რას მოუტანს საქართველოს „Doing Business 2020“ რეიტინგში ქულების ისტორიული მაქსიმუმი

© Sputnik / Alexander Imedashviliძველი თბილისი
ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო ბანკის „Doing Business 2020“ რეიტინგში საქართველო 190 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილზეა. წინა ანგარიშში კი ქვეყანა მეექვსე პოზიციას იკავებდა.

ნატა პატარია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით ამჯერად, საქართველომ ქულებით ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

რას მოუტანს  მოსახლეობას  „Doing Business 2020“   რეიტინგებში დაკავებული მოწინავე  ადგილი  და რატომ არის ეს  ქვეყნისთვის  ასე მნიშვნელოვანი, Sputnik საქართველოსთან  ეკონომიკის დოქტორი  რატი აბულაძე საუბრობს.

© photo: Rati Abuladze / FBრატი აბულაძე
რას მოუტანს საქართველოს „Doing Business 2020“ რეიტინგში  ქულების ისტორიული მაქსიმუმი - Sputnik საქართველო
რატი აბულაძე

რატი აბულაძე

-შთამბეჭდავია, რომ მსოფლიო ბანკის „Doing Business 2020“ რეიტინგით საქართველო იმყოფება მოწინავე პოზიციაზე, თუმცა წინა წელთან შედარებით ერთი საფეხურით  გადმოინაცვლა (მე-7 ადგილზე). მართალია საერთაშორისო რეიტინგებს იურიდიული ძალა არ გააჩნია, თუმცა საერთაშორისო ეკონომიკურ გავლენებს ასახავს. ამასთან, საერთაშორისო რეიტინგები, ადგილობრივი თუ უცხოელი ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი სარეკომენდაციო ხასიათის კრიტერიუმია.

გარდა ამისა, მიღებული შედეგები შესაძლებლობას აძლევს პოლიტიკოსებსა და სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, უკეთ გაზომონ, გაანალიზონ, შეაფასონ და ხელი შეუწყონ ქვეყნის ბიზნეს გარემოს.

საქართველოს ბიზნეს გარემოსა და საზოგადოების ეკონომიკური აქტივიზაციის სრული სურათის ასახვისათვის მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მოქმედი ბიზნეს სუბიექტთა რაოდენობა, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რიცხვი, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა, გლობალური ბიზნეს ორგანიზაციების რაოდენობა.

გიორგი ქობულია - Sputnik საქართველო
რატომაა საქართველო რეგიონში საუკეთესო Doing Business-2019-ის შეფასებით

-საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შედგენილ რეიტინგებში ბოლო წლებში მიღწეული არა ერთი წარმატების მიუხედავად, საქართველოში სულ უფრო ნაკლები პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოდის. რითი ახსნით ამას?

-სამწუხაროდ, გლობალური თუ ნაციონალური გამოწვევების ფონზე დასუსტებულია ქვეყნის ეკონომიკური აქტივობა. პოლიტიკაში დაუსრულებელმა კონფრონტაციამ შექმნა გაურკვევლობა, რაც შესაბამისად აისახა ინვესტორების აქტივობის შემცირებაზე, ფინანსური ბაზრის მოწყვლადობაზე, ინვესტიციების დინამიკაზე, ეკონომიკურ აქტივობებზე,  ქვეყნის საქმიან და სამომხმარებლო ნდობის გაუარესებაზე.

იმისათვის, რომ საქართველო გახდეს წამყვანი მოთამაშე საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში, საჭიროა საზოგადოების ეკონომიკური აქტივიზაციის ამაღლება,  მისაღწევია ბიზნესისა და ნაციონალური კონკურენტუნარიანობის ზრდა, ასათვისებელია აკადემიური და საექსპერტო პოტენციალი.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: Doing Business-2017-ის რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი დიდი ნახტომია

-„Doing Business 2020“-ში საქართველოს მოწინავე პოზიციები რამდენად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ახალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას?

-„Doing Business 2020“ რეიტინგი ასახავს ქვეყნების ეკონომიკაში განხორციელებულ  რეფორმებსა და სამართლებრივი ინსტიტუტების განმტკიცების პროცესს. შესაბამისად, საქართველოს  მიმზიდველი რეიტინგის ფონზე, ერთის მხრივ მისასალმებელია მოწინავე პოზიციები, მეორეს მხრივ მხედველობაშია მისაღები ქვეყნის ეკონომიკის პრაქტიკული გამოწვევები. კერძოდ: გამომშრალი ეკონომიკური გარემო, ქართული საკრედიტო რესურსით ბიზნესის კეთების შიში, საექსპორტო პროდუქტების სიმცირე, საზოგადოების მწირი შემოსავლები და ეკონომიკური აქტივობის ხელშემწყობი პროგრამების სიმცირე . თუმცა, ქვეყანაში უცხოელი ინვესტორებისთვის გაცილებით მიმზიდველი პირობებია ბიზნესის კეთებისთვის, ვიდრე ადგილობრივი მწარმოებლებისთვის

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსთვის საერთაშორისო რეიტინგები უნდა განვიხილოთ, როგორც ინსტრუმენტი, რომელიც გლობალურ ფონზე ზომავს საქართველოს ეკონომიკურ  პროფილს.  ქართული საზოგადოება კი „საკუთარი მდგომარეობის“ მაჩვენებლებით ზომავს რეიტინგებს.

მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ქვეყნის პოლიტიკურმა და ადმინისტრაციულმა სისტემებმა საერთაშორისო შეფასებებთან ერთად ასევე ყურადღება უნდა გაამახვილონ ადგილობრივი ექსპერტებისა და ანალიტიკოსების შეფასებებზეც.

ინვესტიციების მატებისათვის ქვეყანას სჭირდება პოლიტიკური, მართველობითი და დიპლომატიური მუშაობა. დღეს გვყავს კადრები. რომელიც ან მხოლოდ სამეურნეო კუთხით არის ძლიერი ან მხოლოდ აკადემიური უნარები აქვს ან მხოლოდ პოპულისტური შესაძლებლობები. საგარეო და საშინაო ეკონომიკური პოლიტიკა საჭიროებს პირებს, რომელთაც სამივე რესურსი და პოტენციალი ექნებათ.

ლევან კალანდაძე - Sputnik საქართველო
კალანდაძე: Doing Business-ის რეიტინგი საქართველოს ცნობადობას ზრდის

-როგორ აისახება საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მიერ  მიღწეული წარმატება თითოეულ მოქალაქის ცხოვრების დონეზე?

-ჩვენი ქვეყნის წარმატება, თითოეული მოქალაქის წარმატებაა და პირიქით. ქვეყნის პოზიტიური ეკონომიკური იმიჯი და ჯანმრთელი ბიზნეს სივრცე სტიმულირებს მეტ ბიზნეს აქტივობას, რაც პირდაპირ კავშირშია მეტ დასაქმებასთან, მეტ შემოსავლებთან, მეტ კეთილდღეობასთან, მეტ საბიუჯეტო შემოსავლებთან და მეტ ეკონომიკასთან. ამასთან, გასთვალისწინებელია რეიტინგის, როგორც ინსტრუმენტის გლობალური როლი და გავლენა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქართული საზოგადოების რეალური მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, რეიტინგებისადმი ჩნდება ობიექტური სკეპტიციზმი. ამასთან, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ასეთი რეიტინგები აგებულია ინსტიტუციური კომპონენტების შეფასებაზე, მოიცავს ცალკეულ კომპონენტებს და სფეროებს. შესაბამისად. სრულად არ ასახავს ბიზნეს სამყაროს გამოწვევბსა და საზოგადოების ცხოვრების დონეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0