80 წლის წაღვერელი ბაბუს მსოფლიო წარმატებები

© Nini Razmadzeელგუჯა ორჯონიკიძე
ელგუჯა ორჯონიკიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელგუჯა ორჯონიკიძე, მიუხედავად ასაკისა, მსოფლიოში საქართველოს სახელით დღემდე ასპარეზობს. როგორია მისი აქტიური ცხოვრება და რა ტურნირები ელის წინ, „Sputnik საქართველოს“ მკითხველს ბ-ნი ელგუჯა თავად უამბობს.

ნინი რაზმაძე

- რამდენი ხანია, რაც თხილამურებზე დგახართ? 

— თხილამურებზე 10-12 წლიდან ვდგავარ. წამოშობით წაღვერიდან გახლავართ, იქ მოწყობილი გვქონდა პატარა ტრასები და ტრამპლინები, სადაც ვვარჯიშობდით. როცა წამოვიზარდეთ  ბავშვები,  ბაკურიანში გადავინაცვლეთ. თავიდან 25 მეტრიან ტრამპლინებზე ვვარჯიშობდით,  შემდეგ  კოხტა გორაზეც ავედით. 

© Nini Razmadzeელგუჯა ორჯონიკიძე - მსოფლიო პირველობა ვეტერანთა შორის
ელგუჯა ორჯონიკიძე - მსოფლიო პირველობა ვეტერანთა შორის - Sputnik საქართველო
ელგუჯა ორჯონიკიძე - მსოფლიო პირველობა ვეტერანთა შორის

- გამოდის, რომ თქვენი პირველი ტურნირები სკოლის პერიოდში იყო?

— დიახ, სხვადასხვა ტურნირები ტარდებოდა, რომელშიც ვღებულობდით მონაწილეობას. თითქმის ყოველწლიურად მიხდებოდა სპორტის ამ სახეობასთან შეხება, რამაც უფრო მეტად შემაყვარა თხილემურები და უკვე დიდი მისწრაფეებებიც გამიჩნდა. 1957 წელს ჩატარადა საქართველოს პირველობა, სადაც ჩემპიონობა მოვიპოვე სწრაფ დაშვებაში. ხშირად გამოვდიოდი საქართელოს პირველობაზე და გარკვეულ შედეგებს ვაღწევდი. სკოლის პერიოდში კი ბორჯომის ფეხბურთის ნაკრებშიც ვიყავი. თავიდანვე სპროტული ცხოვრებით ვცხოვრობდი.

- როდის დაიწყეთ  ვეტერანთა შორის ასპარეზობა?

— გარკვეულ ასაკს როცა მივაღწიე, უფროსი ასაკის სპორტსმენებთან ერთად დავიწყე გამოსვლა, შემდეგ კი დავიწყე ვეტერანთა პირველობებზე გამოსვლა. მრავალი წლის განმავლობაში ვიმარჯვებდი როგორც ბაკურიანში, ისე გუდაურში. გუდაურში ტრადიციულად ტარდება სულიკო ხაბეიშვილის სახელობის ტურნირი,  რომლისთვისაც 2007 წელს იტალიაში გარდამავალი თასი დაამზადეს.  ამ წელს სწორედ ეს თასი დავისაკუთრე დავისაკუთრე და რამდენიმე წელი ჩემთან იყო.  

© Nini Razmadze ელგუჯა ორჯონიკიძე
 ელგუჯა ორჯონიკიძე  - Sputnik საქართველო
ელგუჯა ორჯონიკიძე

- თქვენს სპორტულ მიღწევებზე მოგვიყევი…  

— ჩემი წარმატებების ნუსხა ასეთია: 2008 წელი — მსოფლიო ჩემპიონატი შლადმინგი, "ავსტრიის პირველობა ვეტერანებში", მე-2 ადგილი; 2010 — ჩეხეთში გამართული ვეტერანთა პირველობა;  2016 წელს, ჩეხეთში, მსოფლიო პირველობა ვეტერანთა შორის;  2017 წლის თებერვალში  კი პისის პირველობა ჩატარდა, სადაც 13 ქვეყანას შორის მესამე ადგილი დავიკავე. 2017 წლის მარტში შვეიცარიაში მსოფლიო პირველობა ჩატარდა, რომელშიც 30 ქვეყანა მონაწილეობდა და მე —10 ადგილი დავიკავე.

- თქვენთვის ყველაზე რთული ტურნირი რომელი იყო?

— შვეიცარიაში საკმაოდ რთული ტრასა იყო. კოლეგა-სპორტსმენებმა ტრავმებიც კი მიიღეს. ძალიან მძიმედ დაშავდა ამერიკელი, რომელიც სამედიცინო პუნქტამდე ვერტმფრენით გადაიყვანეს.  თავიდან ვფიქრობდი, რომ ტრასაზე დაშვება გამიჭირდებოდა, ცოტა მეშინოდა კიდეც, მაგრამ მაინც გადავწყვიტე საქართველოს სახელი არ შემერცხვინა და მე- 10 ადგილიც მოვიპოვე.  შვეიცარიაში წასასვლელიად ძალიან დიდი დახმარება გამიწია საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ. 

© Nini Razmadzeელგუჯა ორჯონიკიძე
ელგუჯა ორჯონიკიძე - Sputnik საქართველო
ელგუჯა ორჯონიკიძე

- როგორ ახერხებთ თქვენს ასაკში წამატებული სპორტსმენი იყოთ?

— ჩემი ასაკის ყველა ადამიანს მოვუწოდებ არ შეშინდნენ და იცხოვრონ აქტიური სპორტული ცხოვრებით. ვცდილობ,  ჯანსაღი ცხოვრებით ვიცხოვრო, დღის განმავლობაში მცირე ულუფებით რამდენჯერმე ვიკვებები. ყველანაირ სასმელს ვსვამ, მაგრამ ზომიერად.

- შინაგანი განწყობა თუ მოქმედებს სრიალის დროს?

— რა თქმა უნდა. სათხილამურო სპორტი ძალიან რთული სახეობაა, ერთი პატარა შეცდომა შეიძლება ძალზე ცუდი შედეგით დასრულდეს.  ჯერჯერობით, ჩემი თავის იმედი მაქვს და ამ რისკზე მივდივარ.

- როგორც ახსენეთ, ასაკის მიუხედავად, საკმაოდ აქტიურად ცხოვრობთ… თხილამურების გარდა, კიდევ რით ხართ დაკავებული?

— დავდივარ ველოსიპედით, მოტოციკლით.  ამით ჩემს ჯანმრთელობას და სპორტულ ფორმას ვაკონტროლებ.  შვეიცარიაში ტურნირის მონაწილეთა შორის ორი 90 წლის იტალიელი გამოდიოდა და მეც დავისახე მიზნად, რომ მათ ასაკშიც სპორტული ცხოვრებით ვიცხოვრო.  

- ოჯახის წევრები როგორ უყურებენ თქვენ აქტივობებს?

— ყველას მოსწონს და უხარია. ჩემი ორივე ვაჟი მერვე კლასში იყვნენ, სპორტის ოსტატები როცა გახდნენ, ერთი ტრამპლინიდან ხტომაში, მეორე სწრაფ დაშვებაში. ორივე სპროტის სახეობა საკმაოდ სახიფათო იყო. შვეიცარიაში წასვლა როცა გადავწყვიტე, ჩემი მეუღლე ცოტა ნარვიულობდა, მაგრამ იქ დამხვდნენ საელჩოს წარმომადგენლები, რომლებაც დიდ ყურადღება გამოიჩინეს.

- სამომავლო გეგმებზეც რას გვეტყვით,   წინ რა ტურნირები გელით?

— მომავალ წელს  ამერიკაში  ტარდება ტურნირი. თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ცოტა მგზავრობის მეშინია, არ ვიცი წავალ თუ არა. თუ იქ წასვლა ვერ მოვახერხე, ევროპის პირველობებში მივიღებ მონაწილებას და ვეცდები, კარგი შედეგები მქონდეს.


ყველა ახალი ამბავი
0