ხალხური რეცეპტები რესპირატორული დაავადებების პროფილაქტიკისათვის

CC0 / Pixabay / სამკურნალო მცენარეები
სამკურნალო მცენარეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი კორონავირუსის გამოჩენის შემდეგ განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ სუნთქვის ორგანოები აღმოჩნდა, უფრო მეტი სიფრთხილე სასუნთქი გზების დაავადებების და სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს მართებთ. აუცილებელი ხდება მთელი რიგი პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება.

რესპირატორული დაავადებების გამოჩენისას ხშირ შემთხვევაში თავს იჩენს ქრონიკული სულის ხუთვები, რომელიც პერიოდულად შეტევებით ვლინდება. ეს შეტევები ბრონქებში დიდი ოდენობით ლორწოს დაგროვებით არის გამოწვეული. ასეთი ხუთვები ბრონქიალური ასთმის შეტევების სახელითაა ცნობილი და მისი გამომწვევი მიზეზები რესპირატორული დაავადებები - ბრონქიტი, პნევმონია და ალერგიაა.

სულის ხუთვები და ხველება ხშირ შემთხვევაში იწყება უეცრად, ღამით. ავადმყოფი ფითრდება, ლოყები, ტუჩები და ცხვირის წვერი ულურჯდება. შეტევა რამდენიმე წუთიდან საათამდეც კი შეიძლება გაგრძელდეს, მანამ, სანამ გამოიყოფა სქელი, წებოვანი ლორწო, რის შემდეგაც ავადმყოფი მშვიდდება.

ჩაი და გვირილები - Sputnik საქართველო
სამკურნალო ჩაი და ნახარში იმუნიტეტის ასამაღლებლად

ბრონქიტის, პნევმონიის და სულის ხუთვების თავიდან ასაცილებლად ხალხური რეცეპტების მთელი არმია გვაქვს ქართულ ფიტოთერაპიაში, რომლებიც მეტად აქტუალური და ძვირფასი ხდება დღევანდელი ვითარების ფონზე.

გთავაზობთ რამდენიმე უებარ რეცეპტს სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების დაავადებების, ხველის და ყელის ტკივილის პროფილაქტიკისათვის:

CC0 / Pixabay / ვირისტერფა
ხალხური რეცეპტები რესპირატორული დაავადებების პროფილაქტიკისათვის - Sputnik საქართველო
ვირისტერფა

 - 2 ჩაის კოვზ (10 გრ) დაქუცმაცებულ ვირისტერფას ფოთლებს დაასხით 100 მლ წყალი და თავდახურული ადუღეთ ნელ ცეცხლზე 1-2 წუთი. აცალეთ გაგრილება, გადაწურეთ და დალიეთ თბილი, ჭამამდე 15 წუთით ადრე. ეს ნახარში შეგიძლიათ სვათ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე. ვირისტერფას ფოთლები გროვდება ზაფხულის დასაწყისში.

CC BY 2.0 / Mike Licht / Garlicნიორი
ხალხური რეცეპტები რესპირატორული დაავადებების პროფილაქტიკისათვის - Sputnik საქართველო
ნიორი

 - „ნივრის კარაქი“ - უებარი საშუალებაა რესპირატორული დაავადებების პროფილაქტიკისათვის. ამისათვის დაგჭირდებათ 5 მსხვილი კბილი  ნიორი, მწიკვი მარილი და 100 გრ კარაქი. გახეხილ ნიორს დააყარეთ მარილი და აზილეთ კარაქში. მიირთვით პურზე გადასმული.

ეს საშუალება ძველ ქართულ ხალხურ მედიცინაში მეტად პოპულარული იყო. საქართველოს მთიანეთში ყოველდღიურ რაციონშიც კი შედიოდა.  

© ნინო გოცაძის პირადი არქივიპირშუშხა
ხალხური რეცეპტები რესპირატორული დაავადებების პროფილაქტიკისათვის - Sputnik საქართველო
პირშუშხა

 - „პირშუშხას კარაქი“ - არანაკლებ ეფექტური საშუალებაა, რომლის დასამზადებლად დაგჭირდებათ 100 გრამი ნიორი და ამდენივე პირშუშხას ფესურები. გახეხილი ნიორი და პირშუშხა მოათავსეთ ემალის ქვაბში, დაუმატეთ 150 გრამი უმარილო კარაქი და 60 გრამი თაფლი. ჩადგით ქვაბი მდუღარე წყალში 15 წუთით და თან ურიეთ. მიღებული მასა შეინახეთ მინის ქილით მაცივარში. მიირთვით დღეში სამჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.

პირშუშხას კარაქი კარგად წმენდს რესპირატორულ გზებს და ამაღლებს იმუნიტეტს. სრული კურსის ხანგრძლივობა 2 თვეა და განსაკუთრებით აუცილებელია მათთვის, ვისაც სუსტი ბრონქები და ბრონქიტისა და პნევმონიის რისკის ქვეშ დგას. კურსის ჩატარებისას არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება. ზამთრის ვირუსებისა და ანთებების პროფილაქტიკისთვის განსაკუთრებით კარგია ოქტომბერ-ნოემბერი.

CC0 / Pixabay / ანისული
ხალხური რეცეპტები რესპირატორული დაავადებების პროფილაქტიკისათვის - Sputnik საქართველო
ანისული

 -1 სუფრის კოვზ ანისულის თესლებს დაასხით 200 მლ წყალი და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 10-25 წუთის მანძილზე. გააგრილეთ, გადაწურეთ, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და მწიკვი სოდა.

- საუკეთესო პროფილაქტიკური და სამკურნალო საშუალებაა შავი ბოლოკი - გახეხეთ და გაწურეთ შავი ბოლოკი, დაამატეთ თხელი თაფლი პროპორციით - 250 მლ ბოლოკის წვენი : 100 გრ თაფლი. მიიღეთ 2 სუფრის კოვზი ყოველი ჭამის წინ და საღამოს, ძილის წინ.

 -ბრონქების და ყელის დასალბობი უებარი საშუალებაა ცხელ რძეში გახსნილი გოგლიმოგლი. მიირთვით დღეში 2-3-ჯერ.

- გახეხეთ სტაფილო, დაამატეთ იმავე რაოდენობის რძე და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე. გააგრილეთ, გადაწურეთ, დაამატეთ თაფლი გემოვნებით და მიიღეთ 50 გრამი დღეში 5-6-ჯერ.

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Till Westermayer / Calendulaგულყვითელა, ანუ კალენდულა
ხალხური რეცეპტები რესპირატორული დაავადებების პროფილაქტიკისათვის - Sputnik საქართველო
გულყვითელა, ანუ კალენდულა

- ხველისთვის და ყელის ტკივილისთვის უებარი საშუალებაა გულსოსანა (ქერიფქლა, გულყვითელა, თაფლა-თაფლა) და ვირისტერფა. სამკურნალოდ გამოიყენება ყვავილები ჩაის, ან ნახარშის სახით. ნახარშის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზ ყვავილებს დაასხით 200 მლ წყალი. ჩადგით წყლიან ჭურჭელში და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთი. გადაწურეთ და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ.

- ჩაის დასაყენებლად - 2 ჩაის კოვზ ყვავილებს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ თავდახურულ ჭურჭელში 15 წუთი, შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ 2-3 საათში ერთხელ მთელი დღის მანძილზე. ამავე პროპორციებით მზადდება ვირისტერფას ყვავილების ნახარში და ჩაი.

CC BY 2.0 / Amy G / Licorice Basilძირტკბილას ყვავილი
ხალხური რეცეპტები რესპირატორული დაავადებების პროფილაქტიკისათვის - Sputnik საქართველო
ძირტკბილას ყვავილი

განსაკუთრებით ეფექტური ზედა სასუნთქი გზების, ყელის ტკივილის, ყელის სიმშრალის, ცხელების და ყივანახველას დროს არის ჩინელი ექიმების მიერ, პირველი კლასის სამკურნალო საშუალებად აღიარებული მცენარე ძირტკბილა, რომელიც ყველა ჩინური სამკურნალო ნაკრების შემადგენლობაში შედის. მას უძველესი დროიდან იყენებდნენ ასირიელი, შუმერი, ეგვიპტელი და ბერძენი ექიმები.

მცენარე გამოირჩევა სამკურნალო მოქმედების ფართო სპექტრით: აქვს ბაქტერიციდული, ამოსახველებელი, ანთების საწინააღმდეგო, ლორწოს გამათხიერებელი, შარდმდენი, საფაღარათე, საერთო მატონიზირებელი და აღმდგენი მოქმედება. აღიზიანებს ლორწოვან გარსებს, აძლიერებს მომნელებელი ორგანოების სეკრეციას, აწესრიგებს მონელებას. აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს. ელასტიურს ხდის და აუმჯობესებს კანის ფერს, აქრობს კანზე ანთებითი პროცესებით გამოწვეულ გაღიზიანებებს, აჯანსაღებს და აძლიერებს თმას. იცავს კბილის ემალს დაზიანებისგან. ძლიერი ანტიოქსიდანტია, დევნის ორგანიზმიდან შლაკებს, ეფექტურია კვებითი და ქიმიური მოწამვლისას.

© Flickr / FL/ Herbolario Allium: www.alliumherbal.comძირტკბილას ფესვები
ხალხური რეცეპტები რესპირატორული დაავადებების პროფილაქტიკისათვის - Sputnik საქართველო
ძირტკბილას ფესვები

ზემოჩამოთვლილი თვისებების წყალობით, მცენარე ფართოდ გამოიყენება როგორც ხალხურ, ისე თანამედროვე მედიცინაში არა ერთი დაავადების სამკურნალოდ.

ზედა სასუნთქი გზების, ყელის ტკივილის, ყელის სიმშრალის და ცხელების დროს მიიღეთ ეს საშუალებები:

- 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული, ან წვრილად დაჭრილი ძირტკბილას ფესვი და ამავე რაოდენობის ქინძის თესლი ჩაყარეთ ემალის ქვაბში, დაასხით 2,5 ლიტრი წყალი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე სანამ ნახარში არ განახევრდება. მიიღეთ მთელი დღის მანძილზე.

- დააქუცმაცეთ 30 გრამი ძირტკბილას ფესურები, 30 გრამი ფიჭვის კვირტები, 15 გრამი კამის თესლი, 20 გრამი ტუხტის ფესურები, 15 გრამი ორკბილა - ამ მცენარეების 2 სუფრის კოვზი ნარევი ჩაყარეთ ემალის, ან შუშის ქილაში, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 10-15 წუთით. აცალეთ გაგრილება 30-45 წუთი, გადაწურეთ და მიიღეთ მეოთხედი (50 მლ) დღეში 4-ჯერ. სითბოს შესანარჩუნებლად შეინახეთ თერმოსში.

 

ყველა ახალი ამბავი
0