კაცი ყანწიდან ღვინოს სვამს

კაცმა უზარმაზარი ყანწიდან ღვინო ბოლომდე დალია დაუჯერებელი კადრები

145
(განახლებულია 17:31 06.05.2021)
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში აღდგომის დღესასწაული საკმაოდ ორიგინალურად აღნიშნეს.

ვიდეოში, რომელიც შვილმა გადაიღო და მამას აუტვირთა „ფეისბუქზე“, ჩანს, როგორ სვამს შუახნის მამაკაცი უზარმაზარი ყანწიდან ღვინოს.

ვიდეოს უამრავი კომენტარი ახლავს. სოციალური ქსელის მომხმარებლები კაცს გამბედაობას და გამძლეობას უქებენ.

145
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (893)

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი: სამეგრელოს ღირსშესანიშნაობა - ფოტო

37
  • ზუგდიდის ბოტანიკური ბაღ 26 ჰექტარზეა გაშენებული
  • აქ იზრდება იშვიათი ჯიშის ხეები და ბუჩქები. ბაღში შეხვდებით სეკვოიებს, მაგნოლიებსა და ჭადრებს
  • ბაღი კეთილმოწყობილია, აქ ყოფნა კი - ყველასთვის სასიამოვნოა
  • თუმცა XX საუკუნის 70-იან წლებამდე ბაღი მიტოვებული იყო, აქ განთავსებული იყო კულტურისა და დასვენების პარკი, რომელსაც ყურადღებას არავინ აქცევდა
  • მას შემდეგ, რაც 70-იან წლებში ბაღი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას გადაეცა, მისი ძირითადი ფუნქცია სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა გახდა
  • მას შემდეგ დაირგო 300-ზე მეტი სახეობის ახალი მცენარე
  • საქართველოს ხელისუფლება ბოლო წლებში აქტიურად შეუდგა ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქციასა და განვითარებას. 2018 წლიდან ბაღში მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობდა
  • ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ერთ-ერთი საუკეთესო ბაზაა ინტროდუქციისათვის, კვლევებისათვისა და სუბტროპიკული მცენარეების აკლიმატიზაციისათვის, როგორც ადგილმდებარეობით, ასევე კლიმატის თვალსაზრისით
  • ბაღში სტუმრობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. მისი ბილიკების ჯამური მანძილი რვა კილომეტრს აღემატება
  • ბაღში დამონტაჟებულია თანამედროვე განათებები და სკამები
  • ხელოვნურმა ტბამ და წყლის არხებმა ახალი ფორმები მიიღო - ახლა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი განსაკუთრებით ლამაზი და მყუდროა
ზუგდიდში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკური ბაღი დადიანების სასახლის ტერიტორიაზე გაშენდა. როგორ გამოიყურება ბაღი - Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში იხილავთ

ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმა დღევანდელი სახე თავად დავით დადიანის დროს - XIX საუკუნეში მიიღო. ბაღი ერთ-ერთ საუკეთესო ადგილზე მდებარეობს სუბტროპიკული მცენარეების შესწავლის თვალსაზრისით.

ტერიტორიაზე, რომელიც 26 ჰექტარზეა გადაჭიმული, იზრდება ასობით სახეობის ხე და ბუჩქი, მათ შორის ეგზოტიკური სახეობები ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებიდან, ამერიკიდან, იაპონიიდან, ინდოეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან. ჯამში ბაღში შეგიძლიათ იხილოთ 500-ზე მეტი სახეობის მცენარე, მათგან დაახლოებით 80 ეგზოტიკურია.

ბაღის კოლექციაში შედის ბევრი ადგილობრივი და ჩამოტანილი ექსპონატი. აქ ძირითადად იზრდება სეკვოიები, მაგნოლიები, ჭადრები, ასევე წყალმცენარეები და გვალვაგამძლე სახეობები.

37
  • ზუგდიდის ბოტანიკური ბაღ 26 ჰექტარზეა გაშენებული
    © Sputnik / STRINGER

    ზუგდიდის ბოტანიკური ბაღ 26 ჰექტარზეა გაშენებული

  • აქ იზრდება იშვიათი ჯიშის ხეები და ბუჩქები. ბაღში შეხვდებით სეკვოიებს, მაგნოლიებსა და ჭადრებს
    © Sputnik / STRINGER

    აქ იზრდება იშვიათი ჯიშის ხეები და ბუჩქები. ბაღში შეხვდებით სეკვოიებს, მაგნოლიებსა და ჭადრებს

  • ბაღი კეთილმოწყობილია, აქ ყოფნა კი - ყველასთვის სასიამოვნოა
    © Sputnik / STRINGER

    ბაღი კეთილმოწყობილია, აქ ყოფნა კი - ყველასთვის სასიამოვნოა

  • თუმცა XX საუკუნის 70-იან წლებამდე ბაღი მიტოვებული იყო, აქ განთავსებული იყო კულტურისა და დასვენების პარკი, რომელსაც ყურადღებას არავინ აქცევდა
    © Sputnik / STRINGER

    თუმცა XX საუკუნის 70-იან წლებამდე ბაღი მიტოვებული იყო, აქ განთავსებული იყო კულტურისა და დასვენების პარკი, რომელსაც ყურადღებას არავინ აქცევდა

  • მას შემდეგ, რაც 70-იან წლებში ბაღი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას გადაეცა, მისი ძირითადი ფუნქცია სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა გახდა
    © Sputnik / STRINGER

    მას შემდეგ, რაც 70-იან წლებში ბაღი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას გადაეცა, მისი ძირითადი ფუნქცია სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა გახდა

  • მას შემდეგ დაირგო 300-ზე მეტი სახეობის ახალი მცენარე
    © Sputnik / STRINGER

    მას შემდეგ დაირგო 300-ზე მეტი სახეობის ახალი მცენარე

  • საქართველოს ხელისუფლება ბოლო წლებში აქტიურად შეუდგა ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქციასა და განვითარებას. 2018 წლიდან ბაღში მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობდა
    © Sputnik / STRINGER

    საქართველოს ხელისუფლება ბოლო წლებში აქტიურად შეუდგა ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქციასა და განვითარებას. 2018 წლიდან ბაღში მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობდა

  • ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ერთ-ერთი საუკეთესო ბაზაა ინტროდუქციისათვის, კვლევებისათვისა და სუბტროპიკული მცენარეების აკლიმატიზაციისათვის, როგორც ადგილმდებარეობით, ასევე კლიმატის თვალსაზრისით
    © Sputnik / STRINGER

    ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ერთ-ერთი საუკეთესო ბაზაა ინტროდუქციისათვის, კვლევებისათვისა და სუბტროპიკული მცენარეების აკლიმატიზაციისათვის, როგორც ადგილმდებარეობით, ასევე კლიმატის თვალსაზრისით

  • ბაღში სტუმრობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. მისი ბილიკების ჯამური მანძილი რვა კილომეტრს აღემატება
    © Sputnik / STRINGER

    ბაღში სტუმრობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. მისი ბილიკების ჯამური მანძილი რვა კილომეტრს აღემატება

  • ბაღში დამონტაჟებულია თანამედროვე განათებები და სკამები
    © Sputnik / STRINGER

    ბაღში დამონტაჟებულია თანამედროვე განათებები და სკამები

  • ხელოვნურმა ტბამ და წყლის არხებმა ახალი ფორმები მიიღო - ახლა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი განსაკუთრებით ლამაზი და მყუდროა
    © Sputnik / STRINGER

    ხელოვნურმა ტბამ და წყლის არხებმა ახალი ფორმები მიიღო - ახლა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი განსაკუთრებით ლამაზი და მყუდროა

ცეცხლის ალში გახვეული თურქეთი: სურათები უბედურების ზონიდან, სადაც ხანძარი მძვინვარებს

66
  • ხანძრის ლიკვიდაციისათვის ყველა ძალა გამოიყენება
  • საფრთხის გამო დასახლებულ პუნქტებსა და საკურორტო ზონებში დაიწყო ევაკუაცია
  • ხანძარს შეეწირა ექვსი ადამიანის სიცოცხლე, დაშავებულია დაახლოებით 200 ადამიანი
  • ხანძართან საბრძოლველად რუსეთიდან თურქეთში გაიგზავნა ხუთი სახანძრო თვითმფრინავი Ил-76 და სამი ვერტმფრენი Ми-8
  • თურქეთის ხელისუფლების ცნობით, კონტროლი დამყარდა ხანძრის 88 კერაზე 30 პროვინციაში
  • თუმცა ტყეებში ხანძარი კვლავ მძვინვარებს
  • თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა ხანძრისგან დაზარალებული რეგიონები უბედურების ზონად გამოაცხადა
  • უბედურების ზონად გამოცხადდა ადანა, ანტალია, მუგლა, მერსინი და ოსმანიე
  • ძლიერი ხანძრის გამო ცა ბოლით არის დაფარული
  • ხანძარი გზად ყველაფერს ანადგურებს
  • ფერფლად ქცეული სოფელი ხმელთაშუა ზღვის მახლობლად
  • დამწვარი სახლი მანავგათში
  • თურქეთის 12 პროვინციის ხელისუფლებამ ტყის მასივებში გადაადგილება აკრძალა აგვისტოს ბოლომდე
  • ხანძარს ებრძვიან სოფელ ქირლიშიც, რომელიც ანტალიის აღმოსავლეთით მდებარეობს
ტურისტული სეზონის პიკში თურქეთის საზღვაო კურორტები ცეცხლმა მოიცვა. იხილეთ შემზარავი სტიქიური უბედურების ამსახველი ფოტოები

თურქეთში ხანძარი მძვინვარებს, ცეცხლი გადავიდა დასახლებულ პუნქტებზე, საცხოვრებელ უბნებსა და სასტუმროებზეც. განსაკუთრებით მძიმედაა სიტუაცია ადანში, სადაც ტყის ხანძრის ექვსი კერაა, ხოლო ანტალიასა და მერსინში - ოთხ-ოთხი.

თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრების შედეგად დაზარალდა 42 დასახლებული პუნქტი, 27 უკვე ევაკუირებულია. უბედურების შედეგად დაიღუპა მინიმუმ ექვსი ადამიანი, დაშავებულია დაახლოებით 200.

ხანძარი მოედო პოპულარულ კურორტებს - ბოდრუმსა და მარმარისს, სადაც ევაკუირებულია რამდენიმე სასტუმრო. ხანძრის ჩაქრობის შემდეგ, ევაკუირებული ტურისტები სასტუმროებში დაბრუნდნენ, დაშავებულები არ არიან.

66
  • ხანძრის ლიკვიდაციისათვის ყველა ძალა გამოიყენება
    © REUTERS / KAAN SOYTURK

    ხანძრის ლიკვიდაციისათვის ყველა ძალა გამოიყენება

  • საფრთხის გამო დასახლებულ პუნქტებსა და საკურორტო ზონებში დაიწყო ევაკუაცია
    © AFP / ILYAS AKENGIN

    საფრთხის გამო დასახლებულ პუნქტებსა და საკურორტო ზონებში დაიწყო ევაკუაცია

  • ხანძარს შეეწირა ექვსი ადამიანის სიცოცხლე, დაშავებულია დაახლოებით 200 ადამიანი
    © AP Photo / Arif Kaplan

    ხანძარს შეეწირა ექვსი ადამიანის სიცოცხლე, დაშავებულია დაახლოებით 200 ადამიანი

  • ხანძართან საბრძოლველად რუსეთიდან თურქეთში გაიგზავნა ხუთი სახანძრო თვითმფრინავი Ил-76 და სამი ვერტმფრენი Ми-8
    © REUTERS / KENAN GURBUZ

    ხანძართან საბრძოლველად რუსეთიდან თურქეთში გაიგზავნა ხუთი სახანძრო თვითმფრინავი Ил-76 და სამი ვერტმფრენი Ми-8

  • თურქეთის ხელისუფლების ცნობით, კონტროლი დამყარდა ხანძრის 88 კერაზე 30 პროვინციაში
    © REUTERS / KAAN SOYTURK

    თურქეთის ხელისუფლების ცნობით, კონტროლი დამყარდა ხანძრის 88 კერაზე 30 პროვინციაში

  • თუმცა ტყეებში ხანძარი კვლავ მძვინვარებს
    © REUTERS / KENAN GURBUZ

    თუმცა ტყეებში ხანძარი კვლავ მძვინვარებს

  • თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა ხანძრისგან დაზარალებული რეგიონები უბედურების ზონად გამოაცხადა
    © REUTERS / KAAN SOYTURK

    თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა ხანძრისგან დაზარალებული რეგიონები უბედურების ზონად გამოაცხადა

  • უბედურების ზონად გამოცხადდა ადანა, ანტალია, მუგლა, მერსინი და ოსმანიე
    © AFP / ILYAS AKENGIN

    უბედურების ზონად გამოცხადდა ადანა, ანტალია, მუგლა, მერსინი და ოსმანიე

  • ძლიერი ხანძრის გამო ცა ბოლით არის დაფარული
    © AFP / ILYAS AKENGIN

    ძლიერი ხანძრის გამო ცა ბოლით არის დაფარული

  • ხანძარი გზად ყველაფერს ანადგურებს
    © AP Photo / Arif Kaplan

    ხანძარი გზად ყველაფერს ანადგურებს

  • ფერფლად ქცეული სოფელი ხმელთაშუა ზღვის მახლობლად
    © AP Photo / Suat Metin

    ფერფლად ქცეული სოფელი ხმელთაშუა ზღვის მახლობლად

  • დამწვარი სახლი მანავგათში
    © REUTERS / KAAN SOYTURK

    დამწვარი სახლი მანავგათში

  • თურქეთის 12 პროვინციის ხელისუფლებამ ტყის მასივებში გადაადგილება აკრძალა აგვისტოს ბოლომდე
    © REUTERS / KAAN SOYTURK

    თურქეთის 12 პროვინციის ხელისუფლებამ ტყის მასივებში გადაადგილება აკრძალა აგვისტოს ბოლომდე

  • ხანძარს ებრძვიან სოფელ ქირლიშიც, რომელიც ანტალიის აღმოსავლეთით მდებარეობს
    © AP Photo

    ხანძარს ებრძვიან სოფელ ქირლიშიც, რომელიც ანტალიის აღმოსავლეთით მდებარეობს

სამება

საეკლესიო კალენდარი: 1 აგვისტო

0
(განახლებულია 08:33 01.08.2021)
საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია1 აგვისტოს ღირსი მაკრინას - ბასილი დიდის დის, ღირსი დიოსის და ღირსი სერაფიმე საროველის ნაწილთა პოვნას აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში

ღირსი მაკრინე - და ბასილი დიდისა

ღირსი მაკრინე წმიდა მღვდელმთავრების, ბასილი დიდისა და გრიგოლ ნოსელის  და, კაბადოკიაში დაიბადა IV საუკუნის დასაწყისში.

თორმეტი წლის იყო წმიდანი, როცა ღირსეულ ყმაწვილზე დაწინდეს, მაგრამ, ღვთის ნებით, ჯვრისწერამდე ცოტა ხნით ადრე საქმრო გარდაეცვალა. ამის შემდეგ ნეტარმა გადაწყვიტა, სამუდამოდ დაემარხა ქალწულება, თუმც მრავალი დიდებული ჭაბუკი სთხოვდა ხელს.

მამის სიკვდილის შემდეგ მაკრინე ერთგულად ამოუდგა დედას მხარში: ნუგეშს სცემდა დაქვრივებულს, უძღვებოდა საოჯახო მეურნეობას, უკანასკნელი მხევალივით აღასრულებდა ყოველგვარ საქმეს, ზრუნავდა და-ძმების აღზრდა-განათლებასა და ზნეობრივ სრულყოფაზე.

როცა მაკრინეს დები გათხოვდნენ, ძმები კი სამოღვაწეო სარბიელზე გამოვიდნენ, წმიდა ქალწულმა დედა ამსოფლიდან განდგომაზე დაითანხმა. ემილიამ მონა-მხევლები გაათავისუფლა, მცირეოდენი ქონება დაიტოვა და ასულთან ერთად პონტოში, მდინარე ირისეს ნაპირას, ბასილი დიდის სამოღვაწეო ადგილის სიახლოვეს მდებარე საოჯახო მამულს მიაშურა.

 დედა-შვილს თან გაჰყვა ზოგი მხევალთაგანი, რომელთაც მათი დატოვება არ ისურვეს, და რამდენიმე კეთილმსახური ქალი. აქ ისინი მონაზვნებად აღიკვეცნენ, კრძალულად ცხოვრობდნენ, ერთად ლოცულობდნენ, ერთად შრომობდნენ, სწავლობდნენ წმიდა წერილს, ყველაფერი საერთო ჰქონდათ, ერთმანეთისგან არაფრით განირჩეოდნენ და გულმოდგინედ ემორჩილებოდნენ თავიანთ წინამძღვარს.

წმიდა მაკრინეს ლოცვებით მრავალი სხვა სასწაულიც აღესრულებოდა: შიმშილობის დროს ხორბალი მრავლდებოდა, ადამიანები სულიერ და ხორციელ სნეულებათაგან მსწრაფლ იკურნებოდნენ. წმინდანს ჰქონდა დაფარულის განჭვრეტისა და წინასწარხედვის ნიჭიც.

წმიდა ემილია ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა. ცხრა წლის შემდეგ კი სასიკვდილო სარეცელს მიეჯაჭვა ნეტარი მაკრინეც. სიკვდილის წინ იგი ძმამ - გრიგოლ ნოსელმა მოინახულა.

ღირსი დიოსი

ღირსი დიოსი სირიის ანტიოქიაში მცხოვრები კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში დაიბადა. სიყმაწვილიდანვე იგი თავშეკავებით გამოირჩეოდა, ღამეებს ათევდა დაუცხრომელ ლოცვაში... ამგვარი ღვაწლისთვის დიოსს უვნებლობა და სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა.

უფალი ჩვენებით გამოუჩნდა ნეტარს და უბრძანა, კონსტანტინოპოლში ჩასულიყო. დიოსი ქალაქგარეთ, ერთ უდაბურ ადგილას დამკვიდრდა.

ადგილობრივმა მკვიდრებმა სიარული დაიწყეს რჩევა-დარიგებისა თუ სულიერ და ხორციელ სნეულებათა კურნების სათხოვნელად. ისიც ლოცვით კურნავდა ავადმყოფებს, შემოწირულობებს კი გლახაკებს, მწირებსა და დავრდომილებს უნაწილებდა.

ხმამ წმიდა დიოსის შესახებ იმპერატორ თეოდოსი უმცროსამდე (408-450) მიაღწია და იგი კონსტანტინოპოლელ პატრიარქ ატიკესთან (406-425) ერთად ჩავიდა წმიდანთან ლოცვა-კურთხევის სათხოვნელად. იმპერატორმა ისურვა, რომ ნეტარი მამის მოღვაწეობის ადგილას მონასტერი მოეწყოთ და მის ასაგებად სახსრებიც გაიღო. პატრიარქმა დიოსი მღვდლად აკურთხა და იღუმენად დაადგინა. მალე წმიდანის ირგვლივ მრავალრიცხოვანი საძმო შეიკრიბა.

ღრმა მოხუცებულობაში ნეტარი მძიმედ დაავადდა. როცა ძალები სრულიად გამოეცალა, ის გამოემშვიდობა საძმოს, ეზიარა ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს და, სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე, სულის ამოხდომასღა ელოდა. მაგრამ უეცრად სულთმობრძავი მხნედ წამოდგა და განაცხადა, რომ უფალმა კიდევ თხუთმეტი წლის სიცოცხლე უბოძა. წმიდა დიოსმა, მართლაც, კიდევ თხუთმეტი წელი იცოცხლა. ღირსი დიოსი თავისსავე მონასტერში დაკრძალეს (+დაახლ. 430 წელს).

ღირსი სერაფიმე საროველის ნაწილთა პოვნა

ღირსი სერაფიმე საროველი 1754 წლის 1 ივლისს დაიბადა კურსკში. საროვის უდაბნოში მოღვაწე წმიდა მამის ნათელი უხვად ეფინებოდა მთელ რუსეთს. ანგელოზებრივ სიწმიდეს მიახლებული, განჭვრეტისა და სასწაულთქმედების ნიჭით შემკული მამა 1833 წლის 2 იანვარს მიიცვალა. იგი პატივით მიაბარეს მიწას ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის საკურთხევლის მარჯვენა მხარეს. 1903 წლის 19 ივლისს, ნეტარი სერაფიმეს დაბადების დღეს, საროვში რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზ II-ის, სამეფო ოჯახის სხვა წევრებისა და სამასი ათასამდე მლოცველის თანდასწრებით აღესრულა მისი წმიდა ნაწილების საზეიმო აღმოყვანება. ისინი მათთვის წინასწარ გამზადებულ ლუსკუმაში გადააბრძანეს ხალხის თაყვანსაცემად. ამ მოვლენას მრავალი ნიშ-სასწაული და კურნება ახლდა თან.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

0
თემები:
საეკლესიო კალენდარი