ჟურნალისტური ჩანაწერები, ანუ on-line ისტორიები

© პირადი არქივინოდარ ლაბაძე
ნოდარ ლაბაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა

ამ რუბრიკაში სხვადასხვა ადგილზე – ქუჩაში, მანქანაში, მაღაზიაში, სამარშრუტო ტაქსში, ბაზარში მოსმენილ და შემთხვევით ნანახ ადამიანებს გაგაცნობთ, იმათ, ვინც ერთ-ერთი ჩვენგანია; გავიგებთ, რით და როგორ ცხოვრობენ ისინი, მათ on—line ისტორიებს შეულამაზებლად წარმოგიდგენთ. თანაც, იქნებ ვინმესთვის ეს ნაუცბათევი საუბრები იმის სტიმულიც გახდეს, რომ ხელები არ ჩამოუშვას და გამოსავალი მოძებნოს?..

ისტორია N 1

ყოფილი თანამდებობის პირი და ჯარში ნასწავლი გიტარაზე დაკვრა

მოქმედების ადგილი: ბორჯომი.

პატარა პარკის სკამზე შუახნის ასაკს გადაცილებული მამაკაცი ზის გიტარით ხელში. ჯანო ბაგრატიონის ცნობილ სიმღერას მღერის ყვავილების ქვეყანაზე. დროდადრო მის წინ მორიგი გამვლელი ჩერდება და გიტარის ტყავის შალითაში ხურდა ფულს ტოვებს. უცხოელი დამსვენებლებიც ჩერდებიან, მაგრამ ისინი ძირითადად უსმენენ, ხურდას უფრო ქართველები იმეტებენ — ალბათ ისინი, ვისაც ეს სიმღერები რაღაც შორეულსა და ძვირფასს აგონებს. და კიდევ ისინი, ვისაც კარგად ესმის, რომ ეს კაცი აქ კარგ ხასიათზე ყოფნის გამო არ მღერის…

მეც მათ რიცხვში ვარ.

© პირადი არქივინოდარი ვარ, ლაბაძე. პროფესიით ინჟინერი. ქუთაისის "გეპეი" მაქვს დამთავრებული, მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტი...
ნოდარ ლაბაძე - Sputnik საქართველო
ნოდარი ვარ, ლაბაძე. პროფესიით ინჟინერი. ქუთაისის "გეპეი" მაქვს დამთავრებული, მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტი...

მომღერალი ბატონი თავზე ცხვირსახოცს ისვამს, ვსარგებლობ პაუზით და საუბარს ვიწყებ:

— დღეს შედარებით გრილა…

— გრილა, მაგრამ მე ამ სიცხესაც ვერ ვიტან.

— ალბათ აქ ხშირად მოდიხართ, თითქმის ყველა გიცნობთ და თქვენი პუბლიკაც გყავთ.

— კი, თითქმის ყველა მიცნობს. ისე, ზაფხულში უფრო მეტი მსმენელი მყავს.

— აქაური ხართ?

— არა, გორიდან ვარ. ახლა ტურისტული სეზონია და ბორჯომში ამიტომ ჩამოვდივარ. მეორე წელია, რაც ივლის—აგვისტოში ბორჯომში ვმუშაობ.

— აბა სხვა დროს სად ჩადიხართ ხოლმე?

— თბილისში. როცა სწავლა იწყება, მერე უკვე გორიდან თბილისში დავდივარ ხოლმე მატარებლით.

© პირადი არქივიჯარში ჩემთან ერთი უკრაინელი ბიჭი მსახურობდა, გიტარა იმან მასწავლა და აი, დღეს გამომადგა...
ნოდარ ლაბაძე - Sputnik საქართველო
ჯარში ჩემთან ერთი უკრაინელი ბიჭი მსახურობდა, გიტარა იმან მასწავლა და აი, დღეს გამომადგა...

— ალბათ თბილისში თქვენი ადგილი გაქვთ, სადაც მუდმივად ჩერდებით და მღერით.

— მეტრო „დიდუბიდან“ გვირაბში რომ გავდივართ და კიდევ კინო "საქართველოსთან", კიბეები რომ ადის, აი, იმ კიბეების ბაქანზე ვზივარ ხოლმე. ვმღერი და გამვლელი და გამომვლელი ხურდებს მიყრის.

— უკაცრავად, სახელს და გვარს ვერ მეტყვით?

— ნოდარი ვარ, ლაბაძე. პროფესიით ინჟინერი. ქუთაისის "გეპეი" მაქვს დამთავრებული, მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტი. მერე გორის ბამბეულის კომბინატში თანამდებობის პირი ვიყავი, წარმოების უფროსი.

— ახლა აღარ არსებობს, არა, ეს კომბინატი?

— არა, ახლა სადღაა…

— ნოდარ ბატონო, სხვა ხელობა არ გაქვთ?

— არა, სხვა არანაირი პროფესია და ხელობა არ გამაჩნია. აი, გიტარა ავიღე ხელში.

— ანუ ახლა ყოველდღე უკრავთ…

— არა, ორშაბათი და ხუთშაბათი დასვენების დღეები მაქვს. დანარჩენ დღეებში ბორჯომში ვარ.

— გიტარაზე დაკვრა სად ისწავლეთ?

— ჯარში ვისწავლე.

— სად მსახურობდით?

— კომუნისტების დროს მოსკოვში ვიყავი ჯარში, 1972-74 წლებში. ჩემთან ერთი უკრაინელი ბიჭი მსახურობდა, გიტარა იმან მასწავლა და, აი, დღეს გამომადგა. პურის ფულს ამით ვშოულობ.

© პირადი არქივიმადლობა უფალს, რომ სიმღერის ნიჭი და საშუალება მომცა, რომ რაღაცით მერჩინა ოჯახი...
ნოდარ ლაბაძე - Sputnik საქართველო
მადლობა უფალს, რომ სიმღერის ნიჭი და საშუალება მომცა, რომ რაღაცით მერჩინა ოჯახი...

— ალბათ, პირველი სიმღერაც გემახსოვრებათ, რომელიც ისწავლეთ.

— მახსოვს, რუსული სიმღერა იყო, ერთ კუპლეტში რაღაც "ბლატაობის" ამბავი იყო, "სამაგონკა" იყო ნახსენები — მდინარესავით მოდისო… რაღაც ამდაგვარი სიტყვები იყო.

— ოოო, ეგ სიმღერა აქ ვეღარ გამოგადგებათ.

— ჰოო, თანაც სიტყვები აღარც მახსოვს უკვე.

— კიდევ სად უკრავთ?

— ბორჯომში ერთ რესტორანში ვინახავ გიტარას და პარკამდე რაც კი კვების ობიექტებია, ყველგან შევდივარ, ცალკე მაგიდასთან ჩამოვჯდები ხოლმე და ვმღერი. მერე ზოგი ლარიანს დამიდებს, ზოგი — ორლარს. მერე მეორეში გადავინაცვლებ, მერე მესამეში და ასე ვარ. ქვემოთაც ჩავუყვები ხოლმე. დღის განმავლობაში სამ რესს ვაკეთებ.

— ასეთი გრძელი ცხოვრება გაგივლიათ და მინდა გკითხოთ – რას მიხვდით, რაში დარწმუნდით?

— პირველ რიგში, მადლობა უფალს, რომ სიმღერის ნიჭი და საშუალება მომცა, რომ რაღაცით მერჩინა ოჯახი. დავრწმუნდი იმაში, რომ ადამიანი სულით არ უნდა დაეცეს, რაღაც გზა უნდა გამონახოს. თავიდან ვაჭრობა წამოვიწყე, ვერ გამოვდექი. მერე, ხან რა ვცადე, ხან — რა. მაგრამ გიტარაზე დაკვრა ცხოვრებაში არ მიფიქრია. ბავშვები სკოლაში რომ წავიდოდნენ, მარტო ვრჩებოდი და ათას რამეზე ვფიქრობდი – რა გავაკეთო? სად წავიდე? უბრალო მუშადაც ვერ ვშოულობდი სამუშაოს. ამ ფიქრებში გიტარას ჩამოვიღებდი და გულის გადასაყოლებლად სიმღერას ვიწყებდი. ერთხელაც დავფიქრდი: იმიტომ ხომ არ მაჩვენა ეს გზა ღმერთმა, რომ გამომეყენებინა-მეთქი?

უკვე 20 წელი ხდება, რაც გიტარაზე ვუკრავ. დიდი პროფესიონალი მე არ ვარ, მაგრამ, მადლობა ღმერთს, რომ ხალხს ჩემი ნამღერი მოსწონს.

— შემსწრე ვარ, აპლოდისმენტებიც დაიმსახურეთ.

— კი, ხალხი ერთობა.

— სადმე გამოსვლა ხომ არ გიცდიათ?

— კონკურსი რომ არის "საქართველოს ფანოღი", სულ პირველი კონკურსის ფინალში 250 კაციდან 14 ფინალისტს შორის მოვხვდი. ჩემთვის ეს დიდი წარმატება იყო…

ახლა მივუბრუნდები ისევ საქმეს.

— დიდი მადლობა, წარმატებული დღე თქვენ!

 

ყველა ახალი ამბავი
0