„ქათამურაში" გაცოცხლებული საქართველოს ბუნება

გამოწერა
ორიგინალური ქართული ბრენდი „ქათამურა“ ხელნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების ბრენდია, რომლის მთავარი თემაც საქართველოს ველური ბუნებაა. ფრინველები, ძუძუმწოვრები, ამფიბიები, ქვეწარმავლები, მწერები,  ეს იმ სახეობების ჩამონათვალია,  რომელსაც მათ ნამუშევრებში აღმოაჩენთ. თათია თვალაძე  „ქათამურას“ ისტორიას გვიამბობს. 

ნინი რაზმაძე

– თათია, როგორ გაჩნდა იდეა...

– მე და თომა გლურჯიძემ ერთად დავამთავრეთ სამხატვრო აკადემია. როდესაც სწავლა დავასრულეთ, მოგვინდა ჩვენი საქმის წამოწყება, რომელიც იქნებოდა ორივესთვის სახალისო და თან შემოსავლის მომტანი. ყოველთვის მოგვწონდა სხვადასხვა მასალაზე მუშაობა, ექსპერიმენტები და პატარა ქანდაკებების გაკეთება. ამით ვერთობოდით და თან ბევრ რამეს ვსწავლობდით. ამ პერიოდში საქართველოს ბიომრავალფეროვნებამ დაგვაინტერესა.  

© photo: courtesy of Katamuraთათია თვალაძე, ნინო ტორიაშვილი, თომა გლურჯიძე და ლუკა ტყემალაძე
„ქათამურაში გაცოცხლებული საქართველოს ბუნება - Sputnik საქართველო
თათია თვალაძე, ნინო ტორიაშვილი, თომა გლურჯიძე და ლუკა ტყემალაძე

– რატომ აირჩეთ სამუშაოდ საქართველოს ფლორა და ფაუნა?

– ეს ბუნებრივად მოხდა, ჩვენ დავიწყეთ ფაუნის შესწავლა, ამ თემაზე ვსაუბრობდით, ერთმანეთს ვუზიარებდით სხვადასხვა ფოტოებსა თუ ინფორმაციას. დიდი როლი შეასრულა Facebook- ჯგუფმა  „საქართველოს ველური ბუნება“, სადაც სხვადასხვა სახეობებზე ყოველდღიურად ბევრი პოსტი იდებოდა. ამ ჯგუფის წყალობით, ბევრი ახალი რამ გავიგეთ.  ასევე, ვთვლიდით, რომ მუშაობის პროცესი ბევრად საინტერესო იქნებოდა, თუ ორივესთვის საყვარელ თემაზე ვიმუშავებდით. დავწერეთ ჩვენი კონცეფცია და გადავწყვიტეთ კონკრეტულად ამ თემის ფარგლებში გვემუშავა. ჩვენს ყველა ნივთა  ქართულ და ინგლისურ ენებზე  პატარა ბროშურა მოჰყვება,  სადაც სრულად არის აღწერილი ინფორმაცია იმ კონკრეტულ სახეობაზე.

პროექტში სულ ოთხი ადამიანი ვართ დაკავებული. მე, თომა გლურჯიძე და ლუკა ტყემალაძე ფაუნაზე ვმუშაობთ. რაც შეეხება ფლორას, ამ მიმართულებით ნინო ტორიაშვილი მუშაობს, რომელიც მოგვიანებით შემოგვიერთდა. მივხვდით, რომ    ფლორის დამატება უფრო შეკრავდა ჩვენს იდეას და უფრო მრავალფეროვანი გახდებოდა „ქათამურას“ პროდუქცია. ნინოს უნდა ბოტანიკოსი გახდეს, კარგად ერკვევა ფლორაში და სხვადასხვა მცენარეებისგან აკეთებს აქსესუარებს - ბროშებს, საყურეებს, ყელსაბამებს... 

© photo: Katamura / FBშავი შაშვი
„ქათამურაში გაცოცხლებული საქართველოს ბუნება - Sputnik საქართველო
შავი შაშვი

 

– მუშაობის პროცესზე მოგვიყევით, საკმაოდ საინტერესო  უნდა იყოს...

– ქანდაკების დამზადებისთვის ხეზე მუშაობა მარტივი არ არის,  თუმცა, სახალისო პროცესია. ძირითად მასალად ვიყენებთ  ბზას და ცაცხვს. ამასთან, ხშირად ვიყენებთ შემთხვევით ნაპოვნ, ცხადია, უკვე მოჭრილ ან ჩამოტეხილ ტოტებს. ხის ნაჭერზე ვხატავთ ესკიზს და სხვადასხვა ინსტრუმენტების დახმარებით ფორმას ვაძლევთ. შემდეგ წყლის საღებავებით ვღებავთ, რაც საოცარ ბუნებრივ იერს სძენს ქანდაკებებს თუ სამკაულებს.

 

– რას სთვაზობთ მომხმარებელს?

– ჩვენი ნამუშევრები ყველას ძალიან მოსწონს და წარმატებებს გვისურვებენ. მომხმარებელს  ერთი თემის გარშემო გაერთიანებულ ხის ფიგურებს ვთავაზობთ, რომელიც ყოველ ჯერზე არის უნიკალური და იდენტურს ვერ იპოვით. ჩვენს მიერ დამზადებულ ხის ნაკეთობებს იყენებენ  საჩუქრად, უფრო მეტიც, ზოგიერთმა  ადამიანმა დაიწყო პირადი კოლექციის შეგროვება. გარდა ამისა, მომხმარებელს  ვთავაზობთ ყველასთვის ხელმისაწვდომ აქსესუარებს: ველური ფლორის ჰერბარიუმს  სამკაულების სახით, რომელიც ასევე ლიმიტირებულია და მასიურად არ იწარმოება. 

© photo: Katamura / FBნიამორი
„ქათამურაში გაცოცხლებული საქართველოს ბუნება - Sputnik საქართველო
ნიამორი

– საინტერესო სახელი გაქვთ შერჩეული. რას ნიშნავს „ქათამურა“ და რატომ აირჩიეთ ეს სახელი?

– „ქათამურა“  გარეული ფრინველია, საქართველოში მისი სამი სახეობა გვხვდება. რატომღაც, მოგვეწონა ეს ფრინველი და არჩევანი მასზე შევაჩერეთ. ვიფიქრეთ, რომ მარტივად დასამახსოვრებელი სახელი იქნებოდა. ბევრი აღარ გვიფიქრია და გავაკეთეთ ლოგოც.

– რამდენიმე ნამუშევარზე რომ მოგვიყვეთ, როგორ მოძებნებთ ყველაზე იშვიათი სახეობები?

– მოძიებაში გვეხმარება ფეისბუქ–ჯგუფი, რომელიც ზემოთ ვახსენე.  რაც შეეხება ნამუშევრებს, ჩამოგითვლით: კავკასიური დომბა - უკვე გადაშენებული სახეობა, წინააზიური ჯიქი (ლეოპარდი), კავკასიური სალამანდრა, კავკასიის ენდემური ამფიბია, საბედნიეროდ ისევ ბინადრობს მდინარის რთულად მისადგომ ადგილებში , ქურციკი - გადაშენებული და შემდეგ ვაშლოვანის ეროვნულ პარკში ხელოვნურად შემოყვანილი ცხოველი, ზოლიანი აფთარი, ბატკანძერი, ალპური ხარაბუზა, ბექობის არწივი და ა.შ. 

© photo: Katamura / FBმღვიმის დათვი
„ქათამურაში გაცოცხლებული საქართველოს ბუნება - Sputnik საქართველო
მღვიმის დათვი

– მოკლე დროში პრემია „იკა“ მოიპოვეთ...

–  პრემია „იკას“  მიღება ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო ამბავი აღმოჩნდა. დაჯილდოებამდე, ორი დღით ადრე დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ხელნაკეთი ნივთების ნომინაციაში გავიმარჯვეთ. სხვადასხვა კანდიდატებიდან ჟიურიმ ჩვენ დაგვასახელა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0