კაკაო

კაკაო და მისი სასარგებლო თვისებები

181
(განახლებულია 16:19 20.01.2020)
კაკაოს ფხვნილის რეგულარული და ზომიერი გამოყენება ადამიანს სიმხნევეს მატებს, ამასთან, ორგანიზმი გამოიმუშავებს ენდორფინსა და სეროტონინს – ჰორმონებს, რომლებიც ადამიანის კარგ განწყობაზეა პასუხისმგებელი. კაკაო ეფექტური საშუალებაა დიეტების დროს.

კაკაო (Theobroma cacao) სტერკულიასებრთა ოჯახის მარადმწვანე ხეა.

„კაკაოს" უწოდებენ ასევე კაკაოს ხის თესლსა და მისგან მიღებულ ფხვნილს. ასეთივე დასახელება აქვს სასმელსაც.

კაკაო საკმაოდ მაღალკალორიული პროდუქტია – 289 ენერგეტიკული ერთეული 100 გრამ პროდუქტზე.

კაკაოს შემადგენლობაში შედის: ვიტამინები A, B-ჯგუფის, E, PP; მიკრო- და მაკროელემენტები – კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, რკინა; სხვა ნივთიერებები: უჯრედისი, სახამებელი, გაჯერებული ცხიმმჟავები, ორგანული მჟავები.

კაკაო ძალზე მდიდარია ფლავონოიდებით – მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნაერთებით. ფლავონოიდები ძალიან სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის: ის ამცირებს არტერიულ წნევას, ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის სისტემას, ანეიტრალებს ე.წ. თავისუფალ რადიკალებს – ჟანგბადის აქტიურ ფორმებს, რომლებიც აზიანებს ქსოვილებსა და უჯრედებს. ამის წყალობით კაკაო აბრკოლებს ანთებითი პროცესების გამო გამოწვეული დაავადებების, მათ შორის, ათეროსკლეროზის განვითარებას.

 

181
თემები:
სასარგებლო რჩევები (203)