სატაცური

სატაცურის სასარგებლო თვისებები

2129
(განახლებულია 15:10 12.04.2019)
სატაცურის სამკურნალო თვისებებს ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში, საბერძნეთსა და რომში აფასებდნენ.
2129
თემები:
სასარგებლო რჩევები (259)
ყვავილნარი ნავში

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის აგვისტო

787
(განახლებულია 13:31 01.08.2020)
ადამიანებმა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ შეამჩნიეს მთვარის გავლენა მცენარეების განვითარებაზე. მთვარის ენერგეტიკას შეუძლია დაეხმაროს ან ავნოს მცენარეებს, ამიტომ მნიშვნელოვანია მთვარის ფაზების გათვალისწინება მორწყვის, დათესვისა და გადარგვის დროს.

გაითვალისწინეთ რჩევები და იმოქმედეთ მთვარის კალენდრის მიხედვით.

სწორად შერჩეულ მთვარის ფაზას შეუძლია ხელი შეუწყოს მცენარის ზრდას, იმოქმედოს მის მომავალ ნაყოფზე, ყვავილზე; ხოლო ზოგიერთ დღეს, ჯობს, თავი შეიკავოთ მცენარის დათესვა-დარგვისგან, ფესვების გაფხვიერებისგან. ამან, შესაძლოა, გამოიწვიოს მცენარის დაზიანება, ზრდის შენელება, ლპობა, ენერგეტიკული ბალანსის დარღვევა. ეს ეხება არა მხოლოდ მიწასთან უშუალო მუშაობას, არამედ სხვა სამუშაოებსაც ბაღსა თუ ბოსტანში.

თუ რგავთ მცენარეს, ეს განსაკუთრებით ეხება მრავალწლიან მცენარეებს, ხეებს, ეს მხოლოდ მზარდი მთვარის დროს უნდა გააკეთოთ, სასურველია, სავსემთვარეობის წინ. ახალმთვარეობაზე ამის გაკეთება არ ღირს.

სავსემთვარეობის წინ დარგული მცენარე მაღალი გაიზრდება. ზოგადად, განვითარებისკენ მიმართულ ყველა საქმეს მზარდი მთვარის ენერგეტიკა უხდება. ასეა მცენარეების შემთხვევაშიც.

მებაღის მთვარის კალენდარი აგვისტოში

აგვისტოში უკვე მოსავლის აღება იწყება, თუმცა, ზოგიერთი ბოსტნეულის დათესვა ან ხის დარგვა ამ თვეშიც შეიძლება.

მთვარის ფაზები აგვისტოში: მზარდი მთვარე - 1-2, 20-31 აგვისტო, კლებადი მთვარე - 4-18 აგვისტო,  3 აგვისტო - სავსემთვარეობა, 19 აგვისტო - ახალმთვარეობა.

  • 1, 2 აგვისტო – მთვარე თხის რქის ნიშანშია. კარგი დღეებია ბაღში მუშაობისთვის. შეიძლება ხეებისა და ბუჩქების დარგვა–გადარგვა, განსაკუთრებით, მსხლისა და ქლიავის, ხურტკმელის, მოცხარის, სასუქის მიცემა, გაკრეჭა, შეწამვლა, ნიადაგის გაფხვიერება.
  • 3 აგვისტო – სავსემთვარეობაა მერწყულის ნიშანში. ბაღში მუშაობა არ შეიძლება
  • 4 აგვისტო – მთვარე მერწყულის ნიშანშია. არახელსაყრელი დღეა მცენარეების დათესვისა და დარგვისთვის. შეიძლება მარცვლოვანი კულტურებისა და ბოლქვიანების მოსავლის აღება, გაკრეჭა, შეწამვლა.
  • 5, 6, 7 აგვისტო – მთვარე თევზების ნიშანში. 5 და 6 აგვისტო ხელსყრელი დღეებია ბაღში მუშაობისთვის, კერძოდ, შეიძლება ნიახურის, ბოლქვიანების დათესვა, ხეებისა და კენკროვანების შეწამვლა, მორწყვა, სასუქის მიცემა. 7 აგვისტოს კი დათესვა–დარგვისთვის არახელსაყრელი დღეა. რეკომენდებულია ნიადაგის მომზადება, მავნებლების განადგურება, მულჩირება (ნიადაგის მოშიშვლებული ნაწილის გადაფარვა სხვადასხვა საშუალებებით), ნაყოფის აღება, სამკურნალო მცენარეების მოგროვება, ბოსტნეულისა და ხილის გამოშრობა.
  • 8, 9 აგვისტო – მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს აჯობებს, თუ ნიადაგს მოამზადებთ დათესვისთვის,  შეიძლება მავნებლების განადგურება, მულჩირება, ნაყოფის აღება, სამკურნალო მცენარეების მოგროვება, ბოსტნეულისა და ხილის გამოშრობა. არასასურველია დათესვა და დარგვა.
  • 10, 11, 12 აგვისტო – მთვარე კუროს ნიშანშია. შეიძლება ბოლქვიანების დარგვა, ხეებისა და ბუჩქების გაკრეჭა. 12 აგვისტოს ასევე ზედმეტი ყლორტების მოშორება, გამარგვლა, კულტივაცია, მულჩირება, სამკურნალო მცენარეების მოგროვება, ხილისა და კენკროვანების დაკრეფა.
  • 13, 14 აგვისტო – მთვარე ტყუპის ნიშანშია. არახელსაყრელი დღეა ბალახეული კულტურების დარგვა–გადარგვისთვის. ეფექტური იქნება ზედმეტი ყლორტების მოშორება გაკრეჭა, გამარგვლა, კულტივირება, მულჩირება, სამკურნალო მცენარეების მოგროვება, ხილისა და კენკროვანების დაკრეფა.
  • 15, 16 აგვისტო – მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ნაყოფიერი ნიშანია. რეკომენდებულია მწვანილეულისა და სამკურნალო მცენარეების გამოშრობა. შეიძლება ყველაფრის დაკრეფა, რაც დიდი ხნით არ უნდა შეინახოთ. კარგი დღეებია ზამთრის მარაგის გასაკეთებლად კომპოტებისა და კონსერვების სახით.
  • 17, 18 აგვისტო – მთვარე ლომის ნიშანშია. შეიძლება მწვანილეულისა და სამკურნალო მცენარეების გამოშრობა. კარგი დღეებია ზამთრის მარაგის გასაკეთებლად კომპოტებისა და კონსერვების სახით.
  • 19 აგვისტო – ახალმთვარეობა ქალწულის ნიშანში. მუშაობა ბაღში არ შეიძლება.
  • 20, 21 აგვისტო – მთვარე ქალწულის ნიშანშია. 20 აგვისტოს არარეკომენდებულია ბოსტნეულის, ხილის ხეების დარგვა–გადარგვა. კარგი დღეა დეკორატიულ მცენარეებთან მუშაობისთვის. 21 აგვისტოს შეიძლება დარგვა, ყვავილების მოჭრა, კურკიანი ხილის დარგვა, მორწყვა, ბალახის გათიბვა.
  • 22, 23 აგვისტო – მთვარე სასწორის ნიშანშია. შეიძლება იმავე სამუშაოების ჩატარება, რაც 21 აგვისტოს. 23 აგვისტოს შეიძლება კომბოსტოს, პომიდვრის,  კიტრის, წიწაკის, გოგრის დათესვა–დარგვა. არაა რეკომენდებული ფესვიანი მცენარეების გამრავლება, ბალახის შეგროვება და ხეების დარგვა. შეიძლება სასუქის მიცემა, მორწყვა, მავნებლების განადგურება, ნიადაგის გაფხვიერება.
  • 24, 25 აგვისტო – მთვარე მორიელის ნიშანშია. 24 აგვისტო კარგი დროა კომბოსტოს, პომიდვრის,  კიტრის, წიწაკის, გოგრის დათესვა–დარგვისთვის, მავნებლების განადგურების, ნიადაგის გაფხვიერებისთვის. 25 აგვისტოს შეიძლება მწვანილის დათესვა, ხახვის, ნივრის, წიწაკის, სამკურნალო მცენარეების დარგვა, ასევე მარწყვის, ისპანახის, ასკილის, ქლიავის. რეკომენდებულია ხილ–ბოსტნეულის, კენკროვანების მოსავლის აღება, ოთახის მცენარეების დარგვა.
  • 26, 27 აგვისტო – მთვარე სასწორის ნიშანშია. 25 აგვისტოს მსგავსად, შეიძლება მწვანილის დათესვა, ხახვის, ნივრის, წიწაკის, სამკურნალო მცენარეების დარგვა, ასევე მარწყვის, ისპანახის, ასკილის, ქლიავის. რეკომენდებულია ხილ–ბოსტნეულის, კენკროვანების მოსავლის აღება, ოთახის მცენარეების დარგვა.
  • 28, 29 აგვისტო – მთვარე თხის რქის ნიშანშია. კარგი დღეებია ხეებისა და ბუჩქების დარგვა–გადარგვისთვის, განსაკუთრებით მსხლისა და ქლიავის ჯიშების, ხურტკმელის, მოცხარის. რეკომენდებულია სასუქის მიცემა, გაფხვიერება, ხეების შეწამვლა, გათიბვა.
  • 30, 31 აგვისტო – მთვარე მერწყულის ნიშანშია. შეიძლება ხეებისა და ბუჩქების დარგვა–გადარგვა. განსაკუთრებით მსხლისა და ქლიავის ჯიშების, ხურტკმელის, მოცხარის. რეკომენდებულია სასუქის მიცემა, გაფხვიერება, ხეების შეწამვლა, გათიბვა.

ზოგადი ცნობები: მთვარის ფაზები მებაღის კალენდარში

ახალმთვარეობა: რეკომენდებულია მავნებლებთან და სარეველასთან ბრძოლა. სწორედ ამ დროს მოიტანს ეფექტს დაავადებული ტოტებისა და გამხმარი რტოების მოშორება ხეებისა და ბუჩქებისთვის, ასევე კარგი დროა ბალახოვანი მცენარეების შეგროვებისთვის. ასევე შეიძლება ბოსტნეულის წანაზარდების მოცილება მათი ზრდის შეჩერების მიზნით, მაგრამ ეს, ჯობს, არა თვითონ ახალმთვარეობის დღეს, არამედ ერთი დღით ადრე ან ერთი დღის შემდეგ გააკეთოთ.

მზარდი მთვარე: როდესაც მთვარე ზრდის ფაზაშია, რეკომენდებულია მუშაობა მცენარეებთან, რომლებიც მიწის ზევით ვითარდებიან, რადგან მათი ბიოველი ფესვებიდან ზევით არის მიმართული. ეს არის თესვის, დარგვის ან გადარგვის პერიოდი. სასარგებლოა ასევე მორწყვა, მინერალური ნივთიერებებით ფესვგარეშე დამუშავება, მიწის განოყიერება.

სავსემთვარეობა: მთვარის კალენდარში იგულისხმება დღე თვითონ სავსემთვარეობამდე, სავსე მთვარის დღე და შემდეგი ერთი დღე. ამ პერიოდში რეკომენდებულია მიწაზე მუშაობა: შეიძლება მცენარეების ფესვების მიწით შეფუთვა, ნიადაგის გაფხვიერება, სარეველისგან გათავისუფლება. ეფექტური იქნება ასევე მავნებლებთან – მწერებთან და მღრღნელებთან ბრძოლა. კარგი პერიოდია თესლისა და ფესვების შესაგროვებლად. არახელსაყრელია ამ დროს მცენარეების შეწამვლა, გასხვლა, ბოსტნეული კულტურებისთვის ნამხრევების მოცილება.

კლებადი მთვარე: კლებადი მთვარის დროს მცენარის მიწისზედა ნაწილი ნაკლებად მგრძნობიარეა მანიპულაციებისადმი, ამიტომ სასურველია ბოლქვიანი და პარკოსანი კულტურების დარგვა. ასევე კარგი დროა ბოლქვიანების ამოღებისა და მოსავლის აღებისთვის. კარგად მოქმედებს ფესვების კვება და გასხვლა ფორმის მისაცემად.

მთვარე ზოდიაქოს თანავარსკვლავედში

ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია მთვარის მდებარეობა ზოდიაქოს ნიშანში. ზოდიაქოს ყველაზე ნაყოფიერი წყლის ნიშნებია: კირჩხიბი, მორიელი და თევზები. პირველი ორი ხელსაყრელია დათესვის, გრუნტში გადარგვისა და დამყნობისთვის, ხოლო თევზები - იმ მცენარეებისთვის, რომლებიც ფესვების სისტემის განვითარებას საჭიროებენ. საკმაოდ კარგია კურო და თხის რქის ნიშნები. ისინი კარგად ესადაგებიან ბოლქვიან და ფოთლოვან კულტურებს. სასწორი დადებითად მოქმედებს სიმინდის, კომბოსტოსა და ფესვიან კულტურებზე.

ნაკლებად ნაყოფიერი არიან ვერძისა და მშვილდოსნის ნიშნები. ისინი მხოლოდ მწარე ბოსტნეულს მიესადაგებიან - ხახვსა და ნიორს. ტყუპები და მერწყული კარგი ნიშნებია მცენარეების მოვლისთვის, ხოლო ქალწული და ლომი ყველაზე უნაყოფო ნიშნებად მიიჩნევა მთვარის კალენდარში. როდესაც მთვარე ამ ნიშნებში იმყოფება, ალბათობა მცენარეების ხელსაყრელი დარგვისთვის მაქსიმალურად დაბალია. მაგრამ ამ დროს შეიძლება მავნებლებთან და სარეველასთან ბრძოლა.

787
თემები:
სასარგებლო რჩევები (259)
ატამი

დღეგრძელობის სიმბოლო ატამი და მისი სასარგებლო თვისებები

769
(განახლებულია 19:34 27.07.2020)
ატმის სამშობლოა ჩინეთი, სადაც მისი კულტივირება ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში დაიწყეს. ჩინეთში ატამი საიმპერატორო ხილად და დღეგრძელობის სიმბოლოდ მიიჩნეოდა.

ატამი (Prúnus pérsica) – ხეხილოვანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. ყველაზე მეტად ენათესავება ნუში, რომლისგანაც ძირითადად ნაყოფით განსხვავდება. არსებობს ატმის ხუთი ათასამდე კულტურული ჯიში.

ატმის დასახელება Prúnus pérsica სპარსეთთან იწვევს ასოციაციას, თუმცა მისი სამშობლოა ჩინეთი, სადაც ამ ხილის კულტივირება ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში დაიწყო. ჩინეთში ატამი საიმპერატორო ხილად და დღეგრძელობის სიმბოლოდ მიიჩნეოდა.

Сбор урожая персиков
© photo: Sputnik / Taras Litvinenko
ატამი

თანდათანობით ატამი გავრცელდა ინდოეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში, მათ შორის სპარსეთში, საიდანაც ალექსანდრე მაკედონელის წყალობით სამხრეთ ევროპაში მოხვდა. საფრანგეთში, ბრიტანეთსა და აშშ-ში ატამი მხოლოდ მე-17 საუკუნეში გავრცელდა.

ატამი უაღრესად სასარგებლო ხილია. ის დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე თავისი მრავალფეროვანი შემადგენლობის წყალობით.

ატმის კალორიულობა და შემადგენლობა

ატმის კალორიულობა 100 გრამ პროდუქტზე 46 კკალორიაა.

ატამი მდიდარია შაქრებითა და უჯრედისით, რაც მას ენერგიის ფასეულ წყაროდ აქცევს. ატამში ბევრია კალიუმი, რკინა, ფოსფორი, მაგნიუმი, ფტორი, სელენი, სპილენძი, ნატრიუმი, ვიტამინები: А, С, В–ჯგუფის, Е, К, РР, D, ანტიოქსიდანტები, პექტინები, ორგანული მჟავები, ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები. საშუალო ზომის ატმის ¾ საკმარისია С ვიტამინის დღიური ნორმის მისაღებად.

ტყემლის სასარგებლო თვისებები>>

ატმის სასარგებლო თვისებები

ატამი ადამიანს ანაყრებს, ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს.

კალიუმისა და მაგნიუმის დიდი შემცველობის წყალობით ის სასარგებლოა ანემიის, გულის დაავადებების, სტრესის დროს. ატამი რეკომენდებულია მძიმე ავადყოფობის შემდეგ ორგანიზმის აღდგენისთვის.

ატამი სასარგებლოა გულის რიტმის დარღვევების დროს, ჰიპერტონიისას. ის ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ამაღლებს ორგანიზმის თავდაცვის უნარს.

ატამი ხელს უწყობს ახალგაზრდული კანის შენარჩუნებას, აბრკოლებს ნაოჭებისა და პიგმენტური ლაქების გაჩენას.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ატამში შემავალი ნივთიერებები კიბოს უჯრედების განვითარებას ანელებს.

ატამი სასარგებლოა ბავშვებისა და ორსულებისთვის, ასევე დაბალი ჰემოგლობინის მქონე ადამიანებისთვის.

ატამი დადებითად მოქმედებს კუჭის დაავადებების დროს, კერძოდ, კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობისას. ხილს აქვს შარდმდენი ეფექტი, ამდენად, ხელს უწყობს თირკმელებიდან ქვიშის გამოდევნას.

ჯონჯოლი და მისი უცნობი უნიკალური თვისებები>>

ხილი აუმჯობესებს ტვინის საქმიანობას, აუმჯობესებს მეხსიერებას, ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციას.

ატმის ფოთლები და ყვავილები ასევე სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის. მათი ნახარში გამოიყენება როგორც კუჭში გამხსნელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

ატმის კურკის ნაყენი კარგია როგორც ოფლმდენი საშუალება გაციებისა და სასუნთქი ორგანოების დაავადებების დროს.

ატმის კურკა არის ნუშის ზეთისა და ვიტამინ B17-ის წყარო.

არომათერაპიის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ატმის არომატი მოქმედებს როგორც ანტიდეპრესანტი.

რეკომენდაციები:

ატმის კურკა ტოქსიკურია.

ატმის კანის ბუსუსებმა შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.

შაქრიანი დიაბეტის დროს საჭიროა ზომიერების დაცვა. ასევე დიდი ოდენობით არ შეიძლება ატმის მიღება ჭარბწონიანობის, გასტრიტის მომატებული მჟავიანობით, დიარეის დროს.

769
თემები:
სასარგებლო რჩევები (259)
ანელი აწკარუნაშვილი

 „პრობლემა არაა, შეგიძლიათ ქართულად მესაუბროთ“- ქართული საკვირაო სკოლა დუბლინში        

0
(განახლებულია 16:38 05.08.2020)
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ გაგაცნობთ ქალბატონს, რომელმაც ირლანდიაში ქართული საკვირაო სკოლა დააარსა.

ანელი აწკარუნაშვილი ოცი წელია რაც დუბლინში ცხოვრობს და მისი საკვირაო სკოლის დამსახურებაა ის, რომ იქ მცხოვრები ქართველი ბავშვები საქართველოსთან სულიერ კავშირს არ წყვეტენ. ირლანდიელებმა სწორედ ამ სკოლის დახმარებით გაიგეს ბევრი რამ ჩვენს ქვეყანაზე, რადგან სკოლა ამ წლების მანძილზე სხვადასხვა საინტერესო აქტივობითაც გამოირჩევა.

ანელი აწკარუნაშვილი
ანელი აწკარუნაშვილი

- ქალბატონო ანელი, როგორ დაიწყო თქვენი გზა საქართველოდან ირლანდიამდე?

- ირლანდიაში ჩამოსვლამდე თბილისში ვცხოვრობდი. პროფესიით დაწყებითი კლასების სპეციალისტი ვარ. სწავლის დამთავრების შემდეგ რამდენიმე თვეში მომიწია ირლანდიაში გადმოსვლა ოჯახთან ერთად და თითქმის ოცი წელია რაც დუბლინში ვცხოვრობ.

- უცხო გარემოსთან შეგუების მომენტი რთულად გაიარეთ?

- სიმართლე გითხრათ, აქ ჩამოსვლის დროს ამ ქვეყნის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცოდი. როგორც ბევრი ქართველისთვის, პირველი წლები არც ჩემთვის იყო ადვილი, ამის მიზეზი- უცხო გარემო, განსხვავებული კულტურა და წეს-ჩვეულებები დაენის ბარიერი იყო. თუმცა ეს სირთულეები უფრო მეტ სტიმულს მაძლევდა იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის რითმისთვის ფეხი ამეწყო...

ანელი აწკარუნაშვილი
ანელი აწკარუნაშვილი

- და როგორც ჩანს კარგადაც აუწყვეთ, დღეს თქვენ მიერ დაფუძნებული ქართული სკოლა პოპულარულია ირლანდიაში მცხოვრები ქართველებისთვის, როდის დააარსეთ ის?

- საგანმანათლებლო ცენტრი ,,ლამპარი” 2008 წლის ოქტომბერში დაარსდა. მე თავად სამი შვილი მყავს და ვცდილობდი, რომ მათ ქართული წერა-კითხვა ესწავლათ, თუმცა მივხვდი, რომ მხოლოდ ქართული წერა-კითხვის სწავლა არ იყო საკმარისი და ბავშვებს უფრო მეტი უნდა სცოდნოდათ თავისი ქვეყნის შესახებ. აქედან გაჩნდა იდეა, რომ გამეხსნა საკვირაო სკოლა. ეს იდეა ჩემს მეგობრებს გავუზიარე და ყველა ერთად გავერთიანდით მის გარშემო. თავდაპირველად სკოლაში მხოლოდ 15 მოსწავლე იყო, ძირითადად ჩემი და ჩემი მეგობრის შვილები, თუმცა შემდეგ გავიზარდეთ და ერთ დიდ ოჯახად ვიქეცით. დღეს დაახლოებით 40 მოსწავლეა სკოლაში და ქართული ენის გარდა ისწავლება საქართველოს ისტორია, რელიგიის ისტორია, ბუნება.

ანელი აწკარუნაშვილი
ანელი აწკარუნაშვილი

- თანამოაზრეებზე რას იტყვით?

- იმდროისთვის არ ვიყავით განებივრებული სახელმძღვანელოებით, არც ინტერნეტ-სივრცეში იძებნებოდა ბევრი ინფორმაცია. ხშირ შემთხვევაში პედაგოგებს თვითონ უხდებოდათ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება. სწორედ საოცარი და პროფესიონალი პედაგოგების: ქეთი ჯიღაურის, თეა ლიპარტელიანის, ეკა ფეიქრიშვილის და ჩვენი ყოფილი კოლეგების, ნუნუკა ავგაროზაშვილის, მაია აწკარუნაშვილის და თამუნა ჩიტიძის თავდაუზოგავი შრომის ნაყოფია ის, რომ ჩვენ დღეს საყვარელ საქმეს ვაკეთებთ და მომავალი თაობის აღზრდაში მცირედი წვლილი შეგვაქვს.

ანელი აწკარუნაშვილი
ანელი აწკარუნაშვილი

- ირლანდიელებს თუ გამოუთქვამთ თქვენს სკოლაში სწავლის სურვილი?

- ირლანდიელებს არა, თუმცა საკმაოდ ბევრი მოსწავლე გვყავს შერეული ოჯახებიდან. ერთ ფაქტს გავიხსენებ, გასული წლის დასაწყისში ახალი მოსწავლე მოვიდა სკოლაში, მამით ქართველი და დედით ირლანდიელი. როდესაც დედასთან საუბარი დავიწყე გამაჩერა და ქართულად მიპასუხა: პრობლემა არაა, შეგიძლიათ ქართულად მესაუბროთო. ჩემთვის ეს სასიამოვნო მოულოდნელობა იყო.

-  ქართველები ხომ ყველგან მსგავსებას ვეძებთ, ალბათ არც თქვენ ხართ გამონაკლისი?..

- იცით, ქართველებსა და ირლანდიელებს შორის ბევრი მსგავსება აღმოვაჩინე, პირველი ისაა, რომ მათ ჩვენს მსგავსად გასაოცარი მეგობრობა იციან. ჩამოსვლიდან ძალიან მალე შევიძინე ბევრი ირლანდიელი მეგობარი, რომლებთანაც დღესაც ვაგრძელებ ურთიერთობას. სირთულეების გადალახვაში გარკვეულწილად ისინიც დამეხმარნენ.

ანელი აწკარუნაშვილი
ანელი აწკარუნაშვილი

- რა ქართულ აქტივობას ახორციელებს თქვენი სკოლა?

-  აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებში, სადაც საშუალება გვეძლევა წარმოვადგინოთ ჩვენი ქვეყანა. ყოველ წელს სკოლაში იმართება ღონისძიება, სადაც გარდა ჩვენი თანამემამულეებისა,  ვიწვევთ ჩვენს ირლანდიელ მეგობრებს, ვაცნობთ ქართულ კულტურას, ტრადიციებს და ქართულ სამზარეულოს. მინდა დავამატო, რომ უკვე რამდენიმე წელია, რაც ამ ღონისძიებების დროს ხდება ჩვენი მოსწავლეების მიერ დამზადებული სხვადასხვა ნივთების გაყიდვა.  შემოსული თანხით საქართველოში ვეხმარებით მრავალშვილიან ოჯახებს. მართალია ეს ქველმოქმედება მცირედია თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ პატარებმა სხვებზე ზრუნვა და სიკეთის კეთება ისწავლონ.

დიასპორის დღეებზე თბილისში
დიასპორის დღეებზე თბილისში

- სხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველ ბავშვებთან თუ გაქვთ კავშირი?

-ჩვენი ცენტრი ორიენტირებული არ არის მხოლოდ საგაკვეთილო პროცესზე, ჩვენი მიზანია, რომ აქ მყოფი ქართველი ბავშვები ერთმანეთს დავამეგობროთ. სწორედ ამიტომ ხშირად ვაწყობთ სასკოლო ტურებს როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთაც. 2016 წელს წელს სასკოლო ტურით ვიმყოფებოდით საფრანგეთში, პარიზში. იქ ვესტუმრეთ პარიზში არსებულ ქართული კულტურის კერას, სახელად „ლაზი“, სადაც ჩვენი მოსწავლეები შეხვდნენ იქ მცხოვრებ თანატოლებს და დაუვიწყარი დრო გაატარეს.

ანელი აწკარუნაშვილი
ანელი აწკარუნაშვილი

- დაარსების დღიდან რამდენი თაობის ქართველები აღზარდა თქვენმა სკოლამ?

- საკვირაო სკოლამ უკვე ქართველების სამი თაობა აღზარდა. ჩვენ ვცდილობთ მათთან კონტაქტი არ დავკარგოთ და სწორედ მათთვის ვატარებთ ხოლმე ლექცია-გაკვეთილებს. გარდა ჩვენი სკოლის პრდაგოგებისა, აქ ლექციებს უკითხავენ ასევე მოწვეული სტუმრები.

ანელი აწკარუნაშვილი
ანელი აწკარუნაშვილი

- პანდემიის დროს რა ხდებოდა თქვენს სკოლაში?

- პანდემიის დროს ჩვენ არ გავჩერებულვართ. ვატარებდით ონლაინ გაკვეთილებს. სწავლის პარალელურად ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმთან ერთად ჩავატარეთ ონლაინ-ლექცია თემაზე: ,,სადაურსა სად წაიყვან...” ჩვენი უფროსი მოსწავლეები ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულები პირველი საერთაშორისო ონლაინ-სკოლის „გაკვეთილები საზღვრების გარეშე“ პროექტში. უზომოდ მადლიერი ვარ იმ ადამიანების, ვისაც მცირედი წვლილი მიუძღვის საკვირაო სკოლის არსებობაში, ესენი არიან:  M.Murray, ი. კოპლატაძე, Father D. Lonergan და საქართველოს საელჩოს ირლანდიაში. განსაკუთრებული მადლობა ბატონ გიორგი ზურაბაშვილს თანადგომისთვის, ახლო მომავალში სწორედ მისი უშუალო მხარდაჭერით ბევრ საინტერესო პროექტს ვგეგმავთ. ოქტომბერში ვაწყობთ შემოდგომის ფესტივალს, ჩვენებურად რთველს, სადაც ჩვენი მოსწავლეები და მათი აქაური თანატოლები გაეცნობიან  საქართველოს, როგორც ღვინისა და ვაზის სამშობლოს. ირლანდილებს ქართული ღვინის მრავალწლიან ისტორიას გავაცნობთ, ბავშვები თავის საყვარელ ქართულ ნუგბარს- ჩურჩხელებს ამოავლებენ.

ანელი აწკარუნაშვილი
ანელი აწკარუნაშვილი

- შორიდან ალბათ სხვაგვარად აღიქვით ის, რასაც სამშობლო ჰქვია?..

- სამშობლო ალბათ ყველაფერია: ბავშვობა, მეგობრები, ოჯახი... ჩემთვის სამშობლო სიყვარულია, ადგილია, სადაც გული სხვანაირად მიცემს. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყოველ ზაფხულს ჩავდივარ, ჩემი მზიანი და თბილი ქვეყანა ყოველთვის მენატრება. ირლანდიელი მეგობრები ხშირად მეკითხებიან: ვაპირებ თუ არა სამშობლოში დაბრუნებას? ჩემი პასუხი ასეთია: იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები...

 

0
თემები:
ქართველები უცხოეთში