შემწვარი სიმინდი

სიმინდი და სიმინდის ულვაში: სასარგებლო თვისებები

900
(განახლებულია 14:09 15.07.2019)
სიმინდის ულვაში კარგი საშუალებაა წონაში დაკლების მსურველებისთვის – ეხმარება გახდომას, აკარგვინებს მადას, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.

სიმინდი (Zea mays) მარცვლოვანთა ოჯახის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. აგებულების მიხედვით იყოფა ცხრა ჯგუფად: ბუშტარა, რბილი, კბილა, ნახევარკბილა, კაჟა, ტკბილი, რბილ-ტკბილი, ცვილა, კილიანი სიმინდი. მისი სამშობლოა ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა.

სიმინდის კულტივაცია და ჰიბრიდიზაცია, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ჯერ კიდევ 12 ათასი წლის წინ დაიწყო.

სიმინდს მრავალი საუკუნის განმავლობაში აღმერთებდნენ. ეს პირველ რიგში ინკებს ეხება – ძველ ინდიელთა ტომს, რომლებიც სიმინდს სიწმინდედ მიიჩნევდნენ. ქრისტეფორე კოლუმბი იმდენად დააინტერესა ამ იდუმალმა კულტურამ, რომ ევროპაში ჩამოიტანა. დღეს სიმინდი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მარცვლეული კულტურაა. მას აქტიურად იყენებენ როგორც საკვებად – ადამიანებისთვის, ფრინველებისა და საქონლისთვის, ასევე კოსმეტიკაში და როგორც საწვავის ნედლეულს.

სიმინდის კალორიულობა და შემადგენლობა

სიმინდის კალორიულობაა 100 გრამ პროდუქტზე 338,4 კკალორია. კვებითი ღირებულება: ცილები - 10,3 გრამი, ცხიმები - 4,9 გრამი, ნახშირწყლები - 67,5 გრამი.

ყველასთვის საყვარელი და პოპულარული პროდუქტი – რა უნდა ვიცოდეთ კარტოფილის შესახებ>>

სიმინდის სასარგებლო თვისებებს, პირველ რიგში, მისი ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების შემადგენლობა განაპირობებს. სიმინდის შემადგენლობაშია: ვიტამინები: В-ჯგუფის, Е, Н (ბიოტინი). მიკროელემენტები - კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი, ნატრიუმი, რკინა, იოდი და სხვა. სიმინდი ასევე შეიცავს მცირე რაოდენობით ოქროს, რომელიც ჰორმონალურ პროცესებში მონაწილეობს, ასევე დადებითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე.

900
თემები:
სასარგებლო რჩევები (217)
გარდენიას შემოდგომა

არომატული ბოსტანი ჩვენს ბაღებსა და აივნებზე

3
(განახლებულია 14:57 31.05.2020)
საქართველოს სამზარეულო რომ მდიდარია საკმაზ-სანელებელი მწვანილეულით, ყველასათვის კარგად არის ცნობილი.

ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა არომატული კუთხეების მოწყობა ეზოებსა და აივნებზე. დაიწყეთ პრაქტიკული გამოყენების მცენარეების მოშენება, რომლებიც სილამაზით არ ჩამოუვარდება, ზოგიერთი ბევრად აღემატება კიდეც პოპულარულ დეკორატიულ მცენარეებს და მათი ჩამონათვალი არც თუ მცირეა.

ჯერ კიდევ დროა დათესოთ და საკუთარ ეზოსა თუ აივანზე მოიყვანოთ ეკოლოგიურად სუფთა მწვანილეული კულტურები: რეჰანი, ანისული, სუსამბარი, ქონდარი, იმერული ზაფრანი, როზმარინი და სხვები, რომლებიც სასიამოვნო არომატს მოფენს და სხვა დეკორატიულ მცენარეებთან ერთად, გაგილამაზებთ ინტერიერს და კერძებსაც.

ქვემოთ მოყვანილია მწვანილეული და სანელებელი მცენარეები, რომლებიც არ არიან მომთხოვნი ნიადაგების მიმართ და ხარობენ ნებისმიერი ტიპის მიწებზე. თუმცა, განოყიერებულ და ზომიერად ნოტიო ბაღის მიწებზე ავლენენ მაღალდეკორატიულობას და მოსავლიანობაც უკეთესი აქვთ. ნებისმიერი მათგანი თამამად შეგიძლიათ დათესოთ ხის ყუთებსა და ქოთნებში - აივნებზე და ფანჯრის რაფებზე.

იმერული ზაფრანა
Flickr
იმერული ზაფრანა

ხავერდულა, იმერული ზაფრანი (Tagetes spp., ქართლური – კაკია; გურული – ხაფრანა, ნარგიზი;
კახური – ნარგიზი, სუსამბარი, ზაფრანა; იმერული – ყვითელი სურნელი, ხარჩოს ყვავილი;
მეგრული – ქორთული პირი, ყვინთელი კოჭა, ყვინთელი პირი, ჭითა პირა) - ქართული სამზარეულოს შეუცვლელი სანელებელი, მაღალდეკორატიული იმერული ზაფრანი ულამაზესია სხვა მცენარეებთან კომპოზიციაშიც და სუფთა ნათესების სახითაც. ყვავილობას იწყებს ზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე, თითქმის დეკემბრამდე. მზისა და ნარინჯისფერი, სპეციფიური სურნელის ხავერდულა შესანიშნავია მიქსბორდერებში, კლუმბებში, რაბატებში, როკარიუმებსა და ბორდიურებში. არის როგორც ჯუჯა, ისე მაღალი ფორმები, კომპაქტური მჭიდრო ბუჩქებით. იოლად ხარობს და ადვილად ეგუება გადარგვას ყვავილობის ფაზაშიც კი. ლანდშაფტის დიზაინერებს ეს მცენარე უყვართ მისი გამძლეობის, იოლი ადაპტაციის, ხანგრძლივი და უხვი ყვავილობის, სისავსის შექმნის გამო.

ითესება 1,5-3 სმ. სიღრმეზე, გვიანი დათესვისას 5 სმ. სიღრმეზე. აუცილებელია მცენარეებს შორის 20-40 სმ. მანძილის დაცვა ჯიშის სიმაღლის მიხედვით. არ არის მომთხოვნი ნიადაგების მიმართ, ხარობს ნებისმიერი ტიპის ნიადაგებზე. მაგრამ მდიდრულად გამოიყურება და უხვად მოყვავილეა ნაყოფიერ მიწაზე.

გაითვალისწინეთ, იმერული ზაფრანი აფრთხობს აბეზარ და პარაზიტ მწერებს. მათ შორის დაავადებების გამომწვევებს.

რეჰანი - Ocimum basilicum „Red Ruby“
რეჰანი - Ocimum basilicum „Red Ruby“

რეჰანი (Ocimum basilicum L., კახური - რიანდი; იმერული - შაშკვლამი; გურული, აჭარული - შაშტამი, შეშტრამი, შაშტრამი, ჟაშკვლამი; სულხან-საბა-ორბელიანი - შაშპრა) - ზაფხულის ასოციაციას ქმნის საზაფხულო სალათების უცვლელი მწვანილი, ულამაზესი მუქი ბორდოსფერი, პრიალა, თითქოსდა ჩახუჭუჭებული, მონიკბულფოთლებიანი, მაღალდეკორატიული არომატული რეჰანი. სითბოსმოყვარული კულტურაა. ვეგეტაციის მანძილზე იჭრება 2-3-ჯერ. თესავენ მაისის შუა თვეში, მწკრივებად 15 °С და უფრო მაღალი ტემპერატურის დროს,  0,5-1,5 სმ. სიღრმეზე, მცენარეებს შორის 25 სმ. დაცილებით. ღია გრუნტში დათესვისას უკეთ ხარობს სამხრეთ ექსპოზიციის ნაკვეთებზე, ჩრდილოეთის ქარებისგან დაცულ ადგილზე, ნაყოფიერ, კარგად დრენირებულ ქვიშნარ და თიხნარ მიწებზე.

სოინჯი
© CC0 / Pixabay
სოინჯი

სოინჯი (Nigella sativa L., N. Damascena L. გურული – შავკაკალა; აჭარული – სისამი, ცისამი;
მეგრული – უჩა კაკალი; სულხან-საბა–ორბელიანი, დავით ჩუბინაშვილი – იკვლივი; რაფიელ ერისთავი – სურიჯა; დავით ჩუბინაშვილი – ჩორაქოთი; ივანე ჯავახიშვილი – ჩიტისთვალა, სონიჯი, სოლინჯი) - ულამაზესი ცისფერი ყვავილებით მოწინწკლული ნემსისებურ-ნაზფოთლებიანი მცენარე უჩვეულოდ მიმზიდველია ყვავილნარებში. ბორდიურებში, ჯგუფურ ნარგავებში, რაბატებში, კლუმბებში, მიქსბორდერებში. განსაკუთრებით იქცევს ყურადღებას ყვავილობისას. თესვის სიღრმეა 1,5-2,0 სმ. მცენარეებს შორის 20 სმ. დაცილებით. არ არის მომთხოვნი ნიადაგების მიმართ, იზრდება დამლაშებულ მიწებზეც.

სუნელს „შავი კვლიავის“ სახელით იცნობენ. მარწყვის არომატის მსგავსი მძაფრი  სანელებელი აკეთილშობილებს ბოსტნეულის სალათების, კონსერვების, მწნილეულების, მარინადების, ფუნთუშების, პურპროდუქტების, ყველის და ჩაის გემოს.

წიწმატის სახეობა Garden cress
© CC BY-SA 3.0 / Wikipedia / Garden cress
წიწმატის სახეობა Garden cress

წიწმატი (Lepidium sativum L. გურული – წიწმარიტა; მეგრული – წიწმარტე) - უკეთ ხარობს ცალკე კვალში დათესვისას. ითესება 1,0-1,5 სმ. სიღრმეზე, მობნევით, 20 სმ. დაცილებით. უპრეტენზიო  წიწმატი ხარობს ნებისმიერი ტიპის ნიადაგებზე.  ამოსვლას იწყებს დათესვიდან 3-4 დღეში.

წიწმატის ქორფა ფოთლები და ყლორტები გაზაფხულის საჭმელი მწვანილია, ოდნავ მწარე, სპეციფიკური გემოს და არომატის მწვანილი იკრიფება 5-6 ფოთლის ფაზაში, ყუნწების გაუხეშებამდე.

თავშავა (Origanum vulgare L. ქართლური – შავბალახა; მოხევური – ოსური ჩაი; ლეჩხუმური – თავყვავილა; მესხური – ლეილაღა, მარნიჭი, მარმიჭი; ზემორაჭული – ჩაის პიტნა; აჭარული – ისხანი, ჩაიოთი) - ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ორეგანო. ერთ ადგილზე ხარობს 4-5 წელი, შემდეგ სასურველია გადარგვა. ყვავილობისას ქმნის ნაზ ვარდისფერ ფონს. ირგვება 40-60 სმ დაცილებით, თესვის სიღრმე 1,0-1,5 სმ. უპრეტენზიოა ნიადაგების მიმართ.

სანელებლად გამოიყენება ნორჩი ფოთლები, ნედლი, ან მშრალი სახით. ორწლიანი და მეტი ასაკის მცენარეებს მასობრივი ყვავილობისას ჭრიან მიწიდან  15-20 სმ. სიმაღლეზე. 

პიტნა
© CC0 / Pixabay
პიტნა

პიტნა (Mentha, ივანე ჯავახიშვილი – პიტნაკი; მეგრული – პიტინე; სვანური – მინთოორ, მინთუ) - ულამაზესი არომატული პიტნა ყველა ბაღის მშვენებაა. იმის მიუხედავად, რომ უყვარს წყალი, იოლად ხარობს ნაკლებად ნოტიო ნიადაგებზეც, როგორც ცალკეული დაჯგუფებების სახით, ისე სხვა კულტურებთან ერთად. ცხელ მშრალ ზაფხულში ყვავილობის გახანგრძლივებას ხელს უწყობს მორწყვა. იჭრება ვეგეტაციის დროს 2-3-ჯერ მიწიდან 10-12 სმ. სიმაღლზეზე. ერთ ადგილზე ხარობს 5 და მეტი წელი. სასურველია დარგვა 30 სმ. დაცილებით. ფესურების დარგვის სიღრმე 6-8 სმ. უკეთ გრძნობს თავს მსუბუქ, ნოტიო, ნაყოფიერ ნიადაგებზე.

როზმარინი
როზმარინი

როზმარინი (Rosmarinus officinalis) -  მარადმწვანე ბუჩქოვანი, მაღალდეკორატიული, არომატული სანელებელი მცენარე კარგად გრძნობს თავს ჩვენს პირობებში ღია გრუნტში ზამთრის შეფუთვის გარეშე. სასურველია მცენარეებს შორის 60 სმ. მანძილის დაცვა. უპირატესობას ანიჭებს მშრალ, კირქვიან, წყალგამტარ. კარგად დრენირებულ ნიადაგებს.

სანელებლად გამოიყენება ფოთლები, რომელსაც მძაფრი, მოტკბო არომატი და სასიამოვნო მწარე გემო აქვს.

კვლიავი (Carum carvi L., ქართლური, ზემორაჭული – ზირა; მოხევური, მთიულური – მკვლიავი;
ფშავური, ხევსურული – კვლია; სულხან-საბა–ორბელიანი – ზირაკი; სვანური – გიცრულ) – ითესება მცენარეებს შორის 30 სმ. დაცილებით,  2,0-2,5 სმ (თიხნარზე), ან 3,5 სმ (ქვიშნარზე) სიღრმეზე. უპრეტენზიო კვლიავი უკეთ გრძნობს თავს ნაყოფიერ, ქვიშნარ და მსუბუქ თიხნარ ნიადაგებზე.

სანელებლად გამოიყენება  ახალგაზრდა ნორჩი ფოთლები და თესლები.


 

 

 

3
ლავანდების მინდორი

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივნისი

40
(განახლებულია 19:49 30.05.2020)
ადამიანებმა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ შეამჩნიეს მთვარის გავლენა მცენარეების განვითარებაზე. მთვარის ენერგეტიკას შეუძლია დაეხმაროს ან ავნოს მცენარეებს, ამიტომ მნიშვნელოვანია მთვარის ფაზების გათვალისწინება მორწყვის, დათესვისა და გადარგვის დროს.

გაითვალისწინეთ რჩევები და იმოქმედეთ მთვარის კალენდრის მიხედვით

სწორად შერჩეულ მთვარის ფაზას შეუძლია ხელი შეუწყოს მცენარის ზრდას, იმოქმედოს მის მომავალ ნაყოფზე, ყვავილზე; ხოლო ზოგიერთ დღეს, სჯობს, თავი შეიკავოთ მცენარის დათესვა-დარგვისგან, ფესვების გაფხვიერებისგან. ამან, შესაძლოა, გამოიწვიოს მცენარის დაზიანება, ზრდის შენელება, ლპობა, ენერგეტიკული ბალანსის დარღვევა. ეს ეხება არა მხოლოდ მიწასთან უშუალო მუშაობას, არამედ სხვა სამუშაოებსაც ბაღსა თუ ბოსტანში.

თუ რგავთ მცენარეს, ეს განსაკუთრებით ეხება მრავალწლიან მცენარეებს, ხეებს, ეს მხოლოდ მზარდი მთვარის დროს უნდა გააკეთოთ, სასურველია, სავსემთვარეობის წინ. ახალმთვარეობაზე ამის გაკეთება არ ღირს.

სავსემთვარეობის წინ დარგული მცენარე მაღალი გაიზრდება. ზოგადად, განვითარებისკენ მიმართულ ყველა საქმეს მზარდი მთვარის ენერგეტიკა უხდება. ასეა მცენარეების შემთხვევაშიც.

ზოგადი ცნობები: მთვარის ფაზები მებაღის კალენდარში

ახალმთვარეობა: რეკომენდებულია მავნებლებთან და სარეველასთან ბრძოლა. სწორედ ამ დროს მოიტანს ეფექტს დაავადებული ტოტებისა და გამხმარი რტოების მოშორება ხეებისა და ბუჩქებისთვის, ასევე კარგი დროა ბალახოვანი მცენარეების შეგროვებისთვის. ასევე შეიძლება ბოსტნეულის წანაზარდების მოცილება მათი ზრდის შეჩერების მიზნით, მაგრამ ეს, სჯობს, არა თვითონ ახალმთვარეობის დღეს, არამედ ერთი დღით ადრე ან ერთი დღის შემდეგ გააკეთოთ.

მზარდი მთვარე: როდესაც მთვარე ზრდის ფაზაშია, რეკომენდებულია მუშაობა მცენარეებთან, რომლებიც მიწის ზევით ვითარდებიან, რადგან მათი ბიოველი ფესვებიდან ზევით არის მიმართული. ეს არის თესვის, დარგვის ან გადარგვის პერიოდი. სასარგებლოა ასევე მორწყვა, მინერალებით ფესვგარეშე დამუშავება, მიწის განოყივრება.

ვებრძვით ბაღ-ბოსტნის მავნებელ-დაავადებებს ბუნებრივი საშუალებებით>>

სავსემთვარეობა: მთვარის კალენდარში იგულისხმება დღე თვითონ სავსემთვარეობამდე, სავსე მთვარის დღე და შემდეგი ერთი დღე. ამ პერიოდში რეკომენდებულია მიწაზე მუშაობა: შეიძლება მცენარეების ფესვების მიწით შეფუთვა, ნიადაგის გაფხვიერება, სარეველისგან გათავისუფლება. ეფექტური იქნება ასევე მავნებლებთან - მწერებთან და მღრღნელებთან - ბრძოლა. კარგი პერიოდია თესლისა და ფესვების შესაგროვებლად. არახელსაყრელია ამ დროს მცენარეების შეწამვლა, გასხვლა, ბოსტნეული კულტურებისთვის ნამხრევების მოცილება.

კლებადი მთვარე: კლებადი მთვარის დროს მცენარის მიწისზედა ნაწილი ნაკლებად მგრძნობიარეა მანიპულაციებისადმი, ამიტომ სასურველია ბოლქვიანი და პარკოსანი კულტურების დარგვა. ასევე კარგი დროა ბოლქვიანების ამოღებისა და მოსავლის აღებისთვის. კარგად მოქმედებს ფესვების კვება და გასხვლა ფორმის მისაცემად.

მთვარე ზოდიაქოს თანავარსკვლავედში

ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია მთვარის მდებარეობა ზოდიაქოს ნიშანში. ზოდიაქოს ყველაზე ნაყოფიერი წყლის ნიშნებია: კირჩხიბი, მორიელი და თევზები. პირველი ორი ხელსაყრელია დათესვის, გრუნტში გადარგვისა და დამყნობისთვის, ხოლო თევზები - იმ მცენარეებისთვის, რომლებიც ფესვების სისტემის განვითარებას საჭიროებენ. საკმაოდ კარგია კურო და თხის რქის ნიშნები. ისინი კარგად ესადაგებიან ბოლქვიან და ფოთლოვან კულტურებს. სასწორი დადებითად მოქმედებს სიმინდის, კომბოსტოსა და ფესვიან კულტურებზე.

ნაკლებად ნაყოფიერი არიან ვერძისა და მშვილდოსნის ნიშნები. ისინი მხოლოდ მწარე ბოსტნეულს მიესადაგებიან - ხახვსა და ნიორს. ტყუპები და მერწყული კარგი ნიშნებია მცენარეების მოვლისთვის, ხოლო ქალწული და ლომი ყველაზე უნაყოფო ნიშნებად მიიჩნევა მთვარის კალენდარში. როდესაც მთვარე ამ ნიშნებში იმყოფება, ალბათობა მცენარეების ხელსაყრელი დარგვისთვის მაქსიმალურად დაბალია. მაგრამ ამ დროს შეიძლება მავნებლებთან და სარეველასთან ბრძოლა.

მებაღის კალენდარი 2020 წლის ივნისში

ხელსაყრელი დღეები მუშაობისთვის:

  • ხეებისა და ბუჩქების დარგვა 1–2, 7–8, 26–29
  • მორწყვა: ყოველდღე, გარდა 1,11–13,19–20, 28–29
  • სასუქის მიცემა:  6, 14–15, 30
  • მშრალი სასუქის მიცემა: 1, 19–20, 28–29
  • გასხვლა: 2–3, 6, 14–20, 30
  • დაავადებებისა და მავნებლებისგან დამუშავება: 2–3, 14–20, 23–25, 30
  • ხეების დამყნობა: 3–4, 23–27, 30
  • სამკურნალო მცენარეების შეგროვება: 1–2, 6, 9–13, 23–25

არახელსაყრელი დღეებია: არ გასხლათ: 11–13, 22, არ დარგოთ (ხეები): 5, 9–10, 14, 19–21, 11–13, არ დააფესვიანოთ: 5, 14, სასუქი არ მისცეთ: 26–27;

ყვავილებისთვის ხელსაყრელი დღეებია:

  • ყვავილების დათესვა 1–4
  • მცოცავი მცენარეების დარგვა: 1–2, 6, 28–29
  • მრავალწლოვანების გაყოფა და დარგვა: 1–4, 7–8, 16–18, 22–27
  • მორწყვა ყოველდღე, გარდა 1, 11–13, 19–20, 28–29
  • სასუქის მიცემა: 6, 14–15, 30
  • მშრალი სასუქის მიცემა: 1, 19–20, 28–29
  • დაავადებებისა და მავნებლებისგან დამუშავება: 2–3, 14–20, 23–25, 30

ყვავილებისთვის არახელსაყრელი დღეებია: არ დარგოთ: 5, 9–10, 14, 19–21, სასუქი არ მისცეთ: 26–27.

ბაღში მუშაობისთვის ყველაზე არახელსაყრელი დღეებია 5 ივნისი – სავსემთვარეობა, 21ივნისი – ახალმთვარეობა

თვე – ივნისი. რიცხვი მთვარე ზიდიაქოს ნიშანში
1, 2 სასწორი
3, 4 მორიელი
5, 6 მშვილდოსანი
7, 8 თხის რქა
9, 10, 11 მერწყული
12, 13 თევზები
14, 15, 16 ვერძი
17, 18 კურო
19, 20 ტყუპი
21, 22, 23 კირჩხიბი
24, 25 ლომი
26, 27 ქალწული
28, 29 სასწორი
30 მორიელი
40
თემები:
სასარგებლო რჩევები (217)
ზურაბ მხეიძე

ზურაბ მხეიძე: ქალისთვის მთავარია, რომ მისი ბიოლოგიური ფუნქცია შეასრულოს

0
(განახლებულია 12:08 31.05.2020)
ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე ქალისა და მამაკაცის ფიზიოლოგიიდან გამომდინარე მათ ფსიქოლოგიურ განსხვავებაზე საუბრობს.
ზურაბ მხეიძე: ქალისთვის მთავარია, რომ მისი ბიოლოგიური ფუნქცია შეასრულოს
„ქალისა და მამაკაცის სპეციფიკიდან გამომდინარეობს სხვადასხვა ქცევები და განსხავავებული რეაქციები სხვადასხვა საკითხებისდამი. ის რომ ქალი ბუნებით კონსერვატორია ესეც მისი ფიზიოლოგიიდან გამომინარეობს. ანუ მან ბავშვი უნდა გააჩინოს, ბავშვს კი ყურადღება და მოვლა ჭირდება, ამიტომ მას ინსტიქტში აქვს რაღაცეების მიმართ სტაბილურობის განცდა და შენარჩუნება. ამერიკაშიც კი, სადაც ურთიერთობის პრობლემა მაინცდამაინც არ არსებობს, კვლევამ გვაჩვენა, რომ ქალები პარტნიორებად იმას კი არ ირჩევენ, რომელიც სექსუალურად მიმზიდველია, ირჩევენ იმას, რომლიც სანდოა,“- ამბობს ზურაბ მხეიძე სატელევიზიო გადაცემაში.

ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე აღნიშნავს: „ქალმა ერთ დღიანი ურთიერთობისთვის შეიძლება აარჩიოს მამაკაცი სექსუალური ნიშნით, მაგრამ სხვა შემთხვევაში თუ ის ფიქრობს, რომ დაქორწინდეს ეს პარამეტრი აღარ მუშაობს. უკვე მუშაობს ის, თუ რამდენად სანდო და სტაბილური ურთიერთობები ექნება მასთან. ესეც ქალის კონსერვატორული ბუნებიდან გამომომდინარეა.“

0