თუთა

თუთა და მისი სამკურნალო თვისებები

273
(განახლებულია 12:04 17.06.2019)
თუთის ფოთლებს ქართულ ხალხურ მედიცინაში ოდითგან იყენებდნენ, როგორც ოფლმდენ, შარდმდენ, კუჭში შემკვრელ და ჭრილობების შემახორცებელ საშუალებას.

თუთა, თუთის ხე  (Morus) 15–20 მეტრი სიმაღლის ხეა ტკბილი ნაყოფით. გვხვდება 24–მდე სახეობის, რომლებიც გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ ამირიკის სამხრეთ ნაწილში, სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში, ნაწილობრივ აფრიკაში.

საქართველოში იზრდება თუთის 2 სახეობა – თეთრი თუთა (Morus alba) და ხართუთა (Morus nigra). ბუნებრივ პირობებში ცოცხლობს 200-300, იშვიათად 500 წელი.  საქართველოს კუთხეებში თუთას სხვადასხვა სახელი ჰქვია: ბჟოლა, ბჟოლი, ჟალღა, ჟოლი, მამალ გაჰრაჲ, მრეში, ფურცელი, ფურცლითუთა, ჯალღა, ჯორაბჟოლა.

წაიკითხეთ აქ: ავოკადო – ხილი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი

თუთა, თეთრიც და შავიც, სამკურნალოა. ხალხურ მედიცინაში სამკურნალოდ გამოიყენება თუთის ნაყოფი, ფოთლები, ფესვები, ქერქი.

273
თემები:
სასარგებლო რჩევები (92)