წყავი და მისი სასარგებლო თვისებები

CC0 / Pixabay / წყავი
წყავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წყავი ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში ანთებითი პროცესების დროს რესპირატორულ ტრაქტში, რომელიც ხველებით მიმდინარეობს, შინაგანი სისხლდენების დროს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ონკოლოგიური დაავადებების დროს და სხვ.

წყავი (Prúnus laurocérasus) მარადმწვანე ბუჩქი ან ხეა ვარდისებრთა ოჯახისა. აქვს თეთრი ყვავილები და შავი, კენკრის მსგავსი ნაყოფი.

CC0 / Pixabay / წყავი
წყავი და მისი სასარგებლო თვისებები - Sputnik საქართველო
წყავი

წყავს იყენებენ დეკორატიული, ტექნიკური და სამკურნალო მიზნით. გვხვდება დაახლოებით 25 სახეობისა. სამკურნალო მიზნით უმეტესად გამოიყენება კავკასიის ტყეებში გავრცელებული მცენარე. წყავის სამშობლოდ დასავლეთ კავკასიაა მიჩნეული. ის ასევე ხარობს აღმოსავლეთ აზიაში, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, შუა და სამხრეთ ამერიკაში.

ალუბალი - Sputnik საქართველო
ალუბალი: ერთდროულად გემრიელი და სასარგებლო

წყავის ლათინური დასახელება Prunus laurocerasus ითარგმნება, როგორც ქლიავი და ალუბალი.

წყავის შემადგენლობა

ჩვეულებრივი წყავის ფოთოლი შედგება ეთერზეთებისგან, აზოტშემცველი ნაერთებისგან, სტერეოიდებისგან, ფენოლკარბონის მჟავისგან, С ვიტამინისგან, ფლავონოიდებისგან, ცხიმებისგან და სხვ.

წყავის ფესვში აღმოჩენილია აზოტშემცველი ნაერთები – სინილმჟავა, მთრიმლავი ნივთიერებები.

მერქანი შეიცავს ფისს; ნაყოფი – ნახშირწყლებსა და მონათესავე ნაერთებს, ანტოციანებს.

წყავის თესლის შემცველობაშია საქაროზა, ეთერზეთი, სინილმჟავა. ამიგდალინი, ცხიმი.

ლიმონი და მისი სასარგებლო თვისებები>>

წყავის სასარგებლო თვისებები

წყავი ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში ანთებითი პროცესების დროს რესპირატორულ ტრაქტში, რომელიც ხველებით მიმდინარეობს, შინაგანი სისხლდენების დროს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, შინაგანი ორგანოების სპაზმებისას, ონკოლოგიური დაავადებების დროს.

ქლიავი - Sputnik საქართველო
ქლიავი, მისი თვისებები და რჩევები – როდის შეიძლება მისი მიღება და როდის – არა

წყავი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სამკურნალოდ, რომელსაც თან ახლავს ტკივილი და გაძლიერებული მოტორიკა.

წყავის შემადგენლობაში არსებული ფიტონციდები ძირითადად მიკრობების საწინააღმდეგო ფუნქციას ასრულებს.

ყველაზე ხშირად გამოიყენება წყავის წყალი, რომელსაც მცენარის ფოთლის ახლად გამოწურული წვენისგან ამზადებენ. ეთერზეთი ძალიან იშვიათად და დიდი სიფრთხილით გამოიყენება.

წყავის წყალი გამოიყენება გარეგნულად – საფენის ან მალამოს სახით, ხოლო შინაგანად – პერორალურად და ინჰალაციისთვის.

კაკაო და მისი სასარგებლო თვისებები>>

წყავის ფოთოლი გამოიყენება ნერვული სისტემის დაავადებების დროს, დეპრესიების, გაღიზიანებულობისას, ასევე ტუბერკულოზის ზოგიერთი ფორმისას, როგორც დამატებითი საშუალება. ხველებისა და სასუნთქი გზების დაავადებებისას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისას, კერძოდ, არითმიის, ანევრიზმის დროს. ასევე როგორც დამატებითი სამკურნალო საშუალება საშვილოსნოს ყელის კიბოს, საკვერცხეების სიმსივნეების მკურნალობისას, ჰემოროის (ბუასილი), თვალის ლორწოს ანთებისას.

ბალი - Sputnik საქართველო
ბალი - გემრიელი და სასარგებლო ხილი

ოფიციალურ მედიცინაში წყავის ფოთოლს ე.წ. წყავის წყლის მისაღებად იყენებენ. ესაა უნივერსალური დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი, იმუნომასტიმულირებელი საშუალება. ასევე წყავის ფოთოლს ზოგიერთი ქვეყნის ფარმაკოლოგიაში წამლების სუნისა და გემოს გაუმჯობესების მიზნით იყენებენ.

გარკვეულ პერიოდში, დაახლოებით XVII-XIX საუკუნეებში წყავი კორვალოლის ფუნქციას ასრულებდა. მის ფართოდ გამოყენებაზე თანდათან უარი თქვეს დოზის გადაჭარბების საშიშროების გამო.

პრასი და მისი სასარგებლო თვისებები>>

გთავაზობთ წყავის გამოყენების რამდენიმე რეცეპტს:

კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობის გაუმჯობესებისა და უძილობისთვის: ნაყოფის დაქუცმაცებულ კურკას ურევენ შაქარს 1:1 შეფარდებით. უნდა მიიღოთ ჭამის შემდეგ, დღეში სამჯერ 1 ჩაის კოვზის ოდენობით.

ანწლი - Sputnik საქართველო
ანწლის სამკურნალო თვისებები

კუჭსა და ნაწლავებში ტკივილის შეგრძნებისას 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ხმელ ფოთოლს ასხამენ 250 მილილიტრ თბილ წყალს, აჩერებენ 15-20 წუთი, შემდეგ წურავენ. ნაყენი უნდა მიიღოთ ტკივილის დროს 2 სუფრის კოვზის ოდენობით.

წყავის გამოყენება საშიშია

წყავის ჭარბმა გამოყენებამ შეიძლება ორგანიზმის მოწამვლა გამოიწვიოს, ზოგჯერ კი – სასიკვდილო შედეგიც, ამიტომ მისი მიღებისას უკიდურესი სიფრთხილეა საჭირო.

წყავის ნაყენის, ნახარშისა და ექსტრაქტების მიღება არ შეიძლება ორსულობისა და ლაქტაციის დროს, ინდივიდუალური აუტანლობის, ბავშვებისთვის, ანამნეზში ქრონიკული დაავადების არსებობისას.

გინკგო ბილობა – ხე, როგორც „ცოცხალი წიაღისეული" და მისი თვისებები>>

დოზის გადაჭარბების ნიშნებია ხმის ჩახლეჩა, გართულება, სიმძიმის შეგრძნება ზედა სასუნთქ გზებში.

ყველა ახალი ამბავი
0