ზაქირ აივაზლი: ამ ხალხს აზერბაიჯანულ ენაზე უნდა გააგებინოთ – რა ხდება წარმოდგენა არ აქვთ

© photo: Zakir Ayvazli / FBზაქირ აივაზლი
ზაქირ აივაზლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირისის გავრცელების საფრთხის გამო მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა. აქ ძირითადად აზერბაიჯანელი მოსახლეობა ცხოვრობს. რა ვითარებაა იქ და როგორაა ინფორმირებული ადგილობრივი მოსახლეობა შექმნილ სიტუაციაზე, მარნეულის მკვიდრი მოგვითხრობს.

ზაქირ აივაზლი ილიას უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტია.

- ზაქირ, ამჟამად სად ხართ?

- ამჟამად მარნეულის რაიონის სოფელ აღმამედლოში ვარ.

- რა ხდება, კარანტინის წესებს თუ იცავს მოსახლეობა?

- როგორც ვიცი, მარნეულში ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება. ადამიანები ისევ ისე გადაადგილებიან. მათ კარგად არ იციან რა მოხდა, ან როგორ უნდა მოიქცნენ. მარნეულში ასეა და სოფლებში ხომ საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ.

კარანტინი მარნეულში - Sputnik საქართველო
სუბარი: მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები არ შეფერხდება

- ანუ ინფორმაციის ნაკლებობაა?

- დიახ, მარნეულშიც კი ქართული ძალიან ცოტამ იცის, ამიტომ საჭიროა, რომ ვინმე ჩამოვიდეს და აზერბაიჯანულ ენაზე განუმარტოს ამ ხალხს რა ხდება და როგორ უნდა მოიქცნენ. თორემ კარანტინის წესებზე წარმოდგენა არ აქვთ...

- სიფრთხილის ზომებსაც არ იცავენ?

- რომ გაფრთხილდნენ, უნდა იცოდნენ რა მოხდა. ქართულ არხებზე კი გამოაცხადეს, მაგრამ აქ ქართული არ იციან. ადგილობრივები სოფლის მეურნეობას მისდევენ და იმის ეშინიათ, თუ სად გაყიდიან პროდუქტებს და ფულს როგორ იშოვიან. ამიტომ, ვიმეორებ, აქ ვინმე უნდა ჩამოვიდეს და ამ ხალხს აზერბაიჯანულ ენაზე განუმარტოს რა ხდება და როგორ უნდა მოიქცნენ...

კარანტინი მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში - Sputnik საქართველო
საკარანტინო შეზღუდვები მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში: კონკრეტული წესების ჩამონათვალი

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში აქართველოს მთავრობამ წუხელ მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დააწესა. საკარანტინო რეჟიმის დაწესება აუცილებელი გახდა იმის გამო, რომ მარნეულში დადასტურდა ინფიცირების შიდა გადაცემის შემთხვევა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ამ ორი რაიონიდან რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა.

მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში საკარანტინო შეზღუდვების დაცვასა და საზოგადოებრივ წესრიგს უზრუნველყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტრო და მასთან კოორდინირებულად მოქმედი თავდაცვის სამინისტრო.

 

ყველა ახალი ამბავი
0