სტაფილო და სტაფილოს წვენი

სტაფილო და მისი სასარგებლო თვისებები

292
(განახლებულია 14:38 30.09.2019)
შემცველობით მდიდარი სტაფილო უძველესი დროიდან მიიჩნევა სამკურნალო პროდუქტად. ძველი ბერძენი მკურნალები ქალებს სტაფილოს კონტრაცეპტივის სახით მიღებას ურჩევდნენ. ასევე მიიჩნევენ, რომ სტაფილო კარგად მოქმედებს მამაკაცის სქესობრივ ფუნქციაზე.

სტაფილო (Daucus) – ქოლგოსანთა ოჯახის მცენარის გვარი. ცნობილია სტაფილოს 60-მდე სახეობა. უფრო გავრცელებულია ორწლოვანი მცენარე — კულტურული სტაფილო (ლათ. Daucus sativus, Daucus carota).

სტაფილოს კალორიულობა და შემადგენლობა

სტაფილოს კალორიულობაა 100 გრამ პროდუქტზე 32 კკალორია.

სტაფილო მდიდარია უჯრედისით, შაქრებით, ცილებით, ეთერზეთებით. შეიცავს ცხიმებს. მასში დიდი რაოდენობითაა ბეტა-კაროტინი (პროვიტამინი А), ვიტამინები: С, Е, К, D; В-ჯგუფის ვიტამინები - В1, В2, В3, В6, В9. მიკრო და მაკროელემენტებისგან სტაფილო შეიცავს კალიუმს, ფოსფორს, სპილენძს, ქრომს, თუთიას, ფტორს, რკინას. პანთოტენის, ასკორბინის, ნიკოტინის, ფოლიუმის მჟავებს.

სტაფილოს სასარგებლო თვისებები

სტაფილო სასარგებლოა სისხლნაკლებობის, ბრონქიტების, კანის ზოგიერთი დაავადების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას. კერძოდ, სტაფილოს ხალხურ მედიცინაში გარეგნული ზემოქმედებისთვისაც იყენებენ. ის კარგად მოქმედებს კანის სხვადასხვა დაზიანების დროს, ამცირებს ტკივილს და აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. სტაფილო აუმჯობესებს მხედველობას.

292
თემები:
სასარგებლო რჩევები (140)