სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატის“) მონაცემებით, 2020 წლის იანვარი–ნოემბრის პერიოდში ექსპორტზე 3 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების ქართული პროდუქცია გავიდა – 11,3%-ით ნაკლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2020 წლის დასაწყისიდან იმპორტმა დაახლოებით 7,2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იანვარი–ნოემბრის პერიოდთან შედარებით 15,9%-ით ნაკლებია.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა იანვარი–ნოემბერში დაახლოებით 4,2 მლრდ დოლარზე შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40,9%-ია.
საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები 2020 წლის დასაწყისიდან არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი — ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ იანვარი-ნოემბრის პერიოდში 3,7 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 36,3%-ია.
საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან: აზერბაიჯანი – 831,3 მილიონ დოლარზე მეტი, სომხეთი – დაახლოებით 555,7 მილიონი დოლარი, უკრაინა – 539,2 მილიონ დოლარზე მეტი, აშშ – დაახლოებით 568,4 მილიონი დოლარი, გერმანია – დაახლოებით 404,4 მილიონი დოლარი, ბულგარეთი – დაახლოებით 383,4 მილიონი დოლარი, იტალია – 193,7 მილიონ დოლარზე მეტი.
საპროტესტო აქცია საგამოფენო ცენტრი ExpoGeorgia-ს ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც „ქართული ოცნების“ ყრილობა ტარდებოდა. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.
სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მონაწილეებმა საგამოფენო ცენტრთან ანტისამთავრობო ლოზუნგების შემცველი დიდი პლაკატის დაყენება დააპირეს. როგორც კი მათ გზის გადაკეტვა სცადეს, მათსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.
მმართველი პარტიის ყრილობის მთავარი მიზანი პარტიის ახალი ხელმძღვანელისა და პოლიტსაბჭოს წევრების არჩევნებია. პარტიაში ცვლილებები მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
გუშინ ქვეყანაში 5,7 და 6,2 მაგნიტუდის ორი მიწისძვრა მოხდა. მეორე მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძული სულავესის ქალაქ მამუჯუს მახლობლად იყო. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ასეული დაშავდა.
ხუთშაბათს ინდონეზიის კუნძულ სულავესიზე 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა
სტიქიის შედეგად დაიღუპა 26 ადამიანი
სხვადასხვა კატეგორიის დაზიანება მიიღო ასობით ადამიანმა
პროვინცია დასავლეთ სულავესიში დაახლოებით 2 ათასი ადამიანი გახდა იძულებული დაეტოვებინა საცხოვრებელი
დანგრეულია 60 შენობა
მათ შორის მამუჯუს საავადმყოფოც, რომლის ნანგრევებშიც კვლავ იმყოფებიან ადამიანები
ევროპის ხმელთაშუაზღვის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პარე-პარედან ჩრდილო დასავლეთით 139 კილომეტრში იყო
კერა რვა კილომეტრის სიღრმეზე იყო
ინდონეზიის მეტეოროლოგიისა და გეოფიზიკის სააგენტოს ხელმძღვანელმა დვიკორიტ კარნავატიმ განაცხადა, რომ დაფიქსირდა 26-ზე მეტი აფთერშორკი
მიწისქვეშა ბიძგებმა რამდენიმე მეწყერის ჩამოწოლაც გამოიწვია
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. გერმანიის ქრისტიან‑დემოკრატიული კავშირის (CDU) ახალი თავმჯდომარე 59 წლის არმინ ლაშეტი გახდა.
„არმინ ლაშეტის სასარგებლოდ მიღებულია 521 ხმა, ფრიდრიჰ მერცის - 466. ამგვარად, არმინ ლაშეტი არჩეულია, მან ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა მიიღო“, - განაცხადა CDU-ს წარმომადგენელმა.
ლაშეტი ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი (ბავარიის შემდეგ) და მჭიდროდ დასახლებული ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრია. ყრილობაზე წინასაარჩევნო სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ მხარს უჭერს კონსენსუსის პოლიტიკას, გერმანიის საზოგადოების გაერთიანებას, წარმატებულად მიიჩნევს კანცლერ ანგელა მერკელის პოლიტიკას და მზად არის ის გააგრძელოს.
დღევანდელი ონლაინ კენჭისყრის შემდეგ, CDU-ს ყრილობის დელეგატებმა, კანონის თანახმად, წერილობით უნდა დაადასტურონ თავიანთი ნება. ამ წერილობითი განცხადებების შედეგები 22 იანვარს გამოქვეყნდება.
ბუნდესტაგის არჩევნები, რომლის შედეგადაც ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება, 26 სექტემბერს გაიმართება. ანგელა მერკელმა უკვე განაცხადა, რომ ამ არჩევნების შემდეგ პოლიტიკას დატოვებს. გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ ვინ იქნება საარჩევნო სიის სათავეში CDU/CSU-ს კონსერვატიული ალიანსიდან და, შესაბამისად, კანცლერის კანდიდატი გახდება, მიიღება ორი პარტიის კონსულტაციების შემდეგ. (CSU - ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირი - რედ.) სავარაუდოდ, ეს უახლოეს თვეებში მოხდება.