ლეო ბოკერია საქართველოს შესახებ: ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო

© photo: Sputnik / Alexey Nikolskiy / გადასვლა მედიაბანკშიბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო ცენტრის დირექტორი ლეო ბოკერია
ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო ცენტრის დირექტორი ლეო ბოკერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთში მოღვაწე სახელგანთქმულმა ქართველმა ექიმმა საქართველოში თავისი ბოლო სტუმრობა გაიხსენა.

ლეო ბოკერიას სამშობლოდ ქალაქი ფოთი მიაჩნია, რომელშიც მისი მშობლები ოჩამჩირეში გადასვლამდე ცხოვრობდნენ. "ჩემთვის ფოთი ყველაზე საყვარელია, მე იქ გავიზარდე", — აცხადებს ლეო ბოკერია.

გასულ საუკუნეში ფოთი და მისი შემოგარენი დაჭაობებული იყო, და ბატონი ლეოს ერთ-ერთ უფროს დას მალარია დაემართა. მაშინ მშობლებმა კლიმატის გამოცვლა გადაწყვიტეს.

— აფხაზეთის ქალაქ ოჩამჩირეში დავიბადე, მამაჩემი კი 43 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. დედასთან ერთად ისევ ფოთში დავბრუნდით. ასე ვიზრდებოდით სამი დედმამიშვილი, ფეხზე რომ დავმდგარვიყავით, დედა დღედაღამ მუშაობდა… მაგრამ ყველამ უმაღლესი განათლება მივიღეთ, ღმერთის წყალობით, ყველანი ცოცხლები ვართ, — უამბო Sputnik-ის კორესპონდენტს ლეო ბოკერიამ. — ამიტომ ჩემთვის ფოთი მშობლიური ქალაქია. იქ დიდხანს ვიცხოვრე, ვთამაშობდი ფეხბურთსა და ჭადრაკს, ორივე დისციპლინაში პირველი თანრიგი მქონდა. იმ პერიოდზე ბევრი კარგი მოგონება დამრჩა.

© photo: Sputnik / Dmitriy Kozlov / გადასვლა მედიაბანკში ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ჰიპერბარიული ოქსიგენაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ლეო ბოკერია
Руководитель лаборатории гипербарической оксигенации Института сердечно-сосудистой хирургии им. А. Н. Бакулева Лео Бокерия (справа) - Sputnik საქართველო
ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ჰიპერბარიული ოქსიგენაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ლეო ბოკერია

– ბატონო ლეო, საქართველოში ბოლოს როდის იყავით?

— დაახლოებით ერთი წლის წინ ვიყავი ზუგდიდში — ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, დასავლეთ საქართველოში მეგრული სათვისტომოს თავმჯდომარემ დამპატიჟა. ძალინ კარგი, თბილი შეხვედრა იყო. გაირკვა, რომ მათ ჩემ შესახებ ჩემზე მეტი სცოდნიათ — ჩემ მშობლებთან დაკავშირებული დეტალები, მეგობრები, რომლებიც არ მახსოვდა. საინტერესო იყო. საქართველოში მოუცლელობის გამო იშვიათად ჩავდივარ. მაგრამ ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო, ვაღმერთებ მას.

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკში ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო ცენტრის დირექტორი ლეო ბოკერია
Директор Научного центра сердечно-сосудистой хирургии имени А.Н. Бакулева Лео Бокерия - Sputnik საქართველო
ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო ცენტრის დირექტორი ლეო ბოკერია

– რა დაგამახსოვრათ საქართველოში ბოლო სტუმრობისას?

— ამჯერად გამაოცა ზუგდიდის ერთ-ერთმა სკოლამ, რომელიც ძალიან უჩვეულოდ არის მოწყობილი. სკოლას აქვს საკუთარი ინტერნეტ-ტელევიზია, ბავშვებს აჩვევენ ურთიერთობას გადაცემების მეშვეობით, რომლებიც მათვე მიჰყავთ, ისინი ინტერვიუების აღებას სწავლობენ. ყველაფერი საკმაოდ პროფესიულ დონეზეა. გოგონებს, როდესაც ისინი სკოლაში მიდიან, უჩვეულო ცხოვრება ეწყებათ — იქ არის უზარმაზარი სამზარეულო, სადაც მათ კერძების მომზადებას ასწავლიან. იქ ისინი მასწავლებლებსა და სხვა ბავშვებს უმასპინძლდებიან. გოგონებს საშინაო საქმეებს ასწავლიან. აგრეთვე ამ სკოლაში არის სერიოზული სამხატვრო და მუსიკალური მიმართულებაც. ასეთი რამ მსოფლიოში არსად მინახავს. ამ სკოლამ ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. გამიგია, რომ სწავლის მსგავსი სისტემა — ყველაფერი ერთ ადგილზე — არსებობს სკოლკოვოში [მოსკოვის მახლობლად არსებული ინოვაციური ცენტრი], მაგრამ შედარებაც არ შეიძლება, თანაც ეს არის ზუგდიდის ჩვეულებრივი სკოლა, რომელიც 600-700 მოსწავლეზეა გათვლილი. ეს სკოლა სპონსორობის ხარჯზე არსებობს, ადგილობრივი ბიზნესმენები ძალისხმევას არ იშურებენ.

– ქართული სამზარეულოს რომელმა კერძმა გაგახარათ განსაკუთრებით?

— იყო არაჩვეულებრივი ღომი, ლობიო, შესანიშნავი ყველი. საერთოდ, ეს არის „ოთხსართულიანი სუფრები“, როგორც მე მათ ვუწოდებ. მაგრამ რადგან მე უკვე ხუთი წელია არ ვსვამ, ამის გათვალისწინებით მეგობრები მიფრთხილდებოდნენ. მით უმეტეს, რომ პარასკევს საღამოს ჩავფრინდი, კვირას კი უკან გამოვფრინდი. სამშობლოში ერთი სრულფასოვანი დღე-ღამე გავატარე, ფოთში შევიარე, მშობლიურ ქალაქს დავხედე და მოსკოვში დავბრუნდი.

– ბოლო სტუმრობის მერე ფოთი შეცვლილი გეჩვენათ?

— იქ ორ-სამ წელიწადში ერთხელ ჩავდივარ — დიდი ცვლილებები არ არის. ფოთი — ცნობილი დიდი პორტია. მან სახელი ჯერ კიდევ ოქტომბრის რევოლუციამდე გაითქვა — ზოგიერთი მომავალი გამარჯვებული იქ მტვირთავად მუშაობდა. უცხოეთიდან ფოთში შემოდიოდა მარცვლეული, უზარმაზარ კომბინატზე გადამუშავდებოდა და აზერბაიჯანსა და სომხეთში გადიოდა. მახსოვს, მეზობელი მყავდა, მაშინ მესამე ან მეოთხე კლასში ვსწავლობდი, ის სახურავს გვირემონტებდა. მან მიამბო, რომ იმ პერიოდში იქ სტალინი უნახავს.

საერთოდ, ფოთი ძალიან საინტერესო ქალაქია, რადგან მდინარე რიონი მას სამ ნაწილად ჰყოფს — თავად ქალაქი, ორ შენაკადს შორის კუნძული და პორტი, რომელიც ფოთის ცხოვრებაში სისტემის შემქმნელ სტრუქტურას წარმოადგენდა. ქალაქში უმეტესად ქართველები ცხოვრობდნენ, კუნძულზე კი სხვადასხვა ეროვნების ხალხი — ქართველები, რუსები, უკრაინელები, ბერძნები. პორტში კი უმეტესად რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობდა — სამხედრო მეზღვაურები ოჯახებით. ჩვენს ნომერ მესამე სკოლაში სამხედრო მოსამსახურეების ცოლები გვასწავლიდნენ, სწავლის დონე ძალიან მაღალი იყო, ყველა სკოლადამთავრებული უმაღლესებში ეწყობოდა. მერე კი რუსეთში მიდიოდნენ, ისევე, როგორც მე წავედი მოსკოვში, რადგან თბილისში მხოლოდ ერთი სამედიცინო ინსტიტუტი იყო, იქ ჩაბარება ძალინ რთული იყო.

ასე რომ, ახლა ამ ქალაქს არ გაუმართლა, რადგან წინა პრეზიდენტობის პერიოდში მასში არც ერთი თეთრი არ ჩადებულა. პრეზიდენტს ფოთზე რაღაც პირადი წყენა ჰქონია. მაგრამ მან ძალიან სწრაფად კეთილმოაწყო ბათუმი. ქალაქი ულამაზესი გახდა, უმაღლესი დონის სასტუმროებით და გადასარევი გზებით. ფოთში ახლა აქტივისტები ძალ-ღონეს არ იშურებენ, მაგრამ ბოლო ჩამოსვლის მერე ის დიდად არ შეცვლილა.

© photo: Sputnik / Grigoriy Sisoev / გადასვლა მედიაბანკში ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო ცენტრის დირექტორი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, რუსეთის მთავარი კარდიოლოგი ლეო ბოკერია
Директор Научного центра сердечно-сосудистой хирургии им.А.Н.Бакулева РАМН, академик РАМН, главный кардиохирург России Лео Бокерия - Sputnik საქართველო
ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო ცენტრის დირექტორი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, რუსეთის მთავარი კარდიოლოგი ლეო ბოკერია

– ასევე არც ერთი თეთრი არ ჩადებულა ჩემი წინაპრების სამშობლოში — წალკაში. თქვენ, ალბათ, გეცოდინებათ ეს ადგილი.

— რა თქმა უნდა! თქვენ ბერძენი ხართ? ჩენთან ბაკულევის ცენტრში წალკელი პროფესორი პურსანოვი მუშაობს. არის ასევე წალკელი სომეხი სერგეი დონაკანიანი. ასე რომ თქვენი თანამემალულეები მთელ მსოფლიოში არიან.

– დიახ, წალკის ბერძნულ დასახლებებში კი ახლა სრული გაპარტახებაა…

— სამწუხაროა. საუკეთესო მაჩვენებელი იმისა, რომ საქართველოს დიდი ტერიტორია გაპარტახებულია, ჩემი ცოლის სიტყვებია. სამი წლის წინ ფოთიდან თბილისამდე მანქანით გავიარეთ და გაგიჟდა. იმიტომ რომ სულ სხვა დრო ახსოვს — როდესაც ყველაფერი იზრდებოდა და ვითარდებოდა. ახლა კი ყველაფერი მიტოვებული და გაპარტახებულია. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეა.

ყველა ახალი ამბავი
0