იტალიელი სინიორას ვიდეო-გაკვეთილები და ქართველი ინჟინრის „გოგოცუნები“

© photo: courtesy of Qeti Arevadzeქეთი არევაძე
ქეთი არევაძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
გამოწერა
ეს ამბავი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართველი ქალების უმეტესობა შემოქმედებითი ბუნებით გამოირჩევა და თუ მოისურვებენ, შეუძლიათ სრულიად უცნობი სფეროც აითვისონ, თანაც წარმატებით.
პროფესიით ინჟინერი ქეთი არევაძე ალბათ ვერასდროს იფიქრებდა, რომ უცნობი იტალიელი ქალბატონის მიერ ინტერენტში ატვირთული ვიდეო მისი ახალი საქმიანობის დაწყების წინაპირობა გახდებოდა.
− ქალბატონო ქეთი, როგორ გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში ახალი გატაცება?
© photo: courtesy of Qeti Arevadzeქეთი არევაძე
ქეთი არევაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ქეთი არევაძე
− თავის დროზე ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ პროფესიით არასოდეს მიმუშავია. მერე წლების განმავლობაში კონსულტანტად და მენეჯერად ვმუშაობდი იტალიური ტანსაცმლის მაღაზიაში.
ჩემთვის სრულიად განსხვავებული და ლამაზი სამყარო მას მერე აღმოვაჩინე, რაც ბავშვის გამო მუშაობას თავი დავანებე. დღეს ეს სამყარო იმდენად ჩემია და იმდენად მავსებს, რომ ამ ხელსაქმის გარეშე ცხოვრება უკვე ვერც წარმომიდგენია.
© photo: courtesy of Qeti Arevadzeქეთი არევაძის ნამუშევარი
ქეთი არევაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ქეთი არევაძის ნამუშევარი
− ამ ხელსაქმის დაწყებას კონკრეტული მიზეზი ჰქონდა?
− დიახ და ამის მიზეზი ჩემი შვილისთვის სკოლაში მიცემული დავალება გახდა. დაავალეს, რომ რომელიმე ხელნაკეთი შინაური ცხოველი მიეტანა. წარმოდგენა არ მქონდა, რა და როგორ უნდა გაკეთებულიყო. ამიტომ ერთად დავიწყეთ ინტერნეტში იმ ვიდეოების ძიება, რომლითაც რამე მარტივის შექმნას შევძლებდით. ამ ძებნაში შემთხვევით აღმოვაჩინე ერთი იტალიელი ქალბატონის ვიდეო, რომელიც თოჯინებს აკეთებდა. იმ საოცარ ვიდეოებს მთელი ერთი კვირის განმავლობაში ვუყურებდი და ვუსმენდი.
© photo: courtesy of Qeti Arevadzeქეთი არევაძის ნამუშევარი
ქეთი არევაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ქეთი არევაძის ნამუშევარი
− იტალიური ენა იცით?
− იტალიური, რა თქმა უნდა, არ მესმოდა, მაგრამ მაინც „ვუსმენდი“ და ვუყურებდი. მოკლედ, ამ ვიდეოების ყურებამ ისე ჩამითრია, რომ მოსვენება დავკარგე. დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ რით და როგორ შეიძლებოდა მსგავსი რამ გამეკეთებინა. ერთ დღესაც რაღაც მასალები მოვიძიე და დავიწყე. შევკერე პირველი თოჯინა, პირველს მეორე მოჰყვა, მერე მესამე და მივხვდი, რომ ამ საქმეს თავს ვეღარ დავანებებდი.
© photo: courtesy of Qeti Arevadzeქეთი არევაძის ნამუშევარი
ქეთი არევაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ქეთი არევაძის ნამუშევარი
− ახლობლების რეაქცია როგორი იყო?  
− როცა ჩემი ნახელავი ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა ნახეს, ძალიან მოეწონათ. მაშინვე მირჩიეს, რომ სოციალურ ქსელებში ჩემი ხელნაკეთი თოჯინების გვერდი გამეკეთებინა. რა თქმა უნდა, მაშინვე შევქმენი, მერე კი რამდენიმე მათგანი გასაყიდად მაღაზიაშიც მივიტანე. მაშინ ახალი წელი მოდიოდა და ჩემი ნამუშევრები კარგად გაიყიდა.
− დღეს ხელნაკეთ თოჯინებს ბევრი აკეთებს და ამ კუთხით კონკურენცია დიდია...
© photo: courtesy of Qeti Arevadzeქეთი არევაძის ნამუშევარი
ქეთი არევაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ქეთი არევაძის ნამუშევარი
− ვიცი. ამიტომაც დავიწყე მუშაობა და იმაზე ფიქრი, რომ ჩემი გოგოცუნები განსხვავებული და ჩემეული ყოფილიყვნენ. ავდექი და გამოვპრანჭე ისინი: ძალიან მიყვარს „წიულის“ ფუშფუშა ქვედა ბოლოები, ნატურალური ქსოვილები, მაქმანები და ლენტები. როცა რაიმე ქსოვილს ვხედავ, უკვე ვიწყებ იმაზე ფიქრს, რა და როგორ გავაკეთო. გონებაში ფერებსა და სტილს ვუხამებ. შეიძლება რამდენიმე დღე დამჭირდეს იმისთვის, რომ ჩემმა თოჯინებმა საბოლოო სახე მიიღონ.
− საერთოდ პატარა ზომის ნივთი უფრო რთული დასამზადებელია...
© photo: courtesy of Qeti Arevadzeქეთი არევაძის შემოქმედება
ქეთი არევაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ქეთი არევაძის შემოქმედება
− ჩემი ყველაზე პატარა ბროშები ზომით 15 სმ-ია, ყველაზე დიდი − 50-55 სმ-მდეა. დიდი ზომის თოჯინების დამზადებას საშუალოდ ხუთი დღე სჭირდება, პატარებს კი ორ-სამ დღეში ვამზადებ. ვცდილობ, რომ ამ ხელსაქმესთან ყოველდღიურად მქონდეს შეხება. სხვათა შორის, ყველა ჩემი თოჯინა, რომელიც გამოფენაზე გავიტანე, გაიყიდა.
− ამ საქმეს სახალისო მომენტებიც თუ ახლავს?
© photo: courtesy of Qeti Arevadzeქეთი არევაძის ნამუშევარი
ქეთი არევაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ქეთი არევაძის ნამუშევარი
− რამდენჯერმე ყოფილა შემთხვევა, რომ ჩემი თოჯინები კონკრეტული ადამიანებისთვის მიუმსგავსებიათ. მახსენდება თოჯინა, რომელიც შემიკვეთეს და ერთ-ერთ ჯგუფში გოგონამ ძალიან მიამსგავსა თავის მეგობარს. დამიკავშირდა და მეგობრის ფოტოც მომაწოდა. დავრწმუნდი, რომ მართლაც საოცრად ჰგავდა. შემდეგ იმ გოგონასთვის ბროშიც შემიკვეთა. აი, ასეთი სახალისო ამბებიც ხდება ხოლმე უფროსების თოჯინურ სამყაროში.
© photo: courtesy of Qeti Arevadzeქეთი არევაძის ნამუშევარი
ქეთი არევაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
1/8
ქეთი არევაძის ნამუშევარი
© photo: courtesy of Qeti Arevadzeქეთი არევაძის შემოქმედება
ქეთი არევაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო
2/8
ქეთი არევაძის შემოქმედება
© photo: courtesy of Qeti Arevadzeქეთი არევაძის შემოქმედება
ქეთი არევაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო
3/8
ქეთი არევაძის შემოქმედება
© photo: courtesy of Qeti Arevadzeქეთი არევაძის შემოქმედება
ქეთი არევაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო
4/8
ქეთი არევაძის შემოქმედება
© photo: courtesy of Qeti Arevadzeქეთი არევაძის შემოქმედება
ქეთი არევაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო
5/8
ქეთი არევაძის შემოქმედება
© photo: courtesy of Qeti Arevadzeქეთი არევაძის შემოქმედება
ქეთი არევაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო
6/8
ქეთი არევაძის შემოქმედება
© photo: courtesy of Qeti Arevadzeქეთი არევაძის ნამუშევარი
ქეთი არევაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
7/8
ქეთი არევაძის ნამუშევარი
© photo: courtesy of Qeti Arevadzeქეთი არევაძის ნამუშევარი
ქეთი არევაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
8/8
ქეთი არევაძის ნამუშევარი
1/8
ქეთი არევაძის ნამუშევარი
2/8
ქეთი არევაძის შემოქმედება
3/8
ქეთი არევაძის შემოქმედება
4/8
ქეთი არევაძის შემოქმედება
5/8
ქეთი არევაძის შემოქმედება
6/8
ქეთი არევაძის შემოქმედება
7/8
ქეთი არევაძის ნამუშევარი
8/8
ქეთი არევაძის ნამუშევარი
მომავალში სიამოვნებით დავიწყებ პოლიმერული თიხის თოჯინებზე მუშაობას. ასეთმა საქმიანობამ შეიძლება ნებისმიერი დიასახლისის მოსაწყენი ცხოვრება უფრო ლამაზი და შინაარსიანი გახადოს და ხელოვნებისგან მიღებული სიამოვნება სხვებსაც განაცდევინოს.
ყველა ახალი ამბავი
0