წელიწადში 5 300 ოპერაცია გაჩერებულ გულზე და ექიმი, რომელიც დროს უსწრებს

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშილეო ბოკერია
ლეო ბოკერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
"Sputnik-საქართველო" წარმოგიდგენთ ინტერვიუს მსოფლიოში ყველაზე ცნობილ კარდიოლოგ ლეო ბოკერიასთან - მისი სამსახურისა და მედიცინის სფეროში მიღწევების შესახებ.

ლეო ბოკერია — რუსეთში მოღვაწე ქართველი ექიმი კარდიოლოგი, გამომგონებელი, პედაგოგი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი და ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის სამედიცინო-კვლევითი ეროვნული ცენტრის დირექტორი.

-ბატონო ლეო, თქვენი კოლეგები აცხადებენ, რომ თქვენ პირდაპირი გაგებით სამსახურში ცხოვრობთ. ერთ დღეში ბევრი ოპერაციის გაკეთება გიწევთ?

— დიახ, ბევრ ოპერაციას ვაკეთებ, დღეში 4-5 ოპერაციაა, ზოგჯერ 6, სამჯერ მოხდა ისე, რომ დღე-ღამეში შვიდი ოპეარცია გავაკეთე. ცხრილით ექვსი ოპერაცია მქონდა, მერე შემატყობინეს, რომ არის დონორი. დონორის გული კი ყოველთვის ღამით მოაქვთ. გავაკეთე მეშვიდე ოპერაცია, გულის გადანერგვა, მეორე დღეს კიდევ ოთხი ოპერაცია მქონდა. წავუძინე სავარძელში და ისევ — საოპრაციოში (იცინის).

-აღდგენას როგორ ახერხებთ?

— ხუთი წელია არ ვსვამ, უკვე დიდი ხანია სიგარეტს არ ვეწევი. ძალიან მკაცრი რეჟიმი მაქვს: თორმეტზე — პირველის ნახევარზე ვიძინებ, დილის ექვს საათზე ვდგები, ფეხზე დიდხანს ვარ. ალბათ, ორგანიზმი შეეჩვია. ხომ არსებობს ასეთი ცნება — სტატიკური ტანვარჯიში, თავის დროზე მას პოლიტბიუროს წევრებსაც კი უნიშნავდნენ. გამოიცემოდა დახურული წიგნები, ერთ-ერთი სტატიკურ ტანვარჯიშს ეხებოდა. არ ვიცი, პოლიტბიუროს წევრები ამ ტანვარჯიშით რამდენად იყვნენ დაკავებულნი, მაგრამ, რეკომენდაციების გაცნობა მაინც შეეძლოთ. რადგან ფეხზე დიდ ხანს ვარ, შესაძლოა, ამ დროს კუნთების რომელიღაც ჯგუფი სწორად მაქვს დაძაბული.

ექიმი-კარდიოქირურგი ლეო ბოკერია - Sputnik საქართველო
„გულისმიერი ამბები": ექიმ ლეო ბოკერიას რჩევები

-გამოდის, რომ ფეხზე დგომა სასარგებლოა?

— ყველაფერი იმის საწინააღმდეგოდ უნდა გაკეთდეს, რასაც ჩერჩილი ამბობდა: თუ შეიძლება იჯდე ან იდგე, ის ამბობდა, რომ სჯობს იჯდე, მე კი ვთვლი, რომ სჯობს იდგე. თუ წოლასა და ჯდომას შორის არჩევანს ვაკეთებთ, მე მიმაჩნია, სჯობს იჯდე. მაგრამ, რა თქმა უნდა, ერთნაირი ორგანიზმები არ არსებობს.

-თქვენ ბევრი რთული ოპერაციის გაკეთება გიწევთ?

— ჩვენ ყველაზე დიდი კლინიკა გვაქვს — ხშირად ვამბობ, რომ მსოფლიოში, მაგრამ არ ვიცი, რა არის ჩინეთში. ყოველ შემთხვევაში, ამერიკასა და ევროპასთან შედარებით ნამდვილად ყველაზე დიდი კლინიკა გვაქვს. შარშან და შარშანწინ გაჩერებულ გულზე 5 300-ზე მეტი ოპერაცია ჩავატარეთ — გულის ე.წ. ღია ოპერაცია. ეს ძალიან შრომატევადი და მაღალტექნოლოგიური ოპერაციებია, რადგან ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატი ირთვება. ამ ოპერაციებს 2 კილოგრამის წონის ბავშვებსაც ვუკეთებთ, რადგან არსებობს ისეთი კრიტიკული ზღვარი, როდესაც ბავშვი პირველივე დღეებში შეიძლება მოკვდეს, და მას მხოლოდ ოპერაცია გადაარჩენს.

-როგორი მიღწევებია ამჟამად კარდიოლოგიაში და მათგან რომელს შეიძლება ვუწოდოთ გარღვევა?

— ძალიან საინტერესო კვლევები გვაქვს. მაგალითად, ჩვენს ცენტრში შევქმენით მსოფლიოში პირველი უსადენო ელექტროკარდიოსტიმულატორი. ის იშვიათი გულის რითმის რეგულაციისათვის გამოიყენება. ჩვეულებრივ კარდიოსტიმულატორს ორი ელექტროდი აქვს — ორი სადენი, რომელიც გულს უერთდება. ეს სადენი სამკარიანი სარქვლის მუშაობას დეფორმირებას იწვევს, გარდა ამისა, ის შეიძლება დაითრომბოს და დაინფიცირდეს კიდეც. ჩვენ შევქმენით 18-მილიმეტრიანი სტიმულატორი, რომელსაც გულის გარეთ ვაყენებთ.

გულები მაღაზიის ვიტრინაზე - Sputnik საქართველო
როგორ შევაჩეროთ ტაქიკარდია სულ რაღაც ერთ წუთში

ასევე, ვაკეთებთ ოპერაციებს გაჩერებულ გულზე, ამისათვის კარდიოპლეგიური ხსნარია საჭირო. ხსნარი შეჰყავთ გულში და ის მაშინვე უნდა გაჩერდეს. ოპერაციის შემდგომ, როდესაც აორტიდან ჩამკეტი იხსნება, გულში ცხელი სისხლი შედის და ის მაშინვე უნდა აღდგეს. ხსნარების სხვადასხვა ვარიანტები არსებობდა, მაგრამ მსოფლიოში იყენებენ ბრეტშნაიდერის შიდაუჯრედულ ხსნარს, ეს გერმანული ხსნარია. ჩვენს ეს ხსნარი გარკვეული ნივთიერებებით გავაძლიერეთ — საიდუმლოებას არ გავამხელ. ხსნარს ბოკერია-ბოლდირევის სახელი ეწოდება. მისი შექმნის პროცესში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ბოლდირევთან ერთად ვიყავით ჩართული, მაგრამ სამწუხაროდ ის გარდაიცვალა. ამ ხსნარით უკვე 600-ზე მეტი ოპერაცია ჩავატარე. ეს იყო ჩვილი ბავშვები და საპენსიო ასაკის ადამიანები. ოპერაციებმა ძალიან კარგი შედეგები აჩვენა.

-ახლა გულის უკმარისობის მკურნალობისას უჯრედულ და გენურ ტექნოლოგიებსაც იყენებენ, რამდენად ეფექტურია ეს?

— თავის ქებაში არ ჩამეთვალოს, მაგრამ რუსეთში ამ მეთოდიკის ერთ-ერთი პიონერი ვიყავი. 1997 წელს მომმართეს ამერიკელებმა და შემომთავაზეს გამომეყენებინა აბსოლუტურად სუფთა უჯრედები, რომლებიც ჩვეულებრივი კუნთებისგან იყო მიღებული. სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიასთან ჩვენი სამეცნიერო საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შეთანხმებისა და პაციენტთა თანხმობის შემდეგ, ეს უჯრედები გამოვიყენე. მაშინ ახლანდელი საშუალებები არ არსებობდა, გულის იმ ადგილის ბედის გარკვევა, სადაც უჯრედები შევიყვანეთ 4D flow რეჟიმში, შეუძლებელი იყო. ამას კი ისეთ ავადმყოფებს ვუკეთებდით, რომელთათვის აორტოკორონარული შუნტირების ოპერაციის გაკეთება არ შეიძლებოდა. არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც შუნტის მიკერებისათვის ადგილი არ არსებობს. იყო ორი ასეთი შემთხვევა, როდესაც ერთი არტერიის მიკერება შეიძლებოდა, მეორის კი არა. მათ ხუთი ოპერაცია გავუკეთე. ორნახევარი წლის შემდეგ ერთ-ერთი პაციენტი გარდაიცვალა. მის შემთხვევაში არტერიის მიკერება ვერ მოხერხდა და მას ის უჯრედები შევუყვანე. გაკვეთამ აჩვენა, რომ უჯრედები მართლაც ცოცხლობდა, მაგრამ ვერ ფუნქციონირებდა, რადგან კარდიომიოციტებად არ გარდაიქმნენ. მაშინ ამ უჯრედული ჩანაცვლების ძებნა შევწყვიტეთ და ამჟამად პაციენტის მხოლოდ ძვლის ტვინისგან მიღებულ უჯრედებს ვიყენებთ.

გულის შეტევის სიმპტომები ქალებში - Sputnik საქართველო
მეცნიერებმა ქალისთვის ყველაზე მავნებელი საოჯახო საქმეების ნუსხა შეადგინეს

ახლაც ბევრ ასეთ ოპერაციას ვაკეთებთ. განსაკუთრებით ებშტეინის ანომალიის დროს — არსებობს ასეთი დაავადება, როდესაც გულის სამი სარქველი — მარცხენა წინაგული, მარჯვენა წინაგული და მარცხენა პარკუჭი ნორმალურია, ხოლო მარჯვენა პარკუჭს „პაპიროსისებურს" ვუწოდებთ, რადგან მას თხელი კედლები აქვს და მუსკულატურა საერთოდ არ არის. ამ ადგილას შეგვყავს უჯრედები. და ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას. ეს ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტია.

თუ გულის იშემიური ან კორონარული დაავადებისა მქონე პაციენტს გადავუნერგეთ უჯრედები, შეიძლება იკითხონ: იქნებ, ეს აორტოკორონარულმა შუნტირებამ უშველა, ან თავად ლაზერმა იმოქმედა, რადგან ამ უჯრედების შეყვანისას თავიდან ლაზერულ პერფორაციებს ვაკეთებთ. მიიჩნევა, რომ ლაზერის ზემოქმედება გულის ყველა განყოფილებაში უჯრედების შეღწევას უწყობს ხელს.

ასე რომ, ჩვენი ნოუ-ჰაუ იმაში მდომარეობდა, რომ ჩვენ პირველებმა განვაცხადეთ იმის შესახებ, რომ ავადმყოფი ებშტეინის ანომალიით — იდეალური მოდელია იმისათვის, რომ გამოჩნდეს, მუშაობს ეს უჯრედები თუ არა. გარდა ამისა, ახლა კვლევის ძალიან ზუსტი მეთოდები გაგვაჩნია — 4D flow რეჟიმის კომპიუტერული ტომოგრაფია. მასში უბრალოდ ყველაფერი ჩანს.

-ტექნოლოგიები წინ მიდის, მაგრამ თქვენ ამ ტექნოლოგიებსაც უსწრებთ…

— იმიტომ რომ ჩვენი ინსტიტუტი — ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის სამედიცინო-კვლევითი ეროვნული ცენტრი, მართლაც მოწინავეა და უცხოეთში უფრო ცნობილია, ვიდრე რუსეთის შიგნით.

 

ყველა ახალი ამბავი
0