ლურჯი მოცვი

მოცვი და მისი სასარგებლო თვისებები

3721
(განახლებულია 09:09 07.04.2019)
მოცვი უაღრესად სასარგებლო მცენარეა. მას შეუძლია, რომ დაბლოკოს კიბოს უჯრედები და მას გამრავლების საშუალება არ მისცეს. ცნობილია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ინგლისელი მფრინავები ღამით მხედველობის გაუმჯობესების მიზნით მოცვს იღებდნენ. მოცვი შედის ასევე კოსმონავტების მენიუში
3721
თემები:
ჩვენ და ბუნება (35)
სამების ტაძრის ვარდების ბაღი

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივლისი

501
(განახლებულია 14:55 30.06.2020)
ადამიანებმა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ შეამჩნიეს მთვარის გავლენა მცენარეების განვითარებაზე. მთვარის ენერგეტიკას შეუძლია დაეხმაროს ან ავნოს მცენარეებს, ამიტომ მნიშვნელოვანია მთვარის ფაზების გათვალისწინება მორწყვის, დათესვისა და გადარგვის დროს.

გაითვალისწინეთ რჩევები და იმოქმედეთ მთვარის კალენდრის მიხედვით.

სწორად შერჩეულ მთვარის ფაზას შეუძლია ხელი შეუწყოს მცენარის ზრდას, იმოქმედოს მის მომავალ ნაყოფზე, ყვავილზე; ხოლო ზოგიერთ დღეს, ჯობს, თავი შეიკავოთ მცენარის დათესვა-დარგვისგან, ფესვების გაფხვიერებისგან. ამან, შესაძლოა, გამოიწვიოს მცენარის დაზიანება, ზრდის შენელება, ლპობა, ენერგეტიკული ბალანსის დარღვევა. ეს ეხება არა მხოლოდ მიწასთან უშუალო მუშაობას, არამედ სხვა სამუშაოებსაც ბაღსა თუ ბოსტანში.

თუ რგავთ მცენარეს, ეს განსაკუთრებით ეხება მრავალწლიან მცენარეებს, ხეებს, ეს მხოლოდ მზარდი მთვარის დროს უნდა გააკეთოთ, სასურველია, სავსემთვარეობის წინ. ახალმთვარეობაზე ამის გაკეთება არ ღირს.

სავსემთვარეობის წინ დარგული მცენარე მაღალი გაიზრდება. ზოგადად, განვითარებისკენ მიმართულ ყველა საქმეს მზარდი მთვარის ენერგეტიკა უხდება. ასეა მცენარეების შემთხვევაშიც.

ზოგადი ცნობები: მთვარის ფაზები მებაღის კალენდარში

ახალმთვარეობა: რეკომენდებულია მავნებლებთან და სარეველასთან ბრძოლა. სწორედ ამ დროს მოიტანს ეფექტს დაავადებული ტოტებისა და გამხმარი რტოების მოშორება ხეებისა და ბუჩქებისთვის, ასევე კარგი დროა ბალახოვანი მცენარეების შეგროვებისთვის. ასევე შეიძლება ბოსტნეულის წანაზარდების მოცილება მათი ზრდის შეჩერების მიზნით, მაგრამ ეს, ჯობს, არა თვითონ ახალმთვარეობის დღეს, არამედ ერთი დღით ადრე ან ერთი დღის შემდეგ გააკეთოთ.

მზარდი მთვარე: როდესაც მთვარე ზრდის ფაზაშია, რეკომენდებულია მუშაობა მცენარეებთან, რომლებიც მიწის ზევით ვითარდებიან, რადგან მათი ბიოველი ფესვებიდან ზევით არის მიმართული. ეს არის თესვის, დარგვის ან გადარგვის პერიოდი. სასარგებლოა ასევე მორწყვა, მინერალური ნივთიერებებით ფესვგარეშე დამუშავება, მიწის განოყიერება.

სავსემთვარეობა: მთვარის კალენდარში იგულისხმება დღე თვითონ სავსემთვარეობამდე, სავსე მთვარის დღე და შემდეგი ერთი დღე. ამ პერიოდში რეკომენდებულია მიწაზე მუშაობა: შეიძლება მცენარეების ფესვების მიწით შეფუთვა, ნიადაგის გაფხვიერება, სარეველისგან გათავისუფლება. ეფექტური იქნება ასევე მავნებლებთან – მწერებთან და მღრღნელებთან ბრძოლა. კარგი პერიოდია თესლისა და ფესვების შესაგროვებლად. არახელსაყრელია ამ დროს მცენარეების შეწამვლა, გასხვლა, ბოსტნეული კულტურებისთვის ნამხრევების მოცილება.

კლებადი მთვარე: კლებადი მთვარის დროს მცენარის მიწისზედა ნაწილი ნაკლებად მგრძნობიარეა მანიპულაციებისადმი, ამიტომ სასურველია ბოლქვიანი და პარკოსანი კულტურების დარგვა. ასევე კარგი დროა ბოლქვიანების ამოღებისა და მოსავლის აღებისთვის. კარგად მოქმედებს ფესვების კვება და გასხვლა ფორმის მისაცემად.

მთვარე ზოდიაქოს თანავარსკვლავედში

ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია მთვარის მდებარეობა ზოდიაქოს ნიშანში. ზოდიაქოს ყველაზე ნაყოფიერი წყლის ნიშნებია: კირჩხიბი, მორიელი და თევზები. პირველი ორი ხელსაყრელია დათესვის, გრუნტში გადარგვისა და დამყნობისთვის, ხოლო თევზები - იმ მცენარეებისთვის, რომლებიც ფესვების სისტემის განვითარებას საჭიროებენ. საკმაოდ კარგია კურო და თხის რქის ნიშნები. ისინი კარგად ესადაგებიან ბოლქვიან და ფოთლოვან კულტურებს. სასწორი დადებითად მოქმედებს სიმინდის, კომბოსტოსა და ფესვიან კულტურებზე.

უდაბნოს ვარდი - ადენიუმი>>

ნაკლებად ნაყოფიერი არიან ვერძისა და მშვილდოსნის ნიშნები. ისინი მხოლოდ მწარე ბოსტნეულს მიესადაგებიან - ხახვსა და ნიორს. ტყუპები და მერწყული კარგი ნიშნებია მცენარეების მოვლისთვის, ხოლო ქალწული და ლომი ყველაზე უნაყოფო ნიშნებად მიიჩნევა მთვარის კალენდარში. როდესაც მთვარე ამ ნიშნებში იმყოფება, ალბათობა მცენარეების ხელსაყრელი დარგვისთვის მაქსიმალურად დაბალია. მაგრამ ამ დროს შეიძლება მავნებლებთან და სარეველასთან ბრძოლა.

მებაღის კალენდარი 2020 წლის ივლისში

ივლისში მოსავლის აღება იწყება, მაგრამ ამით საზრუნავი არ იკლებს – მაინც საჭიროა გაფხვიერება, მორწყვა, დამუშავება, გასხვლა და ა.შ.

ივლისში, პირველ რიგში, საჭიროა გაფხვიერება. ეს იმისთვის კეთდება, რომ ფესვებს მეტი ჟანგბადი მიეწოდოს. ასევე შეიძლება სარეველებისგან გათავისუფლება. ამის შემდეგ მიეცით სასუქი და მორწყეთ.

არ უნდა დაივიწყოთ მავნებლებთან ბრძოლა. ასევე კენკროვნების მოსავლის აღების შემდეგ სასუქი მიეცით ბუჩქებს და მორწყეთ. ყურადღება მიაქციეთ ვაშლის, ქლიავისა და მსხლის ხეებს – ტოტებს, რომლებსაც ბევრი ასხია, საბჯენები შეუყენეთ, რომ არ მოტყდეს სიმძიმისგან.

მთვარის ფაზები ივლისში: 1-4, 21-31 ივლისი – მზარდი მთვარე; 6-19 ივლისი – კლებადი მთვარე.

ხელსაყრელი დღეები მუშაობისთვის ივლისში

ყველაზე ხელსაყრელი დღეები ბაღ-ბოსტანში მუშაობისთვის არის 1-3, 22-26 და 28-31 ივლისი. ამ დღეებში განსაკუთრებით სასარგებლო იქნება მორწყვა, სასუქის მიცემა, დაავადებებისგან შეწამვლა.

არახელსაყრელი დღეებია 4-6, 13, 19-21 და 27 ივლისი. ამ დღეებში რეკომენდებული არ არის დარგვა, დათესვა, გასხვლა, გადარგვა. მოსავალი კარგი არ იქნება და ბევრ პრობლემას მოგიტანთ.

  • 2-4 ივლისი: შეიძლება თესლის აღება, ხახვის, მწვანილეულის, ნივრის, სალათების დარგვა, თივის დამზადება. არ ღირს გასხვლა, გამხმარი რტოებისა და ფოთლების მოცილება, მცენარის ფესვებთან მუშაობა
  • 6-12 ივლისი: არაა რეკომენდებული დათესვა და დამუშავება, მაგრამ შეიძლება მარწყვის პწკალების ჩარგვა, დაავადებებისგან დამუშავება, მწვანილის დათესვა, მშრალი სასუქის მიცემა.
  • 13 ივლისი: შეიძლება ყველაფერი, გარდა იმ მცენარეების დარგვისა და დათესვისა, რომლებიც დიდი ხნით შენახვისთვისა და თესლის აღებისთვისაა განკუთვნილი. ასევე არ შეიძლება ამონაყრის გამოცალკევება, გადარგვა და პიკირება.
  • 14-19 ივლისი: უნდა შეზღუდოთ ნიადაგის დანესტიანებისა და სასუქის მიცემის სამუშაოები. შეიძლება სარეველებისგან გაწმენდის „არააგრესიული“ სამუშაოები.
  • 21-26 ივლისი: შეიძლება ნებისმიერი სამუშაოების ჩატარება. ნაკლებად სასურველია ხეების გასხვლა და პიკირება. თუმცა, გასხვლის შემთხვევაში შეიძლება მალე ამოიყაროს ახალი ყლორტები, მაგრამ არის საფრთხე - მცენარემ შეიძლება ბევრი წვენი დაკარგოს და დაიღუპოს.
  • 27 ივლისი: ამ დღეს დათესვისა და დარგვის შემთხვევაში მცენარე სწრაფად გაიზრდება და ექნება მყარი ღერო, ასევე მძლავრი და ჯანმრთელი ფესვი. არ ღირს კარტოფილის ამოღება.
  • 29-31 ივლისი: ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ბაღში, მაგრამ ჯობს უარი თქვათ გასხვლაზე.
მუშაობა არ შეიძლება 5 ივლისს - არის სავსემთვარეობა და 20 ივლისს - ახალმთვარეობა.

ივლისის დანარჩენი დღეები ნეიტრალური იქნება.

თვე - ივლისი, რიცხვი მთვარე ზოდიაქოს ნიშანში
1 მორიელი
2, 3 მშვილდოსანი
4, 5, 6 თხის რქა
7, 8 მერწყული
9, 10 თევზები
11, 12, 13 ვერძი
14, 15 კურო
16, 17, 18 ტყუპი
19, 20 კირჩხიბი
21, 22 ლომი
23, 24 ქალწული
25, 26 სასწორი
27, 28 მორიელი
29, 30, 31 მშვილდოსანი
501
ქინოა

იდეალური ქინოა ჯანმრთელობის საწინდარი

356
(განახლებულია 16:34 29.06.2020)
რომელი ბურღულეულია ყველაზე კარგი? ამაზე პასუხი 1990-იან წლებში NASA-ს მეცნიერებმა გასცეს. ექსპერტები იდეალურ ბურღულეულს ეძებდნენ, რათა ის ასტრონავტებთან ერთად გაეგზავნათ კოსმოსში. და მათ ქინოა შეარჩიეს. ეს პროდუქტი იდეალურთან ყველაზე ახლოსაა.

ქინოა (კინოა) – ფსევდომარცვლოვანი კულტურა, რომელიც წიწიბურას წააგავს. მისი სამშობლოა სამხრეთ ამერიკა. ქინოა შეიძლება იყოს შავი, ჩალისფერი, წითელი და იისფერიც კი. ის არა მარცვალი, არამედ ყვავილის თესლია, ამიტომ არ შეიცავს გლუტენს.

ქინოა
ქინოა

აქედან გამომდინარე, ის შეუცვლელი პროდუქცია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც გლუტენის აუტანლობა აქვთ, ასევე ვეგეტარიანელებისთვის, შაქრიანი დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და ჭარბი წონის მქონე ადამიანებისთვის.

ქინოა (quinoa) ამარანტის ოჯახის ფსევდომარცვლოვანი კულტურაა, რომელიც ინკებისთვის, სიმინდთან და ჩიასთან ერთად, კვების ძირითად პროდუქტს წარმოადგენდა და წმინდა, კურთხეულ მცენარედ მიიჩნეოდა. ახლა ქინოა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოჰყავთ.

ქინოა რთული ნახშირწყლების მაგალითია, რომელიც ხელს უწყობს წონის შენარჩუნებას და, დიეტის დაცვის შემთხვევაში – გახდომას.

კაკაო და მისი სასარგებლო თვისებები>>

ქინოას შემადგენლობა, კალორიულობა და სასარგებლო თვისებები

ქინოას კალორიულობაა 100 გრამ პროდუქტზე 360–370 კკალორიაა მშრალ პროდუქტში, ხოლო ფაფის სახით – დაახლოებით 300 კკალორია.

100 გრამი მშრალი ქინოა შეიცავს მანგანუმის დღიური ნორმის 102%-ს, მაგნიუმის 49%-ს, ფოსფორის 46%-ს, სპილენძის 30%-ს, რკინის 25%-ს, თუთიის 21%-ს, კალიუმის 16%-ს, სელენის 12%-ს.

ქინოა მცენარეული წარმოშობის რკინით მდიდარ პროდუქტებს განეკუთვნება, რკინის ნაკლებობა კი ცნობილია, რომ ამცირებს სისხლში ჰემოგლობინის დონეს და ასევე სხეულის უნარს, გამოდევნოს ორგანიზმიდან ტოქსინები.

ქინოას რეგულარული გამოყენება არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, კერძოდ, აუმჯობესებს ქოლესტერინის გამოყენების მექანიზმებს, რაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

ქინოას შემადგენლობაშია ანტიოქსიდანტები და ფიტონუტრიენტები, რომლებიც აბრკოლებენ კიბოს უჯრედების ზრდას. წითელი ქინოას მთავარი ანტიოქსიდანტია ფლავონოიდი კვერციტინი, რომელიც რეგულარული გამოყენების დროს ქინოას სასარგებლო მოქმედებას აძლიერებს. ის ასევე სასარგებლოა, როგორც ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი საშუალება.

ერთ–ერთი უსაყვარლესი საკვები საქართველოში და მისი სასარგებლო თვისებები>>

ქინოა მდიდარი კვებითი პროფილით გამოირჩევა, რადგან მოხარშვის დროს სასარგებლო ელემენტებს არ კარგავს. ქინოას სასარგებლო თვისებაა ის, რომ მისი ამინომჟავების შემადგენლობა, ხორბლისა და ბრინჯისგან განსხვავებით, სრულია, გარდა ამისა, არის დაბალკალორიული, ზომიერი გლიკემიური ინდექსით, შეიცავს ბევრ ცილას, უჯრედისსა და რიგ მიკრომინერალებს, ნატურალურ ანტიოქსიდანტებს.

ქინოას შემადგენლობაშია ცხიმოვანი მჟავები ომეგა–3.

ქინოა გამოირჩევა დაბალი გლიკემიური ინდექსით. ის არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში, აბრკოლებს შიმშილის მძაფრი გრძნობის გაჩენას, ამიტომ ის, ზომიერი რაოდენობით, შედის დიაბეტურ დიეტებში.

როგორ მოვამზადოთ ქინოა

ქინოასგან მრავალი გემრიელი კერძი მზადდება, ის გამოიყენება ფაფის, გარნირის სახით, სალათებში და სხვ.

ქინოა
© CC0 / Pixabay
ქინოა

ქინოას მომზადება ძალზე მარტივია. 1 ჭიქა პროდუქტის მოსამზადებლად აადუღეთ 2 ჭიქა წყალი, დაამატეთ ცოტა მარილი, შემდეგ ჩაყარეთ მასში გარეცხილი ქინოა. რომ წამოდუღდება, დაბალ ცეცხლზე ადუღეთ დაახლოებით 15 წუთი. შემდეგ გადმოდგით, დაახურეთ ხუფი და გააჩერეთ კიდევ 3–5 წუთი. ამგვარად დამზადებული ქინოას გამოყენება შეგიძლია სალათებში, გარნირად, ან როგორც ფაფა – დაამატეთ მას, მაგალითად, ყველი, ცხიმი და მიირთვით.

ყველასთვის საყვარელი და პოპულარული პროდუქტი – რა უნდა ვიცოდეთ კარტოფილის შესახებ>>

რეკომენდაციები ქინოას მიღების დროს:

ქინოას მიღებისას არსებითი აკრძალვები არ არის, თუმცა არის რეკომენდაციები, მაგალითად, ფრთხილად უნდა მიიღონ პროდუქტი ძუძუთი კვების დროს დედებმა, არასასურველია პატარა ბავშვებისთვის მისი მიღება, რადგან ამას შეიძლება ალერგიული რეაქცია მოჰყვეს.

356
თემები:
სასარგებლო რჩევები
დაკავება

საქართველოში მკვლელობის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

0
გამოძიება „განზრახ მკვლელობის“ მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში აზერბაიჯანის მოქალაქეს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს 28 წლის აზერბაიჯანის მოქალაქე დმანისის მუნიციპალიტეტში თავისი ნაცნობის, 20 წლის მკვლელობის ბრალდებით, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების მონაცემებით, ბრალდებულმა თავისი ნაცნობი ცივი იარაღით დაჭრა და მიიმალა. დაშავებული მიღებული ჭრილობისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული აღიარებს დანაშაულს.

გამოძიება „განზრახ მკვლელობის“ მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში