ლეღვი

ლეღვი სიყვარულისა და ნაყოფიერების სიმბოლო

904
(განახლებულია 17:20 24.08.2020)
ძველ ხალხებში ლეღვი კეთილდღეობის, ჯანმრთელობის, სითბოს, სიხარულის, ნაყოფიერებისა და ყოვლისმომცველი სიყვარულის სიმბოლო იყო, ის ასევე აფროდიზიაკად მიიჩნეოდა. ცნობილია, რომ ლეღვის ფოთოლი ბიბლიური ადამისა და ევას პირველი „სამოსი" იყო.

ლეღვი (Ficus carica) — ფიკუსის გვარის თუთისებრთა ოჯახის სუბტროპიკული მცენარეა. ლეღვის მრავალი ჯიში არსებობს (400-მდე სახეობა). მისი ნაყოფიც ასევე მრავალფეროვანია ზომით, ფორმითა თუ ფერით.

საზამთრო და საზამთროს კურკა – რა სარგებლობა მოაქვს და როდის შეიძლება გვავნოს>>

ის ბუნებრივად გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში, მცირე აზიაში, ირანსა და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში, კულტივირებულია მრავალ ქვეყანაში, განსაკუთრებით, თურქეთში, ალჟირსა და აშშ-ში. საქართველოში გვხვდება ყველგან მთის ქვედა სარტყელსა და დაბლობებზე. საქართველოში ლეღვი ძველთაგანვე ცნობილია და ფართოდაა კულტივირებული კახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთში, გურია-სამეგრელოში, აფხაზეთსა და აჭარაში.

ლეღვი
ლეღვი

ლეღვის გამოყენება ხალხურ მედიცინაში უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. ჯერ კიდევ ავიცენა ურჩევდა ადამიანებს, გამოეყენებინათ ლეღვი მალარიის, წითელას, ციებ-ცხელების, სიმსივნური დაავადებების, წყლულების, კეთრის დროს. მიიჩნეოდა, რომ ლეღვი ორგანიზმს საწამლავის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება.

ლეღვის შემადგენლობა და კალორიულობა

ლეღვის შემადგენლობაშია 80% წყალი, 0,5% ცხიმები, 1,3% – ცილები, 13% – ნახშირწყლები, 4,5% – ბალასტური ნივთიერებები, 0,7% მინერალური ნივთიერებები (რკინა, სელენი, მაგნიუმი, ფოსფორი, კალციუმი და სხვ.), ვიტამინები დიდი რაოდენობით: A, B1, B2, B6, C. მის შემადგენლობაშია ასევე ნიკოტინის მჟავა, კაროტინოიდები, სხვადასხვა ფერმენტი, კაუჩუკი, ინვერტირებული შაქარი, ხილის მჟავა, პექტინი და პროტეინი.

ლეღვის კალორიულობა 100 გრამზე 60 კკალორიაა, ხოლო ლეღვის ჩირის – 250 კკალორია.

ხალხურ მედიცინაში ლეღვი გამოიყენება:

როგორც სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება, ამიტომ რეკომენდებულია გაციების, ანგინისა და სხვა მსგავსი დაავადებების დროს;

ის კარგი დამხმარეა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან ბრძოლაში, რასაც კალიუმის დიდი შემცველობა განაპირობებს.

ასევე ხელს უწყობს სისხლძარღვებში თრომბის გაწოვასა და გულისცემის სიჩქარის ნორმალიზებას;

ის მდიდარია უჯრედისით, ამის გამო ის სწრაფად და დიდი ხნით აქრობს შიმშილის გრძნობას;

მიჩნეულია, რომ ლეღვი ნაბახუსევზე ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა – ამცირებს ამ მდგომარეობის თანმდევ სიმპტომებს – გულის რევას, წყურვილს, თავის ტკივილსა და საერთო სისუსტეს (კალიუმის, მაგნიუმისა და კალციუმის მეშვეობით).

ასევე ლეღვი ეხმარება ადამიანს დაღლილობისას, აბულიისას, ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციას, აუმჯობესებს განწყობას, ასტიმულირებს აზროვნებას;

თუთის სამკურნალო თვისებები>>

ხალხურ მედიცინაში გამოიყენება, როგორც გამაგრილებელი საშუალება გამონაყარისას, ანთებითი სიმსივნეების დროს, კბილის ტკივილის შესამსუბუქებლად, დაზიანებული ძვლებისა და ნერვების მკურნალობისას, თვალის დაავადებებისა და პოდაგრისას. ასევე ვარაუდობენ, რომ ლეღვი ეხმარება კენჭების დაშლაში შარდის გამომყოფ ორგანოებში და იცავს სოკოვანი დაავადებებისგან. რძესთან ერთად ლეღვი კარგი საშუალებაა ხველებისა და კატარის დროს.

ლეღვი ასევე გამოიყენება კოსმეტიკურ საშუალებებში (კრემებში, ლოსიონებში, ნიღბებში, სუნამოებში, აბაზანისთვის დანამატებში). ასეთი საშუალებები ასტიმულირებს უჯრედების რეგენერაციას და კანს არბილებს.

ლეღვი (ნედლიც და ჩირის სახითაც) მავნებელია: შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისთვის, რადგან დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს; ასევე კუჭ-ნაწლავის მწვავე დაავადებებისას, ასევე არაა რეკომენდებული მისი მიღება პანკრეატიტის დროს.

ლეღვი მალფუჭებადი პროდუქტია. ის სამ დღეზე მეტხანს არ უნდა შეინახოთ, შემდეგ კარგავს გემოსაცა და მარგებელ თვისებებსაც. მაცივარში ის 0 გრადუსზე ცოტა მაღალ ტემპერატურაზე და შესაბამისი ტენიანობის შემთხვევაში მაქსიმუმ 2 კვირა ინახება, ამიტომ მისი დიდი ხნით შენახვა არ ღირს.

ჩირის ყიდვისას ზოგიერთი იწუნებს ლეღვზე თეთრ ლაქებს, თუმცა ეს მხოლოდ კრისტალიზებული გლუკოზაა, რაც მათ კიდევ უფრო ტკბილს ხდის.

ტყემალი – ბუნების საგანძური ადამიანის ჯანმრთელობისთვის>>

ნაყოფის გარდა ასევე სასარგებლო თვისებები აქვს ლეღვის ფოთოლსაც. მის შემადგენლობაშია კუმარინები, ბიოფლავონოიდები, სტეროიდები, ეთერზეთები, მთრიმლავი ნივთიერებები.

ლეღვის ფოთოლს იყენებენ შემდეგი პრობლემების დროს:

  • ფურუნკული, მუნი, ლიქენები;
  • ანგინა, ფარინგიტი;
  • ცისტიტი, კენჭები თირკმელებში;
  • ვიტილიგო (კანის დაავადება);
  • შეუხორცებელი ჭრილობები;
  • ცუდი იმუნიტეტი, სისუსტე;
  • ბუდობრივი თმის ცვენა.

არცთუ დიდი ხნის წინ ჩატარებულმა გარკვეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ შესაძლებელია ლეღვის ფოთლის საკვებად გამოყენებაც. ის კარგია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკის დროს და დიაბეტისას, რადგან ამცირებს ქოლესტერინის დონეს და ზრდის უჯრედების რეაქციას ინსულინზე. თეორიულად, ლეღვის ფოთლის წყალობით დიაბეტიანებისთვის ინსულინის დოზის შემცირება შესაძლებელია, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს ოფიციალური მედიცინის მიერ დადასტურებული მკურნალობის მკაფიო გეგმა.

904
თემები:
სასარგებლო რჩევები (282)
ბროკოლი

ბროკოლი, ანუ სატაცურა კომბოსტო და მისი სასარგებლო თვისებები

517
(განახლებულია 17:49 21.09.2020)
ბროკოლი ეფექტურია კიბოს, დიაბეტის, შეკრულობისა და სხვა დაავადებების დროს, მაგრამ მისი მომზადებისა და მიღების დროს გასათვალისწინებელია რეკომენდაციები, რათა ამ ძალზე სასარგებლო პროდუქტისგან უკუშედეგები არ მივიღოთ.

ბროკოლი (ლათ.Brassica oleracea ან Brassica sylvestris) კომბოსტოსებრთა ოჯახის ერთწლიანი ბოსტნეული მცენარეა. იტალიური სიტყვა broccoli ითარგმნება, როგორც კომბოსტოს აყვავებული ყლორტი.

ბროკოლი, ანუ სატაცურა კომბოსტო იტალიაში ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე გაჩნდა. ის დიდი ხნის განმავლობაში ქვეყნის ფარგლებს გარეთ უცნობი იყო. მცენარის შესახებ პირველი ცნობები საფრანგეთში მე-16 საუკუნით თარიღდება, აშშ-ში კი ბროკოლი მხოლოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში „გაიცნეს“.

ბროკოლის კალორიულობა და შემადგენლობა

ბროკოლის კალორიულობა 100 გრამ პროდუქტზე 28 კკალორიაა. მოხარშულში – 35 კკალორია. გაყინულის – 23 კკალორია.

ბროკოლი შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ნაცარს, წყალს. ვიტამინებს: А (კომბოსტოს სახეობებს შორის ამ ვიტამინის შემცველობით „რეკორდსმენია“), С, В1, В2, В5, В6, РР, Е, К; უჯრედისს, კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, თუთიას, მანგანუმს, გოგირდს, ფოლიუმის მჟავას, ბეტა-კაროტინს.

ბროკოლი კალციუმის შემადგენლობით ტოლს არ უდებს რძეს – 100 გრამ მოხარშულ კომბოსტოში არის 180 მილიგრამი კალციუმი მაშინ, როცა 100 გრამ რძეში მისი რაოდენობა 120 მილიგრამია; შეიცავს რკინის დღიური ნორმის 10%-ს (ნორმაა 18 მილიგრამი, ბროკოლი შეიცავს 1,8 მილიგრამს); შეიცავს С ვიტამინის თითქმის 100% დღიურ ნორმას – 89,2 მილიგრამი, დღიური ნორმაა 90 მილიგრამი დღეში.

ბროკოლის სასარგებლო თვისებები

ბროკოლი შესანიშნავი დიეტური პროდუქტია ისეთი დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, როგორიცაა ონკოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ნერვული აშლილობები, კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, პოდაგრა.

ბროკოლი კიბოს წინააღმდეგ

ბროკოლიდან გამოყვეს ანეტოლ-ტრიტიონი, რომელიც ამცირებს სწორი ნაწლავისა და მკერდის კიბოს დაავადებების შემთხვევებს.

იმის შესახებ, რომ ბროკოლი შესანიშნავი პროფილაქტიკური საშუალებაა კიბოს წინააღმდეგ, ცნობილი არცთუ დიდი ხნის წინ გახდა. ჯონს ჰოპკინსის კოლეჯის მედიკოსების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მცენარე შეიცავს განსაკუთრებულ ნივთიერება სულფორაფანს, რომელიც კლავს კუჭის ზოგიერთი სახეობის წყლულის გამომწვევ ბაქტერიებს, აბრკოლებს კუჭის კიბოს განვითარებას.

არაქისი, იგივე მიწის თხილი – სასარგებლო და მავნე თვისებები>>

უფრო მეტიც, სულფორაფანი იმ ბაქტერიებსაც ანადგურებს, რომლებიც ანტიბიოტიკებს არ ემორჩილება. ახლა მეცნიერები ცდილობენ ამ ქიმიურ ნივთიერებაზე დაყრდნობით პრეპარატი შექმნან, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ოპტიმალურად შეითვისებს.

ბროკოლის სხვა სასარგებლო თვისებები

ბროკოლს აქვს არა მხოლოდ კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება, არამედ ასევე ხელს უწყობს სისხლის შედედებას, ეფექტურია ათეროსკლეროზის საწინააღმდეგოდ, არის დამამშვიდებელი, გამხსნელი და ნაღვლმდენი საშუალება.

ბროკოლი ამცირებს ინფარქტებისა და ინსულტების რისკს. აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, აფერხებს ქოლესტერინის დაგროვებას ორგანიზმში.

ბროკოლის სისტემატური გამოყენება აბრკოლებს ათეროსკლეროზის განვითარებას, ნაადრევ სიბერეს, მას ორგანიზმიდან გამოაქვს მძიმე ლითონების მარილები.

ბროკოლი მდიდარია უჯრედისით (ნედლი პროდუქტის 100 გრამზე 2,6 გრამი). ის წმენდს ნაწლავებს, აწესრიგებს მის მუშაობას. აქვს გამხსენლი ეფექტი და მისი რეგულარული მიღებით შესაძლებელია ქრონიკული შეკრულობისგან გათავისუფლება.

კომბოსტოს ეს სახეობა ასევე ასტიმულირებს ნაღვლის გამოდევნას, აუმჯობესებს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მუშაობას.

ბროკოლი აწესრიგებს სისხლში შაქრის შემცველობას. ის შეუცვლელი პროდუქტია პირველი და მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის. მის შემცველობაში არსებული სულფორაფანი, რომელიც წარმატებით ებრძვის კიბოს, ასევე ასტაბილურებს შაქრის დონეს.

ვიტამინი В1 არეგულირებს ნერვული სისტემის საქმიანობას. ამ ვიტამინის უკმარისობა კი აუარესებს ნერვული სისტემის, გულის, სისხლძარღვებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას. ამიტომ ბროკოლი აუცილებელია იმ ადამიანების რაციონში, ვისაც აქვს ნერვული აშლილობები, არიან ზედმეტად გაღიზიანებული და აქვთ ცუდი მეხსიერება.

ბროკოლი შესანიშნავი პროდუქტია დასუსტებული ადამიანებისთვის, ორსულებისთვის, ბავშვებისა და ასაკოვანი ხალხისთვის.

აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები:

ბროკოლის მიღება შეიძლება ნედლი, მოხარშული, ორთქლზე დამზადებული და შემწვარი სახით. მას ასევე იყენებენ, როგორც ერთ-ერთ ინგრედიენტს სუპებში, სოუსებში, ომლეტებში, ბოსტნეულის გარნირებში.

ბროკოლი აუცილებლად კარგად უნდა გაირეცხოს წყლის ჭავლით, რადგან მასში, შესაძლოა, მწერები იყვნენ დაბუდებული.

არ არის რეკომენდებული ბროკოლის დამზადება მიკროტალღურ ღუმელში, გაყინულის გალღობა და შემდეგ ისევ გაყინვა, თბილ ადგილზე შენახვა.

საკვებად იყენებენ როგორც ყვავილედს, ისე ღეროს. ღერო უნდა გათალოთ კანისგან და კანგაცლილი შემდეგ შეგიძლიათ დაამატოთ სუპში ან სხვა კერძში.

ბოლოკი – სასარგებლო, დიეტური და შემადგენლობით მდიდარი სამკურნალო მცენარე>>

ბროკოლის მოხარშვის წესი: ბროკოლი ჩაუშვით მდუღარე, მარილიან წყალში და ხარშეთ 5-7 წუთი. თუ გაყინული იყო, ხარშვის დრო 10-12 წუთამდე გაზარდეთ. მოხარშვის მერე გადაავლეთ ცივი წყალი, რადგან მასზე მაღალი ტემპერატურა კვლავ განაგრძობს გავლენას.

ორთქლზე მომზადებისას გასათვალისწინებელია, თუ როგორ მდგომარეობაში გინდათ მისი მიღება – თუ ხრაშუნა გსურთ, ორთქლზე მოამზადეთ 5-7 წუთი, თუ ისეთი, პირში რომ დნებოდეს – 12-15 წუთი.

შეგიძლიათ ასევე ბროკოლის ბლანშირება, ღუმელში გამოცხობა და ნედლი სახით მიღება (სხვადასხვა სალათში).

ბროკოლს აქვს უკუჩვენებებიც

გაითვალისწინეთ: მისი მიღება ნედლი ან შემწვარი სახით არ შეიძლება კუჭის მაღალი მჟავიანობის დროს, კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებებისას, გასტრიტისა და წყლულის დროს.

როდესაც ექიმის მიერ დანიშნული გაქვთ დიეტა, რომელიც უხეში უჯრედისის მიღებას გამორიცხავს.

იდეალური ქინოა – ჯანმრთელობის საწინდარი>>

ინდივიდუალური აუტანლობის დროს.

ბროკოლის შეწვისას გამოიყოფა კანცეროგენები და ორგანიზმში გროვდება, ამიტომ რჩევაა – არ შეწვათ ის ბევრი რაოდენობის ცხიმში და მაღალ ცეცხლზე.

517
თემები:
სასარგებლო რჩევები (282)
ყურძენი და წვენი

ყურძნის სასარგებლო თვისებები

572
(განახლებულია 15:30 14.09.2020)
საქართველო ვაზისა და ღვინის სამშობლოდ არის მიჩნეული, მაგრამ ვიცით კი, რატომაა ის სასარგებლო, რამდენი უნდა მიიღოს ის ადამიანმა წელიწადში, რომ ორგანიზმი საჭირო ნივთიერებებით შეავსოს და როდის არ შეიძლება ყურძნის მიღება?

ყურძენი ფოთლოვანი ვაზის კენკროვანი ნაყოფია. მისგან ამზადებენ ღვინოს, ან ხილის სახით იღებენ. მისგან მზადდება მურაბა, ქიშმიში, ძმარი, ყურძნის თესლის ექსტრაქტი, ზეთი.

ყურძენი უძველესი დროიდანაა ცნობილი ადამიანისთვის. ხოლო ის, რომ საქართველო ვაზისა და მევენახეობის სამშობლოა, არქეოლოგიური აღმოჩენებით დასტურდება. მათ შორისაა 8 ათასი წლის ყურძნის წიპწა თუ ღვინის ქვევრები, საწნახელი თუ სხვა იარაღი.

ასევე 8 ათას წელს ითვლის საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია, მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. იუნესკოს გადაწყვეტილებით, 2013 წელს ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია.

მსოფლიოში ცნობილი ყურძნის ოთხი ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ თითოეულმა მოზრდილმა ადამიანმა, იმ ვიტამინებისა და მიკროელემენტების აუცილებელი რაოდენობის მისაღებად, რაც მხოლოდ ყურძენში შედის, წელიწადში 65–70 კილოგრამი ყურძენი უნდა მიირთვას.

ყურძნის კალორიულობა და შემადგენლობა

ყურძნის ენერგეტიკული ღირებულება დაახლოებით 70 კკალორიაა 100 გრამზე, ქიშმიშის – 281 კკალორია, ყურძნის წვენში – 54 კკალორია.

ყურძენი შეიცავს 150-ზე მეტ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას.

ყურძნის კვებითი ღირებულება (100 გრამზე): ცილები – 0,6 გრამი, ცხიმები – 0,6 გრამი, ნახშირწყლები – 15,5, ნაცარი – 0,6, წყალი – 80,4.

ტყემალი – ბუნების საგანძური ადამიანის ჯანმრთელობისთვის>>

ყურძნის კენკრა შეიცავს: თავისუფალ და ორგანულ მჟავებს 2,5-დან 6 პროცენტამდე. ვაშლის მჟავას – 60%, ღვინის, გლუკონის, ლიმონის, ქარვისა და სხვა მჟავებს – 40%.

კენკრაში არის ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალური მარილები და მიკროელემენტები: კალიუმი, მანგანუმი, მაგნიუმი, ნიკელი, კობალტი, ალუმინი, კაჟი, თუთია, ბორი, ქრომი და სხვ. ისინი ხშირად არის ფერმენტების, ჰორმონების, ვიტამინების, ცილებისა და სხვა ორგანული კომპლექსების სტრუქტურული ელემენტები.

ყურძენში ადამიანისთვის აუცილებელი ვიტამინების დიდი რაოდენობაა: A – 0,1 მილიგრამი, B1 – 0,05 მილიგრამი, B2 – 0,02 მგ, B3 ან PP – 0,3 მგ, B5 – 0,18 მგ, B6 – 0,6 მგ, B9, ანუ ფოლიუმის მჟავა – 4 მიკროგრამი, C – 6 მილიგრამი, H – 4 მიკროგრამი, K – 0,5–2,0 მიკროგრამი, P – 45 მიკროგრამი. ყურძენი ასევე შეიცავს პექტინის ნივთიერებებს, შეუცვლელ ამინომჟავებს (ლიზინი, ჰისტიდინი, არგინი, მეტიონინი, ლეიცინი), ცვლად ამინომჟავებს (ცისტინი, გლიცინი), რომლებიც ნივთიერებათა ცვლაში აქტიურად მონაწილეობს. კურკაში აღმოჩენილია 20%-მდე მყარი ცხიმი, მთრიმლავი ნივთიერებები, ლეციტინი, ვანილინი, ფლობაფენები.

ყურძნის სასარგებლო და სამკურნალო თვისებები

ყურძენი უნდა მიიღოთ ჭამიდან ჭამამდე, საკვების მიღებიდან 1,5–2 საათის შემდეგ.

ყურძენსა და მისგან მიღებულ პროდუქტებს ადამიანი მრავალი დაავადების სამკურნალოდ უძველესი დროიდან იყენებდა. ცნობილია, რომ მუქი ფერის ყურძენი კარგი ამოსახველებელი საშუალებაა, ამიტომ მას იღებენ პლევრიტის, ბრონქიტის, ფილტვების ტუბერკულიოზის დროს. მას უძველესი დროიდან იყენებდნენ ფილტვებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალოდ.

მარწყვი – უგემრიელესი, სასარგებლო კენკრა>>

ყურძნით მკურნალობის შედეგად წესრიგდება გულის რიტმი, არტერიული წნევა, მალე ქრება შეშუპება, ის ხელს უწყობს ნორმალურ ძილს, სისხლწარმოქმნას, იწმინდება სისხლი, უმჯობესდება ფილტვებისა და სასუნთქი გზების მდგომარეობა.

წითელი ყურძნის კანი შეიცავს ნივთიერება რევერატროლს – ეს ბუნებრივი ფენოლია (კარბოლის მჟავა), რომელსაც კიბოს დაავადების დათრგუნვა შეუძლია სხვადასხვა სტადიაზე.

ყურძენი ორგანიზმს ეხმარება ანემიის, თირკმელების ქრონიკული დაავადებების, ართრიტების, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების, სახსრების ტკივილის დროს. ის აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ორგანიზმიდან შარდის მჟავის გამოდევნას ეხმარება.

ყურძნის წვენს ახასიათებს მატონიზირებელი და ორგანიზმის ზოგადი გაჯანსაღების ეფექტი. მას ურჩევენ, როდესაც ნერვული სისტემა გამოფიტულია, ძალები დაქვეითებული. ის დადებითად მოქმედებს კუნთების ტონუსზე, განსაკუთრებით – გულის კუნთის. მას აქვს ბაქტერიციდული, შარდმდენი, გამხსნელი, ოფლმდენი, ამოსახველებელი თვისებები. ასევე მასში არ არის კანი, რომელიც ნაწლავებში გაზებს წარმოქმნის და მეტეორიზმს იწვევს. ყურძნის წვენის მიღება ჯობს ჭამამდე 1 საათით ადრე დღეში სამჯერ.

ფითრი – „ყველაფრის მკურნალი" პარაზიტი მცენარე>>

ყურძნის ფოთოლი და ტოტები შეიცავს 2%-მდე შაქრებს, დიდი რაოდენობით ორგანულ მჟავებს. მარცვლის კურკაში არის 20%-მდე ცხიმები, მთრიმლავი ნივთიერება ფლაბოფენი, ლეციტინი, ვანილინი და ძმრის მჟავა. ასევე მათში განისაზღვრა ნივთიერებები (პიკგენოლები) ანტიოქსიდანტური აქტიურობით.

ყურძნის ფესვებში არის ბევრი C ვიტამინი, ალკალოიდები, გლიკოზიდები, მთრიმლავი ნივთიერებები. მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს დიდი რაოდენობით მარილებს Si, Na, P, Fe, Cu.

ნორჩი ყლორტები, ულვაში, ფოთოლი შველის თავის ტკივილს, თვალის წვას. ამისთვის ისინი უნდა დააქუცმაცოთ და ქერის ფქვილს შეურიოთ, შემდეგ დაიდოთ მტკივნეულ ადგილზე.

ყურძნის ყლორტებს თუ ეპილეფსიით დაავადებული კისერზე ჩამოიკიდებს, ეს შეტევას შეასუსტებს. ნორჩი ყლორტების ჭამა ხელს უშლის მავნე ანაორთქლის ტვინამდე მიღწევას.

ყურძნის ფოთლების შედედებული წვენი კარგია კუჭისთვის, აჩერებს პირღებინებას, მკურნალობს სისხლიან ღებინებას, ნაწლავების წყლულს, ასევე მოქმედებს ის უკანა ტანში შეყვანისას. წვენი კარგად მოქმედებს ნაყოფზე ორსულებში. გარეგნული მოხმარებისას, თუ მას თმაზე დავიდებთ, თმის ზრდას უწყობს ხელს.

დეკა: ხელს უწყობს წონაში კლებას, აძლიერებს იმუნიტეტს>>

ყურძნის ფოთოლი შველის სისხლიან ხველებას. ტოტების წვენისგან მომზადებული შაქრიანი სიროფი აუმჯობესებს მადას, კარგია ნაბახუსევზე, პირღებინებისას, მაგრამ ხველებისას ეს სიროფი მავნებელია.

თანამედროვე მედიცინაში ყურძნის ახალი ფოთლებით შეკრულობას მკურნალობენ. ფოთლების ცივი ნაყენი გამოიყენება მხედველობის გასაუმჯობესებლად, რევმატიზმისას. ნაყენის დასამზადებლად 350 გრამ ყურძნის ფოთოლს დაასხით სამი ლიტრი ცივი წყალი და გააჩერეთ სამი დღე-ღამე.

ფოთლების ნახარში კარგია თირკმელების კენჭოვანი დაავადებებისას, ასევე პოდაგრისას. ფოთლებს შაქრის დამწევი თვისება აქვს – მას წარმატებით იყენებენ დიაბეტის მურნალობისას. ასევე მიიჩნევენ, რომ ფოთლები ამაღლებს პოტენციას.

გამხმარ ფოთოლს იყენებენ ცხვირიდან სისხლდენის დროს (ისუნთქავენ მას ფხვნილის სახით ნესტოებში), როგორც ანტისეპტიკურ საშუალებას, იყენებენ ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ.

ყურძნის კურკას აქვს სისხლდენის შეჩერების ეფექტი საშვილოსნოდან სისხლდენის დროს.  

ყურძნის მიღება არ შეიძლება, ან უნდა შეიზღუდოს:

შაქრიანი დიაბეტის დროს, დიარეისას, მწვავე ან ქრონიკული კოლიტის, ენტეროკოლიტის დროს, ტუბერულიოზის მწვავე ფორმებისას, სიმსუქნის მესამე–მეოთხე სტადიებზე, ქრონიკული შეკრულობისას, შეშუპების, ჰიპერტონიის დროს, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, კუჭის ონკოდაავადებისას.

ინდიელების მაგია, ანუ ჩია – ხელს უწყობს წონაში კლებას და თან უაღრესად სასარგებლოა>>

ყურძნის წვენის მიღება ასევე არ არის რეკომენდებული ორსულობის ბოლო ფაზაში, რადგან სარძევე ჯირვლების მუშაობაზე უარყოფითად მოქმედებს.

აგრეთვე არ უნდა მიიღოთ ყურძენი, თუ ალერგია გაქვთ.

572
თემები:
სასარგებლო რჩევები (282)
ლაბორატორია

მიტროპოლიტი გერასიმე კორონავირუსზე ტესტის ჩატარებას  გეგმავს

0
(განახლებულია 10:10 25.09.2020)
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის პრეს–ცენტრი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ამავე ეპარქიის მიტროპოლიტის გერასიმეს თვითიზოლაციაში გადასვლის შესახებ. 

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის მგალობელს კორონვირუსი დაუდასტურდა.

ინფიცირებული ამავე ეკლესიის მესანთლე ქალის კონტაქტია, რომელსაც კორონავირუსი 22 სექტემბერს გამოუვლინდა. მგალობელი ეკლესიაში წირვაზე იმყოფებოდა.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის პრეს–ცენტრი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ამავე ეპარქიის მიტროპოლიტის გერასიმეს თვითიზოლაციაში გადასვლის შესახებ. 

„ვირუსი დაუდგინდა ტაძრის მესანთლეს, რომელიც თბილისიდან  ამ დღეებში დაბრუნდა. თავად მიტროპოლიტი გერასიმე PCR–ტესტის ჩატარებას დღეს გეგმავს“, – ნათქვამია ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, PCR–კვლევა ჩაუტარდა ინფიცირებული მესანთლე ქალის კონტაქტებს. მათი პასუხები უარყოფითია. მიუხედავად ამისა, ამ დროისთვის თვითიზოლაციაშია ტაძრის მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 259-ით გაიზარდა და 4399-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1705 ადამიანი, გარდაიცვალა 26 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში