საზამთრო

საზამთრო და საზამთროს კურკა სარგებლობა და მავნებლობა

346
(განახლებულია 14:06 19.08.2019)
საზამთროს, თავისი მდიდარი შემადგენლობის გამო, ადამიანის ორგანიზმისთვის უამრავი სიკეთე მოაქვს. სასარგებლოა მისი კურკაც.

საზამთრო (ლათ. Citrullus) გოგრისებრთა ოჯახის მცენარეა.

საზამთროს ისტორია ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მეოცე საუკუნემდე მიდის. პირველად მის შესახებ გვხვდება დოკუმენტებში, რომლებიც სამხრეთ აფრიკის ტომების ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ძველ ეგვიპტეში ამ პროდუქტის მოხმარების დამადასტურებელია ტუტანჰამონის სამარხში მშვენივრად შემონახული საზამთროს კურკა.

არსებობს საზამთროს 1200-ზე მეტი ნაირსახეობა. ის მსოფლიოს 96 ქვეყანაში მოჰყავთ, მათ შორის საქართველოშიც. ყველაზე მეტად საზამთრო გავრცელებულია ჩინეთში, ყირგიზეთში, ამერიკაში, უნგრეთში და სხვ.

საზამთროს კალორიულობა და შემადგენლობა

საზამთროს კალორიულობაა 100 გრამ პროდუქტზე საშუალოდ 30 კკალორია.

საზამთროში საკმაოდ ბევრი ვიტამინი და მინერალური ნივთიერებაა, რაც ამ პროდუქტს ადამიანის ჯანმრთელობისთვის შეუცვლელ საკვებად აქცევს. საზამთრო შეიცავს ვიტამინებს: A, B1, B2, B6, B9, C, E, H, PP; ასევე ნივთიერებებს: კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, რკინას, მანგანუმს, ნიკელს, ნატრიუმს; შაქრებს – გლუკოზას, საქაროზას, ფრუქტოზას, პექტინებს, მცირე რაოდენობით ცილებს. 90% მასში წყალია, პრაქტიკულად არ შეიცავს ცხიმებს; მცირე რაოდენობით შეიცავს ტიამინს, ნიკოტინის მჟავას.

346
თემები:
სასარგებლო რჩევები (149)