კრისტინა აგილერამ საქართველოში გრანდიოზული შოუ გამართა

გამოწერა

მსოფლიოში ცნობილი პოპ-ვარსკვლავი კრისტინა აგილერამ Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზის სცენაზე კონცერტი გამართა, სწორედ ამ კონცერტით გაიხსნა ახალი საკონცერტო დარბაზი.

აგილერამ სცენაზე მსმენელისთვის საყვარელი ჰიტები შეასრულა, მათ შორის, Genie in a Bottle, Beautiful, Candyman, Fighter, Dirrty და ასევე სხვა მომღერლებთან დუეტში შესრულებული სიმღერებით — Say something და Look like Jagger — სიამოვნება მიანიჭა მის თაყვანისმცემლებს.

ორგანიზატორების განცხადებით, აგილერას კონცერტს 10 ათასამდე ადამიანი დაესწრო. მომღერალთან ერთად სცენაზე ბექ-ვოკალისტებისა და მოცეკვავეების დიდი ჯგუფი გამოვიდა. კონცერტის მსვლელობისას პოპ-ვარსკვლავმა რამდენჯერმე გამოიცვალა სამოსი.

კრისტინა აგილერამ სცენაზე აჭარის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი მიიწვია, რომელმაც ქართული მრავალხმიანობით ქალაქური რომანსი შეასრულა. ამერიკელმა ვარსკვლავმა კონცერტს „ღვთიური“ უწოდა.

ყველა ახალი ამბავი
0