გოგონა ნახატიდან ანუ „ნორა“ ფრიდა კალოს, ვენერას და მერლინ მონროს ამპლუაში

© photo: courtesy of Barbara Aslamaziბარბარა ასლამაზი
ბარბარა ასლამაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ობოლი გოგონა „ნორას“ ისტორია ს ბარბარა ასლამაზი გაგაცნობთ.  გოგონა მამიდებმა გაზარდეს,  მშობლები არ ახსოვს და ის ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი  წევრია. როდის დაწყო ისტორიის შექმნა და ვის ამპლუას  ირგებს  „ნორა“,  ამის შესახებ ავტორი თავად გვიამბობს.

 ნინი რაზმაძე  

– ძნელია ვთქვა როდის დავიწყე ხატვა. ბავშვობაში ვხატავდი, ყველა ხატავს ბავშვობაში, მაგრამ მე მემგონი სხვა ბავშვებზე მეტს ვხატავი. მერე ფიზიკა-მათემატიკურ გიმნაზიში ვსწავლობი და დიდად ხატვისთვის არ მეცალა, მაგრამ სულ ვიცოდი, რომ სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარებდი. 

© photo: courtesy of Barbara Aslamaziბარბარა ასლამაზის შემოქმედება
გოგონა ნახატიდან ანუ  „ნორა“  ფრიდა კალოს, ვენერას და მერლინ მონროს ამპლუაში  - Sputnik საქართველო
ბარბარა ასლამაზის შემოქმედება

– როდის აღმოაჩინე შენში ხატვის ნიჭი?

– საკუთარ თავში ხატვის ნიჭი აღმოვაჩინე და ნიჭიერი ვარ–მეთქი  არასდროს მითქვამს.  ალბათ, უფრო  სურვილი მქონდა, რომ მეხატა. ამას მუდმივად შრომა უნდა, ეს არაა გასართობი საქმე, ძალიან რთული და შრომატევადია. დიდი დრო და ნებისყოფა ჭირდება.  თუ არ ჩავთვლით სწავლის პროცესში დახატულ ნახატებს, ჩემი პირველი ნაბიჯები მხატვრობაში, ალბათ, მაინც, თეატრს უკავშირდება.  პროფესიით თეატრის მხატვარი ვარ. სამხატვრო აკადემიაში ვმუშაობ, მანამდე ტელევიზიაში ვმუშაობდი, კინოში,  იყო რეკლამებიც...  თეატიდან მუდმივად მაქვს საქმე, მაგრამ ამ ყველაფერს ფერწერა სულ გასდევს. თეატრი სინთეზური ხელოვნებაა და ბევრი რამის გათვალისწინება გიწევს, ბევრი რამ გაბრკოლებს, თუნდაც ფინანსურ-ტექნიკური შესაძლებლობები. ფერწერის შემთხვევაში კი ყველაფერი მთლიანად შენზეა დამოკიდებული – ვართ მარტო ტილო და მე.  კი ვამბობ თეატრის მხატვარი ვარ მეთქი, მაგრამ თავს ვგრძნობ ფერმწერადაც. 

© photo: courtesy of Barbara Aslamaziბარბარა ასლამაზის შემოქმედება
გოგონა ნახატიდან ანუ  „ნორა“  ფრიდა კალოს, ვენერას და მერლინ მონროს ამპლუაში  - Sputnik საქართველო
ბარბარა ასლამაზის შემოქმედება

– როდის დაიწყე სერია „ნორას“ შექმნა ?

– მქონდა პერსონალური გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ნახატები სერიიდან Nature Morte.  ამ გამოფენის შემდეგ დავიწე მუშაობა ძალიან პატარ ტილოებზე, 15X15 სმ ზომის ტილოებზე.  პირველი ნორაც სწორედ ამ ზომისაა, ეს იყო 2015 წელს. 

– რატომ  „ნორა“  და როგორ შეარჩიე ეს პესონაჟი?

– „ნორა“  ჩემი გამოგონილი პერსონაჟია, რომელსაც ვცდილობ საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება მივცე, იმისთვის რომ ხალხს თავი შეაყვაროს და მნახველს მასზე ზრუნვის სურვილი გაუჩნდეს.  სხვადასხვა ვერსია იყო თუ რატომ „ნორა“:  პროტოტიპეპს ეძებდნენ, მაგრამ  „ნორას“  მოსწყინდა ამ მითქმა–მოთქმის მოსმენა და ერთ მშვენიერ დღეს წერილიც გამოაქვეყნა: „მშობლები არ მახსოვს, მამიდებმა გამზარდეს. მამიდა იზამ და მამიდა კირამ, ხომ იცნობთ? არ ვიცი, ნორა ვინ დამარქვა და რატომ. ჯობია ამის გარკვევას თავი დაანებოთ. სხვებისგან არაფრით განვსხვავდები, მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ და  თქვენთან ერთად ვცხოვრობ. თქვენი ნორა.’’ 

© photo: courtesy of Barbara Aslamaziბარბარა ასლამაზის შემოქმედება
გოგონა ნახატიდან ანუ  „ნორა“  ფრიდა კალოს, ვენერას და მერლინ მონროს ამპლუაში  - Sputnik საქართველო
ბარბარა ასლამაზის შემოქმედება

– რა იყო მიზანი?

– სერია „ნორა’’ ნაწილობრივ ფერწერის პარალელია. თანამედროვე ხელოვნებაში ფერწერის როლი იკარგება. ჩემი მიზანია ფერწერა სულიერ არსებად ვაქციო „ნორას“ სახით, რომ ხალხმა ის იშვილოს და იზრუნოს მასზე, როგორც პატარა ობოლ ბავშვზე. მინდა ხალხმა დაიჯეროს მისი არსებობა, აღიქვას ის როგორც პიროვნება და საზოგადოების წევრი. ვფიქრობ,  ამას მივაღწიე კიდეც, ადამიანები რომ მხვდებიან სულ მეკითხებიან: ნორა როგორ არის? რას შვება ნორა? და ა.შ.  ნორას ფეისბუქ–გვერდი აქვს  Norah by Barbara Aslamazi, აქაც ვიღებთ ბევრ თბილ წერილს, რასაც ძალიან ვაფასებ, ამისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას. 

© photo: courtesy of Barbara Aslamaziბარბარა ასლამაზის შემოქმედება
გოგონა ნახატიდან ანუ  „ნორა“  ფრიდა კალოს, ვენერას და მერლინ მონროს ამპლუაში  - Sputnik საქართველო
ბარბარა ასლამაზის შემოქმედება

– რა გასხვავება და სერთო აქვს  „ნორას“?

– „ნორა“  არ არის ერთი კონკრეტულად  გოგო, რომელიც ასეთია და მორჩა. თუ დაკვირდებით ის ყველა ნახატში სხვადასხვანაირია, თუმცა, მაინც იცნობთ,  რომ  „ნორაა“,  თავის ხასიათს და წონას ინარჩუნებს ყოველთვის.  ზოგიერთ ნახატში ორი და სამი „ნორა“ ერთადაც გვხვდება.

– „ნორა“  სხვადასხვა ამპლუაში ...

– ალბათ,  გულისხმობთ იმ ნახატებს,  სადაც იგი  სუპერმენის, ბოტიჩელის ვენერას, ფრიდა კალოს და მერლინ მონროს ამპლუაშია. „ნორას“ მახასიათებლი თვისებების მოძებნის პროცესი ყველაზე საინტერესოა ხატვის პროცესში. ამ მსუქანი გოგოს პლასტიკა მაინტერესებს ყველაზე მეტად.  მაგალითად, ჰგავს  ფრიდა კალოს, მაგრამ მოძრაობს ისე,  როგორც მხოლოდ „ნორა“  მოძრაობს, დგას ისე, ხელს ხრის ისე,  როგორც მის პლასტიკას ახასიათებს. 

© photo: courtesy of Barbara Aslamaziბარბარა ასლამაზის შემოქმედება
გოგონა ნახატიდან ანუ  „ნორა“  ფრიდა კალოს, ვენერას და მერლინ მონროს ამპლუაში  - Sputnik საქართველო
ბარბარა ასლამაზის შემოქმედება

– აპირებ  გამოფენის მოწყობას?

– „ნორასთვის“  გამოფენის მოწყობას ჯერჯერობით  არ ვგეგმავ. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს – ერთი, რომ ისეთი ტექნიკით,  როგორითაც მე ვხატავ,  დიდი დრო სჭირდება და გამოფენისთვის საჭირო რაოდენობას ვერ ვაგროვებ, თან ვაშვილებ (ვყიდი) ვფიქრობ ეს აუცილებელია.  ამ ეტაპზე მთავარი მოტივაცია ნახატების გაყიდვა არაა და იმაზე არ ფიქრობ,  რომ ნახატები კომერციული იყოს, თუმცა,  დაინტერესება თუ  არ იქნება,  გამიჭირდება მუშაობის გაგრძელება. სამაგიეროდ,  ვფიქრობ  „ნორას“  დაბადების დღე გადავუხადო, ერთგვარი პერფორმანსი-გამოფენა იქნება. 

– სხვა პერსონაჟის შექმნას ხომ არ გეგმავ?

– „ნორას“  მსგავსი პერსონაჟები არიან მისი მამიდები იზა და კირა. ჯერ-ჯერობით ვერ ამოვწურე „ნორას“ ისტორია,  ამიტომ ახალ სერიაზე არც ვფიქრობ. 

© photo: courtesy of Barbara Aslamaziბარბარა ასლამაზის შემოქმედება
გოგონა ნახატიდან ანუ  „ნორა“  ფრიდა კალოს, ვენერას და მერლინ მონროს ამპლუაში  - Sputnik საქართველო
ბარბარა ასლამაზის შემოქმედება

– როგორია მუშაობის  პროცესი?

– მუშაობის  პროცესი ყველაზე სასიამოვნოა. ჩემს  შემხვევაში იგი  ხაგრძლივი პროცესია, დიდი დრო სჭირდება. ახალი ნახატის შექმნის ვიწყებ მაშინ,   როცა  „ნორას“  ახალ ისტორიას ვყვები. შინარსიდან გამომდინარე, ვამზადებ  ჩანახატს, ესკიზსს, სადაც უკვე მოძებნილი მაქვს კომპოზიცია. შემდეგ გადამაქვს ტილოზე, ზეთის საღებავებით ვმუშაობ.  „ნორას“  დამახასიათებელი თეთრი კანის დახატვას სიფრთხილე და რამდენიმე ფენა საღებავის დადება სჭირება. უფრო  მეტის მოყოლა „ნორაზე“  არ შემიძლია, დანარჩენს ნახატები გიყვებიან,  რასაც თითოეული თქვენგანის ფანტაზია ავრცობს და აცოცხლებს.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0