„გამო“ ერთად ვიმგზავროთ

© photo: courtesy of Social Impact Awardკონსტანტინე ცაავა ლუკა ძაგანია და ლუკა ქვაჭრელიშვილი
კონსტანტინე ცაავა ლუკა ძაგანია და ლუკა ქვაჭრელიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალაქში ტრანსპორტით გადაადგილება დიდი ხანია პრობლემად იქცა.  მუდმივი საცობი და გადატვირთული მოძრაობა,  ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვავალია, რომლესაც ყოველდღიურად ვაწყდებით.  რა არის „გამო“ და როგორ  შეიძლება მისი დახმარებით აღნიშნული პრობლემის გადაჭრა,  ამის შესახებ  აპლიკაციის ავტორები თავად გვიამბობენ.

ნინი რაზმაძე

– როგორ გაგიჩნდათ იდეა შეგექმნათ „გამო“?

ლუკა ქვაჭრელიშვილი:  არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ ქალაქში ტრანსპორტით გადაადგილების  მწვავე პრობლემა დგას. საცობები უკვე ყოველდღიური პრობლემა გახდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვეღარ უმკლავდება მგზავრების რაოდენობას, ტაქსით მგზავრობის საფასური ყოველდღიურად ძვირდება, ამავდროულად კი საწვავის ხარჯი სტაბილურად იმატებს. ყოველივე ამან ტრანსპორტით მგზავრობა  ძალზე ხარჯიანი გახადა, როგორც დროის, ასევე რესურსების მხრივ. სწორედ იმ ფაქტმა, რომ მძღოლების უმეტესობა მარტო მგზავრობს თავისი მანქანით, გაგვიჩინა იდეა.  ავტომანქანაში არსებული თავისუფალი ადგილები ზუსტად ის გამოუყენებელი რესურსია, რომელიც შეიძლება იქნას გამოყენებული ამ პრობლემის ნაწილობრივ გადასაჭრელად.  ეს იყო ის ნაპერწკალი, რომელმაც მოგვცა მოტივაცია დაგვეწყო მუშაობა  „გამო”-ზე. 

© photo: courtesy of Konstantine Tsaavaაპლიკაცია "Gamo"
„გამო“ ერთად ვიმგზავროთ - Sputnik საქართველო
აპლიკაცია "Gamo"

– რა არის „გამო“ და  რა ფუნქციები აქვს?

ლუკა ძაგანია:  „გამო“ არის მობილური დამგზავრების აპლიკაცია, რომელიც აკავშირებს ერთი მიმართულებით მიმავალ მძღოლებს და მგზავრებს, რაც შესაძლებლობას აძლევს ორივე მხარეს გაიყონ  მგზავრობის ხარჯები. ამ ეტაპზე „გამო “ აძლევს საშუალებას მომხმარებლებს იმგზავრონ როგორც ქალაქში, ასევე ქალაქგარეთ, წინასწარ დაგეგმონ თავიანთი მგზავრობა  და მინიმალური ინტერაქციით გადარიცხონ საწვავის ხარჯი.

– რამდენი ადამიანი მუშაობდით პროექტზე?

ლუკა ძაგანია: ჩვენი გუნდი შედგება სამი ადამიანისგან, კონსტანტინე ცაავა განაგებს პროდუქტის დიზაინს და ასევე აკონტროლებს აპლიკაციის შექმნის პროცესს. ლუკა ძაგანიას ევალება კომპანის ბრენდინგის და მარკეტინგული სვლების შემუშავება და  ინვესტორების და პარტნიორების მოძიება, მათთან ურთიერთობის ჩამოყალიბება. ლუკა ქვაჭრელიშვილი კი კომპანიის ლეგალური მხარითაა დაკავებული და აკონტროლებს კომპანიის ბიზნეს–საქმიანობას. 

ფართიბასი - Sputnik საქართველო
დაუვიწყარი ექსკურსიები უცნაურ და სახალისო party bus-თან ერთად

– „გამო” რით არის გამორჩეული სხვა მსგავსი აპლიკაციებისგან?

კონსტანტინე ცაავა: სხვა ანალოგიური აპლიკაციებისგან განსხვავებით ჩვენ გადავწყვიტეთ ამ საკითხს ინოვაციურად მივდგომოდით. „გამო“ გაძლევთ საშუალებას იმოგზაუროთ როგორც ქალაქგარეთ, ასევე ქალაქში  მაშინ, როდესაც ჩვენი კონკურენტები ძირითადად ქალაქგარეთ მგზავრობაზე არიან ორიენტირებული.  ჩვენს აპლიკაციაში ასევე გვაქვს ალგორითმი, რომელიც მანძილის, დროისა და მანქანის წვიდან გამომდინარე,  გაძლევთ საწვავის დანახარჯის ზუსტ ოდენობას და გაძლევთ საშუალებას შეადაროთ ალტერნატიულ ტრანსპორთტან შედარებით თქვენი მგზავრობის ხარჯი.

– ეხლა რა ეტაპზეა თქვენი პროექტი?

კონსტანტინე ცაავა: პროექტი უკვე ტესტირების ბოლო ეტაპზეა. ტესტირების დასრულება ნოემბრის შუა რიცხვებში იგეგმება. ტესტირების დასრულების შემდეგ მომხმარებლების გამოცდილებიდან გამომდინარე შეტანილი იქნება ბოლო  ცვლილება და  „გამო” ხელმისაწვდომი გახდება მომხმარებლებისთვის. 

– Social impact award –ის გამრჯვებულები ხართ.  რა გამოცდილება მიიღეთ ამ კონკურსისგან?

ლუკა ქვაჭრელიშვილი:  Social impact award–ი საერთაშორისო პროექტია, რომლის მიზანიც ქვეყანაში სოციალური საწარმოების შექმნა და განვითარების ხელშეწყობაა. მას შემდეგ,  რაც ჩვენი გუნდი  შეირჩა პროექტში მონაწილეობისთვის, ჩვენ გავიარეთ 4–თვიანი ინკუბაციის პროექტი, მოგვეცა საშუალება მიგვეღო მონაწილეობა სხვადასხვა ვორკ–შოფებში ისეთ თემებზე,  როგორიცაა  მარკეტინგი, სოციალური მეწარმეობა, ინვესტორებთან პროექტის წარდგენა. ასევე დაგვინიშნეს ბიზნეს–მენტორი, რომელთანაც დაწვრილებით გავიარეთ ბრენდინგის მთავარი ასპექტები, კომპანიის ბრენდად ჩამოყალიბების პროცესი და ჩვენ მომხმარებლებთან კომპანიის სახელით ურთიერთობის ძირითადი მეთოდები. 

© photo: courtesy of Konstantine Tsaavaკონსტანტინე ცაავა ლუკა ძაგანია და ლუკა ქვაჭრელიშვილი
„გამო“ ერთად ვიმგზავროთ - Sputnik საქართველო
კონსტანტინე ცაავა ლუკა ძაგანია და ლუკა ქვაჭრელიშვილი

– საზოგადეობის მხრიდან როგორი გამოხმაურება მოჰყვა თქვენს შექმნილ აპლიკაციას?

ლუკა ქვაჭრელიშვილი: საზოგადოების ძირითადი ნაწილისგან დადებითი რეაქცია მივიღეთ, ბევრმა აღნიშნა  მსგავსი პლატფორმის არსებობის აუცილებლობა, გამოთქვა აპლიკაციის გამოყენების სურვილი და თავიანთი მოსაზრებები თუ როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ იგი. უსაფრთხოება და სხვა მომხმარებლების ვერიფიკაცია იყო მთავარი სურვილი მოხმარებლების მხრიდან, რაშიც ჩვენ სრულად ვეთანხმებით და მაქსიმალურად ვაკონტროლებთ ჩვენი მომხმარებლების ვერიფიქაციის პროცესს.

– როგორია აპლიკაციის მუშაობის პრინციპი?

კონსტანტინე ცაავა: აპლიკაციის მუშაობის პრინციპი მარტივია. მომხმარებლები მინიმალური ინტერაქციით აფიქსირებენ მათთვის სასურველ მარშრუტებს, ჩვენი ალგორითმი კი პოულობს საუკეთესო თანხვედრებს, წინასწარ აწვდის ინფორმაციას თანამგზავრის, დაზოგილი თანხისა და მგავრობის სხვა დეტალების შესახებ. გადაწყვეტილებას კი მომხმარებლები იღებენ შემოთავაზებული ვარიანტებიდან. 

გიორგი ბესტავაშვილი და ბექა ბაბუნაშვილი - Sputnik საქართველო
ბიჭები, რომელთაც ჟესტების ენის მთარგმნელი ხელთათმანი გამოიგონეს

– სახელი როგორ შეარჩიეთ?  

ლუკა ძაგანია:  სახელზე საკმაოდ დიდი ხანი ვიფიქრეთ, გვქონდა სამუშაო სახელები, მაგალითად,  „ბაგი“  ან  „დერუტი“, თუმცა,  ჩვენ ვიცოდით, რომ საჭირო იყო უფრო მარტივი და ჟღერადი სახელი, რაც მარტივად დაამახსოვრდებოდათ ჩვენს მომხმარებლებს. ამ პრინციპით ჩვენ მოვიფიქრეთ სახელი „გამო”, რადგან ის მარტივად ასოცირდება დამგზავრების და ზოგადად, მგზავრობის პროცესთან,  თან  საკმაოდ ჟღერადია.

– სამომავალოდ რა გეგმები გაქვთ ?

ლუკა ქვაჭრელიშვილი: საქართველოში დამკიდრების შემდეგ ჩვენ ვგეგმავთ  „გამო“ ნელ-ნელა გავიტანოთ საზღვარგარეთ, რაზეც მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. გარდა ამისა, ვგეგმავთ აპლიკაციას რიგი ფუნქციები დავამატოთ.  მაგალითად,  როგორიც იქნება საწვავის ანაზღაურება პირდაპირ  ჩვენი აპლიკაციიდან ან რომელიც იქნება ორიენტირებული გამონაბოლქვის შემცირებაზე, თუმცა,  ჩვენი მომხმარებლების სურვილი იქნება გადამწყვეტი ნებისმიერი ფუნქციის დამატებისას.

           

 

ყველა ახალი ამბავი
0