ქეთი დოლიძე

დოლიძე ფესტივალ Gift-ზე: არავის დავუთმობ ჩვენს ლიდერობას

30
(განახლებულია 12:22 21.11.2017)
თბილისში გასულ კვირაში დასრულდა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო XX, საიუბილეო ფესტივალი Gift („საჩუქარი")

ფესტივალი ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. წარმოდგენილი იყო თეატრალური დასების სპექტაკლები საქართველოდან, რუსეთიდან, იაპონიიდან, ისრაელიდან და ევროპის ქვეყნებიდან. „Sputnik-საქართველო" 2017 წელს კვლავ ფესტივალ Gift-ის საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორი იყო.

ფესტივალის შედეგებსა და მომავლის ამბიციურ გეგმებზე „Sputnik-საქართველოს" ექსკლუზიურ ინტერვიუში ფესტივალის დამფუძნებელი, ცნობილი რეჟისორი ქეთი დოლიძე ესაუბრა.

- ქალბატონო ქეთი, გილოცავთ ასეთ ლამაზ საიუბილეო ფესტივალს. რას გვეტყვით თქვენი ემოციების შესახებ?

— გმადლობთ! პირველ რიგში, წელს, ამას ყველა აღიარებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან მხოლოდ გერმანელები, ფინელები, იაპონელები, რუსეთი და საფრანგეთი იყვნენ, ეს შესანიშნავი ფესტივალი იყო. იყო ქართული პროგრამაც, პატარა, მაგრამ მაინც იყო. ვფიქრობ, რომ წელს თეატრალურ ფესტივალებს შორის პირველობა მოვიპოვეთ. მაგრამ ჩვენი ხელოვნების ფესტივალია და არა მხოლოდ თეატრალური. ძალზე ხშირად ეშლებათ, როდესაც Gift-ს თეატრალურ ფესტივალს უწოდებენ. ის რომ მიხეილ თუმანიშვილის სახელს ატარებს, არ ნიშნავს, ის მხოლოდ თეატრალურია. წელს ჩვენთან „სუფთა თეატრი" იყო „ბალტიის სახლი". ვფიქრობ, წელს რაღაც განსაკუთრებულად ჩატარდა ფესტივალი. ყველა აღნიშნავდა ფესტივალის უმაღლეს დონეს. და ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ჩვენი პროგრამა უნდა იყოს ან ექსტრა კლასის, ან საერთოდ არ უნდა იყოს. შუალედურზე თანახმა არა ვართ.

Режиссер Кети Долидзе
© Sputnik / Denis Aslanov
ქეთი დოლიძე

- ფესტივალის მონაწილეებიდან ვის გამოყოფდით განსაკუთრებით?

— ყველა განსაკუთრებული იყო. ჩვენ ისეთი მდიდარი არ ვართ, რომ შემთხვევითი რამეები შევარჩიოთ და ვაჩვენოთ. ამიტომ გვყავდა შესანიშნავი საშა ვალცი, აბსოლუტურად გენიალური იაპონელები Sankai Juku თავისი ცეკვით, შემდეგ იყო „ბალტიის სახლის" მიერ წარმოდგენილი „ანა კარენინას" ძალიან საინტერესო ვერსია. ძალიან მიხარია, რომ ალექსანდრ გალიბინის წყალობით რომანს სხვაგვარად შევხედეთ. ეს არატრადიციული დადგმაა. ამიტომ შევარჩიე ის, როდესაც პეტერბურგში ვნახე. იქ მაინც რაღაც სხვა არის გამოკვეთილი, ვიდრე ის, რასაც ჩვენ რომანში ვხედავთ. სხვათა შორის, ამ სპექტაკლს ეწოდება „ანა. ტრაგედია". მაგრამ გალიბინმა გადაწყვიტა, აქ მისთვის „ანა კარენინა" ეწოდებინა. არ ვიცი, ასე რატომ გადაწყვიტა, მაგრამ მე უფრო მომწონს „ანა. ტრაგედია". გალიბინის სპექტაკლია არის იმაზე, რომ საზოგადოება კლავს კარგ, საოცარ ადამიანს, ქალს, რომელსაც სურს, მხოლოდ სიყვარულით იცხოვროს, მაგრამ მხოლოდ სიყვარულით ცხოვრება ამ სამყაროში შეუძლებელია. ეს სპექტაკლი ჩემთვის სწორედ ამით არის ფასეული.

შემდეგ იყვნენ ფინელები — ჰელსინკის თანამედროვე საცირკო ჯგუფი WHS. ისინი თავს უწოდებენ ცირკს თეატრში, მაგრამ, ვფიქრობ, ეს მაინც თეატრალური საქმიანობაა დღევანდელი თეატრის უმაღლესი ტექნოლოგიების გამოყენებით. ეს იყო დრამატული ნაწარმოები, ძალიან რთული, ეწოდებოდა „განშორება". ფესტივალის დახურვაზე ლიონიდან მივიღეთ არაჩვეულებრივი სპექტაკლი — ის ცოცხლად მიდიოდა, ადგილზე მუშაობდა 19 კამერა, ერთდროულად იღებდნენ ამას და ჩვენ გვაჩვენებდნენ. აი, ასე მხიარულად ჩავატარეთ ფესტივალი წელს.

Спектакль Анна Каренина
© Sputnik / Denis Aslanov
სპექტაკლი „ანა კარენინა"

- მართლაც, წელს გქონდათ ვიდეოხიდებიც, მასტერ-კლასებიც, გამოფენებიცა და ცეკვებიც, ვიზუალური ხელოვნებაც. ფესტივალის ფორმატი კიდევ განვითარდება?

— აუცილებლად. მასტერ-კლასებზეც დიდ პიროვნებებს მოვიწვევთ. ვფიქრობ, რომ ნოვატორობით, ნოვატორობისა და უმაღლესი ხელოვნების ჩვენებით, საქართველოში ლიდერები ვართ. და არ ვაპირებ, ეს ლიდერობა ვინმეს დავუთმო.

- რას გვეტყვით მომავალ წელთან დაკავშირებით? რას უნდა ველოდეთ „საჩუქრისგან"?

— ცოტა ცრუმორწმუნე ადამიანი ვარ და წინასწარ ლაპარაკი არ მიყვარს. გეტყვით იმას, რომ ძალიან საინტერესო პროგრამა იქნება. პრაქტიკულად, მისი მონახაზი უკვე გვაქვს. მაგრამ საქმე ისაა, რომ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენი გვექნება თანხა. ფულს გვიმცირებენ და გვიმცირებენ. მაგრამ ძალიან მინდა, რომ მომავალ წელს რუსული პროგრამა უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი.

GIFT — ერთადერთი ფესტივალია საქართველოში, რომელიც ევროპის ფესტივალთა ასოციაციის წევრია, იგი 1997 წელს დაარსდა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალების მიერ (ედინბურგი, ადელაიდა, მელბურნი, პერტი). ფესტივალი ყოველწლიურად წარმოადგენს საქართველოსა და მსოფლიოს საუკეთესო დასების თეატრალურ ხელოვნებას.

 

30
თემები:
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი GIFT - 2017 (12)