ვასილი ნებენზია: COVID-ის ვაქცინა შოკოლადი არ არის, მას შესწავლა სჭირდება

© photo: Sputnik / Nancy Cissel / გადასვლა მედიაბანკშივასილი ნებენზია
ვასილი ნებენზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებენზიამ ინტერვიუ მისცა РИА Новости-ს და უამბო, როგორ აისახა კორონავირუსის პანდემია მსოფლიო ორგანიზაციის მუშაობაზე, ელოდებიან თუ არა იქ რუსულ ვაქცინას COVID-19-ის წინააღმდეგ და ვის სურს მისით აცრა.

ნებენზიამ ასევე ისაუბრა, მოსალოდნელია თუ არა სტრატეგიული შემტევი იარაღის შეთანხმების გახანგრძლივება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, აშინებს თუ არა რუსეთს გაეროში ნავალნისთან დაკავშირებული სიტუაციის განხილვა, და განმარტა, რატომ კარგავს ავტორიტეტს სწრაფად ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია.

— რამდენად ახდენს გავლენას უშიშროების საბჭოს მუშაობაზე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული გაურკვევლობა, მათ შორის, თქვენს კონტაქტებზე ამერიკულ დელეგაციასთან? არსებობს პრობლემები თუ ყველაფერი ჩვეულებრივადაა? 

— უშიშროების საბჭოს მუშაობაზე ეს არანაირად არ ისახება. თუმცა არა მარტო აშშ-ის მოქალაქეები, არამედ ყველა, ვინც აქ ცხოვრობს, არჩევნების შედეგებს ელოდება. თქვენ ხედავთ, როგორი გამწარებული ბრძოლა მიმდინარეობს. ვიღაც მეორე მხარეზე დებს ფსონს, ვთქვათ, ევროპელები, იმიტომ რომ ტრამპი მათთვის აღმოჩნდა კაცი, რომელიც, მათი აზრით, არღვევს მყარ ტრანსატლანტიკურ რგოლს. ამიტომ, რაღა თქმა უნდა, ცვლილებებს ელოდებიან.

გაეროს გენერალური ასამბლეის სესია - Sputnik საქართველო
გაეროს 75-ე წლისთავი: რა მიზნით შეიქმნა ორგანიზაცია

როგორი იქნება ეს ცვლილებები და როგორ აისახება ისინი მათ ურთიერთობაზე ამერიკასთან, სანამ შედეგები არ არის, მანამდე ძნელი სათქმელია. მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, ვამჯობინებთ, ამაზე არ ვილაპარაკოთ.

თუმცა უშიშროების საბჭოს მუშაობაზე ეს არანაირ გავლენას არ ახდენს. როგორც მანამდე ვმუშაობდით, ისე ვმუშაობთ ახლაც. სხვა საქმეა, თუ ადმინისტრაცია შეიცვლება. ამ შემთხვევაში შეიცვლება გაეროში მუდმივი წარმომადგენელიც, რომელსაც ახალი ადმინისტრაცია დაასახელებს.

ამერიკის ამჟამინდელ ელჩთან გაეროში, კელი კრაფტთან ყველას კარგი, თანამშრომლური და მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს. ის ერთი წლის წინ მოვიდა და უცბად შეერწყა კოლექტივს. ის ძალიან თბილი ადამიანია ბუნებით და კოლეგები თბილად და პატივისცემით ეპყრობიან.

— რა აქტუალური ამოცანები დგას ახლა რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის წინაშე? რუსეთის რომელი რეზოლუციები მიგაჩნიათ უფრო მნიშვნელოვნად?

— ჩვენი ინიციატივით მიიღო გაერომ მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი რეზოლუცია.

მასვე უკავშირდება ნაწილობრივ რუსეთის ტრადიციული რეზოლუცია ნაციზმის ჰეროიზაციასთან ბრძოლის შესახებ, რომელსაც ყოველწლიურად იღებს გენასამბლეა.

ჰილარი კლინტონი - Sputnik საქართველო
ბაიდენის შტაბში ჰილარი კლინტონის თანამდებობას განიხილავენ

არის რეზოლუციების მთელი კლასტერი განიარაღების პრობლემატიკაზე, საერთაშორისო საინფორმაციო უსაფრთხოებაზე. ეს ჩვენი პრიორიტეტების ტრადიციული ნაკრებია, თუმცა ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს, რა ხდება გენასამბლეაზე. ბუნებრივია, ახლა ყველაფერს კოვიდის ელფერი ადევს, მათ შორის ჩვენ მუშაობასაც. თუმცა, მადლობა ღმერთს, რომ უშიშროების საბჭომაც და გენასამბლეამაც დღის სინათლე იხილეს ხანგრძლივი შესვენების შემდეგ.

გენასამბლეის ახალი თავმჯდომარე ვოლკან ბოზკირი პირისპირ ურთიერთობის მტკიცე მომხრეა. პრინციპში, ყველა ჩვენი კოლეგა ამის მომხრეა, ვინაიდან დიპლომატია ადამიანის ხუთივე გრძნობის მუშაობას მოიაზრებს. ვიდეოკავშირის დროს კი ყველა მათგანის გამოყენება შეუძლებელია.

— რადგან COVID-ის თემას შეეხეთ, რა სტადიაზეა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინიციატივა იმის შესახებ, რომ ვაქცინა გაეროს სამდივნოს თანამშრომლებს გადაეცეთ? ამ ინიციატივას ხომ თავდაპირველად ცივად შეხვდნენ...

— მე ასე არ ვიტყოდი. რეაქცია დადებითი იყო. მე ველაპარაკე ამ საკითხზე გენერალურ მდივანს. გაერო მადლიერებით გამოეხმაურა ამ იდეას, თუმცა სანამ ვაქცინა აქ ჩამოვა და ვაქცინაცია დაიწყება, არაერთი ეტაპის გავლა მოგვიხდება. ეს ვინმეს სურვილისა და შესაძლებლობების საკითხი არ არის.

გაეროს გენასამბლეა - Sputnik საქართველო
ომის მსხვერპლთა ხსოვნა: გაეროს გენასამბლეამ ერთხმად მიიღო რუსეთის რეზოლუცია

ვაქცინის მასობრივი გამოყენება თავად რუსეთშიც არ დაწყებულა. რამდენადაც მესმის, ჯერ კიდევ კლინიკური გამოცდა მიმდინარეობს. მერე განისაზღვრება ის პროფესიული ჯგუფები, რომლებიც პირველ რიგში აიცრებიან — მასწავლებლები, ექიმები. და მხოლოდ ამის მერეღა დაიწყება მასობრივი ნებაყოფლობითი ვაქცინაცია. აქაც ნებაყოფლობითი იქნება. არავის გამოვეკიდებით შპრიცით ხელში და ძალით არ გავუკეთებთ ნემსს. თანაც მანამ, სანამ აქ, ვთქვათ, სამდივნოს თანამშრომლებზე ვაქცინის გამოყენებაზე ვილაპარაკებთ, მან ჯანმოში უნდა გაიაროს კვალიფიკაცია.

შეთავაზება უკვე იყო. ჩვენ სხვა ქვეყნებს ვაქცინის დანერგვაშიც კი ვუსწრებთ. რუსეთი პირველია. მიმდინარეობს სხვა ქვეყნებისთვის ვაქცინის მიწოდების, წარმოების, შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების გაფორმება. მაგრამ ეს შოკოლადი ან კვების სხვა პროდუქტი არ არის — ეს განსაკუთრებული საქონელია, განსაკუთრებული კატეგორიაა, რომელსაც ღრმა და დეტალური დამუშავება სჭირდება. ამიტომაც ვერ გეტყვით, როდის მოხდება ეს — ნოემბერში, დეკემბერში თუ მომავალ წელს. 

— ჯანმო ახსენეთ. ორგანიზაციას დიდი პრობლემები შეექმნა ამერიკის ადმინისტრაციის, ტრამპის მხრიდან კრიტიკის შემდეგ. ახლა თუ არის მოლოდინი, რომ ამერიკა დაუბრუნდება ჯანმოს?

— ამ დროისათვის აშშ-ს ოფიციალური განცხადება აქვს შეტანილი ჯანმოდან გასვლის თაობაზე. უკან დაბრუნებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ საუბარს, თუ ადმინისტრაცია შეიცვლება.

— ახალი ადმინისტრაციის პირობებში СНВ-ს კუთხითაც არის მოსალოდნელი ცვლილებები?

გაეროს შტაბბინა - Sputnik საქართველო
ოთხწლიანი პაუზა: რუსეთი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში დაბრუნდა

— ამის შესახებ ბაიდენს, მგონი, არაფერი უთქვამს პირდაპირ. რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, ის შეთანხმების გახანგრძლივების მომხრეა.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ დემოკრატების მოსვლის შემთხვევაში ჩვენ ყველაფერი კარგად გვექნება ამერიკელებთან შეიარაღებისა და განიარაღების საკითხებში. თუმცა ამ ადამინისტრაციასთან თითქმის უკვე მივაღწიეთ СНВ-ს გახანგრძლივებას, ოღონდ არა ხუთი, არამედ ერთი წლით.

— თუ მოილაპარაკა რუსეთმა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან (OPCW) ნავალნის „მოწამვლის“ საქმის გამოძიებაში თანამშრომლობაზე?

— მოსკოვმა OPCW-ს მისია ქვეყანაში მიიწვია. ახლა მიმდინარეობს მემორანდუმის შეთანხმება, თუ რა პირობებით ჩამოვლენ რუსეთში ისინი და რას გააკეთებენ. ასეთი მემორანდუმი იდება ნებისმიერ ქვეყანასთან, რომელშიც OPCW-ს მისია ჩადის კონკრეტული ქვეყნის მოთხოვნით.

— OPCW ძველებურად უარზეა, წარმოგვიდგინოს ამ ნივთიერების ფორმულა?

— ისინი ამას იმით ხსნიან, რომ გერმანია არ აძლევს ამის უფლებას. რაც უცნაურია. ეს ნივთიერება „ნოვიჩოკების“ იმ სიაში არც კი შედის, რომელიც ცოტა ხნის წინ დამტკიცდა. ეს არის ნივთიერება, რომლის შესახებაც რეალურად არავინ არაფერი იცის. გერმანელები ამბობენ, ფორმულის მოცემა არ გვინდა, იმიტომ რომ ამით საშინელ საიდუმლოს გავამჟღავნებთო. მაგრამ რა საიდუმლო, თუ ეს ნივთიერება აკრძალულების სიაში არ შედის? 

გაეროს უსაფრთხოების საბჭოს გაზრდა სურს. რა შეიცვლება მშვიდობის შესანარჩუნებლად? - Sputnik საქართველო
გაეროს უშიშროების საბჭოს გაზრდა სურს. რა შეიცვლება მშვიდობის შესანარჩუნებლად?

— ასეთი ნაბიჯები მათი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა? 

— მინდა გითხრათ, რომ ისინი რთულ მდგომარეობაში არიან. ჩვენ სამართლიან კითხვებს ვსვამთ, რომლებზეც მათ პასუხების გაცემა არ სურთ. ჩვენ მზად ვართ გამოძიების ჩასატარებლად, მაგრამ ნივთმტკიცებები გვჭირდება, რომლებსაც არ გვაძლევენ. ჯერჯერობით გაუგებარია, როგორ გამოვლენ ამ სიტუაციიდან.

OPCW-ს დასკვნა, პირდაპირ გეტყვით, უცნაურად გამოიყურება. თანაც არა მარტო ამ საკითხთან დაკავშირებით. მე უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვთქვი, რომ რუსეთს არც სკრიპალები დავიწყებია, რომელთა საქმეც ასევე ჰაერშია გამოკიდებული. ჩვენი ყველა — 50 თუ 250 კითხვა უპასუხოდაა დარჩენილი. ჩვენ მაინც მოვძებნით სკრიპალების თემაზე სხდომის ჩატარების გზას.

— ფიქრობთ, რომ ნავალნის შემთხვევაშიც იგივე მოხდება?

— მე არ ვიცი, რა მოხდება ნავალნისთან დაკავშირებით, რა მოხდება OPCW-სთან დაკავშირებით და როგორ გაიშლება ეს თემა. მაგრამ მთელი ეს ისტორია ძალიან უცნაურია ჩემთვის.

ქიმიკოსი არ ვარ და დასკვნების გაკეთებას თავზე ვერ ავიღებ. მაგრამ ამ თემაზე ბევრს ვკითხულობ და ყველაფერი ძალიან ბუნდოვნად და საეჭვოდ გამოიყურება. სწორედ ისე, როგორ სკრიპალების შემთხვევაში. არა იმიტომ, რომ ქვეყნის ინტერესების დასაცავად ვარ დაყენებული აქ, არამედ იმიტომ, რომ მართლაც ძალიან უცნაური ისტორიაა. იქ ძალიან ბევრი ფანტასტიკაა, ბევრი შეუსაბამობაა. მაგრამ ამაზე სერიოზულად ლაპარაკი არავის უნდა. ალბათ ყველაზე აღმაშფოთებელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენთან საუბარი არ უნდათ და რომ [დასავლეთში] ყველაფერი სხვა პარადიგმასაა მორგებული — ეს, რა თქმა უნდა, სირიის „ქიმიაა“, რაც იყო კიდეც ჩვენი გუშინდელი სხდომის თემა.

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
ნავალნის ინციდენტი: ლავროვმა ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებზე კომენტარი გააკეთა

სირიის „ქიმია“ — ეს უბრალოდ საჯილდაო ქვაა. დასავლეთის გაგებით „ყველაფერი ნათელია“: სირიელები ქიმიურ იარაღს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებენ, ეს დადასტურებულია, ეს დამტკიცებულია ამისთვის შექმნილი ავტორიტეტული სტრუქტურების მიერ, როგორიცაა გამოძიებისა და იდენტიფიკაციის ჯგუფი, მანამდე კი — გამოძიების ერთობლივი მექანიზმი. ეს ისინი „შტამპავენ“ მოხსენებებს.

როცა სერიოზული ადამიანები — ბალისტიკოსები, ქიმიკოსები, სამხედროები, ბიოლოგები მოხსენების შინაარსზე მსჯელობას იწყებენ, ქვას ქვაზე არ ტოვებენ. აღარაფერს ვამბობ მოტივზე. ამ ჯგუფის ბოლო მოხსენებაში, რომლითაც მათ სირიის არმია 2018 წელს ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულეს ჰამის რაიონში, ავტორებმა დაწერეს, რომ იმ მომენტში სირიის არმია შეტევაზე იყო გადასული, ჰქონდა ტაქტიკური და სტრატეგიული უპირატესობა, იპყრობდა ტერიტორიებს. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ მათ ქიმიური იარაღის გამოყენების ჰიპოთეტური რეზონიც კი არ ჰქონდათ.

აღარაფერს ვამბობ დუმაზე, რომლის შემთხვევაშიც ყველაფერი თავიდან ბოლომდე წმიდა წყლის ფალსიფიკაციაა.

— ნავალნის თემის გატანას არ ცდილობენ უშიშროების საბჭოს დონეზე?

— ამას უფრთხიან, ესმით, რომ ყველაფერმა შეიძლება სხვა მიმართულება მიიღოს. გატანა რომ სდომოდათ, დიდი ხნის წინ გაიტანდნენ. ჩვენ მზად ვართ, ჩვენ არაფრის გვეშინია, არაფერს ვმალავთ. უნდათ გატანა? გაიტანონ. იქნებ ჩვენ თავადაც კი გავიტანოთ, რაც მათთვის ძალიან უსიამოვნო იქნება.

OPCW-ის სპეციალისტები დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების ადგილზე - Sputnik საქართველო
სკანდალი OPCW-სთან დაკავშირებით: პრობლემები არ გაიწოვება

— ჰიპოთეტურად ამბობთ თუ არის ასეთი გეგმები?

— ჯერჯერობით ჰიპოთეტურად. ჩვენ ხანდახან გვაბრალებენ, რომ საუბარს თავს ვარიდებთ. ეს სიმართლე არ არის. ჩვენ ნებისმიერი საუბრისთვის მზად ვართ. უბრალოდ ახლა ამ თემაზე OPCW-სთან გვაქვს ურთიერთქმედება. რით დამთავრდება ეს, არ ვიცი. ახლა რაღაც სხდომების ჩატარება ალბათ ნაადრევი იქნებოდა.

— ამ ეპიზოდების მაგალითზე ხომ არ გამოდის, რომ OPCW არაეფექტურია მსგავსი სიტუაციების გამოძიებაში?

— ჩვენ უკვე დიდი ხანია ვამბობთ, რომ OPCW სწრაფად კარგავს ავტორიტეტს. ჩვენი პარტნიორები პირაქაფებულები ცდილობენ უარყონ ეს. კეთილშობილი მიზნებისთვის შექმნილი ორგანიზაციიდან OPCW პოლიტიკური თამაშების ინსტრუმენტად გადაიქცა. ამან საბოლოოდ შეიძლება ღრმა კრიზისამდე მიგვიყვანოს. ორგანიზაციის ავტორიტეტი დაკარგულია, დაკარგულია მისი ტექნიკური სამდივნოსა და ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ავტორიტეტი, გამოძიებების იმ მექანიზმებისა, რომლებიც მასში შეიქმნა. ჩვენთვის ეს აშკარაა.

ჩვენ ამ გენდირექტორის საბჭოს სხდომაზე შეყვანას უკვე სამი თუ ოთხი თვეა ვცდილობთ. ჩემი კოლეგები უშიშროების საბჭოდან გამუდმებით ცდილობენ მის დაცვას და დახურული სხდომის ჩატარებას გვთავაზობენ, რაზეც ჩვენ უარს ვეუბნებით, ვინაიდან გვსურს დავუსვათ მას კითხვები, რაზეც აქამდე არ გაუცია პასუხები. და, დიდი ალბათობით, ვერც გაგვცემს.

სირიის ქალაქი  - Sputnik საქართველო
რუსეთი ქალაქ დუმაზე ქიმიურ შეტევას ფალსიფიკაციად აცხადებს

— თუ ჩვენ მიგვაჩნია, რომ OPCW არაეფექტურია და ამას არაერთი მომენტი ადასტურებს, მაშინ რატომ არ შეგვიძლია მივყვეთ დონალდ ტრამპის მაგალითს, რომელიც ჯანმოდან გავიდა?

— ორგანიზაცია ტექნიკური სამდივნოსგან უნდა გავმიჯნოთ, რომელიც არის კიდეც ამ ორგანიზაციის აღმასრულებელი ორგანო. ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ თავად OPCW არ არის საჭირო ან უმნიშვნელოა? ეს უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, რომელიც ქიმიური იარაღის წარმოებისა და გამოყენების აღკვეთითაა დაკავებული. და მან ბევრი გააკეთა ამ სფეროში, ნობელის პრემიის ლაურეატიც კი გახდა.

ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ორგანიზაციის ზოგი ცნობილი წევრი ქვეყანა და სამდივნო, რომელიც მათ ჯიბეში ჰყავთ (ვიყოთ გულახდილები), იყენებენ ამ ორგანიზაციას, მის ავტორიტეტს, მის სახელს იმისთვის, რომ მათთვის უხერხული ქვეყნები სამარცხვინო ბოძზე გააკრან.

და მთავარი სამიზნე ამ ეტაპზე სირიაა, ისაა მათთვის „მთავარი ეჭვმიტანილი“. ახლა ამ პლეადაში ჩვენც შევდივართ. OPCW ჩვენ წინააღმდეგაც გამოიყენეს...

მეკითხებით, რატომ არ გამოვდივართ ამ ორგანიზაციიდანო. ჩვენ რომ OPCW-დან გავიდეთ, მაშინვე იტყვიან, აი, ამას ვამტკიცებდითო. მაგრამ თუ ის მთელ ავტორიტეტს დაკარგავს და იქცევა ადგილად, სადაც უბრალოდ „შტამპავენ“უხერხული ქვეყნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს, მაშინ ალბათ დავფიქრდებით ამაზე.

ბაშარ ასადი - Sputnik საქართველო
ომზე, აშშ-სა და ტერორისტებზე: ბაშარ ასადმა წლების შემდეგ პირველი ინტერვიუ მისცა

— ცოტა ხნის წინ სხდომაში ბელარუსის პრეზიდენტობის ექს-კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაიაც იღებდა მონაწილეობას. რამდენად პრობლემური საკითხი იყო ეს ჩვენთვის?

— ჩვენთვის პრობლემური საკითხები არ არსებობს. ჩვენ მზად ვართ ველაპარაკოთ ყველას.

— სხვა ისტორიაზე მინდა გკითხოთ: ახლა კოსოვოს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტ ჰაშიმ ტაჩის ახალ ბრალდებებს უყენებენ. რუსეთის თვალსაზრისით, რამდენად შეიძლება გამოიყენონ ახლა ის მექანიზმები, რომლებიც ყოფილი იუგოსლავიის საქმეზე საერთაშორისო ტრიბუნალისგანაა შემორჩენილი და როგორ პოზიციას დაიკავებს რუსეთი ტაჩის საკითხში?

— და როგორი პოზიციის დაკავება შეუძლია რუსეთს? ეს ხომ სპეცსასამართლოა. ის ფორმალურად ყველასგან დამოუკიდებელია. რუსეთს სამართლიანი განხილვების იმედი აქვს. ჩვენ ყოფილი იუგოსლავიის საკითხზე საერთაშორისო ტრიბუნალის დიდი ფანატები არ ვართ, იმიტომ რომ ამ განხილვების მიმდინარეობასთან დაკავშირებით უამრავი პრობლემა არსებობდა.

როგორ მოექცნენ სერბებს — ვიცით, რა ხდება ახლა მლადიჩთან დაკავშირებით — ვიცით. კაცს საავადმყოფოში სჭირდება დაწოლა და ამბობენ, ხარივით ჯანმრთელიაო. ამ ტრიბუნალის მიმართ ჩვენ დიდი სისტემური პრობლემები გვაქვს. თუმცა ვიმედოვნებთ, რომ სპეცსასამართლო კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის დანაშაულებზე სამართლიან განხილვებს ჩაატარებს და ყველას თავისას მიუზღავს.

ყველა ახალი ამბავი
0