ლოლიტა მილიავსკაია: ახლა მესმის, რატომ სახლდებიან საქართველოში

© Sputnik / Denis AslanovЛолита Милявская во время съемок клипа на песню "Судьба"
Лолита Милявская во время съемок клипа на песню Судьба - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik წარმოგიდგენთ ექსკლუზიურ ინტერვიუს რუს მომღერალ ლოლიტა მილავსკაიასთან, რომელმაც იანვარში საქართველოში ორი სიმღერის კლიპი გადაიღო (Раневская და Судьба)

Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტები გადასაღებ მოედანზე ლოლიტას გაესაუბრნენ.

© Sputnik / Denis Aslanovლოლიტა მილიავსკაია სიმღერის Судьба კლიპის გადაღებების დროს
Лолита Милявская во время съемок клипа на песню Раневская - Sputnik საქართველო
ლოლიტა მილიავსკაია სიმღერის Судьба კლიპის გადაღებების დროს

- ორი კლიპი — ეს საკმაოდ მასშტაბური სამუშაოა. რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში მათი გადაღება?

— შემოდგომით მეგობრებმა ჩემი საყვარელი ნინო ქათამაძის ახალი კლიპი მაჩვენეს. ეს უნიკალური მომღერალია, ვგიჟდები მასზე, თუმცა ერთმანეთს არ ვიცნობთ. ჰოდა, როდესაც ვნახე, შოქში ჩავვარდი! შესანიშნავი ნამუშევარია! რა თქმა უნდა, პირველი კითხვა, რომელიც გამიჩნდა — ვინ? ვინ გააკეთა? მე პრინციპში ვიცი, რომ ასეთი გადაღება ყველას არ შეუძლია. როდესაც გავიგე, რომ ეს თინა ბარკალაია იყო, მაშინვე მისი ნიმერი ავკრიფე. კიდევ კარგი, რომ ის ტელეფონის ნომერს არასდროს ცვლის. როდესაც დავურეკე, გავიგე, რომ ის დიდი ხანია საქართველოშია. ამიტომაც ვარ აქ და მე და თინამ ორი შესანიშნავი კლიპი გადავიღეთ.

- საქართველოში პირველად იღებთ. მოედანზე თქვენს ირგვლივ ქართველები არიან. ადვილია მათთან მუშაობა?

— ამისთანა პროფესიონალი, შეკრული და ორგანიზებული გუნდი, როგორც საქართველოშია, დიდი ხანია არ მინახავს. რომ მცოდნოდა, რომ აქ ასე მუშაობენ, ბევრად ადრე ჩამოვიდოდი. ნახევარი ჯგუფი არიან ან ჩამოსახლებული, ან დაბრუნებული ადამიანები. ახლა ვხვდები, რატომაც.

- საქართველოში ჩამოსული ადამიანებიდან ბევრი ამბობს, რომ შეუძლებელია არ შეგიყვარდეს ის. თქვენც იგრძენით ეს?

— სახლში დაბრუნება საერთოდ არ მიყვარს. როდესაც ვბრუნდები, შემიძლია სამი დღე სახლიდან არ გავიდე და უბრალოდ სახლის ხალათით ვიჯდე. მთრგუნავს ნაცრისფერი, ამინდი, სიახლეები, ჰაერი. ჩემი ხსნა ბულგარეთია. იცით, იქ ძალიან სუფთა, ლამაზი, მშვენიერი გარემოა. მეზობლები მეგობრობენ, დღესასწაულებს ერთად აღნიშნავენ, რაღაც გემრიელობები მოაქვთ. იქ ცხოვრობს ჩვენი საყვარელი ძაღლი, რომელიც ქუჩაში  ვიპოვეთ. მოკლედ, ის ჩემი ხსნაა. ამას რატომ ვყვები — გადაღებების მეორე დღეს გადაასღებად უფლისციხეში წავედით. როდესაც იქ შევედით, ვთქვი: „ეს ხომ ჩემი ბულგარეთია!“. ქუჩები, სახლები, ადამიანები, ბუნება, ყველაფერმა ბულგარეთი გამახსენა. მაგრამ საქართველოს არავითარ შემთხვევაში არ ვადარებ ბულგარეთთან. საქართველოს ისეთი ისტორია აქვს, ის ინტელიგენტურია, ყველაფრით სავსეა, აქ ძალიან ბევრი გენიალური რამ არის. ჩემი აზრით, საქართველომ შეინარჩუნა თავი როგორც გენიალურობის წყარომ. ამიტომ საქართველო უკვე მიმაჩნია მშობლიურ და საყვარელ ადგილად. მართლა შემიყვარდა თქვენი ქვეყანა.

- მუდმივი გასტროლები, გადაღებები, კონცერტები. თქვენი ოჯახი როგორ იტანს განშორებას? ქალიშვილი და მეუღლე მოგზაურობენ თქვენთან ერთად?

— რა თქმა უნდა, ძალიან ვენატრები, მაგრამ მათ ესმით, რომ ეს ჩემი სამუშაოა. რაც შეეხება მოგზაურობას, ჩემი ქალიშვილი მე-11 კლასს ამთავრებს და მისთვის ახლა მთავარი სწავლაა. თავისუფალ დროსაც სწავლას უთმობს. ისედაც, ბავშვს რატომ უნდა დავუნგრიო ფსიქიკა. გასტროლები — ეს არის საშინელი განრიგი, არანორმალური რიტმი და რეჟიმი. ბავშვს ეს არ სჭირდება. ჩვენ დავდივართ თეატრებში, მუზეუმებში, მას ძალიან უყვარს ცირკი. მეუღლე დამყვება, მაგრამ ძალიან იშვიათად. მაგალითად, თუ გასტროლები ამერიკაში მაქვს, და ვიცით, რომ დათვალიერებისთვის და სასეირნოდ დრო დაგვრჩება, მაშინ ისიც ჩემთან ერთად მოდის. ისიც ძალიან დაკავებულია. იმისათვის, რომ ჩემთან ერთად წამოვიდეს, მან უნდა სამსახურიდან დაეთხოვოს, აიღოს შვებულება. სახლში დაბრუნებისთანავე ცხადდება სამსახურში. ის ძალიან კარგი მწვრთნელია, სამსახურში დილის რვა საათზე მიდის და საღამოს 11 საათზე ბრუნდება.

© Sputnik / Denis Aslanovლოლიტა მილიავსკაია სიმღერის Судьба კლიპის გადაღებების დროს
Лолита Милявская во время съемок клипа на песню Раневская - Sputnik საქართველო
ლოლიტა მილიავსკაია სიმღერის Судьба კლიპის გადაღებების დროს

- რამდენადაც მე ვიცი, თქვენ ასტროლოგიის გჯერათ. ეს მოდაა თუ სერიოზული გატაცებაა?

— მე ძალიან გამიმართლა. გავიცანი ერთი მშვენიერი ქალბატონი. მანამდე ასტროლოგია ჩვეულებრივი თაღლითობა მეგონა. ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც თითქოსდა ექსტრასენსები არიან. ზოგს თავში უქრის და იმიტომ მიმართავენ მათ, ზოგი კი სასოწარკვეთილია. ბევრს არ ესმის, რომ ეს ჩვეულებრივი გაბითურებაა. აქ კი, ასტროლოგიას ვგულისხმობ, საქმე სულ სხვაგვარადაა. ასტროლოგია — ზუსტი მეცნიერებაა. არავინ იცის, ის რამდენ ათასწლეულს ითვლის. ასტროლოგი, რომელიც ჩემთან მუშაობდა, არანაირ რუკებს არ მიხატავდა. მან უბრალოდ მითხრა: „დაბადების მომენტისთვის არსებობს ერთ-ერთი პლანეტა, რომელიც პასუხისმგებელია იმაზე, რომ შენ ამ და იმ ურთიერთობებში თავს კომფორტულად ვერ იგრძნობ. თუ ამაზე მუშაობას არ დაიწყებ, არაფერი შეიცველბა“. მას წელიწადში ერთხელ ვხვდები. ზოგჯერ უფრო ხშირად, მაგრამ მხოლოდ ყავის დასალევად და საჭორაოდ. ზოგჯერ ვეკითხები: „აბა წელს რა იქნება?“ ის პასუხობს: „წელს ოსკარის გარეშე“. ერთხელ მითხრა, რომ ოსკარი ჩვენიაო. არ დავიჯერე, ვიფიქრე, რომელი ოსკარი შოუბიზნესში? თურმე, სულ ტყუილად. სწორედ იმ წელს მივიღე „ტეფის“ სტატუეტი სატელევიზიო შოუსთვის „უკომპლექსოდ“. რუსეთისთვის ეს ნამდვილი ოსკარია. ჩემთვის ეს დიდი ჯოლდოა, შეიძლება ითქვას მთავარი.

© Sputnik / Denis Aslanovლოლიტა მილიავსკაია სიმღერის Судьба კლიპის გადაღებების დროს
Лолита Милявская во время съемок клипа на песню Раневская - Sputnik საქართველო
ლოლიტა მილიავსკაია სიმღერის Судьба კლიპის გადაღებების დროს

- ვიცი, რომ თავისუფალ დროს გიყვართ საჭმლის მომზადება. ზამთრისთვის კონსერვებსაც კი აკეთებთ. რომელია თქვენი საყვარელი კერძი? ქართულ კერძებს თუ ამზადებთ?

— უფლისციხეში ვიყიდე ქართული რეცეპტების წიგნი. ვიფიქრე, შევისწავლი და დავიწყებ მომზადებას. მაგრამ გადაღებების დროს ჩემმა გრიმიორებმა, გოგოებმა დაათვალიერეს ეს წიგნი და პირველივე რეცეპტიდან აღშფოთება გამოხატეს: „ეს რა არის? ეს ასე არ კეთდება!“ ეს ძალიან გამიკვირდა. წიგნი ქართულია, ავტორიც ქართველია. მაგრამ გოგოები ირწმუნებოდნენ, რომ რეცეპტები არასწორია. წიგნში ვახტანგ კიკაბიძის შესავალი სიტყვაც არის. ვიფიქრე, იქნებ მან დაწერა თავისი საყვარელი რეცეპტები და როგორც მამაკაცმა, რაღაცა შეცვალა. მაგრამ ჩემი გრიმიორები მაინც თავისას იმეორებდნენ. მივხვდი, რომ ამ წიგნიდან მექნებოდა მხოლოდ ორი რეცეპტი — ლობიო და წიწილა-ტაბაკა. დანარჩენი არ დაემთხვა. მაგრამ სახლში ქართული რეცეპტით ნიგვზიან ბადრიჯანს აუცილებლად მოვამზადებ.

- აქ რომელი კერძები მოგეწონათ ყველაზე მეტად?

— იცით, აქ ყოველ დღე რას ვჭამ საუზმეზე? სუპ ხარჩოს! დილის ცხრა საათზე, ყოველ დღე — სუპ ხარჩო. ის ღამეც კი მესიზმრება. მერე მომატებული მჟავიანობისთვის წამალს ვსვამ, მაგრამ ეს არაფერია. მერე კი ისევ სუპ ხარჩოს ვჭამ.

© Sputnik / Denis Aslanovლოლიტა მილიავსკაია სიმღერის Судьба კლიპის გადაღებების დროს
Лолита Милявская во время съемок клипа на песню Раневская - Sputnik საქართველო
ლოლიტა მილიავსკაია სიმღერის Судьба კლიპის გადაღებების დროს

- რას ნიშნავს თქვენთვის აბსოლუტური ბედნიერება და დამშვიდება? და თუ გჩვევიათ დამშვიდება?

— თავს ბედნიერად ძალიან ხშირად ვგრძნობ. მხოლოდ იმიტომ, რომ ბედნიერების შეგრძნების დაფიქსირება დავიწყე. მანამდე ნახევარი ცხოვრება წუწუნში გავატარე. ხან ეს არ მომწონდა, ხან ის არ მომწონდა. მერე კი მივხვდი, რომ ასეთი გაელვებები აღარ იქნებოდა. ზოგჯერ ჰაერს მოაქვს რაღაც სუნი, და გახსენდება, რომ ასეთი სუნი იყო, როდესაც შვიდი წლის იყავი. სხვა არომატი კი სიყვარულს გამახსენებს, რომელმაც თავდავიწყებამდე მიმიყვანა. იმ დროიდან თავს ბედნიერად ვგრძნობ.

რაც შეეხება დამშვიდობებას, მე მაღიიზიანებს ყველაფერი, რაც არაპროფესიონალურად კეთდება. აქ დამშვიდობება ქრება. ამიტომ ვებღაუჭები ბულგარეთს. იქ მშვიდად ვარ. იქ შემიძლია თავს უფლება მივცე საღამოს ცხრა საათზე დავიძინო. ასე მაგალითად, ამ ახალ წელს მე და ჩემმა ქმარმა თითო ბოკალი კომპოტი დავლიეთ, რომელიც მე მოვხარშე, საჭმელი შევჭამეთ და საღამოს ცხრა საათზე დავიძინეთ. ეს ჩემი ხსნაა. თავს დამშვიდებულად სწორედ იქ ვგრძნობ. ამით მომხიბლა საქართველომაც. ამ ქვეყანას ისეთი ენერგეტიკა, ისეთი სული აქვს. გავიმეორებ, არავითარ შემთხვევაში არ ვადარებ. ეს არის ორი აბსოლუტურად განსხვავებული ქვეყანა. უბრალოდ ჩემ შინაგან შეგრძნებებზე ვსაუბრობ.

© Sputnik / Denis Aslanovლოლიტა მილიავსკაია სიმღერის Судьба კლიპის გადაღებების დროს
Лолита Милявская во время съемок клипа на песню Судьба - Sputnik საქართველო
ლოლიტა მილიავსკაია სიმღერის Судьба კლიპის გადაღებების დროს

- გეგმავთ საქართველოში დაბრუნებას?

— ამ ქვეყანასთან რომანი დიდი ხნით მექნება. მუზეუმების დათვალიერება ვერ მოვასწარი. ძალიან მიყვარს ისტორია, ვგიჟდები მუზეუმების დათვალიერებაზე. მით უმეტეს ვიცი, რომ აქ არსებობს მუზეუმი უძველესი სამკაულებით. სამწუხაროდ, მჭიდრო განრიგის გამო ვერ დავათვალიერე ყველაფერი, თუმცა ძალიან მინდა. გაზაფხულზე კი საქართველოს ტერიტორიაზე ახალი გადაღებები გველოდება…

ესაუბრა ქსენია არაბული
ყველა ახალი ამბავი
0