ატამი

ატამი და მისი სასარგებლო თვისებები

388
(განახლებულია 12:04 08.07.2019)
ატმის სამშობლოა ჩინეთი, სადაც მისი კულტივირება ჯერ კიდევ მე–11 საუკუნეში დაიწყეს. ჩინეთში ატამი საიმპერატორო ხილად და დღეგრძელობის სიმბოლოდ მიიჩნეოდა

ატამი (Prúnus pérsica) – ხეხილოვანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. ყველაზე მეტად ენათესავება ნუში, რომლისგანაც ძირითადად, ნაყოფით განსხვავდება. არსებობს ატმის ხუთი ათასამდე კულტურული ჯიში.

ატმის დასახელება Prúnus pérsica სპარსეთთან იწვევს ასოციაციას, თუმცა, მისი სამშობლოა ჩინეთი, სადაც ამ ხილის კულტივირება ჯერ კიდევ მე–11 საუკუნეში დაიწყო. ჩინეთში ატამი საიმპერატორო ხილად და დღეგრძელობის სიმბოლოდ მიიჩნეოდა.

თანდათანობით ატამი გავრცელდა ინდოეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში, მათ შორის, სპარსეთში, საიდანაც ალექსანდრე მაკედონელის წყალობით სამხრეთ ევროპაში მოხვდა. საფრანგეთში, ბრიტანეთსა და აშშ–ში ატამი მხოლოდ მე–17 საუკუნეში გავრცელდა.

ატამი უაღრესად სასარგებლო ხილია. ის დადებით გავლენას ადამიანის ორგანიზმზე თავისი მრავალფეროვანი შემადგენლობის წყალობით ახდენს.

388
თემები:
სასარგებლო რჩევები (94)