აუტიზმის მეორე მხარეს: განსაკუთრებული თვისებების მქონე ბავშვის დედის ნაამბობი

© Sputnik / Levan Avlabreliალექსანდრა მაქსიმოვა
ალექსანდრა მაქსიმოვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
იცით, როგორი არიან ისინი – აუტისტი ბავშვები? რას გრძნობენ, რას განიცდიან, როგორც ცხოვრობენ? ჩვენ ბევრი გვესმის, მაგრამ ცოტა რამ თუ ვიცით მათ შესახებ.

მათზე მეტის გაგება შესაძლებელია მათი მშობლების, ახლობლებისგან. მათ შეუძლიათ ჩვენთვის შეაღონ აუტიზმის მქონე ადამიანების მჭიდროდ დახურული კარი. ეს სხვა სამყაროა, რომელშიც განსაკუთრებული ადამიანები ცხოვრობენ.

გულახდილ საუბარზე ყველა აუტისტი ბავშვის დედა არ თანხმდება. სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ მშობელს ვთხოვეთ, ამ განსაკუთრებული ბავშვების სამყაროში გაცნობიერებაში დაგვხმარებოდა, არა მხოლოდ უბრალო ინტერესის გამო, არამედ იმისთვის, რათა უკეთ გავუგოთ მათ. ალექსანდრა მაქსიმოვა, ათი წლის ანდრიუშას დედა, რომელსაც აუტიზმის მძიმე ფორმა აქვს, გულახდილ და ღია საუბარზე დაგვთანხმდა.

© Photo: courtesy of Alexandra Maximova ანდრეი მაქსიმოვი
Сын Андрея Максимова - Андрей - Sputnik საქართველო
ანდრეი მაქსიმოვი

ის დათანხმდა ინტერვიუს „Sputnik-საქართველოსთან" და დეტალურად ისაუბრა იმ სამყაროზე, რომელშიც მისი ვაჟი ცხოვრობს, ასევე ფონდზე „ჩვენ განსხვავებულები ვართ", რომელიმ მან მეუღლესთან, ანდრეი მაქსიმოვთან ერთად შექმნა საქართველოში და რომლის მიზანი აუტისტი ბავშვების დახმარებაა.

– ალექსანდრა, გვიამბეთ თქვენი ისტორია, როგორ დაიწყო ყველაფერი?

— სანამ ჩემ ისტორიას გიამბობთ, მინდა ვთქვა, რომ საქართველოში, რუსეთში და ბევრ სხვა ქვეყანაში მიიჩნევენ, რომ აუტიზმი ფსიქიკური დაავადებაა. აუტიზმი — ეს ფსიქიკური დაავადება არ არის, ესაა ცენტრალური ნერვული სისტემის განსაკუთრებული დარღვევა, ამიტომ ამ ადამიანების ფსიქიკურად არაჯანმრთელ ადამიანებად მიჩნევა უბრალოდ არაკორექტული და არასწორია. საზოგადოება მათ სწორედ რაღაც ავადმყოფ ადამიანებად მიიჩნევს, რომლებისაც უნდა გვეშინოდეს.

სინამდვილეში, საჭირო არაა მათი გვეშინოდეს. უნდა ვეცადოთ გავუგოთ და მეტი ვიმუშაოთ საზოგადოებასთან, რომ ჩვეულებრივმა ადამიანებმა სამყარო აუტისტის თვალით დაინახონ და დარწმუნდნენ, რომ არაფერია საშიში. პირიქით, ისინი სიკეთითა და გულწრფელობით არიან სავსე.

© Личный архив Александры Максимовойსოფია კრავჩინსკაია, ფონდის „ჩვენ განსხვავებულები ვართ" პროექტის კლასის მოსწავლე
София Кравчинская - ученица ресурсного класса проекта фонда Мы - другие - Sputnik საქართველო
სოფია კრავჩინსკაია, ფონდის „ჩვენ განსხვავებულები ვართ" პროექტის კლასის მოსწავლე

ჩვენ ვაჟს, ანდრეის აუტიზმის მძიმე ფორმა აქვს ნათლად გამოხატული ქცევის პრობლემებით. ის არ ლაპარაკობს, მაგრამ ინტელექტუალური განვითარება შენარჩუნებულია. როცა აუტიზმის მდგომარეობაში შედის, იწყებს ყვირილს, შეიძლება იატაკს თავი ურტყას და ა.შ.

აი, ნახეთ, როგორ ხდება ჩვეულებრივ: იბადებიან ჩვეულებრივი ჯანმრთელი ბავშვები, მშობლები კმაყოფილი არიან, ყველაფერი კარგადაა და არავის შეუძლია გაიგოს, უცბად საიდან და რატომ ჩნდება პრობლემები. ზოგიერთი ამას გენეტიკურ ფაქტორს უკავშირებს, ზოგი — აცრებს, მაგრამ ზუსტი მიზეზი არავინ იცის. ერთადერთი, რაც ეჭვქვეშ არ დგას, ისაა, რომ ასეთი ბავშვების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ დედამიწის ბავშვების 1% აუტისტია — ეს უზარმაზარი რიცხვია).

რაც შეეხება აცრებს, თუ იმუნიტეტი სუსტია, აცრამ, შესაძლოა, ორგანიზმში რაღაც შეუქცევადი პროცესი გამოიწვიოს.

მაგალითად, ამერიკასა და ისრაელში ბავშვის დაბადებისთანავე ამოწმებენ მისი იმუნიტეტის დონეს. არ ვიცი, შესაძლოა, ეს ანალიზი ძვირია და ამიტომ არ ატარებენ მას მრავალ ქვეყანაში. მაგრამ, პრინციპში, მისი გაკეთება შესაძლებელია, რომ გავიგოთ, აქვს თუ არა ბავშვს იმუნური სისტემის განსაკუთრებულობები, უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ აცრასთან დაკავშირებით თუ არა.

პირველკლასელები - Sputnik საქართველო
საქართველოში აუცრელი ბავშვები სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ვერ მოხვდებიან

ჩემი შვილი ფიზიკურად ჯანმრთელად გამოიყურებოდა და ექიმმაც, ეტყობა, იფიქრა, რომ ასეთი ტესტი ჩვენ არ გვჭირდება. მეც აზრადაც არ მომსვლია, რომ რამე სხვანაირად შეიძლებოდა წასულიყო. ცხრა თვის იყო, როცა დაიწყო ლაპარაკი, სიარული, ღიმილი, ურთიერთობები.

მაგრამ როდესაც წლისა და ერთი თვის გახდა, კვალიფიცირებულმა ექიმმა ის სახლში აცრა. ანდრიუშა მსუბუქად იყო გაციებული. 48 საათში ბავშვმა, უბრალოდ, დეგრადირება დაიწყო. აცრამ იმუნური სისტემის რღვევა გამოიწვია. ის დაავადდა ყველა იმ დაავადებით, რომელზეც აცრა გაუკეთდა — ხუთი ინფექციით!

– მომხდარში აცრას ადანაშაულებთ?

— არა! ბავშვები უნდა ავცრათ, მაგრამ აუცილებლად უნდა გვესმოდეს, როდის უნდა გავაკეთოთ ეს. ჯერ უნდა გავიგოთ ბავშვის იმუნიტეტის მდგომარეობა. ჩვენ შემთხვევაში აცრამ დაავადების პროვოცირება გამოიწვია. ანდრიუშა ცოტა გაციებული იყო და არ უნდა აცრილიყო.

აცრის შემდეგ მან დაიძინა, ღამით გაიღვიძა და ყვირილი დაიწყო. მთელი საათი ვერ დავამშვიდეთ. დილით კი, როცა გაიღვიძა, მას დაბინდული თვალები ჰქონდა. ვერ მიცნო ვერც მე, ვერც მამამისი, წამოხტა, მაგიდის ქვეშ შეძვრა და შეუწყვეტლივ ყვიროდა. ვერც კი ვეხებოდით, რადგან ეს დიდ ისტერიკას იწვევდა. მთელ სხეულზე რაღაც ლაქები გაუჩნდა. ბავშვს აღარ ჰგავდა.

საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
თბილისში აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის ფსიქოთერაპიის ცენტრი გაიხსნა

თავდაპირველად ვერაფერს მივხვდი. დავიწყე ტემპერატურის გასინჯვა. პირველ დღეს უბრალოდ მის გამოყვანას მაგიდის ქვეშიდან და დამშვიდებას ვცდილობდი, მაგრამ მეორე დღეს, როცა ჭამა შეწყვიტა, ექიმი გამოვიძახეთ. მათ ანალიზები აუღეს, ეს კი მისთვის კიდევ ერთი სტრესი იყო. გაუჩნდა ლიმფური კვანძები. ექიმებმა ერთი წლის განმავლობაში ზუსტი დიაგნოზი ვერ დასვეს.

ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა ლიმფური კვანძების ტუბერკულიოზი. მან ერთი წელი იცხოვრა ამ ბაქტერიით, რომელიც ნერვული სისტემისთვის ძალზე ტოქსიკურია. ერთი წლის შემდეგ, როგორც იქნა, გამოჩნდა ექიმი, რომელმაც თქვა, რომ ეს ტუბერკულიოზია.

უკვე არაფრის გაკეთება აღარ შეიძლებოდა, ოპერაცია გადავწყვიტეთ. ბაქტერიები ლიმფურ კვანძებში იყო. ისინი უნდა მოეშორებინათ. როცა ის 2 წლისა და 8 თვის იყო, ოპერაცია ჩაუტარეს. დაპირებული 30 წუთის ნაცვლად ის საათნახევარი გაგრძელდა. ასეთი ბავშვებისთვის საერთო ნარკოზი ძალზე საშიშია. როცა ბავშვმა თვალი გაახილა, მივხვდი, რომ რაღაც მოხდა. მის თვალებს ვუყურებდი და მათში მხოლოდ სიცარიელე იყო. მას შეეძლო მოძრაობა, მაგრამ ვერაფერს იგებდა.

ორ თვეში ტუბერკულიოზისგან სრულად განიკურნა. მთელი ამ დროის განმავლობაში არც კი გაგვჩენია ეჭვი, რომ მას აუტიზმი აქვს. სამი წლის იყო, ამის შესახებ რომ შევიტყვეთ. რუსეთში, სამწუხაროდ, მხოლოდ 2012 წელს დანერგეს ქცევითი ანალიზი, რომელსაც მე ამჟამად ერთადერთ მეთოდიკად მივიჩნევ, რომელსაც აუტისტი ბავშვების დახმარება შეუძლია. როცა ანდრეი სამი წლის იყო, მოსკოვში არაფერი ამის მაგვარი არ იყო. ასეთ ბავშვებთან კი მთავარია ქცევითი თერაპია რაც შეიძლება ადრე დაიწყოს და შედეგებს აუცილებლად მოიტანს. ამას არა მარტო ჩემ, არამედ სხვა ბავშვებზე დაკვირვების მიხედვით ვამბობ.

„განსაკუთრებული“ ბიჭუნა, აუტისტი ბავშვი საფრანგეთიდან - Sputnik საქართველო
ნამდვილი ამბავი: ახალი დედა აუტისტი ბიჭისთვის

ბავშვი სხვადასხვა ცენტრში დაგვყავდა და ცოტა განვითარდა, იგებდა საუბარს, როცა მიმართავდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, თითქმის ხუთ წლამდე ყველაფერს აქეთ-იქით ყრიდა, დღე-ღამეში მხოლოდ სამი საათი ეძინა, სულ დარბოდა, დახტოდა, თავის ენაზე ლაპარაკობდა, რეფლექსებით ცხოვრობდა. ჩემზე რეაგირება საერთოდ არ ჰქონდა — დედა, მამა, ბებია თუ ბაბუა, მისთვის სულ ერთი იყო. ცხოვრობდა თავისი ცხოვრებით, თან ამ დროს იღიმოდა, იყო კონტაქტური მხოლოდ მაშინ, როცა უნდოდა. ვფიქრობდი, რომ გონებრივად ჩამორჩენილი შვილი მყავდა.

ანდრეი წავიყვანეთ ისრაელში, ინგლისში, აშშ-ში. ყველა ერთხმად გვეუბნებოდა: „აუტიზმის მძიმე ფორმაა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ შესაძლებელია რამის გაკეთება". მაგრამ ანდრეი — ჩვენი ერთადერთი შვილია. მე ვიბრძოდი მისთვის და ამას მომავალშიც განვაგრძობ.

– რა გადაწყვიტეთ ექიმების უიმედო პროგნოზების შემდეგ?

— დავიწყე კითხვა, ვეცნობოდი ნებისმიერ ინფორმაციას, ავიყვანე ძიძა, რომელიც მეხმარებოდა. გარკვეული მეთოდიკით ასოების სწავლა დავიწყეთ, რომ როგორმე მოგვეწესრიგებინა მისი ცხოვრება. როგორც აღმოჩნდა, ასოები იცოდა. აი, კიდევ რა არის აუტიზმის ფენომენი. მათ ტვინის რაღაც ნაწილი განვითარებული აქვთ, ხოლო რაღაც ნაწილი — არა. როცა მეცადინეობა დავიწყეთ, ვფიქრობდით, რომ ვერაფერს იგებდა, არ ესმოდა. როცა დავრწმუნდით, რომ ანდრეიმ იცის ასოები, ესმის ჩვენი, ითვლის, ყველაფერს აღიქვამს, მაგრამ ამის ჩვენება არ შეუძლია, მას თავის საშინელი ტკივილები დაეწყო. და მივხვდი, რომ კვლავ არასწორი გზით მივდიოდი.

გიგი სიჭინავა - Sputnik საქართველო
12 წლის აუტისტი მხატვარი და მისი საოცარი ნამუშევრები

ისევ ექიმებთან დავიწყე მისი ტარება, ერთმა ცნობილმა პროფესორმა მითხრა, რომ ახალგაზრდა ვარ, კიდევ შემიძლია ბავშვის გაჩენა, ეს კი ინტერნატში ჩამებარებინა, რადგან ის კიდევ უფრო ცუდად იქნება. ამან, უბრალოდ, მომკლა, ამის მოსმენა შეუძლებელი იყო, მისთვის არაფერი მითქვამს, წამოვიყვანე ბავშვი, კარი გამოვიჯახუნე და წამოვედი. ამ ექიმს რაზე უნდა ველაპარაკო?!

– თქვენ თქვით, რომ ბავშვი ყვირის, რატომ ყვირიან აუტისტი ბავშვები?

— ისინი ცდილობენ დაბლოკონ ის, რაც მათ თავში ხდება, რომ გარე სამყაროს გამოეთიშონ. უბრალოდ, ყველა ამას თავისებურად აკეთებს. ვიღაც თავს ურტყამს, ვიღაც საკუთარი თავისთვის ტკივილის მიყენებას ცდილობს. ეს იმიტომ, რომ სენსორულ გადატვირთულობას გამოეთიშოს. ისინი ხომ ჰიპერმგრძნობიარენი არიან. ჩვენ აქ თითქოს წყნარად ვსაუბრობთ, მაგრამ აუტისტი ადამიანისთვის, მაღალი სენსორული მგრძნობელობით, ეს იგივე იქნება, რაც დისკოთეკაზე ყოფნა.

– ალექსანდრა, რატომ ჩამოხვედით საქართველოში?

— რუსეთში ერთი წლის განმავლობაში ჩვენთან ახალგაზრდა სპეციალისტები მუშაობდნენ. ეს არაღიარებელი მეთოდიკაა და ის ყველა ბავშვისთვის არ გამოდგება. მაგრამ ჩემ შვილს დაეხმარა. ეს ახალგაზრდები საქართველოში წამოვიდნენ, ურეკში და ჩვენც მათ გამოვყევით.

უჩა ნანუაშვილი - Sputnik საქართველო
უჩა ნანუაშვილი სახელმწიფოს აუტისტების დახმარებისკენ მოუწოდებს

ანდრეი ადამიანების კეთილგანწყობისა და ზღვის დამსახურებით მოდუნდა, მაგრამ პროგრესს, როგორც ასეთს, ვერ ვხედავდი. ორი წლის შემდეგ ურეკიდან თბილისში გადმოვედით. ვიპოვეთ თინათინ ჭინჭარაული. ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელია. დავიწყეთ მასთან მუშაობა. სწორედ მათი მუშაობის შედეგად წარმატებებს ნამდვილად ვხედავ. მან ანდრეისთან მუშაობა სწორედ ქცევითი თერაპიით, სენსორული ინტეგრაციით დაიწყო.

– რა არის ქცევითი თერაპია?

— ეს ძალზე ინდივიდუალური მიდგომაა და ბავშვის საჭიროებაზეა დამოკიდებული, ამიტომ ამის ახსნა ზოგადად გამიჭირდება. მაგრამ სპეციალისტები სპეციალური მეთოდიკის დახმარებით ბავშვის ქცევის მართვას ცდილობენ. ანუ, თუ მას აქვს ასოციალური ქცევა, ისეთი ხერხების პოვნაა საჭირო, რომ მისი ქცევა სოციალურად მიღებულ ქცევაში გადავიდეს. ამ პრინციპს ეყრდნობა ეს მეთოდიკა. ბავშვებს საზოგადოებაში მეტ-ნაკლებად ადეკვატურად მოქცევას ასწავლიან. ეს თერაპია მუშაობს.

შედეგების მისაღწევად მათთან დღე-ღამეში 24 საათი მუშაობაა საჭირო. რთული ფორმის აუტისტი ბავშვებისთვის თვეში 40 საათი ჩათვალეთ, რომ არაფერია. რაიმე ცენტრის მეშვეობით შედეგის მიღება შეუძლებელია. ეს უნდა იყოს ან საბავშვო ბაღი, ან სკოლა. ასეთი დაწესებულებები აქ ვერ ვიპოვე. შეგვეძლო სხვა ქვეყანაში, მაგალითად, ისრაელში წავსულიყავით, მაგრამ საქართველოში სამუდამოდ დარჩენა და ჩვენი შვილისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის აქ შექმნა გადავწყვიტეთ, და მასთან ერთად — ყველა აქაური აუტისტი ბავშვისთვის.

ანა ბეთლემიშვილი - Sputnik საქართველო
აუტისტები საკუთარ სამყაროში ცხოვრობენ

ამისთვის 2016 წელს მეუღლესთან ერთად დავაფუძნეთ საქველმოქმედო ფონდი „ჩვენ განსხვავებულები ვართ". ჯერჯერობით მას მთლიანად მხოლოდ ჩვენ ვაფინანსებთ. შევქმენით Facebook-გვერდი. იქ განთავსებული გვაქვს ვიდეორგოლები, რომ ყველამ ადევნოს თვალი, როგორ იცვლებიან ეს ბავშვები.

გვაქვს რამდენიმე პროექტი, ერთი მათგანი იყო პროექტი ალტერნატიული კომუნიკაციების შესახებ, რათა ბავშვებმა, რომლებიც არ ლაპარაკობენ, როგორც ჩვენი ვაჟი, ურთიერთობა შეძლონ. ჩემი შვილი არ ლაპარაკობს, მაგრამ ბარათების საშუალებით აქვს ურთიერთობები. ესაა PECS-ის (გამოსახულებების მეშვეობით საკომუნიკაციო სისტემა) სპეციალური სისტემა. მას აქვს სპეციალური წიგნაკი, სადაც ის აწებებს და შემდეგ აჩვენებს, რა უნდა. გერმანიიდან ჩამოვიყვანეთ ყველაზე ცნობილი სპეციალისტი, რომელიც ამ სისტემას ნერგავს. შემდეგ დავიწყე ფიქრი, კარგია PECS, კარგია ცენტრი, ყველაფერი მშვენიერია, მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ამ ბავშვების ინტეგრირება. ეს ხომ საზოგადოების გარეშე შეუძლებელია?

© Личный архив Александры Максимовойივან ლიპარტელიანი, ფონდის "ჩვენ განსხვავებულები ვართ" პროექტის კლასის მოსწავლე
Иван Липартелиани - ученик ресурсного класса проекта фонда Мы - другие - Sputnik საქართველო
ივან ლიპარტელიანი, ფონდის "ჩვენ განსხვავებულები ვართ" პროექტის კლასის მოსწავლე

და, აი, სექტემბრიდან თბილისის 98-ე საჯარო სკოლაში დავიწყეთ ექსპერიმენტული — საპილოტე პროექტის განხორციელება. იქ შევქმენით სრულიად ახალი მოდელის ცალკე ინკლუზიური კლასი, რომელიც მიმართულია ამ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციაზე. ეს მოდელი ეყრდნობა ყველაზე თანამედროვე საერთაშორისოდ აღიარებულ მეთოდებს სამინისტროსა და უშუალოდ ინკლუზიური განათლების დეპარტამენტის (ეკა დგებუაძე) აქტიური მხარდაჭერით. ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს სკოლის დირექტორ გიორგი მომცელიძის მხრიდან, რომელმაც სკოლის ტერიტორიაზე ამ პროექტის რეალიზებისთვის ყველა აუცილებელი პირობა შექმნა.

ჩვენ დავიწყეთ ეს პროექტი. მას კურირებას უწევს ილიას უნივერსიტეტი. შევარჩიეთ კადრები, ვასწავლეთ. ესენი არიან ქართველი სპეციალისტები, რომლებიც რუსულად საუბრობენ.

– რა არის ფონდის ძირითადი მიზანი?

— ჩვენი მიზანია სპეციალისტების მომზადება, აუტისტ ბავშვებთან მუშაობის ახალი მოდელის დანერგვა და გავრცელება. ეს ძალზე ძვირი სიამოვნებაა. მთელ მსოფლიოში ასეთი პროექტებისთვის ფინანსებს ფონდები, მშობლები იზიდავენ. ესაა ექსპერიმენტი. პირველ რიგში გვინდა რამე გავაკეთოთ ჩვენი შვილისთვის, მაგრამ ყველაზე მთავარია, ერთ წელიწადში შესაძლებელი იყოს შევკრიბოთ სპეციალისტების გუნდი, რომლებიც მერე სხვა კოლეგებს ასწავლიან ყველა სკოლაში, საბავშვო ბაღებში.

გიორგი კვირიკაშვილი სოლიდარობის ფონდის ანგარიშის პრეზენტაციაზე - Sputnik საქართველო
"საქართველოს სოლიდარობის ფონდმა" 400 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა

კლასში ჯერჯერობით მხოლოდ სამი ბავშვია ჩვენი შვილის ჩათვლით. სამივეს აუტიზმის მძიმე ფორმა აქვს. ჩვენ ვებ-გვერდზე შესაძლებელია ძალიან ბევრი სასარგებლო ინფორმაციის მიღება, სიმპტომების შესახებ გაგება. მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ ძალზე მნიშვნელოვანია თერაპიის რაც შეიძლება ადრე დაწყება. ჩვენ რომ ადრევე დაგვეწყო ეს, ანდრეი არ იქნებოდა იმ მდგომარეობაში, როგორშიც ახლაა. აუტიზმში ყველაზე საშინელი დროის დაკარგვაა. ბევრი რამაა დამოკიდებული მშობლების ძალისხმევასა და ბავშვის ორგანიზმის რეზერვებზე.

ჩვენ ვქმნით რესურსის კლასის მოდელს, რომლის ტირაჟირებაც შესაძლებელი იქნება. ჩვენ მას განათლების სამინისტროს გადავცემთ. იქნება მზა გუნდი, რომელიც შეასწავლის სპეციალისტებს, გაიცემა დახმარება. ამის განხორციელება აუცილებელია არა მხოლოდ თბილისის, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყოველ შემთხვევაში, ეს ძალიან გვინდა.

– რას ეტყოდით აუტისტი ბავშვების დედებს?

— არ შეგეშინდეთ, თუ გეტყვიან, რომ ბავშვი აუტისტია. უბრალოდ, მაშინვე უნდა დაიწყოთ მასთან მუშაობა. მთელი ბოლო წელი ვებრძვით აუტიზმს, რომ ბავშვი არ ჩაითრიოს. ხან ის იმარჯვებს, ხან — ჩვენ. ჯერჯერობით სტაბილურობა არ გვაქვს, თუმცა მივაღწიეთ იმას, რომ ის თავის მდგომარეობაში, რომელიც დეპრესიას ჰგავს, და სულ მარტოობა უნდა, არავის დანახვა არ სურს, უფრო იშვიათად არის.

ახლა ის იღიმება, მიდის ბავშვებთან, უნდა მათთან კონტაქტი, ჟესტებით ანიშნებს ადამიანებს, რა სურს, რა ახარებს, დადის სტუმრად, სწავლობს. ჩემთვის ეს დიდი შედეგია.

ანდრეი მაქსიმოვი - Sputnik საქართველო
აუტისტი შვილის ხათრით საქართველოში დაფუძნებული ბიზნესმენი და მეორე შანსი ცხოვრებაში

ასევე ვქმნით პროექტს "მეგობრული გარემო", რომ ჩვენი ბავშვებისთვის ადაპტირებული იყოს კინოთეატრები ან რესტორნები. სენსორული პრობლემების გამო ამ ბავშვებს კინოში წასვლა არ შეუძლიათ. თუ ხმას ჩავუწევთ, ჩავრთავთ სუსტ სინათლეს, მათ შეუძლიათ ფილმის ან მულტფილმის ყურება.

არსებობს სტერეოტიპი, რომ ეს ბავშვები საშიში არიან. ჩვენ ამ სტერეოტიპის დანგრევა გვინდა. ისინი, უბრალოდ, განსაკუთრებულნი არიან. თუ მათ აგრესია აქვთ, ეს ნიშნავს, რომ მათთან არასწორად მუშაობენ.

ძალიან მომწონს საქართველო, ადამიანები, კლიმატი — ყველაფერი მომწონს. სინამდვილეში, დახმარება მინდა, პირველ რიგში, ჩემი შვილის და მერე ყველა ბავშვის. რაც უფრო ადრე დავიწყებთ მათ ადაპტირებას სოციალურ გარემოში, უფრო კარგი იქნება. ეს მრავალსაფეხურიანი და ხანგრძლივი სამუშაოა, მაგრამ რადგან აქ დარჩენა გადავწყვიტეთ, შევეცდებით დავეხმაროთ არა მხოლოდ ჩვენ ვაჟს, არამედ ყველა ბავშვს, ვისაც მსგავსი რეაბილიტაცია სჭირდება.

– საინტერესოა თქვენი აზრი აუტიზმის დროს ღეროვანი უჯრედების გამოყენებასთან დაკავშირებით.

— შეიძლება ოდესმე ამაზე დავფიქრდე, მაგრამ ჩემი შვილის ჯანმრთელობაზე ექსპერიმენტების ჩატარება აღარ მინდა. ღეროვანი უჯრედების წინააღმდეგი არ ვარ, შეიძლება ის მართლა შველის. მაგრამ ვერავინ იძლევა გარანტიას, რომ ღეროვანი უჯრედები არ განიცდის მუტაციას და ონკოლოგიის პრობლემა არ გაუჩნდება. ჯერ არავის შეუსწავლია ადამიანის იმუნიტეტი იმდენად, რომ დამაჯერებლად თქვას – ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის შედეგად ბავშვი გამოჯანმრთელდება. უკვე იმდენი ფიზიკური ტანჯვა ვნახე ჩემი შვილის, რომ მსგავსი ექსპერიმენტების ნებას არ დავრთავ. ყოველ შემთხვევაში, მანამ, სანამ ამ პროცედურების უსაფრთხოება არ დადასტურდება.

– ბოლოს მინდა ასეთი რამ გკითხოთ – ამდენი განსაცდელის შემდეგ რამდენად შეიცვალეთ თქვენ?

– როცა შენ ცხოვრებაში ისე ხდება, რომ 48 საათში შენი შვილი პატარა მხეცად იქცევა, შემდეგ მთელი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა ბრძოლა ამასთან, გინდა თუ არა, ძლიერი ხდები. მე ვიცი დედები, რომლებმაც ამას ვერ გაუძლეს. მათ ბავშვები ინტერნატში ჩააბარეს, ვერ გაუძლეს, ემოციურად ვერ გაუმკლავდნენ. ეს ადვილი არაა. საკუთარ თავზე კოლოსალური მუშაობაა საჭიროა. არის პერიოდები, როცა საერთოდ არაფერი გინდა, მომხდარში მთელი სამყაროს დადანაშაულება გინდა, სვამ კითხვას: „რატომ მე?!" ეს უნდა გადაიტანო, ძალა მოიკრიბო და კვლავ დაიწყო ბრძოლა. რეალურად ეს გაწრთობს, იცვლება პრიორიტეტები, ფასეულობები. რაღაც თვალსაზრისით, უფრო მარტივი ხდება ცხოვრება და ისეთი პრობლემები, როგორიცაა, მაგალითად, „კოფთა ვერ ვიყიდე" ან „მეგობარს ვეჩხუბე", სასაცილო გეჩვენება.

Geocord-ის სისხლის ბანკი - Sputnik საქართველო
მკურნალობა ღეროვანი უჯრედებით — მითი თუ ხსნა

იცით, იმის გამო, რომ ეს ბავშვები ჰიპერმგრძნობიარე არიან, მათ ტყუილის თქმა არ შეუძლიათ. ისინი გრძნობენ ადამიანებს და ცდილობენ ისე გააკეთონ, რომ კეთილი გავხდეთ არა მხოლოდ მათ, არამედ ერთმანეთის მიმართაც. ამას ისინი საკუთარი მეთოდებით ცდილობენ, რაც თავდაპირველად გვაშინებს, მაგრამ ამას ახერხებენ. ის, რაც ჩემ თავს ხდება, ამაში დამნაშავე არავინ არის. არავინ არავის წინაშე არ არის ვალდებული. უბრალოდ, უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენ ასეთი გზა გვაქვს.

არ ჩამოუშვათ ხელები. დედაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. უნდა ვიბრძოლოთ, რომ ბავშვების ტანჯვა შევამსუბუქოთ. მწამს, ვიცი, რომ მაინც გამოვიყვან შვილს ამ დაავადებიდან და ჩვეულებრივი ბავშვი მეყოლება. დიახ, ექნება თავისი დამახასიათებელი თვისებები, მაგრამ იქნება ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც იცხოვრებს მშვიდად, იმეგობრებს, იხარებს სიცოცხლით.

ყველა ახალი ამბავი
0