როცა შთაგონების წყარო წყლის მილები ხდება, ანუ „შემო–ქმედებაში“

© photo: courtesy of Qeti Ghibradzeქეთი ღიბრაძე
ქეთი ღიბრაძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
გამოწერა
ხელოვნება რომ ყოველთვის განახლებას ითხოვს, ეს მისთვის ლიტონი სიტყვები არ არის, რადგან თავის ნიჭს სხვადასხვა მიმართულებით და მუდმივად ავითარებს. რაც მთავარია, საკუთარ მაგალითზე  გვიჩვენებს, რომ შენს ქვეყანაშიც შეგიძლია შესაძლებლობების რეალიზება და წარმატების მიღწევა.

ერთდროულად ქმნის: სამკაულებს, ფერწერულ ტილოებს, ინტერიერისთვის განსხვავებული დიზაინის ნივთებს... მოსწონს სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის სინთეზი, მუშაობს ხეზე, ლითონზე, მინანქარზე, ათვისებული აქვს ჭედური და ფილიგრანის ტექნიკა.

არის მხატვართა კავშირის წევრი, სწავლობს და ამავე დროს თავადაც ასწავლის, ორჯერ გახდა მერიის სტიპენდიანტი. ყველაზე დამაიმედებელი ამ ამბავში ისაა, რომ დიზაინერი და მხატვარი ქეთი ღიბრაძე სულ რამდენიმე დღეა, რაც 24 წლის გახდა...

© photo: courtesy of Qeti Ghibradzeქეთი ღიბრაძე
როცა შთაგონების წყარო წყლის მილები ხდება, ანუ „შემო–ქმედებაში“ - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
ქეთი ღიბრაძე

- ქეთი, ხელოვნებასთან ურთიერთობა როდის დაიწყეთ?

- ხელოვნების, ხელსაქმის ინტერესი ბავშვობიდანვე მქონდა, ხშირად ვაწყობდი სამკაულებს, ვქარგავდი, თოჯინებს კაბებს ვუკერავდი. ხატვა კი მეექსვე-მეშვიდე კლასში დავიწყე. ოჯახში მარტო მე ვარ ხელოვანი, ოჯახის წევრები სრულიად განსხვავებული პროფესიის არიან. მამა ფარმაცევტია, თუმცა ახლა არ მუშაობს პროფესიით, დედა ეკონომისტია, ძმა ბიზნესის მიმართულებით წავიდა. მოკლედ, ხელოვნებასთან შეხება არც ერთს არ აქვს, მაგრამ ხელოვნების მოყვარულები ნამდვილად არიან.

© photo: courtesy of Qeti Ghibradzeქეთი ღიბრაძე
როცა შთაგონების წყარო წყლის მილები ხდება, ანუ „შემო–ქმედებაში“ - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
ქეთი ღიბრაძე

- საკუთარ თავში ხელოვნებისადმი ინტერესი რომ აღმოაჩინეთ, დედის დამსახურება ყოფილა...

- დიახ, ხელოვნების გიმნაზიაში დედამ შემიყვანა და იქ აღმოვაჩინე, რომ ხელოვნება იყო ის, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა. შემდეგ გადავწყვიტე, რომ სამკაულისა და ლითონის დეკორატიული პლასტიკის მიმართულებაზე სამხატვრო აკადემიაში ჩამებარებინა. ეს მიმართულება დამოუკიდებლად ავირჩიე. დღეს დავრწმუნდი, რომ ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში.

© photo: courtesy of Qeti Ghibradzeმუშაობის დროს
როცა შთაგონების წყარო წყლის მილები ხდება, ანუ „შემო–ქმედებაში“ - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
მუშაობის დროს

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- საქმე ისაა, ეს მიმართულება საშუალებას იძლევა, რომ ვისწავლოთ ხეზე მუშაობა, ლითონის დამუშავება, ჭედურობა, ქანდაკება, მინანქრის ტექნოლოგია. ეს ყველაფერი ჩემს სადიპლომო ნამუშევარში გამოვიყენე. ეს იყო მასიური ხისგან დამზადებული სკამი, რომელიც ყველას მოსწონს.

© photo: courtesy of Qeti Ghibradzeქეთი ღიბრაძის ნამუშევარი
როცა შთაგონების წყარო წყლის მილები ხდება, ანუ „შემო–ქმედებაში“ - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
ქეთი ღიბრაძის ნამუშევარი

- დღეს თქვენ სწავლობთ, მაგრამ ამავე დროს ასწავლით კიდეც...

- დიახ, ახლა ვსწავლობ სამხატვრო აკადემიაში დიზაინის ფაკულტეტზე მაგისტრის დამამთავრებელ საფეხურზე. ამავე დროს პედაგოგად ვმუშაობ ხელოვნების გიმნაზიაში, სადაც კომპოზიციას და ტიხრული მინანქრის ტექნოლოგიას ნებისმიერი ასაკის მსურველს ვასწავლი. პარალელურად ჩემს შემოქმედებაზე ვმუშაობ. როცა რაღაც ახალ ტექნიკას აღმოვაჩენ ხოლმე, პარალელურად მასაც ვსწავლობ. ყოველთვის ახლის ძიებაში ვარ.

© photo: courtesy of Qeti Ghibradzeქეთი ღიბრაძის ნამუშევარი
როცა შთაგონების წყარო წყლის მილები ხდება, ანუ „შემო–ქმედებაში“ - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
ქეთი ღიბრაძის ნამუშევარი

- ბოლო დროს ძირითადად სანათების დამზადებაზე გადახვედით, რატომ?

- დასაწყისში არ მქონია მიზანი, რომ ნამუშევარი, რასაც შევქმნიდი, აუცილებლად სანათი უნდა ყოფილიყო. ზოგადად, სხვადასხვა მიმართულებით და განსხვავებულ მასალაში ვმუშაობ. ეს ნამუშევრები რომ უბრალოდ დეკორი არ ყოფილიყო, ამისთვის მას ფუნქციაც შევმატე. ეს კი რაღაც განსხვავებული და ახალია ჩემს შემოქმედებაში.

© photo: courtesy of Qeti Ghibradzeქეთი ღიბრაძის ნახატი
როცა შთაგონების წყარო წყლის მილები ხდება, ანუ „შემო–ქმედებაში“ - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
ქეთი ღიბრაძის ნახატი

- საკმაოდ განსხვავებული ხედვა გაქვთ, იდეებისთვის შთაგონებას უცდით ხოლმე თუ?..

- ინსპირაცია ხშირად მოულოდნელად მოდის. შესაძლოა, ერთი შეხედვით საინტერესო იდეა სრულიად შეუფერებელ დროსა და ადგილზე გაგიჩნდეს. ყველაზე კარგ ინსპირაციას თავად მუშაობის დროს ვიღებ. როდესაც ვხედავ რაღაც მასალას, ნივთს და იქიდან გამომდინარე საინტერესო იდეა მიჩნდება.

© photo: courtesy of Qeti Ghibradzeქეთი ღიბრაძის ნამუშევარი
როცა შთაგონების წყარო წყლის მილები ხდება, ანუ „შემო–ქმედებაში“ - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
ქეთი ღიბრაძის ნამუშევარი

- რომელი შემთხვევა გახსენდებათ, როცა უჩვეულო იდეა ჩვეულებრივ, ყოფით სიტუაციაში გაგიჩნდათ?  

- ერთხელ ასეთი რამ პლასტმასის ჩვეულებრივი მილების ყურების დროს მოხდა. სოფელში ვიყავით და მამა მილებით წყლის გაყვანილობას აკეთებდა. მე ვუყურებდი და მილების სხვადასხვა დეტალები უცებ ადამიანის სხეულის ნაწილებს მივამსგავსე. მაგალითად, მუხლისა და მხრის ფორმას. მივხვდი, რომ ადამიანის ფიგურის ასაგებად ეს იდეალური მასალა იყო. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ამ მილებისგან შემექმნა რაიმე ნივთი და ესკიზების ხატვა დავიწყე.

© photo: courtesy of Qeti Ghibradzeქეთი ღიბრაძის ნამუშევარი
როცა შთაგონების წყარო წყლის მილები ხდება, ანუ „შემო–ქმედებაში“ - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
ქეთი ღიბრაძის ნამუშევარი

- პირველი ნამუშევარი როგორი გამოვიდა?

- ამ გზით დამზადებულ ჩემს პირველ ნამუშევარს ძალიან მარტივი დეკორატიული ფორმა ჰქონდა. საჭირო იყო, რომ კარგად გავცნობოდი მასალას, იმას, თუ ტექნიკურად როგორ შევძლებდი მის გამოყენებას. შეიძლება ესკიზი დახატო, მოგეწონოს, მაგრამ რეალურად ამის გაკეთება ვერ მოხერხდეს. რადგან ამ მიმართულებით მუშაობა სულ რაღაც ორი-სამი თვეა რაც დავიწყე, ჯერ კიდევ კარგად არ მაქვს შესწავლილი. თუმცა რასაც ვაკეთებ, აშკარად მოსწონთ.

© photo: courtesy of Qeti Ghibradzeქეთი ღიბრაძის ნამუშევარი
როცა შთაგონების წყარო წყლის მილები ხდება, ანუ „შემო–ქმედებაში“ - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
ქეთი ღიბრაძის ნამუშევარი

- მასიურ ნივთებსაც ქმნით, თანაც გოგოსთვის საკმაოდ რთულ მასალებზე მუშაობთ...

- მე ვირჩევ ხოლმე ისეთ მასალებსაც, რაზე მუშაობაც გოგოსთვის ტექნიკურად შედარებით რთული პროცესია. თუმცა მიმაჩნია, რომ თუ შენი საქმე გიყვარს, ეს სირთულე მეორეხარისხოვანი ხდება. ამიტომ შემოქმედებითი მუშაობის დროს სირთულეს არ ვაქცევ ყურადღებას. პირიქით, რთულად დასამუშავებელ მასალასთან შეხება ჩემთვის სასიამოვნო პროცესია.

© photo: courtesy of Qeti Ghibradzeქეთი ღიბრაძის ნამუშევარი საქართველოს მხატვართა კავშირის გალერეაში „ოპიზარი“
როცა შთაგონების წყარო წყლის მილები ხდება, ანუ „შემო–ქმედებაში“ - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
ქეთი ღიბრაძის ნამუშევარი საქართველოს მხატვართა კავშირის გალერეაში „ოპიზარი“

- სოციალურ ქსელებში თქვენს გვერდს შეურჩიეთ ორიგინალური სახელწოდება, რომელიც ამავე დროს სლოგანადაც შეიძლება განვიხილოთ: „შემო-ქმედებაში“...

- შემოქმედება პროცესია, რომლის დროსაც ადამიანი საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების გარემოსთან შეთავსებით ეძებს და ქმნის სრულიად ახალ პროდუქტს. აქედან გამომდინარეობს გვერდის სახელწოდებაც. „შემო-ქმედებაში•in creativity“. ეს გვერდი სულ რამდენიმე თვეა რაც შევქმენი იმ მიზნით, რომ საზოგადოებას ჩემი შემოქმედება ვაჩვენო. ამ ეტაპზე მასზე იხილავთ აქსესუარებს და დეკორატიულ ნივთებს ინტერიერისათვის. სამომავლოდ მინდა ჩემი ხელოვნების რამდენიმე მიმართულება ერთ სივრცეში გავაერთიანო...

 

ყველა ახალი ამბავი
0