როცა ცხოვრებას ქარგავ, ანუ ის, რაც რეალობას მოგწყვეტს და ბედნიერების განცდას მოგანიჭებს

© courtesy of Natia Tavadzeნათია თავაძე
ნათია თავაძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2021
გამოწერა
როცა პროფესიით ფილოლოგი ხარ და ლიტერატურა გიყვარს, როცა შემოქმედებით ძიებაში ხარ და გვერდში გყავს საყვარელი ადამიანი, რომელიც ხელს გიწყობს ყველა სიახლის წამოწყებაში...

ერთ მშვენიერ დღეს სიყვარულით მოქარგულ და ყველასთვის მოსაწონ ნივთებსაც შექმნი. შემდეგ კი გატაცებას საქმიანობადაც აქცევ.

ასეთია ნათია თავაძის რამდენიმე სიტყვაში ასახული ისტორია. მის ორიგინალურ ნაქარგებს სხვადასხვა ნივთებზე დღეს უკვე ბევრი ცნობს. დანარჩენს მასალიდან შეიტყობთ.   

© photo: courtesy of Natia Tavadzeნათია თავაძე
როცა ცხოვრებას ქარგავ, ანუ ის, რაც რეალობას მოგწყვეტს და ბედნიერების განცდას მოგანიჭებს - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2021
ნათია თავაძე

— ნათია, ფილოლოგობას ძირითადად ირჩევენ ადამიანები, ვისაც ლიტერატურა უყვარს ან თავად წერენ. თქვენ შემთხვევაში რა იყო ამის მიზეზი?

— როდესაც ჩემს სამომავლო პროფესიაზე ვფიქრობდი, ყოველთვის მინდოდა შემერჩია ისეთი, რომლის საშუალებითაც ჩემი ემოციებისა და ცოდნის სხვა ადამიანებისთვის გაზიარებას შევძლებდი. აბიტურიენტობის პარალელურად პატარა ბავშვების მომზადება დავიწყე. მივხვდი, რომ მესწავლებინა ბავშვებისთვის — ეს იყო საქმე, რომელიც მინდოდა მთელი ცხოვრება მეკეთებინა. ეს იყო ადგილი, სადაც საკუთარი თავი ვიპოვნე. რაც შეეხება იმას, თუ რატომ მაინცდამაინც ქართული ფილოლოგია, ეს, რა თქმა უნდა, ლიტერატურის სიყვარულით მოხდა.

© photo: courtesy of Natia Tavadzeნათია თავაძის ნამუშევარი
როცა ცხოვრებას ქარგავ, ანუ ის, რაც რეალობას მოგწყვეტს და ბედნიერების განცდას მოგანიჭებს - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2021
ნათია თავაძის ნამუშევარი

— თქვენთვის რა არის ლიტერატურა?

— ლიტერატურა არის ის, რაც ცხოვრებას გასწავლის. ვფიქრობ, წიგნებში იპოვი ყველანაირ კითხვაზე პასუხს, ყველა პრობლემის გასაღებს. თუმცა, გარდა ამისა, ჩემთვის ძალიან საყვარელი და განსაკუთრებულად საინტერესო იყო და დღემდე არის ქართული ენის გრამატიკა. ეს ძალიან დიდი, რთული და ამოუცნობი ფენომენია, სადაც ყოველთვის შეიძლება ახალი კანონების აღმოჩენა და დამკვიდრება. ამასთან, მიუხედავად ასეთი მკაცრად გაწერილი წესებისა, ჩვენი ენა და გრამატიკა იმდენად „დრეკადია“, რომ ყველა ახალ ეპოქას ახალი წესებით ერგება.

© photo: courtesy of Natia Tavadzeნათია თავაძის ნამუშევარი
როცა ცხოვრებას ქარგავ, ანუ ის, რაც რეალობას მოგწყვეტს და ბედნიერების განცდას მოგანიჭებს - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2021
ნათია თავაძის ნამუშევარი

— ფილოლოგი, რომელსაც ლიტერატურა უყვარს, სურვილის შემთხვევაში ხელოვნებასთან მისასვლელ გზებსაც იპოვის. ასეა?

— დიახ, ასეა. ყოველთვის მინდოდა ხელოვნებასთან რაიმე კავშირი მქონოდა. ამიტომ წლების განმავლობაში ვეძებდი ხელოვნების სამყაროში ჩემს ადგილს. საკუთარი თავი ხატვაში, სიმღერასა და თეატრში გამოვცადე, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმეები სიამოვნებას მანიჭებდა, ვხვდებოდი, რომ ეს მაინც არ იყო ის, რაც მინდოდა...

ერთ დღესაც ავდექი და ძაფებით პატარა დეტალების მოქარგა დავიწყე. მაშინ ისიც კი არ ვიცოდი, რომ რასაც ვაკეთებდი, ქარგვა ერქვა. ამ პროცესმა ისეთი სიამოვნება მომანიჭა, რომ გადავწყვიტე, ამ ხელსაქმის შესახებ უფრო დეტალურად გამეგო.

© photo: courtesy of Natia Tavadzeნათია თავაძის ნამუშევარი
როცა ცხოვრებას ქარგავ, ანუ ის, რაც რეალობას მოგწყვეტს და ბედნიერების განცდას მოგანიჭებს - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2021
ნათია თავაძის ნამუშევარი

— ამაში ინტერნეტიც დაგეხმარებოდათ.

— დიახ, ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ინფორმაციის მოძიება პრობლემას არ წარმოადგენს. ინტერნეტში დავიწყე ვიდეობის ნახვა, ვისწავლე სხვადასხვა სტილით ნივთებზე ქარგვა. რაღაც გარკვეულ ეტაპზე მივხვდი, რომ უკვე მზად ვიყავი ჩემი ნამუშევრები ფართო აუდიტორიისთვის გამეცნო.

სწორედ დადებითი გამოხმაურების შედეგად შეიქმნა ჩემი გვერდი, სახელად „ნაქარგობა“. ეს არის ადგილი, სადაც საკუთარ ემოციებს უკვე მოქარგული სახით ვუზიარებ ადამიანებს და პარალელურად ვცდილობ, რომ მათი ფანტაზიები რეალობად ვაქციო.

© photo: courtesy of Natia Tavadzeნათია თავაძის ნამუშევარი
როცა ცხოვრებას ქარგავ, ანუ ის, რაც რეალობას მოგწყვეტს და ბედნიერების განცდას მოგანიჭებს - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2021
ნათია თავაძის ნამუშევარი

— დღეს ქარგავთ ნაჭრის ჩანთებს, ქუდებსა და ტანსაცმელს. აქედან რომელ ნაწარმზე უფრო გიყვართ მუშაობა და რომელია უფრო რთული?

— იცით, ასე გამორჩეულად ვერ გეტყვით, რომელზე უფრო მიყვარს მუშაობა. ყველა მათგანს გარკვეული და კონკრეტული ადგილი უჭირავს. სირთულის მიხედვით, ალბათ, უფრო ქუდებზე მუშაობაა შედარებით ძნელი, რადგან პატარა არეალი გაქვს მოსაქარგად და ცოტა მოუხერხებელია. თუმცა განსაკუთრებულად რთული არც ესაა.

ზოგადად ვფიქრობ, რომ თუ საქმე გიყვარს და მუშაობის პროცესი სიამოვნებას განიჭებს, რთულად და შეუძლებლად არაფერი გეჩვენება. აქვე ვიტყვი, რომ მუშაობის დროს მეუღლე ყოველთვის გვერდში მიდგას და მეხმარება.

© photo: courtesy of Natia Tavadzeმეუღლესთან ერთად
როცა ცხოვრებას ქარგავ, ანუ ის, რაც რეალობას მოგწყვეტს და ბედნიერების განცდას მოგანიჭებს - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2021
მეუღლესთან ერთად

— რადგან ხელოვნებისკენ მიდრეკილი ფილოლოგები რომანტიკული ბუნებით გამოირჩევიან, გაიხსენეთ თქვენი სიყვარულის ისტორია — როგორ გაიცანით ერთმანეთი?

— მეუღლე ძალიან მეხმარება საქმიანობაში. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ არა შოთო, შეიძლება „ნაქარგობა“ აღარც ყოფილიყო, რადგან სტუდენტი ვარ, თან ბავშვს ველოდები და ერთმანეთის პარალელურად სწავლა, შეკვეთების დამზადება და გვერდის მართვა ძალიან მიჭირს. ამიტომ ჩვენი გვერდის მართვა მთლიანად მას აქვს აღებული საკუთარ თავზე. ამასთან ზოგი ნივთის დამზადებაშიც მეხმარება. ვხედავ, რომ ქარგვის პროცესი მასაც ძალიან მოსწონს.

ერთმანეთი კი თეატრმა გაგვაცნო. მეუღლე წლების განმავლობაში იყო დაკავებული ამ საქმით და ჩვენი გზები ერთ-ერთ სპექტაკლზე მუშაობის დროს გადაიკვეთა. იმ დღიდან მოყოლებული, უკვე თითქმის ხუთი წელია, ერთმანეთის გარეშე ერთი დღეც არ ვყოფილვართ.

© photo: courtesy of Natia Tavadzeნათია თავაძის ნამუშევარი
როცა ცხოვრებას ქარგავ, ანუ ის, რაც რეალობას მოგწყვეტს და ბედნიერების განცდას მოგანიჭებს - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2021
ნათია თავაძის ნამუშევარი

ყოველდღიურად ვცდილობთ ერთმანეთის ცხოვრების გალამაზებას, ხან პატარა დეტალებით, ხანაც დიდი სიურპრიზებით. ვფიქრობ, ასეც უნდა იყოს, საყვარელი ადამიანები ერთმანეთის ყოველწუთიერ გაღიმებასა და გაბედნიერებაზე უნდა ფიქრობდნენ, რათა ჩვენმა ცხოვრებამ ნათელი ფერები არ დაკარგოს.

— ბედნიერება რადგან დეტალებშიცაა, ჩვენი საცხოვრებელი ბინის ინტერიერის გალამაზებასაც აქვს მნიშვნელობა.

— ორივეს ძალიან გვიყვარს სურათებითა და ნახატებით „გაფერადებული“ კედლები. ვცდილობთ ყველა იმ დეტალს, რაც ჩვენს ბინას ალამაზებს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდეს. განა რა იქნება იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენივე ხელით ნამუშევარი ნივთებია? ჩვენს გვერდზე ალბათ შეხვდებოდით მოქარგულ ტილოებს, რომელიც ძალიან უხდება სახლის ინტერიერს. ჩვენს სახლში მსგავს სტილში შექმნილ ბევრ ნამუშევარს ნახავთ.

— რომელია საყვარელი წიგნი, რომლის ლიტერატურული პერსონაჟის პორტრეტს მომავალში სიამოვნებით დაქარგავდით?

© photo: courtesy of Natia Tavadzeნათია თავაძის ნამუშევარი
როცა ცხოვრებას ქარგავ, ანუ ის, რაც რეალობას მოგწყვეტს და ბედნიერების განცდას მოგანიჭებს - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2021
ნათია თავაძის ნამუშევარი

— ეს არის მსოფლიო ბესტსელერების ავტორის ჰალიდ ჰოსეინის რომანი „ათასი მოელვარე მზე“, რომელმაც ჩემზე უდიდესი გავლენა იქონია. წიგნი ავღანელი ქალების ტრაგიკულ ცხოვრებაზეა. მასში ძალიან კარგად ჩანს, თუ რამხელა ძალა აქვს ქალს, რამდენი ტკივილისა და ტანჯვის მოთმენა შეუძლია მას და როგორია სიყვარულის ძალა და დედაშვილობა. ერთდროულად რამდენად სუსტი, ნაზი და ძლიერია ქალი.

სიამოვნებით მოვქარგავდი ამ ავღანელი ქალების პორტრეტებს, მათ თვალებში გადმოცემულ სევდას, ტანჯვასა და სიძლიერეს. ვფიქრობ, ეს იქნებოდა ჩემი ყველაზე განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი ნამუშევარი.

— სიტყვებით „ქარგვა“ უფრო სასიამოვნოა თუ ძაფებით?

© photo: courtesy of Natia Tavadzeნათია თავაძის ნამუშევარი
ნათია თავაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
1/5
ნათია თავაძის ნამუშევარი
© photo: courtesy of Natia Tavadzeნათია თავაძის ნამუშევარი
ნათია თავაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
2/5
ნათია თავაძის ნამუშევარი
© photo: courtesy of Natia Tavadzeნათია თავაძის ნამუშევარი
ნათია თავაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
3/5
ნათია თავაძის ნამუშევარი
© photo: courtesy of Natia Tavadzeნათია თავაძის ნამუშევარი
ნათია თავაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
4/5
ნათია თავაძის ნამუშევარი
© photo: courtesy of Natia Tavadzeნათია თავაძის ნამუშევარი
ნათია თავაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
5/5
ნათია თავაძის ნამუშევარი
1/5
ნათია თავაძის ნამუშევარი
2/5
ნათია თავაძის ნამუშევარი
3/5
ნათია თავაძის ნამუშევარი
4/5
ნათია თავაძის ნამუშევარი
5/5
ნათია თავაძის ნამუშევარი

— იცით, ზოგადად ორივე ერთნაირად სასიამოვნოა, მაგრამ, ვფიქრობ, ჩემთვის ძაფებით ქარვა უფრო სასიამოვნოა. მთავარია, ადამიანმა საკუთარი თავი იპოვო იმაში, რაც რეალობას მოგწყვეტს და ბედნიერების განცდას მოგანიჭებს...

ყველა ახალი ამბავი
0