კიტრი – უძველესი ბოსტნეული კულტურა – რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ

© Pixabay / krzys16კიტრი
კიტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კიტრი ჩვენი რაციონის განუყოფელი შემადგენელია, მას უამრავი სარგებელი მოაქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ზიანის მოყენებაც შეუძლია.

კიტრი (Cucumis sativus) გოგრისებრთა ოჯახის ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. არსებობს მისი მრავალი ჯიში. 

გოგრის ოჯახში შედიან გოგრა, ყაბაყი, საზამთრო, ნესვი და სხვ. მეცნიერთა ბოლო კვლევების თანახმად, ნესვისა და კიტრის გენეტიკური მსგავსება 95%-ს შეადგენს.

პომიდორი - Sputnik საქართველო
pomo d’orо, ანუ ყველასთვის საყვარელი „ოქროს ვაშლის“ სასარგებლო თვისებები

კიტრი ყველაზე ძველი ბოსტნეული კულტურაა. ის რაც უფრო პატარა, მწვანე და უმწიფარია, მით უფრო უკეთესი და გემრიელია. ანტიკურ ხანაში ბერძნები მას „აგურუსს“ უწოდებდნენ, რაც „უმწიფარს“ ნიშნავს. კიტრი ინდოეთიდან გავრცელდა. თითქმის ექვსი ათასი წელია, რაც ადამიანებმა შეიყვარეს ეს კულტურა. 

კიტრის კალორიულობა, შემცველობა და სასარგებლო თვისებები

კიტრის სხვადასხვა ჯიშის, მჟავე კიტრისა და მარინადების კალორიულობა 100 გრამ პროდუქტზე 11-დან 16 კკალორიამდე მერყეობს.

კიტრი დიეტურ პროდუქტებს შორის პირველ ადგილს იკავებს. ის 95% წყლისგან შედგება, რაც ნიშნავს, რომ ძალზე დაბალკალორიულია.

გოგრის თესლი - მრავალი დაავადების მკურნალი>>

კიტრში შემავალი წყალი – ბუნებრივი ადსორბენტია (სხეული, რომელიც აირიდან ან ხსნარიდან კარგად შთანთქავს ნივთიერებას), მას სხვადასხვა შხამის დანაწევრება შეუძლია, ამიტომ კიტრი სასარგებლოა სხვადასხვა სახის მოწამვლისას, ასევე მისი ყოველდღიური გამოყენება წმენდს ორგანიზმს დაგროვებული შხამებისგან.

ბადრიჯანი - Sputnik საქართველო
კენკრა თუ ბოსტნეული – უაღრესად სასარგებლო პროდუქტი ჩვენი ჯანმრთელობისთვის

კიტრი შეიცავს იოდის სასარგებლო და ადვილად ასათვისებელ ნაერთებს: მეცნიერები მიიჩნევენ, რომ კიტრის რეგულარული მიღება აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის, გულისა და სისხლძარღვების მუშაობას. კიტრში არის ბევრი უჯრედისი, ამიტომ ის აუმჯობესებს ნაწლავების პერისტალტიკას, ასევე სისხლძარღვების კედლებს ზედმეტი ქოლესტერინისგან წმენდს.

კიტრი შეიცავს შაქრებს, ცილებს, ვიტამინებს A, B1, B2, B3, B6, B9, C, E, H, PP, კაროტინს, ქლოროფილს, ფოლიუმის მჟავას, კალიუმს, ფოსფორს, რკინას, ნატრიუმს, მაგნიუმს, ქლორს, მანგანუმს, თუთიას, სპილენძს, ქრომსა და ვერცხლსაც კი.

საზამთრო და საზამთროს კურკა – სარგებლობა და მავნებლობა>>

კალიუმის მაღალი შემცველობის წყალობით კიტრი ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ სითხეს, აქრობს შეშუპებას, ამცირებს არტერიულ წნევას. აქვს მსუბუქი გამხსნელი ეფექტი. დაბალი კალორიულობისა და „გამწმენდი“ ეფექტის წყალობით კიტრი იდეალური პროდუქტია ზედმეტი წონის დასაკლებად.

სამკურნალო თვისებები აქვს კიტრის თესლს – მას ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში იყენებდნენ როგორც სიცხის დამწევ საშუალებას, დამწვრობის დროს. ორგანიზმიდან გამოაქვს ზედმეტი ქოლესტერინი. 

ნესვი - Sputnik საქართველო
ნესვი – კალორიულობა, შემადგენლობა, სასარგებლო და საზიანო თვისებები

განსაკუთრებით სასარგებლოა კიტრის წვენი – ის შეიცავს ბევრ მინერალურ მარილს, ასევე კალციუმს, ფოსფორსა და ნატრიუმს; გამაჯანსაღებელ და გამაახალგაზრდავებელ მოქმედებას ახდენს ორგანიზმსა და კანზე, ის ტონუსში მოჰყავს, აუმჯობესებს მეხსიერებას, აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ხელ უწყობს ჯანმრთელი კბილებისა და ღრძილების შენარჩუნებას. ასევე კიტრის წვენი აბრკოლებს ათეროსკლეროზის განვითარებას, არის შესანიშნავი შარდმდენი საშუალება.

კიტრის წვენი კარგად მოქმედებს ხანგრძლივი ხველებისას, ამსუბუქებს ტუბერკულოზით დაავადებულთა მდგომარეობას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აქვს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

კიტრის წვენი ხელს უშლის ნახშირწყლების ცხიმად გარდაქმნას, წმენდს ორგანიზმს შლაკებისგან და აბრკოლებს მარილების დაგროვებას.
ასევე კიტრის წვენის ნარევი ვაშლისა და პომიდვრის წვენთან (1:1:1 თანაფარდობით) და ერთი კბილი ნივრის დამატებით სისხლის შემადგენლობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

დღე-ღამეში დასაშვებია 1 ლიტრამდე კიტრის წვენის მიღება, ამასთან ერთ ჯერზე 100 გრამზე მეტის მიღება რეკომენდებული არ არის.

ყაბაყი - Sputnik საქართველო
ყაბაყი – ვიტამინებითა და სხვადასხვა ნივთიერებებით მდიდარი შეუცვლელი პროდუქტი

გაითვალისწინეთ:

რაც შეეხება კიტრის კანს, ის ასევე ძალზე სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის, სწორედ კანშია თავმოყრილი, მაგალითად, ვიტამინები С, В, В2, ბიოტინი, კაროტინი, ნიკოტინის მჟავა, ვერცხლი და სხვ. მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ კიტრის კანი ღრუბელივითაა, აგროვებს არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ მავნე ნივთიერებებსაც. ესაა პესტიციდები, ნიტრატები და სხვა ქიმიკატები. ამდენად, თუ კიტრი თქვენი მოყვანილი არაა და არ ხართ დარწმუნებული, რომ ის ქიმიური საშუალებების გარეშე მოიყვანეს, აუცილებლად გათალეთ და ისე მიირთვით.

კიტრის მიღება არ შეიძლება:

მწვავე და ქრონიკული ნეფრიტების, ქრონიკული თირკმლის უკმარისობის გამწვავების, თირკმელებში კენჭოვანი დაავადებების დროს. კიტრის მიღება უნდა შეიზღუდოს წყლულოვანი დაავადებების გამწვავებისას, გასტრიტების, ენტეროკოლიტების, კოლიტების დროს.

პროდუქტები, რომლებიც შეგიძლიათ შეუზღუდავად მიიღოთ და თან წონაში არ მოიმატოთ>>

მჟავე კიტრის მიღება არ არის რეკომენდებული სიმსუქნის, გაცხიმოვნების, მწვავე და ქრონიკული ნეფრიტის, პიელონეფრიტის, გასტრიტის გამწვავების, ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის, სანაღვლე გზების დისკინეზიის დროს.

ყველა ახალი ამბავი
0