Крепость Гонио

ტუხტის სახელით ცნობილი ულამაზესი დეკორატიული და სამკურნალო მცენარეები

1477
(განახლებულია 20:51 25.04.2020)
კენაფი, ხეტუხტი, ჩუნური ვარდი, კარკადე - რა აერთიანებს ამ მცენარეებს, რა მსგავსება და რა სხვაობაა მათ შორის და რა უნდა ვიცოდეთ თუ მათთან მეგობრობა გადავწყვიტეთ
1477
ბროკოლი

ბროკოლი, ანუ სატაცურა კომბოსტო და მისი სასარგებლო თვისებები

530
(განახლებულია 17:49 21.09.2020)
ბროკოლი ეფექტურია კიბოს, დიაბეტის, შეკრულობისა და სხვა დაავადებების დროს, მაგრამ მისი მომზადებისა და მიღების დროს გასათვალისწინებელია რეკომენდაციები, რათა ამ ძალზე სასარგებლო პროდუქტისგან უკუშედეგები არ მივიღოთ.

ბროკოლი (ლათ.Brassica oleracea ან Brassica sylvestris) კომბოსტოსებრთა ოჯახის ერთწლიანი ბოსტნეული მცენარეა. იტალიური სიტყვა broccoli ითარგმნება, როგორც კომბოსტოს აყვავებული ყლორტი.

ბროკოლი, ანუ სატაცურა კომბოსტო იტალიაში ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე გაჩნდა. ის დიდი ხნის განმავლობაში ქვეყნის ფარგლებს გარეთ უცნობი იყო. მცენარის შესახებ პირველი ცნობები საფრანგეთში მე-16 საუკუნით თარიღდება, აშშ-ში კი ბროკოლი მხოლოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში „გაიცნეს“.

ბროკოლის კალორიულობა და შემადგენლობა

ბროკოლის კალორიულობა 100 გრამ პროდუქტზე 28 კკალორიაა. მოხარშულში – 35 კკალორია. გაყინულის – 23 კკალორია.

ბროკოლი შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ნაცარს, წყალს. ვიტამინებს: А (კომბოსტოს სახეობებს შორის ამ ვიტამინის შემცველობით „რეკორდსმენია“), С, В1, В2, В5, В6, РР, Е, К; უჯრედისს, კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, თუთიას, მანგანუმს, გოგირდს, ფოლიუმის მჟავას, ბეტა-კაროტინს.

ბროკოლი კალციუმის შემადგენლობით ტოლს არ უდებს რძეს – 100 გრამ მოხარშულ კომბოსტოში არის 180 მილიგრამი კალციუმი მაშინ, როცა 100 გრამ რძეში მისი რაოდენობა 120 მილიგრამია; შეიცავს რკინის დღიური ნორმის 10%-ს (ნორმაა 18 მილიგრამი, ბროკოლი შეიცავს 1,8 მილიგრამს); შეიცავს С ვიტამინის თითქმის 100% დღიურ ნორმას – 89,2 მილიგრამი, დღიური ნორმაა 90 მილიგრამი დღეში.

ბროკოლის სასარგებლო თვისებები

ბროკოლი შესანიშნავი დიეტური პროდუქტია ისეთი დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, როგორიცაა ონკოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ნერვული აშლილობები, კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, პოდაგრა.

ბროკოლი კიბოს წინააღმდეგ

ბროკოლიდან გამოყვეს ანეტოლ-ტრიტიონი, რომელიც ამცირებს სწორი ნაწლავისა და მკერდის კიბოს დაავადებების შემთხვევებს.

იმის შესახებ, რომ ბროკოლი შესანიშნავი პროფილაქტიკური საშუალებაა კიბოს წინააღმდეგ, ცნობილი არცთუ დიდი ხნის წინ გახდა. ჯონს ჰოპკინსის კოლეჯის მედიკოსების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მცენარე შეიცავს განსაკუთრებულ ნივთიერება სულფორაფანს, რომელიც კლავს კუჭის ზოგიერთი სახეობის წყლულის გამომწვევ ბაქტერიებს, აბრკოლებს კუჭის კიბოს განვითარებას.

არაქისი, იგივე მიწის თხილი – სასარგებლო და მავნე თვისებები>>

უფრო მეტიც, სულფორაფანი იმ ბაქტერიებსაც ანადგურებს, რომლებიც ანტიბიოტიკებს არ ემორჩილება. ახლა მეცნიერები ცდილობენ ამ ქიმიურ ნივთიერებაზე დაყრდნობით პრეპარატი შექმნან, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ოპტიმალურად შეითვისებს.

ბროკოლის სხვა სასარგებლო თვისებები

ბროკოლს აქვს არა მხოლოდ კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება, არამედ ასევე ხელს უწყობს სისხლის შედედებას, ეფექტურია ათეროსკლეროზის საწინააღმდეგოდ, არის დამამშვიდებელი, გამხსნელი და ნაღვლმდენი საშუალება.

ბროკოლი ამცირებს ინფარქტებისა და ინსულტების რისკს. აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, აფერხებს ქოლესტერინის დაგროვებას ორგანიზმში.

ბროკოლის სისტემატური გამოყენება აბრკოლებს ათეროსკლეროზის განვითარებას, ნაადრევ სიბერეს, მას ორგანიზმიდან გამოაქვს მძიმე ლითონების მარილები.

ბროკოლი მდიდარია უჯრედისით (ნედლი პროდუქტის 100 გრამზე 2,6 გრამი). ის წმენდს ნაწლავებს, აწესრიგებს მის მუშაობას. აქვს გამხსენლი ეფექტი და მისი რეგულარული მიღებით შესაძლებელია ქრონიკული შეკრულობისგან გათავისუფლება.

კომბოსტოს ეს სახეობა ასევე ასტიმულირებს ნაღვლის გამოდევნას, აუმჯობესებს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მუშაობას.

ბროკოლი აწესრიგებს სისხლში შაქრის შემცველობას. ის შეუცვლელი პროდუქტია პირველი და მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის. მის შემცველობაში არსებული სულფორაფანი, რომელიც წარმატებით ებრძვის კიბოს, ასევე ასტაბილურებს შაქრის დონეს.

ვიტამინი В1 არეგულირებს ნერვული სისტემის საქმიანობას. ამ ვიტამინის უკმარისობა კი აუარესებს ნერვული სისტემის, გულის, სისხლძარღვებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას. ამიტომ ბროკოლი აუცილებელია იმ ადამიანების რაციონში, ვისაც აქვს ნერვული აშლილობები, არიან ზედმეტად გაღიზიანებული და აქვთ ცუდი მეხსიერება.

ბროკოლი შესანიშნავი პროდუქტია დასუსტებული ადამიანებისთვის, ორსულებისთვის, ბავშვებისა და ასაკოვანი ხალხისთვის.

აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები:

ბროკოლის მიღება შეიძლება ნედლი, მოხარშული, ორთქლზე დამზადებული და შემწვარი სახით. მას ასევე იყენებენ, როგორც ერთ-ერთ ინგრედიენტს სუპებში, სოუსებში, ომლეტებში, ბოსტნეულის გარნირებში.

ბროკოლი აუცილებლად კარგად უნდა გაირეცხოს წყლის ჭავლით, რადგან მასში, შესაძლოა, მწერები იყვნენ დაბუდებული.

არ არის რეკომენდებული ბროკოლის დამზადება მიკროტალღურ ღუმელში, გაყინულის გალღობა და შემდეგ ისევ გაყინვა, თბილ ადგილზე შენახვა.

საკვებად იყენებენ როგორც ყვავილედს, ისე ღეროს. ღერო უნდა გათალოთ კანისგან და კანგაცლილი შემდეგ შეგიძლიათ დაამატოთ სუპში ან სხვა კერძში.

ბოლოკი – სასარგებლო, დიეტური და შემადგენლობით მდიდარი სამკურნალო მცენარე>>

ბროკოლის მოხარშვის წესი: ბროკოლი ჩაუშვით მდუღარე, მარილიან წყალში და ხარშეთ 5-7 წუთი. თუ გაყინული იყო, ხარშვის დრო 10-12 წუთამდე გაზარდეთ. მოხარშვის მერე გადაავლეთ ცივი წყალი, რადგან მასზე მაღალი ტემპერატურა კვლავ განაგრძობს გავლენას.

ორთქლზე მომზადებისას გასათვალისწინებელია, თუ როგორ მდგომარეობაში გინდათ მისი მიღება – თუ ხრაშუნა გსურთ, ორთქლზე მოამზადეთ 5-7 წუთი, თუ ისეთი, პირში რომ დნებოდეს – 12-15 წუთი.

შეგიძლიათ ასევე ბროკოლის ბლანშირება, ღუმელში გამოცხობა და ნედლი სახით მიღება (სხვადასხვა სალათში).

ბროკოლს აქვს უკუჩვენებებიც

გაითვალისწინეთ: მისი მიღება ნედლი ან შემწვარი სახით არ შეიძლება კუჭის მაღალი მჟავიანობის დროს, კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებებისას, გასტრიტისა და წყლულის დროს.

როდესაც ექიმის მიერ დანიშნული გაქვთ დიეტა, რომელიც უხეში უჯრედისის მიღებას გამორიცხავს.

იდეალური ქინოა – ჯანმრთელობის საწინდარი>>

ინდივიდუალური აუტანლობის დროს.

ბროკოლის შეწვისას გამოიყოფა კანცეროგენები და ორგანიზმში გროვდება, ამიტომ რჩევაა – არ შეწვათ ის ბევრი რაოდენობის ცხიმში და მაღალ ცეცხლზე.

530
თემები:
სასარგებლო რჩევები
ყურძენი და წვენი

ყურძნის სასარგებლო თვისებები

577
(განახლებულია 15:30 14.09.2020)
საქართველო ვაზისა და ღვინის სამშობლოდ არის მიჩნეული, მაგრამ ვიცით კი, რატომაა ის სასარგებლო, რამდენი უნდა მიიღოს ის ადამიანმა წელიწადში, რომ ორგანიზმი საჭირო ნივთიერებებით შეავსოს და როდის არ შეიძლება ყურძნის მიღება?

ყურძენი ფოთლოვანი ვაზის კენკროვანი ნაყოფია. მისგან ამზადებენ ღვინოს, ან ხილის სახით იღებენ. მისგან მზადდება მურაბა, ქიშმიში, ძმარი, ყურძნის თესლის ექსტრაქტი, ზეთი.

ყურძენი უძველესი დროიდანაა ცნობილი ადამიანისთვის. ხოლო ის, რომ საქართველო ვაზისა და მევენახეობის სამშობლოა, არქეოლოგიური აღმოჩენებით დასტურდება. მათ შორისაა 8 ათასი წლის ყურძნის წიპწა თუ ღვინის ქვევრები, საწნახელი თუ სხვა იარაღი.

ასევე 8 ათას წელს ითვლის საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია, მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. იუნესკოს გადაწყვეტილებით, 2013 წელს ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია.

მსოფლიოში ცნობილი ყურძნის ოთხი ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ თითოეულმა მოზრდილმა ადამიანმა, იმ ვიტამინებისა და მიკროელემენტების აუცილებელი რაოდენობის მისაღებად, რაც მხოლოდ ყურძენში შედის, წელიწადში 65–70 კილოგრამი ყურძენი უნდა მიირთვას.

ყურძნის კალორიულობა და შემადგენლობა

ყურძნის ენერგეტიკული ღირებულება დაახლოებით 70 კკალორიაა 100 გრამზე, ქიშმიშის – 281 კკალორია, ყურძნის წვენში – 54 კკალორია.

ყურძენი შეიცავს 150-ზე მეტ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას.

ყურძნის კვებითი ღირებულება (100 გრამზე): ცილები – 0,6 გრამი, ცხიმები – 0,6 გრამი, ნახშირწყლები – 15,5, ნაცარი – 0,6, წყალი – 80,4.

ტყემალი – ბუნების საგანძური ადამიანის ჯანმრთელობისთვის>>

ყურძნის კენკრა შეიცავს: თავისუფალ და ორგანულ მჟავებს 2,5-დან 6 პროცენტამდე. ვაშლის მჟავას – 60%, ღვინის, გლუკონის, ლიმონის, ქარვისა და სხვა მჟავებს – 40%.

კენკრაში არის ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალური მარილები და მიკროელემენტები: კალიუმი, მანგანუმი, მაგნიუმი, ნიკელი, კობალტი, ალუმინი, კაჟი, თუთია, ბორი, ქრომი და სხვ. ისინი ხშირად არის ფერმენტების, ჰორმონების, ვიტამინების, ცილებისა და სხვა ორგანული კომპლექსების სტრუქტურული ელემენტები.

ყურძენში ადამიანისთვის აუცილებელი ვიტამინების დიდი რაოდენობაა: A – 0,1 მილიგრამი, B1 – 0,05 მილიგრამი, B2 – 0,02 მგ, B3 ან PP – 0,3 მგ, B5 – 0,18 მგ, B6 – 0,6 მგ, B9, ანუ ფოლიუმის მჟავა – 4 მიკროგრამი, C – 6 მილიგრამი, H – 4 მიკროგრამი, K – 0,5–2,0 მიკროგრამი, P – 45 მიკროგრამი. ყურძენი ასევე შეიცავს პექტინის ნივთიერებებს, შეუცვლელ ამინომჟავებს (ლიზინი, ჰისტიდინი, არგინი, მეტიონინი, ლეიცინი), ცვლად ამინომჟავებს (ცისტინი, გლიცინი), რომლებიც ნივთიერებათა ცვლაში აქტიურად მონაწილეობს. კურკაში აღმოჩენილია 20%-მდე მყარი ცხიმი, მთრიმლავი ნივთიერებები, ლეციტინი, ვანილინი, ფლობაფენები.

ყურძნის სასარგებლო და სამკურნალო თვისებები

ყურძენი უნდა მიიღოთ ჭამიდან ჭამამდე, საკვების მიღებიდან 1,5–2 საათის შემდეგ.

ყურძენსა და მისგან მიღებულ პროდუქტებს ადამიანი მრავალი დაავადების სამკურნალოდ უძველესი დროიდან იყენებდა. ცნობილია, რომ მუქი ფერის ყურძენი კარგი ამოსახველებელი საშუალებაა, ამიტომ მას იღებენ პლევრიტის, ბრონქიტის, ფილტვების ტუბერკულიოზის დროს. მას უძველესი დროიდან იყენებდნენ ფილტვებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალოდ.

მარწყვი – უგემრიელესი, სასარგებლო კენკრა>>

ყურძნით მკურნალობის შედეგად წესრიგდება გულის რიტმი, არტერიული წნევა, მალე ქრება შეშუპება, ის ხელს უწყობს ნორმალურ ძილს, სისხლწარმოქმნას, იწმინდება სისხლი, უმჯობესდება ფილტვებისა და სასუნთქი გზების მდგომარეობა.

წითელი ყურძნის კანი შეიცავს ნივთიერება რევერატროლს – ეს ბუნებრივი ფენოლია (კარბოლის მჟავა), რომელსაც კიბოს დაავადების დათრგუნვა შეუძლია სხვადასხვა სტადიაზე.

ყურძენი ორგანიზმს ეხმარება ანემიის, თირკმელების ქრონიკული დაავადებების, ართრიტების, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების, სახსრების ტკივილის დროს. ის აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ორგანიზმიდან შარდის მჟავის გამოდევნას ეხმარება.

ყურძნის წვენს ახასიათებს მატონიზირებელი და ორგანიზმის ზოგადი გაჯანსაღების ეფექტი. მას ურჩევენ, როდესაც ნერვული სისტემა გამოფიტულია, ძალები დაქვეითებული. ის დადებითად მოქმედებს კუნთების ტონუსზე, განსაკუთრებით – გულის კუნთის. მას აქვს ბაქტერიციდული, შარდმდენი, გამხსნელი, ოფლმდენი, ამოსახველებელი თვისებები. ასევე მასში არ არის კანი, რომელიც ნაწლავებში გაზებს წარმოქმნის და მეტეორიზმს იწვევს. ყურძნის წვენის მიღება ჯობს ჭამამდე 1 საათით ადრე დღეში სამჯერ.

ფითრი – „ყველაფრის მკურნალი" პარაზიტი მცენარე>>

ყურძნის ფოთოლი და ტოტები შეიცავს 2%-მდე შაქრებს, დიდი რაოდენობით ორგანულ მჟავებს. მარცვლის კურკაში არის 20%-მდე ცხიმები, მთრიმლავი ნივთიერება ფლაბოფენი, ლეციტინი, ვანილინი და ძმრის მჟავა. ასევე მათში განისაზღვრა ნივთიერებები (პიკგენოლები) ანტიოქსიდანტური აქტიურობით.

ყურძნის ფესვებში არის ბევრი C ვიტამინი, ალკალოიდები, გლიკოზიდები, მთრიმლავი ნივთიერებები. მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს დიდი რაოდენობით მარილებს Si, Na, P, Fe, Cu.

ნორჩი ყლორტები, ულვაში, ფოთოლი შველის თავის ტკივილს, თვალის წვას. ამისთვის ისინი უნდა დააქუცმაცოთ და ქერის ფქვილს შეურიოთ, შემდეგ დაიდოთ მტკივნეულ ადგილზე.

ყურძნის ყლორტებს თუ ეპილეფსიით დაავადებული კისერზე ჩამოიკიდებს, ეს შეტევას შეასუსტებს. ნორჩი ყლორტების ჭამა ხელს უშლის მავნე ანაორთქლის ტვინამდე მიღწევას.

ყურძნის ფოთლების შედედებული წვენი კარგია კუჭისთვის, აჩერებს პირღებინებას, მკურნალობს სისხლიან ღებინებას, ნაწლავების წყლულს, ასევე მოქმედებს ის უკანა ტანში შეყვანისას. წვენი კარგად მოქმედებს ნაყოფზე ორსულებში. გარეგნული მოხმარებისას, თუ მას თმაზე დავიდებთ, თმის ზრდას უწყობს ხელს.

დეკა: ხელს უწყობს წონაში კლებას, აძლიერებს იმუნიტეტს>>

ყურძნის ფოთოლი შველის სისხლიან ხველებას. ტოტების წვენისგან მომზადებული შაქრიანი სიროფი აუმჯობესებს მადას, კარგია ნაბახუსევზე, პირღებინებისას, მაგრამ ხველებისას ეს სიროფი მავნებელია.

თანამედროვე მედიცინაში ყურძნის ახალი ფოთლებით შეკრულობას მკურნალობენ. ფოთლების ცივი ნაყენი გამოიყენება მხედველობის გასაუმჯობესებლად, რევმატიზმისას. ნაყენის დასამზადებლად 350 გრამ ყურძნის ფოთოლს დაასხით სამი ლიტრი ცივი წყალი და გააჩერეთ სამი დღე-ღამე.

ფოთლების ნახარში კარგია თირკმელების კენჭოვანი დაავადებებისას, ასევე პოდაგრისას. ფოთლებს შაქრის დამწევი თვისება აქვს – მას წარმატებით იყენებენ დიაბეტის მურნალობისას. ასევე მიიჩნევენ, რომ ფოთლები ამაღლებს პოტენციას.

გამხმარ ფოთოლს იყენებენ ცხვირიდან სისხლდენის დროს (ისუნთქავენ მას ფხვნილის სახით ნესტოებში), როგორც ანტისეპტიკურ საშუალებას, იყენებენ ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ.

ყურძნის კურკას აქვს სისხლდენის შეჩერების ეფექტი საშვილოსნოდან სისხლდენის დროს.  

ყურძნის მიღება არ შეიძლება, ან უნდა შეიზღუდოს:

შაქრიანი დიაბეტის დროს, დიარეისას, მწვავე ან ქრონიკული კოლიტის, ენტეროკოლიტის დროს, ტუბერულიოზის მწვავე ფორმებისას, სიმსუქნის მესამე–მეოთხე სტადიებზე, ქრონიკული შეკრულობისას, შეშუპების, ჰიპერტონიის დროს, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, კუჭის ონკოდაავადებისას.

ინდიელების მაგია, ანუ ჩია – ხელს უწყობს წონაში კლებას და თან უაღრესად სასარგებლოა>>

ყურძნის წვენის მიღება ასევე არ არის რეკომენდებული ორსულობის ბოლო ფაზაში, რადგან სარძევე ჯირვლების მუშაობაზე უარყოფითად მოქმედებს.

აგრეთვე არ უნდა მიიღოთ ყურძენი, თუ ალერგია გაქვთ.

577
თემები:
სასარგებლო რჩევები
კორონავირუსის ეპიდემია. ჟურნალისტები პირბადეებით

ვინ და როგორ აშუქებს არჩევნებს? სპეციალისტებმა ქართული მასმედია გააანალიზეს

0
ყველაზე კრიტიკული ტონი მთავრობის მიმართ ჰქონდა :მთავარ არხს“ – 72%, ხოლო ყველაზე დადებითი Postv–ს – 33%

თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. ქართული მასმედია ყველაზე მეტ ყურადღებას უთმობს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საქმიანობის გაშუქებას. შემდეგ მოდიან ოპოზიციური პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.

ამაზე მეტყველებს საპარლამენტო არჩევნების შუალედური მედიამონიტორინგის შედეგები. მედიამონიტორინგმა მასობრივი ინფორმაციის 43 საშუალება მოიცვა: 12 ტელეარხი, 10 რადიო, რვა გაზეთი და 13 ონლაინ–გამოცემა. კვლევა 15 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ჩატარდა.

არჩევნები 2020: „ოდირმა“ საქართველოში სადამკვირვებლო მისია გახსნა>>

მედიამონიტორინგი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და სამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან – საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, Internews Georgia და CRRC–საქართველო – თანამშრომლობით. მონიტორინგი2020 წლის დეკემბერში დასრულდება.

მონიტორინგის პირველი შედეგები

„ქართული ოცნება უფრო დადებით კონტექსტში გააშუქა ტელეარხმა „იმედი“ (29%), ხოლო ნეგატიურად – ოპოზიციურმა ტელეარხმა „მთავარი არხი“ (72%).

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე დადებითად გააშუქა „მთავარმა არხმა“ (6%), ხოლო ნეგატიურად – ტელეარხმა „ობიექტივმა (79%).

ოპოზიციურ საპარლამენტო პარტია „ევროპულ საქართველოს“ ყველაზე მეტი დრო დაუთმა ტელეარხმა „ფორმულამ“. დადებითი გაშუქება შეადგენდა მთელი დროის 1%–ზე ოდნავ მეტს. ყველაზე მეტად პარტიას დადებითად იხსენებდა „TV პირველი“ და „კავკასია (2%). ყველაზე ნეგატიურად ეს პარტია გააშუქეს „იმედის“ ეთერში.

პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ ყველაზე მეტი დრო დაუთმო „TV პირველმა“. დადებითი გაშუქება შეადგენდა მხოლოდ 3%–ს. ყველაე მეტად დადებითად პარტია გააშუქა ტელეარხმა „კავკასია“ (21%).

ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ყველაზე მეტი დრო დაუთმო „იმედმა“. ნეგატიური გაშუქება შეადგენდა 74%–ს.

მთავრობის მიმართ ყველაზე კრიტიკული ტონი ჰქონდა „მთავარ არხს“ – 72%, ხოლო ყველაზე დადებითი – Postv–ს – 33%.

„წინა წლების მსგავსად თითქმის ყველა არხზე პრობლემად რჩება სიღრმისეული, მოკვლევითი სიუჟეტების სიმცირე, რომლებიც დაკავშირებული იქნება საარჩევნო თემატიკასთან და ამომრჩეველს მეტად დაეხმარება ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში“, – აღნიშნავენ დოკუმენტის ავტორები.

მედიამონიტორინგმა ასევე აჩვენა, რომ წინა წლებთან შედარებით გაიზარდა ეთიკური დარღვევების ფაქტები. როგორც წინა წლებში, თითქმის ყველა არხზე პრობლემას წარმოადგენს გენდერული სტერეოტიპები. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მთელი პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა სექსისტური განცხადებების ტირაჟირების რამდენიმე შემთხვევა. სექსისტური განცხადების ავტორი პოლიტიკოსებთან ერთად ჟურნალისტებიც იყვნენ.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020