ქართველი ჯონი დეპი, ანუ თბილისის ყველაზე ცნობილი ბარმენის ისტორია

გამოწერა
„Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი თბილისის ყველაზე ცნობილ ბარმენს - ბექა რაზმაძეს ესუბრა

ჯონი დეპის ქართველმა ორეულმა, როგორც მას თბილისელი „ტუსოვშჩიკები“ უწოდებენ, ბარის უკანა მხარე დაგვანახა და მაღალი გრადუსის მქონე პროფესიის თავისებურებები გაგვანდო.

- ამ სფეროში როგორ მოხვდით?

— 19-20 წლის ვიყავი, როდესაც მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ ღამის კლუბში მოვხვდი. ეს იყო კარგი დაწესებულება ფეის-კონტროლით და ბარმენებით, რომლებიც სხვადასხვა შოუს აკეთებდნენ. როდესაც ეს დავინახე, მათთან ერთად მუშაობა მომინდა. მეგობრებსაც ვუთხარი, რომ ამას აუცილებლად მივაღწევდი.

© Sputnik / Alexander Imedashviliბარმენი ბექა კოქტეილს ამზადებს
Бармен Бека делает коктейль за барной стойкой - Sputnik საქართველო
ბარმენი ბექა კოქტეილს ამზადებს

თავიდან სხვა ადგილას მიმტანად მოვეწყვე, შემდეგ ბარმენების სკოლაში მოვხვდი, სადაც ორთვიანი კურსი გავიარე. ხუთი პრაქტიკანტიდან მარტო მე ამიყვანეს. მე ყველაზე აქტიური ვიყავი, ცხოვრებაში საერთოდ ასეთი ვარ. ეს დამეხმარა ორი წლის შემდეგ მოვხვედრილვიყავი იმ ადგილას, სადაც ბარმენობის სურვილი გამიჩნდა.

- ადამიანებს განათლების მიღება არ შეუძლიათ და ამიტომ ეწყობიან ბარმენებად, თუ სხვა მიზეზი არსებობს?

— არიან ადამიანები, ვინც სწავლასა და მუშაობას უთავსებს, მაგრამ ეს ძირითადად მიმტანებია. ბარმენები უფრო ზრდასრული ხალხია. ბარმენი  — პროფესიაა, მიმტანი — სულ სხვა რამეა, გარკვეულ დღეებში შეიძლება იმუშაო და პარალელურად ისწავლო.

საერთოდ, ამაში როგორც აზარტულ თამაშში ეფლობი, და ამან შეიძლება სწავლა საერთოდ დაგავიწყოს. ვიღაცამ შეიძლება დროებით იმუშავოს, მერე კი წავიდეს და პროფესიას გაჰყვეს, ზოგი რჩება. მე ვგეგმავდი უმაღლესი განათლების მიღებას, ჩავაბარე და ერთი წელი ვისწავლე კიდეც, მაგრამ ცუდი გრაფიკისა და ღამის ცვლებში გადაღლილობის გამო სწავლა მივატოვე. 

- საქართველოში რამდენია ბარმენების სკოლა და რა დონეზე ასწავლიან იქ ამ პროფესიას?

— ერთი ან ორი, შეიძლება ოდნავ მეტი. საკმაოდ კარგ დონეზე ასწავლიან. კოქტეილების გაკეთებას, ფლეირინგსაც (კოქტეილების მომზადება ჟონგლირების ელემენტების გამოყენებით). შემდეგ ყველაფერი პრაქტიკაზე და ადამიანის სურვილზეა დამოკიდებული.

სკოლა გეხმარება მიხვდე, გინდა თუ არა იყო ამ სფეროში. კარგია, რომ ეს სკოლები არსებობს საქართველოში. მეც დავამთავრე ერთ-ერთი სკოლა, ის, რა თქმა უნდა, დამეხმარა, მაგრამ პრაქტიკას არაფერი ჯობია. აირჩევ შენს სტილს და მოხვდები ან სასტუმროში, ან კლუბში.

- რით განსხვავდება კლუბის ბარმენი სასტუმროს ბარმენისგან?

— სასტუმროში ძალიან მშვიდი, წყნარი ბარმენებია, რომლებიც აკურატულად ამზადებენ კოქტეილებს. გემო, რა თქმა უნდა, არ განსხვავდება. ამ პროცესის ყურება ძალიან სასიამოვნოა, ლამაზად და სუფთად გამოსდით. კლუბში კი უფრო აქტიურები ვართ.

- ბევრი ჯონი დეპს გადარებს. ამას როგორ უყურებთ?

— ეს სასიამოვნო ჟესტია ჩემთვის. მიყვარს ეს მსახიობი, „კარიბის ზღვის მეკობრეების“ ფანი ვარ. ამ პერსონაჟის ტიპაჟი მომწონდა, როგორღაც ავტომატურად დავემსგავსე მას სახით, წვერით, აქსესუარებით. ადრე უფრო ვგავდი, ახლა უკვე აღარ.

© Sputnik / Alexander Imedashviliბარმენი ბექა
Бармен Бека - Sputnik საქართველო
ბარმენი ბექა

- ამბობენ, რომ ბარმენი ნამდვილი ფსიქოლოგია. ხშირიად გიხსნიან გულს უცნობი ადამიანები?

— ეს უფრო მეტად ეხება კლასიკურ რესტრნებსა და სასტუმროებს, სადაც მსგავსი დიალოგებისთვის დრო არის. ასეთ კლუბში, სადაც მე ვმუშაობ, ასეთი სიტუაციები არ ხდება. კი, შეიძლება დამეგობრდე და მერე უკვე მეგობრული ურთიერთობა დაიწყო, თორემ ისე, რომ ვინმე ჩამოჯდეს და პრობლემებზე ლაპარაკი დაიწყოს — ამისთვის დრო არ რჩება, ერთბაშად 200-300 სტუმარი შეიძლება გვყავდეს.

რაც შეეხება ფსიქოლოგიას, ადამიანების უზარმაზარ რაოდენობასთან ურთიერთობას თავისი შედეგი მოაქვს. სტუმრების თაობები მოდიან და მიდიან, მე კი სულ აქ ვარ და ყველასთან ვურთიერთობ. ეს ცხოვრებაშიც მეხმარება.

- რთულია იყო ბარმენი?

— რთულია იყო კარგი ბარმენი. იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოოდ კოქტეილების მომზდება — არის ბევრი ნიუანსი. კოქტეილის მომზადება შეიძლება ისწავლო, მაგრამ საქმისკენ შინაგან მიდრეკილებას ვერა. უნდა იყოს მოტივაცია, ადამიანებთან ურთიერთობა უნდა მოგწონდეს.

თამთა ქენქაძე - Sputnik საქართველო
ქართველი მეგან ფოქსის ისტორია, ანუ რატომ მიდიან მოდელები პროფესიიდან

ისიც მნიშვნელოვანია, რომ კარგ ბარში მოხვდე. შეიძლება კარგი ბარმენი გახდე, მაგრამ ცუდ ადგილას მუშაობდე. El Centro-ს მსგავს ბარებში მოხვედრა რთულია. გასაუბრებით არავის იღებენ, უნდა ნახონ, ადამიანი რამდენად პროფესიონალია, რა შეუძლოია და საერთოდ, საიდან მოვიდა.

- თუ შევადარებთ ბარმენობის დონეს საქართველოსა და ევროპაში, არის განსხვავება?

— ვყოფილვარ იტალიაში, იბიცაზე, სადაც სხვადასხვა კლუბში და ბარში ვიარე. შეიძლება, არ ვყოფილვარ ძალიან მაგარ ადგილებში, სადაც ჩვენსავით რთულია მოხვედრა, მაგრამ განსაკუთრებული განსხვავება არ არის. 

- რა აკლია ბარმენულ საქმეს საქართველოში?

— თავისი საქმის პროფესიონალები, და კიდევ ის, რომ ბარმენები დააფასონ. დაწესებულებები, რომლებშიც მუშაობენ ბარმენები, უნდა აძლევდნენ მათ საშუალებას იარონ უცხოეთში, რათა მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ტრენინგებსა თუ ჩემპიონატებში. ეს დაეხმარებათ მათ ახლის სწავლაში და ახალი იდეების მიზიდვაში. 

- საქართველოში ტარდება მსგავსი ჩემპიონატები?

— დიახ, თითქმის ყოველ წელს. საუკეთესო კოქტეილზე, საუკეთესო ფლეირინგ-შოუზე. ამ ჩემპიონატებზეც შეიძლება რაიმე ახალი აღმოაჩინო შენთვის. მაგალითად, ჩვენ მოვიგეთ პრიზი როგორც ერთ-ერთმა საუკეთესო ბარმა კლუბში 18 ქვეყანას შორის.

© Sputnik / Alexander Imedashviliბარმენ ბექას ჯილდო, რომელიც მან კლუბის საუკეთესო ბარისთის მიიღო
Бармен Бека держит в руках свою награду за лучший бар в клубе - Sputnik საქართველო
ბარმენ ბექას ჯილდო, რომელიც მან კლუბის საუკეთესო ბარისთის მიიღო

- რა დამოკიდებულება აქვთ ადამიანებს ბარმენებისადმი?

— ძირითადად კარგი, ათასიდან ერთ შემთხვევაში შეიძლება კონფლიქტი მოხდეს. სირთულე იმაშია, რომ ყველას პრობლემები აქვს: შენ გაქვს, მეც მაქვს. და არის მომენტები, როდესაც სულაც არ გინდა იყო ბარში, მაგრამ ეს გრძნობა გვერდზე უნდა გადადო. ის უნდა აკეთო, რისთვისაც ხარ აქ, აგრესია და პრობლემები უკან უნდა მოიტოვო.

ბუნებრივია, არის ისეთი რეპლიკები და ჟესტები, რომელიც არ მომწონს, მაგალითად „ე, დამისხი“ და ა.შ. მაგრამ ჩვენთან El Сentro-ში ასე არ ხდება, იმიტომ რომ აქ ყველა როგორც ერთი ოჯახი ვართ. თუ ვინმე ახალი მოდის, აკვირდება გარემოს და ადამიანებს და იგივენაირად იქცევა. არის გამონაკლისებიც, მაგრამ ის, ვინც უხეშობს, აქ მეორედ ელემენტარულად აღარ მოვა.

- წელიწადის დროზე როგორ არის დამოკიდებული თქვენი სამსახური?

— გაზაფხულისკენ, თებერვალ-მარტში, სტუმრების რაოდენობა იკლებს. დღესასწაულების შემდეგ ყველა ისვენებს. ამიტომ ზამთარში ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით ვმუშაობთ. მაისიდან ხალხის მოზღვავება იწყება და ყოველდღე ღია ვართ. სხვა დროს ყველაფერი სტაბილურად არის.

Bassiani - Sputnik საქართველო
ქართული ღამის კლუბი მსოფლიოს საუკეთესო კლუბების ტოპ-ოცეულში შევიდა

- მოგვიყევით სასაცილო, კურიოზულ შემთხვევებზე.

— ასეთები ხშირად ხდება, გახსენებაც კი მიჭირს. ზოგჯერ ჩაი პაკეტის გერეშე მიგაქვს, ზოგჯერ შეკვეთას სხვა ადამიანს წაუღებ, მერე კი გზაში გაგახსენდება, მოტრიალდები, ყველას ეცინება. 

- საშიში შემთხვევები მომხდარა?

— ერთხელ სეზონურ ბარში ზღვაზე ვმუშაობდი, სადაც ნინო ქათამაძის კონცერტი ტარდებოდა. მეგობართან ერთად ცეცხლის გამოყენებით შოუ უნდა მოგვეწყო. ისე მოხდა, რომ ძლიერი ქარი იყო, და როდესაც ჩემმა კოლეგამ ცეხლი გამოუშვა, სახეში მომხვდა. დამწვრობები მივიღე, წარბები და წვერი დამეწვა, ხუთი დღე თველაბზე ყინულები მედო. მაგრამ გამიმართლა, გადავრჩი.

- რას სვამენ ქართველები და რას — უცხოელები?

— ქართველების საყვარელი სასმელია „ლონგ-აილენდი“ (ტეკილა, არაყი, ჯინი და რომი). ალბათ, უყვართ ძლიერი სასმელები, რადგან ჭაჭაზე გაიზარდნენ. უცხოელებისგან განსხვავებით, ყველაფრის ერთმანეთში არევა უყვართ, კოქტეილები უყვართ. ჩამოსულები რაიმე უბრალოს სვამენ — ვისკის, არაყს, ორკომპონენტიან სასმელებს: არაყს წვენთან ერთად ან ჯინ-ტონიკს. ის ყველაზე პოპულარულია უცხოელებში.

© Sputnik / Alexander Imedashviliკოქტეილი „ექშენი“ - საუკეთესოა ბექას კოქტეილებიდან
Коктейль Экшн - лучшее, что делает бармен Бека - Sputnik საქართველო
კოქტეილი „ექშენი“ - საუკეთესოა ბექას კოქტეილებიდან

- არსებობს მითი, რომ ყველა ბარმენი ალკოგოლიკია. ეს ასეა?

— ძირითადად კი. არსებობს ისეთი ბარმენებიც, კარგი პროფესიონალები, რომლებიც საერთოდ არ სვამენ. მე პირადად ვსვამ, მომწონს, იმიტომ, რომ ალკოგოლი მუშაობაში მეხმარება, ყველასთან ერთ ტალღაზე მინდა ვიყო. მაგრამ იმდენი არ უნდა დალიო, რომ ამან მუშაობაში ხელი შეგიშალოს.

- ასევე მიიჩნევენ, რომ ბარმენებს გოგოები ეხვევიან. ამაზე რას იტყვით?

— კი, ეს ასეა. ეს სფერო გეხმარება გოგონების გაცნობაში, განსაკუთრებით როდესაც კარგ დაწესებულებაში მუშაობ.

- თქვენ მეუღლე გყავთ. ეს არ უშლის ხელს თქვენს ურთიერთობებს?

— ახლახან დავქორწინდი, მაგრამ მან თავიდან იცოდა, რომ მე ბარმენი ვარ, რომ ეს ჩემი საქმეა, ამით ვშოულობ ფულს ოჯახისთვის. ალბათ, ქალებს არ უნდა დააბრალო ყველაფერი, მამაკაციც პატიოსანი უნდა იყოს. მე ჩემ თავს პატიოსნად ვთვლი, და სამსახური არ მიშლის ხელს.

გოგონა ტელევიზორთან - Sputnik საქართველო
თბილისის ღამის ცხოვრება წვრილმანებში: ეკრანებზე სკანდალური სერიალი გამოდის

- რისთვის შეიძლება გაათავისუფლონ ბარმენი?

— ფულის მოპარვისთვის. ეს ყველაზე ცუდი რამეა, რაც კი შეიძლება ჩაიდინო. უნდა აიღო მხოლოდ შენი, სხვისი — არა. 

- ანუ არავის ატყუებთ, თუნდაც ადამიანი ძალიან მთვრალიც რომ იყოს?

— ხდება ისე, რომ შეიძლება დაიბნე და ანგარიში არასწორად დათვალო, მაგრამ სპეციალურად მოტყუება არ შეიძლება.

- რა გეხმარებათ უზარმაზარი კონკურენციის პირობებში შარდენის ქუჩაზე პოპულარობის და ყველაზე მოდური დაწესებულების სტატუსის შენარჩუნებაში?

— ჭკვიანური მენეჯმენტი, კოლექტივი, რომელიც ძალიან იშვიათად იცველბა. ყველაფერში სტაბილურობა გვაქვს, ხალხი შეგვეჩვია. კარგ მომსახურებას, ხარისხიან კოქტეილებს. ზოგი დროთა განმავლობაში ხარისხს აფუჭებს, მაგრამ ჩვენ არა. ყველანი ხუთიანზე ვმუშაობთ. მიმაჩნია, რომ არ არსებობს დაწესებულება, რომელიც კონკურენციას გაგვიწევს. იმიტომ არა, რომ აქ ვმუშაობ, უბრალოდ ბევრგან ვარ ნამყოფი. 

- ბარმენად 10 წელია მუშაობთ. ორი სიტყვით როგორ აღწერთ თქვენ საქმეს?

— ბარმენობა — ეს ცხოვრებაა. უზარმაზარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას იღებ. არასდროს არ ვინანებ, რომ ეს გზა ავირჩიე, წარსულში რომ დამაბრუნონ, კიდევ ერთხელ ავირჩევდი. 

- ყველა ბარმენის საიდუმლო არსებობს?

— ყველა ფიქრობს, რომ ყოველთვის ბედნიერი ხარ, სულ კარგ ხასიათზე ხარ, მაგრამ ეს ასე არ არის.

- დამწყებ ბარმენებს არს ურჩევდით?

— აკეთეთ თქვენი საქმე ხარისხიანად, ყველაფერი ისწავლეთ. იურთიერთეთ ადამიანებთან, იყავით ღია ყველასათვის და გიხაროდეთ, რომ ბარმენი ხარ.

ყველა ახალი ამბავი
0