მაკიაჟის სპეციალური ეფექტები: ქართველი ხელოვანის შექმნილი არარეალური, საშიში გმირები

© FB/ Annie Bunnyანი მასხარაშვილის პერსონაჟი
ანი მასხარაშვილის პერსონაჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა

ანი მასხარაშვილი (Annie Bunny) პროფესიით ფსიქოლოგია, თუმცა დღეს სრულიად განსხვავებულ სფეროში მოღვაწეობს.

sfx makeup — special effects makeup — ასე ჰქვია მიმდინარეობას, რომელსაც იგი საკუთარი ძალებით დაეუფლა. საქართველოში ამ მიმდინარეობას საკმაოდ ცოტა წარმომადგენელი ჰყავს, თუმცა, ანი იმედოვნებს, რომ სამომავლოდ აუცილებლად მოხდება ხელოვნების ამ დარგის ჩამოყალიბება და პროფესიონალურ დონეზე განვითარება.

© FB/ Annie Bunnyანი მასხარაშვილი: ყველა პერსონაჟს თავისი ისტორია აქვს
ანი მასხარაშვილი - Sputnik საქართველო
ანი მასხარაშვილი: ყველა პერსონაჟს თავისი ისტორია აქვს

– სრულიად განსხვავებული პროფესია გაქვთ, როგორ მოხვდით ამ სფეროში?

— პროფესიით ფსიქოლოგი ვარ, თუმცა ამ შეკითხვაზე ასე ვპასუხობ: მე ვარ ვიზაჟისტი და მაქვს დიდი სურვილი, გავხდე პროფესიონალი გრიმიორი.

ფსიქოლოგიის დარგში მიმუშავია ინკლუზიური განათლების, ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულებით. თუმცა მას შემდეგ, რაც აღმოვაჩინე იმ დროისთვის ჩემთვის სრულიად ახალი სფერო (Sfx Makeup), ჩემი ინტერესები და მიზნები შეიცვალა.

© FB/ Annie Bunnyანი მასხარაშვილის კიდევ ერთი პერსონაჟი თავისი ისტორიითა და წარსულით
ანი მასხარაშვილი - Sputnik საქართველო
ანი მასხარაშვილის კიდევ ერთი პერსონაჟი თავისი ისტორიითა და წარსულით

– როგორ მიაგენით ამ მიმდინარეობას, როგორ შეისწავლეთ sfx makeup — special effects makeup?

— მიმაჩნია, რომ ბევრ რამეში გამიმართლა. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი გამართლებაა ის, რომ ეს სფერო აღმოვაჩინე. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩემი პირველი მცდელობა, შემექმნა პერსონაჟი, წარმატებით დასრულდა.

არ ვიცოდი, რა გამოვიდოდა, მასალაც კი არ მქონდა, ავდექი და კოსმეტიკის მეშვეობით უბრალოდ გავაკეთე ის, რასაც ჩემი შინაგანი ხმა მკარნახობდა. როდესაც დავასრულე და შედეგს შევხედე, მე თვითონ გავოცდი. იმდენად არ ვიყავი დარწმუნებული ჩემ ტექნიკურ შესაძლებლობებში, რომ არ მეგონა, თუ ზუსტად ის გამომივიდოდა, რაც ჩემ წარმოსახვაში უკვე არსებობდა და საკუთარი ისტორიაც კი ჰქონდა. სწორედ ასე დაიბადა იდეა – ყველა პერსონაჟისთვის თავისი ისტორია მიმესადაგებინა. ყოველი ისტორია ჩემთვის მნიშვნელოვან თემაზე, ჩემ სათქმელზეა აგებული. ყოველი ახალი გრიმი ჩემთვის ახალი ისტორია, ახალი პერსონაჟი და ახალი სიცოცხლეა.

© FB/ Annie Bunnyანი მასხარაშვილი: ყოველი ახალი გრიმი ჩემთვის ახალი ისტორია, ახალი პერსონაჟი და ახალი სიცოცხლეა.
ანი მასხარაშვილი - Sputnik საქართველო
ანი მასხარაშვილი: ყოველი ახალი გრიმი ჩემთვის ახალი ისტორია, ახალი პერსონაჟი და ახალი სიცოცხლეა.

– თვითნასწავლი ხართ თუ გაიარეთ რაიმე კურსი?

— სხვადასხვა ტექნიკებს და ხრიკებს ინტერნეტის საშუალებით ვსწავლობდი, დროს არ ვიშურებდი, ნებისმიერ ინფორმაციას ვეცნობოდი, რაზეც ხელი მიმიწვდებოდა. ასე შევიტყე სხვადასხვა მასალების შესახებ, როგორიცაა ლატექსი, sfx ჟელატინი, სილიკონი ა.შ.

ვხვდებოდი, რომ მხოლოდ კოსმეტიკა არ მყოფნიდა და ეს მასალა უნდა მომეპოვებინა, რათა ჩემი შემდგომი იდეები განმეხორციელებინა. საბედნიეროდ, ჩემი პირველი შეხება sfx makeup-ის მასალებთანაც წარმატებული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ხატვასთან და სკულპტურასთან შეხება არასოდეს მქონია, შედეგით მაინც კმაყოფილი ვიყავი, ზუსტად ის გამომდიოდა, რისი გაკეთებაც მინდოდა.

მესამე ეტაპი იყო ბოდიარტი. იქიდან გამომდინარე, რომ ხატვას სერიოზულად არასოდეს მოვკიდებივარ, ჩემი შედეგებით აქაც კმაყოფილი დავრჩი. მაშინ მივხვდი, რომ მზად ვიყავი ამ სფეროში მთლიანად ჩავძირულიყავი.

© FB/ Annie Bunnyანი მასხარაშვილი: ის, რასაც ახლა დილეტანტის დონეზე ვაკეთებ, მალე პროფესიონალური ცოდნითა და გამოცდილებით გამყარდება
ანი მასხარაშვილი - Sputnik საქართველო
ანი მასხარაშვილი: ის, რასაც ახლა დილეტანტის დონეზე ვაკეთებ, მალე პროფესიონალური ცოდნითა და გამოცდილებით გამყარდება

საკუთარ თავზე სამუშაო ძალიან ბევრი მაქვს, ის, რასაც ახლა თვითნასწავლი დილეტანტის დონეზე ვაკეთებ, მალე პროფესიონალური ცოდნითა და გამოცდილებით გამყარდება.

– ლოგო და სახელი რის მიხედვით შეარჩიეთ?

— რაც შეეხება ჩემს ლოგოსა და სახელს, ბავშვობაში ანიბანის მეძახდნენ, ასე რომ, ეს სახელი ჩემთვის მშობლიურია. მოგეხსენებათ, Bunny ინგლისურად ბაჭიას ნიშნავს, სწორედ ასე მომივიდა იდეა, ჩემი ლოგოს პერსონაჟი ყოფილიყო ბაჭია. მინდოდა ლოგოში ჩემი საქმიანობის არსი ზუსტად ყოფილიყო გადმოცემული, გადავწყვიტე მისი ერთი მხარე ლამაზი და მოვლილი, ხოლო მეორე მხარე ცოტა საშიში ყოფილიყო.

ლოგოს სრულყოფილად შესრულებისთვის დიდი მადლობა უნდა გადავუხადო უნიჭიერეს ადამიანს შორენა ოთხოზორიას, ის თავისი საქმის უდავო პროფესიონალია.

© FB/ Annie Bunnyანი მასხარაშვილი: მიმაჩნია, რომ ამ სფეროს განვითარება ქართულ ხელოვნებაში ახალი სიტყვაა
ანი მასხარაშვილი - Sputnik საქართველო
ანი მასხარაშვილი: მიმაჩნია, რომ ამ სფეროს განვითარება ქართულ ხელოვნებაში ახალი სიტყვაა

პარალელურ რეჟიმში ძალიან მიტაცებს მაკიაჟი. დავამთავრე რუსული კურსი — SHIK STUDIO (Студия Натальи Шик) — ПРОФЕССИЯ ВИЗАЖИСТ.

ამჟამად ვმუშაობ ვიზაჟისტად, ვიღებ კერძო შეკვეთებს და ასევე ვარ გრიმიორი ოლგა ბაბლუანის საავტორო გადაცემაში „რა დროს ძილია“ / No Time To Sleep.

– რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

— გეგმები შორს მიმავალი და გრძელვადიანი მაქვს.

ჩვენ ქვეყანაში გრიმის, როგორც ხელოვნების ერთ-ერთი დარგის ჩამოყალიბება და პროფესიონალურ დონეზე არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში კინოინდუსტრიის აყვავება გარდაუვალ საკითხად მიმაჩნია, ამ სფეროში დიდი საფუძველია, რომელზეც ნელ-ნელა იდება თით-თითო აგური. თუმცა მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მშენებლობა მალე გააგრძელებს სათანადო წინსვლას.

© FB/ Annie Bunnyანი მასხარაშვილი: პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი გამართლებაა ის, რომ ეს სფერო აღმოვაჩინე
ანი მასხარაშვილი - Sputnik საქართველო
ანი მასხარაშვილი: პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი გამართლებაა ის, რომ ეს სფერო აღმოვაჩინე

ჩვენ გვყავს ლეგენდარული მსახიობები და რეჟისორები, რომელთაც აუცილებლად უნდა მიუწვდებოდეთ ხელი შესაბამისი დონის გრიმზე. მიმაჩნია, რომ ამ სფეროს განვითარება ქართულ ხელოვნებაში ახალი სიტყვაა, რომლის სათქმელადაც არ დავიშურებ არც დროს, არც ენერგიას და არც რესურსებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0