ბომბები, რომელიც აბაზანაში სურნელს აფრქვევს

© FB/ ეიფორია • Euphoriaაბაზანის ბომბები
აბაზანის ბომბები - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ეიფორია“ ფრეშ-კოსმეტიკის პირველი ქართული ბრენდია, რომელიც მეგობრებმა შექმნეს. საზოგადოება ანა სულაბერიძეს (Anne Vitale) როგორც ფოტოგრაფს იცნობს, ირინა პაპაშვილი კი პროფესიით ფსიქოლოგია. მათი შექმნილი ბრენდი დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ნინი რაზმაძე

– საიდან გაჩნდა იდეა, შეგექმნათ აბაზანის ბომბები?

ირინა: იდეა იყო ანასი, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ არის ფრეშ-კოსმეტიკის მომხმარებელი.

ანა: მე ევროპაში ვცხოვრობდი და იქ საკმაოდ ბევრი ბრენდია ფრეშ-კოსმეტიკის, მათ შორის, „ლაში“, რომლის მაღაზიაში ძალიან ხშირად დავდიოდი და ვათვალიერებდი ბომბებს. შარშან მე და ირინა ერთად ვმუშაობდით და ვაჩვენე აბაზანის ბომბები. ირინამ ხუმრობით თქვა, ჩვენც ხომ არ გაგვეკეთებინაო, და ასე ხუმრობა-ხუმრობაში დავიწყეთ ჩვენი ბიზნესი.

© FB/ ეიფორია • Euphoriaაბაზანის ბომბები
აბაზანის ბომბები - Sputnik საქართველო
აბაზანის ბომბები

– რამდენი ხანია, რაც “ეიფორია“ არსებობს?

ანა: „ეიფორია“ 2016 წლის დეკემბერში შეიქმნა, მაგრამ სისტემატური ხასიათი სამი თვეა, რაც მივეცით.

ირინა: პირველივე მცდელობამ საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო. თუმცა, როცა ძირფესვიანად ეცნობი წარმოების ტექნოლოგიას, ხვდები, რომ ბევრი დეტალია ისეთი, რომელიც ჯერ თეორიულად უნდა ისწავლო, შემდეგ ცდები ჩაატარო და ბოლოს შექმნა პროდუქტი. იმისთვის, რომ შეგვექმნა ის, რაც ჩვენ გვინდოდა, დაახლოებით ექვსი თვე დაგვჭირდა.

© FB/ ეიფორია • Euphoriaაბაზანის ბომბები
აბაზანის ბომბები - Sputnik საქართველო
აბაზანის ბომბები

– ბრენდის სახელი რის მიხედვით შეარჩიეთ?

ირინა: ვფიქრობ, სახელწოდება ძალიან მოუხდა იმ განწყობას, რასაც ჩვენი პროდუქტი წარმოადგენს. შექმნის პროცესიც ძალზე ახლოს იყო ეიფორიულ განწყობასთან.

ანა: ყოველ ჯერზე კარგად რომ გამოგვდიოდა, რასაც ჰქვია, ეიფორიაში ვიყავით. ახლაც ასეა. როდესაც ახალ დიზაინს ვაკეთებთ, ძალიან გვიხარია.

– როგორ ამზადებთ ბომბებს?

ირინა: ე.წ. ბომბის დასამზადებლად ვიყენებთ მარილს, სოდას, მჭადის ფქვილს და სხვადასხვა ზეთებს. ყველა ამ ინგრედიენტს დადებითი თვისება გააჩნია — აჯანსაღებს, არბილებს, წმენდს და ასუფთავებს კანს. პატარებს უყვართ ჩვენი პროდუქტი, მრავალფეროვანია და სახალისო მათთვის. რაც შეეხება საპონს, მას, ასე ვთქვათ, ცივი მეთოდით ვამზადებთ. მუშაობა ძალზე საინტერესო და რთული პროცესია. ძნელია მიიღო ინტენსიური ფერები, გააკეთო სხვადასხვა დიზაინი… საპონი 100%-ით ნატურალურია და სხვადასხვა ტიპის კანისთვისაა განკუთვნილი. ძალიან დიდი განსხვავება ქარხნულ და ხელით დამზადებულ საპონს შორის. ჩვენ არ ვიყენებთ ცხოველურ ცხიმებს და ქიმიკატებს.

© FB/ ეიფორია • Euphoriaაბაზანის ბომბები
აბაზანის ბომბები - Sputnik საქართველო
აბაზანის ბომბები

ანა: ქართულ ბაზარზე ეს ახალი თემაა. ამ ეტაპზე ჩვენ ვმუშაობთ, რათა საზოგადოებამ გაიგოს და შეიყვაროს ბომბები, რომელმაც თავიდანვე დიდი ინტერესი გამოიწვია. საპნის შემადგენლობას რომ ჩავუღრმავდეთ, მარილები და მჭადის ფქვილი გამწმენდია და ერთგვარი სკრაბის ეფექტი აქვს. ზეთი კი არბილებს და ატენიანებს კანს. არომატიზატორები და ფერები, ასე ვთქვათ, განწყობაა, დადებითად რომ იმოქმედოს ჩვენზე. საპნის გაშრობას დაახლოებით ორი თვე სჭირდება. სხვადასხვა ზეთებს სხვადასხვა თვისებები აქვს, ამიტომაცაა საპნის გასაშრობად ამდენი დრო საჭირო.

– ბრენდის შექმნისას რა იყო ყველაზე რთული?

ირინა: ამ ეტაპზე პროდუქტის ცნობადობა დაბალია. საზოგადოებამ აბაზანის ბომბების შესახებ ბევრი რამ არ იცის. ასევე არ იცის, რა განსხვავება ხელით დამზადებულ და ქარხნულად დამზადებულ საპონს შორის. ახლა საზოგადოებისთვის ჩვენი პროდუქტის შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებაზე ვართ ორიენტირებული.

ანა: როგორც ბრენდმა, პოპულარობა საკმაოდ მარტივად მოვიპოვეთ. ეს ბომბი თავად ისეთი პროდუქტია, რომ გვჯერა, პირველი გამოყენებისთანავე მოეწონებათ.

© FB/ ეიფორია • Euphoriaაბაზანის ბომბები
აბაზანის ბომბები - Sputnik საქართველო
აბაზანის ბომბები

– სად და როგორ ისწავლეთ საპნის დამზადება?

ანა: დამზადების ტექნოლოგია ინტერნეტის საშუალებით ვისწავლეთ. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრ რაღაცას ვსწავლობთ, გვსურს უფრო მეტად დავხვეწოთ და განვავითაროთ პროდუქტი.

© FB/ ეიფორია • Euphoriaაბაზანის ბომბები
აბაზანის ბომბები - Sputnik საქართველო
აბაზანის ბომბები

– სამომავლოდ მომხმარებლისთვის რა სიახლეების შეთავაზებას გეგმავთ?

ირინა: მოთხოვნიდან გამომდინარე, ფილიალების დამატებას ვაპირებთ, მათ შორის, რეგიონებში. ამ ეტაპზე გვაქვს აბაზანის ბომბი, საპონი და სანთელი, რომელსაც ჩვენი მეგობარი ამზადებს ხელით. თუმცა,   გვინდა აბაზანის ქაფები, სკრაბები და შამპუნებიც შევთავაზოთ მომხმარებელს. ასევე ვაპირებთ ბინაზე მიტანის სერვისიც დავიწყოთ.

ანა: ჯერჯერობით გვაქვს სახელოსნო, სადაც ვამზადებთ ჩვენს პროდუქტს. სამომავლოდ გვსურს, რომ პატარა საწარმო გავხსნათ.

ყველა ახალი ამბავი
0