სათამაშოები, რომლებიც ნაძვის ხეზე ისტორიას ყვებიან

© photo : Courtesy of George Zerekidzeთამთა მოსიაშვილი და გიორგი ზერეკიძე WoodTiness-ის დამფუნძნებლები
თამთა მოსიაშვილი და გიორგი ზერეკიძე  WoodTiness-ის დამფუნძნებლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
უნივერსიტეტში  დაწყებულმა ბიზნეს–იდეამ  გაამართლა... თამთა მოსიაშვილი და გიორგი ზერეკიძე  WoodTiness-ის დამფუძნებლები არიან. მათ მიერ შექმნილმა ნივთებმა   ბევრი ადამინის ისტორია მოიცვა,  მათი საახალწლო სათამაშოები და აქსესურები კი ჩვენს სახლებში თავის ისტორიას ყვებიან.  WoodTiness –ს თამთა თავად გაგაცნობთ.

ნინი რაზმაძე 

- ხელნაკეთი ნივთების დამზადების გამოცდილება არ გვქონდა, მაგრამ იყო იდეა. უნივერსიტეტში დავალება მოგვცეს,  რომ დაგვეწერა ბიზნეს–გეგმა. სააბოლოო ჯამში ამ იდეაზე შევჩერდით.  საქმიანობა ჩვენი სახსრებით დავიწყთ. გვინდოდა დაგვენგრია სტერეოტიპი, რომ ბროშებს მხოლოდ უფროსი  ასაკის ადამიანები მოიხმარენ და ვფიქრობ,  ეს გამოგვივიდა.  პირველად დამზადებული ბროშები შენახული გვაქვს. ძალიან ემოციური იყო პირველი გამოფენაც.  იმდენად გვიხაროდა საზოგადების მხირდან ამდენი დადებითი ემოციის მიღება, უამრავი რამ გავაჩუქეთ. ეხლა უკვე გვაქვს რამდენიმე ადგილი,  სადაც ჩვენ ნივთებს ვყიდით, მათ შორის,  არის ტურისტული ზონა. გვინდა პროდუქტის საზღვარგარეთ გატანა, სატესტო რეჟიმში რამდენიმე ნივთი გატანილი გვქონდა  და გაამართლა. ამასთან, როდესაც ჩვენი ნივთების განთავსება დავიწყეთ  საიტზე, ყველას თვის პატარა ისტორიას ვუწერდით. 

© photo : Courtesy of WoodTinessWoodTiness-ის სუვენირი
სათამაშოები, რომლებიც ნაძვის ხეზე ისტორიას ყვებიან - Sputnik საქართველო
WoodTiness-ის სუვენირი

– ამბობთ,  რომ თქვენი ნივთები ისტორიას ყვებიან,  რისი თქმა  გსურთ თქვენი ნივთებით?

– ყველა ადამიანს თავისი  ისტორია და რაღაც სათქმელი აქვს...  ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ  ჩვენი პროდუქტი ისეთი  ყოფილიყო, რომელიც კონკრეტულ ადამიანზე ისტორიას მოყვებოდა – დამახასიათებელი აქსესუარი ხომ ადამიანის ხასიათზე, გემოვნებასა და სტილზე მეტყველებს.  ამიტომაც მიგვაჩნია, რომ სწორედ ჩვენს ნივთებს შეუძლია შენზე შენს გარეშე ისაუბროს. რით არის ჩვენი ნივთები სხვებისგან გამორჩეული და განსხვავებული? ალბათ იმით, რომ ჩვენ ახალი მიმართულება დავნერგეთ.  ჩვენს ბრენდს ყველა გამოარჩევს თუნდაც იმით, რომ გადაბმული გულსაბნევები ჩვენ შემოვიტანეთ, ასვე გავაკეთეთ მაგნიტი ბროშები, რომელიც საკმაო  პოპულარობით სარგებლობს.  ვცდილობთ, ისეთ თემატიკას შევეხოთ,  რაც სხვას არ აქვს.  მთლიანად მომხმარებელზე ვართ ორიენტირებული. 

© photo : Courtesy of WoodTinessWoodTiness-ის გულსაბნევი
სათამაშოები, რომლებიც ნაძვის ხეზე ისტორიას ყვებიან - Sputnik საქართველო
WoodTiness-ის გულსაბნევი

– საახალწლოდ რას  სთავაზობთ ერთგულ მომხმარებელს?

– გამომდინარე იქიდან, რომ 2019 წლის სიმბოლო ყვითელი ღორია, ყველაზე მოთხოვნადი ყვითელი გოჭი არის. დამზადებული გვაქვს ნაძვის ხის ხელნაკეთი სათამაშოები ბუმბულებით, რომელიც  ძალიან სადა და დახვეწილია. ამასთან, გვაქვს დეკორაციები, რომელიც  საახალწლო განწყობას უფრო მეტად ამაღლებს.  სხვადასხვა ამიტომ საახალწო გამოფენებზე შეხვდებით ჩვენს სტენდს, სადაც ნახავთ საყურეებს,  გულსაბნევებს, სამაჯურებს,  ბრელოკებს, თმის სამგრებს... ამ ეტაპზე გადართული ვართ საახალწლო თემატიკაზე. საკამოდ დიდი მოთხოვნა ჩვენ საახალწლო ნააძვის ხის  სათამაშოებზე. 

© photo : Courtesy of WoodTinessWoodTiness-ის სუვენირი - თოვლის ბაბუა
სათამაშოები, რომლებიც ნაძვის ხეზე ისტორიას ყვებიან - Sputnik საქართველო
WoodTiness-ის სუვენირი - თოვლის ბაბუა

– სანიტერესო სახელი  შეარჩიეთ ბრენდისთვის...

– სახელზე დიდხანს ვფიქრობდით...  საბოლოოდ,   ჩვენი შინაარსიდან  გამომდინარე გამოვედით. Emptiness არის სიცარიელე და ჩვენი WoodTiness-ით  ადამიანებს ვუვსებთ სიცარიელეს. გვსურდა ჩვენს ნივთებს  მარტო აქსესუარების დატვირთვა არ ჰქონოდა, ამიტომ რაღაც სენტიმენტალური დამოკიდებულბაც ჩვრთეთ.

– რატომ  ხე?

– ზოგადად,  გულსაბნევები ძალიან გადატვირთული და მძიმეა. ხე არის ის მასალა, რომელიც არის ძალზე  მსუბუქი და საერთოდ ვერ გრძნობთ რომ ატარებს. ჩვენი გულსაბნევები მორგებულია ნებისმიერი ადამიანის გემოვნებაზე, ყველამ ხომ თავისი  ხასიათი უნდა ატაროს... 

© photo : Courtesy of WoodTinessWoodTiness-ის სუვენირები
სათამაშოები, რომლებიც ნაძვის ხეზე ისტორიას ყვებიან - Sputnik საქართველო
WoodTiness-ის სუვენირები

– საახალწლო რჩვები  მკითხველისთვის...

– ძალიან მიყვარს საახალწლოდ სახლის მორთვა. ვცდილობდი ყველა აქსესურის  ჩემით შემექმნა, ვაკეთებდი დეკორაციებს. ახლაც ასე ვარ. კარგი იქნება თუ ნაძვის ხე  ძირითადად ოქროს ფერში იქნება მორთული, შეიძლება ცოტა წითელი ფერის სათამაშოების  შერევა,  ამაში დაგეხმარებათ  ჩვენი სათამაშოები და აქსესუარები.   მორთული ნაძვის ხე ხომ მისი „პატრონის“ შესახებ ყვება ისტორიას. ამიტომ ვეცადოთ რომ ისე გავალამაზოთ ჩვენი საახალწლო „პატარძალი“, რომ  ყველაზე განსაკუთრებული, თბილი და ორიგინალური იყოს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0