სჭირდება თუ არა სურსათის ეროვნულ სააგენტოს „კომბალი“

© Sputnik / Alexander Imedashviliქუჩის ვაჭრობა თბილისში
ქუჩის ვაჭრობა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოში 2017 წელს, კვების ობიექტებში მოწამვლის შესახებ 29 შეტყობინება შევიდა. რამ განაპირობა ეს მაჩვენებელი და რა მდგომარეობაა ზოგადად საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, „Sputnik საქართველო“ საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძეს ესაუბრა.

— პრაქტიკამ გამოავლინა, რომ არა აქვს მნიშვნელობა დიდია ობიექტი თუ  პატარა, რამდენად მოწესრიგებული აქვს დარბაზი, საპირფარეშოები და ასე შემდეგ, სამზარეულო ეს არის ცალკე მონაკვეთი, რომელიც შეიძლება რადიკალურად განსხვავდებოდეს დარბაზისგან. შეიძლება დარბაზი იყოს ძალიან ლამაზი, მიმზიდველი, იქ იყოს ძალიან სასიამოვნო აურა, მომხმარებელი კომფორტულად გრძნობდეს თავს,  მაგრამ სამზარეულო იყოს მოუწესრიგებელი…

საბედნიეროდ ეს არ ეხება ყველას. მინახავს კაფეები 3-4 მაგიდაზე, ზესტაფონში მაგალითად, სადაც იყო სისუფთავე და უსაფრთხოდ და უვნებლად შეიძლებოდა კვება. ყველაფერი დამოკიდებულია ბიზნეს ოპერატორზე, მის კეთილსინდისიერებაზე და იმაზე, რამდენად ზედმიწევნით ასრულებს ის სურსათის ეროვნული სააგენტოს მითითებებს. შეიძლება სურსათის სააგენტო შევიდეს, მისცეს მითითებები და  როგორც წერია კანონში,  გონივრული ვადის შემდეგ გადაამოწმოს, რამდენად აღმოიფხვრა იქ არაკრიტიკული შეუსაბამობები, რისთვისაც ეძლევა მას 6 თვე.

ქართული ყველი - Sputnik საქართველო
საეჭვო წარმოშობის ყველი ქართულ ბაზარზე - რა საფრთხეებს მალავს ასეთი პროდუქტი

- რა არაკრიტიკულ შეუსაბამობაზე შეიძლება იყოს საუბარი?

თუ იქ არის რაღაც ელემენტარული, რომელებიც შეიძლება შემდგომში კრიტიკულ შეუსაბამობაში არ გადაიზარდოს, არაუშავს, მაგრამ შეიძლება რაღაცას სჭირდებოდეს სასწრაფოდ ხელის შევლება და ასეთ  შემთხვევაში მისთვის მიცემული ვადა პროდუქციის ხარისხზე და უვნებლობაზე აისახოს.

სურსათის ეროვნული სააგენტო „კომბლე“ არ არის, რომ სულ ვიღაცას თავში ურტყას. აუცილებელია, რომ ბიზნეს ოპერატორებმა შეასრულონ ის მითითება, რომელსაც მათ სააგენტო  მისცემს და დროულად გამოასწორონ და აღმოფხვრან შეუსაბამობები. თუკი ყველა იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ გაუფრთხილდეს საკუთარ იმიჯს და მომხმარებლის ჯანმრთელობას, რა თქმა უნდა ბევრად წინ წავიწევით და  არა მარტო მომხმარებელი დარჩება მოგებული, არამედ ბიზნეს ოპერატორიც, ვინაიდან მომხმარებელი არის ძალიან მგრძნობიარე და  გათვითცნობიერებული. დამთავრდა ის დრო, როცა ყველაფერი იყიდებოდა საქართველოში. მომხმარებელმა იცის ეტიკეტის კითხვა და ის უკვე ხმამაღლა აფიქსირებს პრეტენზიას. აქედან გამომდინარე თუ მწარმოებელს უნდა თავისი ბიზნესის განვითარება, ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი გარემო, ის უნდა იყოს ორიენტირებული ხარისხიანი უვნებელი პროდუქტის მიწოდებაზე. ამ პროდუქციას მომხმარებელი იყიდის და ყოველი გაყიდული პროდუქტისგან მიღებული  მოგება რა თქმა უნდა აისახება ბიზნესის განვითარებაზე.  თუ ქვეყანაში რამე სწორად არ კეთდება, მიზეზი თითოეულმა ჩვენთაგანმა საკუთარ თავში უნდა ეძებოს. აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა ვისწავლოთ პრეტენზიის დაფიქსირება და შესაბამისად ამ პრეტენზიის აღმოფხვრაც მოვითხოვოთ.

კაფე - Sputnik საქართველო
რით ვიკვებებით კაფე-რესტორნებში – თბილისში 7 ობიექტი დაიხურა

-კანონმდებლობა რამდენად იცავს მომხმარებელს?

სურსათის უვნებლობის სფეროში არსებულ კანონმდებლობაში ბიზნეს-ოპერატორი დარღვევების შემთხვევაში 1000 ლარით ჯარიმდება. მე ვთვლი, რომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მუშაობა კანონმდებლობის გამკაცრებაზე — საჭიროა საჯარიმო სანქციების გაზრდა. ბიზნეს ოპერატორი არ უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ მარტივად გადაიხადოს ჯარიმა და შემდეგ ეს თანხა ისევ მომხმარებელს ამოაცალოს ჯიბიდან.

-გარდა ამისა რა პრობლემებს ხედავთ ამ სფეროში?

სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას გარემოვაჭრეობა, მით უმეტეს მალფუჭებადი პროდუქტით. იცის საზოგადოებამ, რომ ტელეკომპანია „იბერიაზე“ ჩვენ გვაქვს გადაცემა „სახალხო კონტროლი“, სადაც ვცდილობთ გავაშუქოთ საზოგადოებრივი კვების  ობიექტებში არსებული მდგომარეობა. ჩვენ დავდივართ რეგიონებშიც, მაგრამ უმეტესად  გადაღებებს თბილისში ვაწარმოებთ. ხედავს მოსახლეობა რა მდგომარეობაა ამ მხრივ.

გარე ვაჭრობა თუ იარსებებს,  უნდა იყოს ორგანიზებული, მერიის ან თვითმმართველობის სამსახურების მიერ სპეციალურად მოწყობილ დახლებზე და შესაბამისი პირობების დაცვით, აი ისე, როგორც მაგალითად ევროპაშია შაბათ-კვირას.

 

ყველა ახალი ამბავი
0