ლეონიდ პასეჩნიკი: ზელენსკიმ გააკეთა იმაზე ნაკლები, ვიდრე არაფრისმაქნისმა პოროშენკომ

გამოწერა
ბოლო დროს ოფიციალურმა კიევმა ხმამაღალი განცხადებები გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა აღადგინოს მშვიდობა დონბასში.

РИА Новости-სთვის მიცემულ ინტერვიუში თვითაღიარებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ლეონიდ პასეჩნიკმა იმაზე ისაუბრა, თუ როგორ აღიქვეს რესპუბლიკაში კიევის დანაპირები, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებები დონბასში მშვიდობის ერთ წელიწადში აღდგენის შესახებ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა განმარტა ასევე, რატომ ვერ მოხერხდა დღემდე ტყვეების გაცვლა და ძალთა დაშორიშორება ზოლოტოეს დასახლებულ პუნქტთან და რესპუბლიკის რამდენმა მცხოვრებმა აიღო უკვე რუსეთის ფედერაციის პასპორტი.

- უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გეგმაში აქვს დონბასში კონფლიქტის ერთ წელიწადში მოგვარება. ლეონიდ ივანოვიჩ, თქვენი აზრით, რა გზა უნდა აირჩიოს უკრაინის ლიდერმა ამ მიზნის მისაღწევად?

- ამ გადაწყვეტილების ხორცშესასხმელად ბატონ ზელენსკის მოუწევს დიდი ნებისყოფის გამოჩენა. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ვადა დასახელდა, რესპუბლიკაში ეს განცხადება ენთუზიაზმის გარეშე მიიღეს. ზელენსკისა და მის გუნდს დაპირებები არ დაუშურებიათ, მაგრამ საქმე იმაზე ნაკლები გააკეთეს, ვიდრე პოროშენკომ, რომელსაც არაფერი კარგი არ გაუკეთებია. ამასთან, ჩვენ მუდმივად გვესმის განცხადებები დონბასში მშვიდობის დამყარების რაღაც ახალ გეგმებზე.

დენის პუშილინი - Sputnik საქართველო
პუშილინი: კიევს დრო გაჰყავს და ცდილობს, რომ რადიკალებს თავი მოაწონოს

ეს თითქოს ახალი პოლიტიკური მოდის ნაწილია – ადრე უკრაინელი პოლიტიკოსები ბევრს საუბრობდნენ დონბასის მოსახლეობის განადგურების მეთოდებზე, შემდეგ – უკრაინის მომავლის თავიანთ ხედვაზე, და, ბოლოს, შემოდგომის დადგომასთან ერთად, მოვიდა დრო, კონფლიქტის დარეგულირების გეგმა შემოგვთავაზონ. თუმცა, ყველა მეტ-ნაკლებად საღად მოაზროვნე ადამიანს ესმის, რომ უკრაინა გვერდს ვერ აუვლის მინსკის ფორმატს. მაგრამ იმის თქმას კი შეძლებს, რომ დაპირების მიცემა მის უპირობო შესრულებას არ ნიშნავს. შემოვლითი მანევრების ძიება, თავის დაძვრენა, „ნორმანდიული ფორმატის“ თემის ხუმრობაში გატარების მცდელობა კი არ გამოუვა. ზომათა კომპლექსი – ეს არის აქსიომა, სავსებით ხელმისაწვდომი წასაკითხადაც და დასამახსოვრებლადაც. მასში ყველაფერი გასაგებად და თანმიმდევრულად წერია. გამოდის, რომ ზელენსკიმ უბრალოდ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შეასრულოს ინსტრუქცია, რომელიც მის მაგივრად უკვე მოიფიქრეს და დაწერეს. თუ შეძლებს – იქნება მშვიდობა, ვერ შეძლებს – დარჩება იმედის პრეზიდენტად.

- ოფიციალურმა კიევმა განაცხადა, რომ მიიღო ყველა კანონი ამნისტიის შესახებ, თუმცა დონბასის რესპუბლიკაში დააზუსტეს, რომ ამ განცხადებას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. მინსკის შეთანხმების ტექსტში პუნქტი ამნისტიის შესახებ უსწრებს არჩევნების ჩატარების შესახებ პუნქტს. გარდა ამისა, ექსპერტთა შეფასებით, დონბასში არჩევნების ჩატარება შეუძლებელია ამნისტიის გარეშე. ამაზე რას იტყოდით?

- ამნისტია მინსკის შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტია. მისი არშესრულებით უკრაინა უგულებელყოფს გარანტორი ქვეყნების რეკომენდაციებს. ზომათა კომპლექსი ვერ შესრულდება შერჩევით, ისე, როგორც კიევს მოეპრიანება, ვინაიდან ჩვენ მოვითხოვთ ყოველი პუნქტის განუხრელად შესრულებას იმისგან დამოუკიდებლად, მოსწონს ეს უკრაინას, თუ არა. არსებობს შეთანხმებული დოკუმენტი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ.

- ტყვეების ბოლო მასშტაბური გაცვლა 2017 წელს მოხდა. როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკება ამ მიმართულებით, შეიძლება თუ არა წინასწარ თქმა, როდის შედგება ეს პროცესი?

- სამხედრო ტყვეების გაცვლის სამუშაო ჯგუფი ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკიდან მთელი ამ წლების განმავლობაში ძალას არ იშურებს და ყველა შესაძლო ღონეს ხმარობს იმისათვის, რომ ჩვენი ხალხი სამშობლოში დაბრუნდეს. ჩვენი მხრივ, ჩვენ ვასრულებთ ყველა ვალდებულებას და ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის. თუმცა ასეთივე სურვილს ვერ ვხედავთ ჩვენი ოპონენტების მხრიდან, ამიტომ მათ მაგივრად პროგნოზებსაც ვერ გავაკეთებთ.

რუსეთის ფედერაციის პასპორტი - Sputnik საქართველო
უკრაინის ორი ოლქის მცხოვრებლებს რუსულ პასპორტებს გამარტივებული წესით მისცემენ

- უკრაინელი ძალოვანები უარს ამბობენ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში, ზოლოტოეს დასახლებულ პუნქტთან ძალთა დაშორიშორებაზე. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი და იხილავს თუ არა რესპუბლიკა ახალ მონაკვეთებს ძალთა დაშორიშორებისთვის?

- იძულებული ვარ გავიმეორო – არსებობს გასაგები, დამტკიცებული სამოქმედო გეგმა, რომელიც დონბასში მშვიდობას დაამყარებს. ის ან უნდა შეასრულო, ან არა. როდესაც უკრაინის წარმომადგენლები აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას საერთაშორისო დონეზე ხსნიან იმის მსგავსი ფრაზებით, როგორიცაა „საშინაო დავალება ძაღლმა შთანთქა“, ჩნდება ეჭვი, რომ ისინი ან საღად ვერ აზროვნებენ, ან არა აქვთ რამის გაკეთების სურვილი და უნარი, რაც უფრო თვალსაჩინოა.

გვერდიდან ჩანს, თითქოს ზელენსკი ჯერჯერობით, სულ მცირე, ვერ ახერხებს ნაციონალისტების დაოკებას. ვნახოთ, საერთოდ შეძლებს თუ არა ამას. თუმცა, ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც უკრაინაა, ეს სიგიჟეა. გარკვეული მცირე დაჯგუფება ფაქტობრივად კარნახობს თამაშის წესებს პრეზიდენტს.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ РИА Новости-ის ვებ-გვერდზე

 

ყველა ახალი ამბავი
0