მუხის ქერქი, ფოთოლი, რკო – სამკურნალო თვისებები

გამოწერა
მუხას უამრავი სამკურნალო თვისება გააჩნია. მნიშვნელოვანია თუნდაც ის, რომ ამ ხესთან ახლოს ყოფნისას ვსუნთქავთ ჰაერით, რომელიც შველის გულის დაავადებებს, თავის ტკივილებს, ძილის დარღვევას. ამასთან, მუხასთან კონტაქტისას ადამიანი ხის დადებით ენერგეტიკას იღებს

მუხა (Quercus) – წიფლისებრთა ოჯახის მცენარეთა გვარი. არის 450–ზე მეტი სახეობა. საქართველოში გავრცელებულია შვიდი სახეობა – ჰართვისის მუხა, ჭალის მუხა, იმერული მუხა, პონტოური მუხა, ქართული მუხა, მაღალმთის, ანუ აღმოსავლური მუხა და ჭოროხის მუხა.

შინდის ხე - Sputnik საქართველო
შინდი და მისი სასარგებლო თვისებები

უძველესი დროის საქართველოში მუხა, ვაზთან ერთად, გამორჩეულ საკულტო მცენარეს წარმოადგენდა. ის განასახიერებდა „სიცოცხლის ხეს“, წარმოადგენდა შეუდრეკელობისა და უკვდავების სიმბოლოს თავისი მერქნის სიმტკიცის გამო. სტილიზებული მუხის რკოა გამოსახული დავით აღმაშენებლის სამოსზე (ფრესკა გელათის მონასტერში), ხოლო სიმღერა „მუმლი მუხასა“ არის დასტური იმისა, რომ მუხა ერის სიმბოლოდ აღიქმებოდა. მუხას დასავლურ მითოლოგიაშიც დიდი ადგილი ეკავა. ის ზევსის საკულტო ხე იყო. მუხის ტოტებისგან დაწნული გვირგვინი კი რომაელ მმართველთა ერთ–ერთ განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენდა. მუხის ფოთოლი დღემდე გამოიყენება სამხედრო ემბლემატიკაში.

გარდა იმისა, რომ მუხას ადამიანების ყოფაში ფართო დანიშნულება ჰქონდა (მშენებლობა, დურგლობა, კონიაკის სპირტი და სხვა), მუხის ქერქი,  რკო, ფოთოლი უძველესი დროიდან გამოიყენება ხალხურ მედიცინაში.

ყველა ახალი ამბავი
0