„ინკა“ – სიზმრისმიღმა  სამყაროს აუცილებელი ატრიბუტი

© გვანცა კორძახიას პირადი არქივიგვანცა კორძახიას ხელნაკეთი დეკორატიული ნივთები
გვანცა კორძახიას ხელნაკეთი დეკორატიული ნივთები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გვანცა კორძახია ანუ ჯუდი, როგორც მას მეგობრები ეძახიან, ხუთი  წელია  ერთგული მომხმარებლისთვის გამოვნებიან, დახვეწილ და ფერად აქსესურებს ქმნის.  უყვარს მუსიკა, უკრავს დასარტყამ ინსტრუმენტზე,  არის კომუნიკაციების მენეჯერი  და ებრძვის ოჯახში ძალადობას... გვანცა ჩვენს მკითხველს სიზმრის მჭერებზე მოუყვება.

ნინი რაზმაძე

- DreamCatcher ანუ  სიზმრების დამჭერი,  სათავეს ლაკოტას ტომიდან იღებს.  ერთ-ერთ ბელადს გამოეცხადა  დედა–ობობა, რომელმაც უთხრა, რომ ტირიფის რგოლებზე ის მოქსოვდა ქსელს, შემდეგ ამ ნივთს დაკიდებდა ბავშვების საწოლის თავზე და ისინი ცუდი სიზმრებისგან იქნებოდნენ  დაცული.  

„დრიმ ქეჩერის“ ყველა დეტალს თავისი მნიშველობა აქვს. ქსელი იჭერს სიზმრად ნანახ ცუდ ემოციებს და ფილტრავს. ცენტრისკენ მიდის მხოლოდ კარგი მომენტები და ბუმბულებით ის მძინარე ადამიანის ცნობიერებაში ეშვება. დილის დადგომის და მზის პირველი სხივისთანავე, ქსელში გახვეული ცუდი სიზმრები იწვება. 

© გვანცა კორძახიას პირადი არქივიგვანცა კორძახია
„ინკა“ – სიზმრისმიღმა  სამყაროს აუცილებელი ატრიბუტი - Sputnik საქართველო
გვანცა კორძახია

– როგორ გაჩნდა იდეა შეგექმნათ მსგავსი სტილის ხელნაკეთი ნივთები?

– დაახლოებით 5 წლის წინ თავად  მსურდა  სიზმრის მჭერის შეძენა. ონლაინ–საიტებზე ლამაზი ქეჩერები საკმაოდ ძვირი იყო. ამიტომ, გადავწყვიტე თვითონ გამეკეთებინა. მეგობარს როცა ვაჩვენე, შემომთავაზა დამემზადებინა გარკვეული რაოდენობა და მეცადა მათი რეალიზება ფბ-გვერდის საშუალებით. მომეწონა  იდეა  და პირველი რაც ვიყიდე, ეს ჩემი საყვარელი სამუშაო იარაღი - ბრტყელტუჩა იყო. ჩემი პირველი ქეჩერი, რომელიც გაავკეთე, ყველაზე მეტად მიყვარს. სახლში მიკიდია და ყოველთვის, როცა ვუყურებ, მახსენებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა რას გადავწყვეტთ ცხოვრებაში, მთავარია, რომ გვქონდეს მიზანი და აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას. მთავარი არის ღიმილი, სილაღე და თავისუფლება - სწორედ ასეთია ინკა - ფერადი და ბედნიერი.

– რას ნიშნავს სახელი „ინკა“?

– სახელსა და ლოგოზე ძალიან დიდხანს ვიფიქრე. მინდოდა ყოფილიყო თემატიკასთან ახლოს, მაგრამ არ ყოფილიყო შეზღუდული - სიზმრის მჭერები ჩემი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა, თუმცა, სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთებსაც ვამზადებ. ამიტომ, არ მინდოდა სახელში საგნებთან რაიმე მიმსგავსებული სიტყვა ყოფილიყო. ინკების იმპერია კოლუმბამდელი ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპერია იყო. ინკების ცივილიზაცია პერუს მაღალმთიან რეგიონში მე-13-ე საუკუნეში აღმოცენდა. მათი მთავარი ღვთაება მზის ღმერთი იყო, თუმცა, ყველა ტომს საკუთარი რელიგიის ქონის უფლება ჰქონდა.

არ ვიცი, რატომ, მაგრამ ყოველთვის მომწონდა ეს სახელი. დასამახსოვრებელი, მარტივი და თემატურია. სახელი და ლოგო მინდოდა ასოცირებული ყოფილიყო ჯიმ მორისონის ბავშობასთან, როდესაც ის ინდიელს ხეადვს, არ ვიცი რამდენად გამოვიდა, მაგრამ ვგრძნობ, რომ ზუსტად პასუხობს ამოცანას. 

© გვანცა კორძახიას პირადი არქივიინდიელი ქალის თავსამკაული გვანცა კორძახიასგან
„ინკა“ – სიზმრისმიღმა  სამყაროს აუცილებელი ატრიბუტი - Sputnik საქართველო
ინდიელი ქალის თავსამკაული გვანცა კორძახიასგან

– მუშაობის პროცესზე მოგვიყევით...

– „ინკას“ მარტო ვქმნი. ძირითადი პროდუქტი სიზმრის მჭერებია. მასალისა და ნივთების ხარისხი ძალიან მაღალია, 5 წლის განმავლობაში უკმაყოფილო მომხმარებელი არ მყოლია. დამზადების დრო დამოკიდებულია სირთულეზე, სიდიდესა და რაოდენობაზე. საშუალო ვადა 1 კვირაა. უკვე მაქვს ახალი სერვისი - უფასო მიტანა, რაც უფრო ამარტივებს შეკვეთის პროცედურას.

– რას სთვაზობთ მომხარბელს?

– გარდა სიზმრის მჭერებისა, „ინკას“ აქვს საფესტივალო აქსესუარები, ე.წ. ჰედდრესები - ბუმბულის გვირგვინები, თმაზე დასამაგრებელი ბუმბულები. ასევე, ქორწილების, ივენთების, დაბადების დღეების გაფორმების სერვისი. ასევე ნაკლებად ცნობილია ჩემი „ქანქარები“. ეს არის პროდუქტი, რომელიც კიდევ უფრო პირადულია, ვიდრე სიზმრის მჭერი. მომხმარებლისგან ვიღებთ ინფორმაციას მისი საყვარელი ფერის, ქვის, ზოდიაქოს, ციფრის, სიმბოლოს შესახებ და ამის გათვალისწინებით ვამზადებთ „ქანქარას“.  ეს არის განუყრელი და ერთგული თილისმა, რომელიც ყველა დასმულ შეკითხვაზე აუცილებლად სწორ პასუხს გაგცემთ. 

© გვამცა კორძახიას პირადი არქივიგვანცა კორძახიას დეკორატიული სახლები
„ინკა“ – სიზმრისმიღმა  სამყაროს აუცილებელი ატრიბუტი - Sputnik საქართველო
გვანცა კორძახიას დეკორატიული სახლები

– რითია გამორჩეული თქვენი ნივთები სხვებისგან?

– პირველ რიგში, როგორც გითხარით, ეს არის ხარისხი – ფერები, ბადის სიმჭიდროვე, თითოეული დეტალი  მომხმარებელთან ერთად განიხილება. შეკვეთის მიღებისას ჯერ უნდა განვიხილოთ დიზაინი, შემდეგ რგოლის, ბადის, მძივებისა თუ სხვა დეტალების ფერები, ბუმბულების სტილი, რაოდენობა, ფერები. თავიდანვე უნდა ვიცოდე, რა დანიშნულება ექნება კონკრეტულ ნივთს, რადგან საკიდიც შესაბამისი გაუკეთდეს. „ინკას“ ნივთები აბსოლუტურად გამოხატავენ მომხმარებლის სურვილებს, ინტერესებს და ყოველთვის აჭარბებს მათ მოლოდინს. არის შემთხვევები, როცა მომხმარებელმა არ იცის, როგორი ქეჩერი უნდა, ან საჩუქრად სურს. ამ შემთხვევაში ვარიანტებს განვიხილავთ და საბოლოო ჯამში ვიღებთ იდეალურ შედეგს.

– არ გაგიჭირდათ ბაზარზე დამკვიდრება?

– სიმართლე რომ ვთქვა, არა, რადგან  ჩემი პროდუქცია შედარებით ახალი იყო, ყველას მოსწონდა და მარტივად შევძელი ერთგული მომხმარებლების მოძიება. მყავს ისეთი მომხმარებლებიც, რომლებიც გამუდმებით მიკვეთავენ ნივთებს საჩუქრებად, სახლის გასაფორმებლად. რა თქმა უნდა, კონკურენცია არის, ფასების მხრივაც და შედარებით მომრავლდა სიზმრის მჭერები, მაგრამ ვისაც სურს თავისი გემოვნებით, ხარისხიანად და ძალიან ლამაზად დამზადება, ყველამ იცის, რომ იდეალური თილისმა „ინკაზე“ უნდა ეძებონ.

 ჩვენი პროდუქციის შეძენა, ძირითადად,  სოციალური ქსელის მეშვეობითაა შესაძლებელი. რადგან „ინკას“ მთავარი ნიშა არის მომხმარებელზე მორგებული პროდუქტი, ცოტა რთულია, დაამზადო და ელოდო „იმ ერთადერთს“, ამიტომ შეკვეთებზე ვმუშაობ. 

© გვანცა კორძახიას პირადი არქივისარკე დეკორატიულ ჩარჩოში - გვანცა კორძახია
„ინკა“ – სიზმრისმიღმა  სამყაროს აუცილებელი ატრიბუტი - Sputnik საქართველო
სარკე დეკორატიულ ჩარჩოში - გვანცა კორძახია

– დასაწყისისთვის რა იყო ყველაზე რთული?

– რთული, ალბათ, საზოგადოების მხრიდან იმ ნდობის მოპოვება იყო, რაც ახლა მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ მყავს ჩემი მომხმარებელი, ცოტა ძნელია კომპანიებთან ურთიერთობა.  ვგეგმავ, რომ „ინკა“ იყოს კარგი კორპორატიული საჩუქარი, რადგან შესაძლებელია კომპანიის ფერებში, თემატიკაში დამზადება, გამოყენებით კი მრავალფუნქციურია - როგორც სამკაულად - საყურე, ყელსაბამი, თმის აქსესუარი, ასევე მანქანის, კედლის, ჩანთის თუ გასაღების საკიდი.  მინდა, რომ ჩემი პროდუქცია კარგ, მოთხოვნად და კორპორატიულ საჩუქრად იქცეს. 

© გვანცა კორძხიას პირადი არქივიგვანცა კორძახიას ხელნაკეთი სიზმრების დამჭერი
„ინკა“ – სიზმრისმიღმა  სამყაროს აუცილებელი ატრიბუტი - Sputnik საქართველო
გვანცა კორძახიას ხელნაკეთი სიზმრების დამჭერი

– საკმაოდ ფერადი აქსესურები გაქვთ, რამდენად მოწონს ქართველ მომხმარებელს ფერადი სიზმრის მჭერები?

– მომხმარებელს უყვარს ფერადი ნივთები. ჩემი მომხმარებელი ასეთია – „ინკასავით“ ნათელი და ლამაზი. „ინკას“ აქსესუარები ძალიან უხდება ბოჰემურ, ავანგარდულ და თავისუფალი სტილის ტანსაცმელს, ამიტომ მსურს თუნდაც დამწყებ დიზაინერთან ერთად ერთობლივი კოლექცია  შევქმნა.  მინდა საკუთარი მაღაზია  მქონდეს, სადაც მომხმარებელს თავად შეეძლება შეარჩიოს დეტალები, თუმცა, ეს გარკვეულ  ფინანსებთან არის დაკავშირებული და  ასე ვთქვათ, შორეული გეგმებია. როგორც უკვე აღვნიშნე, ვგეგმავ ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობას.  

ყველა ახალი ამბავი
0