კალიფორნიის ეროვნული პარკი იოსემიტი უჩვეულო ფენომენითაა ცნობილი, რომელსაც „ცეცხლვარდნა“ უწოდეს.
მზის სხივები ისე უცნაურად ეცემა ჩანჩქერ „ცხენის კუდს“, რომ ის ლავის ნაკადს ემსგავსება.
ეს მოვლენა ყოველწლიურად ერთსა და იმავე დროს, თებერვლის ბოლო ორ კვირაში ხდება და დამოკიდებულია მთელ რიგ პირობებზე, მათ შორის, ღრუბლიანობასა და ჰაერის ტემპერატურაზე.
ამიტომ, თუ ულამაზესი სანახაობის, ცეცხლოვანი ჩანჩქერის ხილვას მოიწადინებთ, შესაძლოა ლოდინმა მოგიწიოთ.