომ მას არანაირი უკუჩვენება არა აქვს.

ეს ბუნებრივი ანტიბიოტიკი ანთების საწინააღმდეგო მძლავრი მოქმედებით ხასიათდება, კლავს ბაქტერიებსა და ნებისმიერ ინფექციას.

ბუნებრივი ანტიბიოტიკის უპირატესობა ისაა, რომ მას არანაირი უკუჩვენება არა აქვს ნაწლავებისთვის, საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, რაც ნიშნავს, რომ ის აბსოლუტურად უსაფრთხოა.

კურკუმას (Curcuma Longa L) 150-ზე მეტი სამკურნალო თვისება ახასიათებს, მათ შორის არის კანცეროგენების, ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები.

ასევე არანაკლები სამკურნალო თვისებები ახასიათებს თაფლს, ხოლო ამ ორი პროდუქტის ნაზავი ნამდვილ სასწაულს ახდენს.

თაფლისა და კურკუმის ნაერთის გამოყენებით უმჯობესდება საჭმლის მონელება და ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობა იზრდება.

ინგრედიენტები:

•    100 გრამი თაფლი

•    1 სუფრის კოვზი კურკუმა

შეურიეთ თაფლი და კურკუმა, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. შეინახეთ მინის ჭურჭელში.

როგორც კი გაციების სიმპტომებს შეამჩნევთ, ეს ნარევი მიიღეთ.

მიღების წესი:

•    პირველი დღე — ნახევარი ჩაის კოვზი ყოველ საათში ერთხელ

•    მეორე დღე — ნახევარი ჩაის კოვზი 2 საათში ერთხელ

•    მესამე დღე — ნახევარი ჩაის კოვზი დღეში სამჯერ

სასურველია, რომ წამალი არ გადაყლაპოთ, არამედ პირში დადნობა დააცადოთ.

თუ მისი გემო არ მოგწონთ, შეგიძლიათ თბილი რძე ან ჩაი დაამატოთ.

246
თემები:
სასარგებლო რჩევები
ქალი და მამაკაცი ბუნებაში

ოთხი ტიპის ტემპერამენტი: მცენარეები, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის ქცევაზე

790
(განახლებულია 22:30 23.04.2021)
მეცნიერები გამოყოფენ ოთხი ტიპის მცენარეს, რომლებიც, თურმე, ადამიანის ტემპერამენტის ოთხ ტიპს შეესაბამება.
790
თემები:
ჩვენ და ბუნება – 2018
ადამიანები პირბადეებით

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

0
(განახლებულია 11:06 06.05.2021)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში  1.806-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 317.719-ს მიაღწია.

თბილისი, 6 მაისი  – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.806 შემთხვევიდან ყველაზე მეტი –  1.089 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა.  ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი სამეგრელო-ზემო სვანეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:  აჭარა - 167, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 121, იმერეთი - 120, ქვემო ქართლი - 88, კახეთი - 60, შიდა ქართლი - 57, მცხეთა-მთიანეთი - 43, გურია - 36, სამცხე-ჯავახეთი - 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა  1.144 პირი, ხოლო ჯამშიგამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 297.676 მდე.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 20 ადამიანი  და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ  4.227 -ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 15.790 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.287 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 2.462, აჭარაში - 513, იმერეთში - 420.

867 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 183 პირი, მათგან  თბილისში – 122, აჭარაში - 11, იმერეთში - 11. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია  759 ადამიანი, მათ შორის 408 - თბილისში, 326 - აჭარაში. 10.744 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია 72 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 64, ხოლო აჭარაში - 7.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 37.036 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 28.794 პირი, აჭარაში - 2.522, იმერეთში - 893.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში  1.806-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 317.719-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები