რა დატვირთვა აქვს ხის ნივთებს– მეგობარი გოგონების მიერ შექმნილი უნიკალური ნამუშევრები

© FB/ Pamakela • პამაქელამარიამ შენგელია და ქეთევან რატიანი
მარიამ შენგელია და ქეთევან რატიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენს ქვეყანაში განსხვავებული ხედვების და იდეების მქონე ახალგაზრდების ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით, პირიქით საქართველოში განსაკუთრებით მომრავლდა კრეატიული იდეების მქონე ახალგაზრდები.

მარიამ შენგელია და ქეთევან რატიანი „რუსთავი 2–ის“ გადაცემა „სხვა შუადღის“ ჟურნალისტები იყვნენ. ხელნაკეთი ნივთების შექმნა ტელევიზიაში მუშაობის დროს დაიწყეს. ეს საქმე იმდენად კარგად გამოუვიდათ, რომ გადაწყვიტეს ტელევიზიაში მუშაობაზე უარი ეთქვათ და მთელი დრო და რესურსი ამ საქმეზე დაეხარჯათ. შედეგმაც გაამართლა. დღეს ხელოვანი მეგობრები მომხმარებელს ხის მრავალფეროვან, ორიგინალურ ხელნაკეთ ნივთებს სთავაზობენ. ისინი საკუთარი საქმიანობის შესახებ „sputnik-საქართველოს“ ესაუბრნენ.

© FB/ Pamakela • პამაქელაპამაქელას ხელნაკეთი ნივთები
პამაქელას ხელნაკეთი ნივთები - Sputnik საქართველო
პამაქელას ხელნაკეთი ნივთები

როგორ გაჩნდა იდეა, რომ ხელნაკეთი ნივთები შეგექმნათ?

ქეთი: ყველაფერი რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ჩვენ ძალიან აქტიური სამსახური გვქონდა. ორივენი, მეც და ჩემი მეგობარი მარიამიც „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „სხვა შუადღის“ ჟურნალისტები ვიყავით. თუმცა ყოველთვის გვქონდა სურვილი, ამის პარალელურად რამე საქმეც დაგვეწყო.

მარიამი: ბიზნესის დასაწყებად ადამიანები ხშირ შემთხვევაში ელოდებიან დანაზოგს ან დროს, როცა ფული გაუჩნდებათ. ჩვენ ხელფასიდან გადადებული 300 ლარით დავიწყეთ. პროდუქცია, რომელიც შევქმენით, წარმოუდგენლად მალე გახდა მოთხოვნადი და დიდი დაინტერესება გამოიწვია მომხმარებლებში. თავიდან ჩვენი ენერგიის მაქსიმუმის გამოყენებით ვცდილობდით ტელევიზიის დატვირთული გრაფიკითაც გვემუშავა და ახალი პროდუქციის შექმნაზეც გვეზრუნა. თუმცა რთულია ორი საქმის ერთდროულად კეთება. საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ, თუ გვინდოდა მოთხოვნისთვის გვეპასუხა, ჩვენი დრო მთლიანად ამ საქმიანობისთვის უნდა დაგვეთმო.

© FB/ Pamakela • პამაქელაპამაქელას ხელნაკეთი ნივთები
პამაქელას ხელნაკეთი ნივთები - Sputnik საქართველო
პამაქელას ხელნაკეთი ნივთები

რთული არ იყო გადაწყვეტილება, რომ ტელევიზიაში მუშაობაზე გეთქვათ უარი?

ქეთი: ეს ძლიან რთული გადაწყვეტილება იყო. ეს პროფესია ძალიან გვიყვარს, ამასთან ჩვენ ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიაში, „რუსთავი 2-ში“ ვმუშაობდით პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად, ამიტომ ძალიან რთული იყო იქ მუშაობაზე უარის თქმა. თუმცა ამ გადაწყვეტილებაშიც ტელევიზია გვერდით დაგვიდა. ჩვენმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ მეორე საქმეშიც მიგვეღწია წარმატებისთვის.

მარიამი: სწორედ „რუსთავი 2–ში“ ვისწავლეთ ბევრი რამ, რაც მერე ჩვენს ბიზნესშიც გამოგვადგა. ძალიან გვიხარია, რომ ამ დიდი და ძალიან ძლიერი გუნდის წევრები ვიყავით. ამიტომაც ძალიან რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება. თუმცა იმ ადამიანების მხარდაჭერით, რომლებიც ჩვენი მეგობრები არიან „რუსთავი 2–ში“, ეს მოვახერხეთ.

© FB/ Pamakela • პამაქელაპამაქელას ხელნაკეთი ნივთები
პამაქელას ხელნაკეთი ნივთები - Sputnik საქართველო
პამაქელას ხელნაკეთი ნივთები

თქვენი ხელნაკეთი ნივთები ძალიან მრავალფეროვანია. რას ქმნით და ძირთადად, რა მასალას იყენებთ ამ ნივთების შესაქმნელად?

ქეთი: ჩვენ ხის მასალისგან ვქმნით გამორჩეულ ნივთებს, რომელსაც საჩუქრებად იყენებენ. პერსონალური გრავირებით თქვენ შეგიძლიათ აარჩიოთ საჩუქარი, რომელიც იქნება გამორჩეული და მხოლოდ იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც შეუკვეთავთ. ასეთი არის სურათების ორიგინალური ჩარჩო, ხის საათები, სანათები, ცარცის დაფები, ბავშვებისთვის სიმაღლის საზომი სახაზავი, რომელიც ქართულ ბაზარზე პირველად სწორედ ჩვენ დავამზადეთ.

© FB/ Pamakela • პამაქელაპამაქელას ხელნაკეთი ნივთები
პამაქელას ხელნაკეთი ნივთები - Sputnik საქართველო
პამაქელას ხელნაკეთი ნივთები

მარიამი: იმის გარდა, რომ ჩვენი პროდუქცია შეგიძლიათ საჩუქრად გაუგზავნოთ საყვარელ ადამიანს ან მეგობარს, ჩვენ ვქმნით კორპორატიულ საჩუქრებს. ბევრი წარმატებული და გამორჩეული კომპანიისთვის შეგვიქმნია სუვენირები. ჩვენ ფეისბუქგვერდზე მხოლოდ იმ პროდუქტს ვათავსებთ, რომელიც საცალო გაყიდვისთვის არის განკუთვნილი. სხვადასხვა კომპანიებს კი ვთავაზობთ ამისგან სრულიად განსხვავებულ პროდუქტს ისეთს, რომელიც ჯერ არავის ჰქონია. ამიტომ ყველა პროდუქტი არ გვიდევს ფეისბუქგვერდზე.

© FB/ Pamakela • პამაქელაპამაქელას ხელნაკეთი ნივთები
პამაქელას ხელნაკეთი ნივთები - Sputnik საქართველო
პამაქელას ხელნაკეთი ნივთები

ყველაფერს ხელით აკეთებთ?

ქეთი: ჩვენი თითქმის ყველა ნივთი ხელნაკეთია. მუშაობა ძალიან საინტერესოა. მითუმეტეს, რომ ყველაფერს სიყვარულით ვაკეთებთ და სლოგანიც ასეთი გვაქვს: „სიყვარულით ხელნაკეთი“ (HANDMADE WITH LOVE).

ქალისთვის ხეზე მუშაობა რთული არ არის?

მარიამი: ხეზე მუშაობა რთულია. დავდივართ სხვადასხვა სახელოსნოებში, ადგილებში, სადაც მასალები იყიდება. იქ გვცნობენ და სპეციალურად ჩვენთვის აგროვებენ გამორჩეულ მასალას, ისეთს, როგორსაც სხვაგან ვერ შეხვდებით.

© FB/ Pamakela • პამაქელაპამაქელას ხელნაკეთი ნივთები
პამაქელას ხელნაკეთი ნივთები - Sputnik საქართველო
პამაქელას ხელნაკეთი ნივთები

ამ ნივთების დიზაინი ვის ეკუთვნის?

ქეთევანი: დიზაინიც ჩვენია. ვქმნით ისეთ ნივთებს, რომლებიც ჩვენც ძალიან გვჭირდება და შესაბამისად, იმ ადამიანსაც, რომელებიც ჩვენი მომხმარებლები არიან. ამას გარდა, ახლა ჩვენი ქმრებიც ჩაერთნენ საქმეში და ისინი „პამაქელას“ ავეჯს თავაზობენ მსურველებს.

მეუღლეები როგორ აიყოლიეთ, ან რა ფუნქციები შეითავსეს?

მარიამი: ჩვენი ქმრები, პაპუნა და ლაშა (პაპუნა გასვიანი, ლაშა ჩახავა, რედ.) თავიდანვე მხარში ედგნენ ჩვენს წამოწყებას. ახლა კი გადაწყვიტეს, დაამზადონ ქართული ავეჯი სახლებისთვის, ოფისებისა და კაფე-ბარებისთის ხის ეკოლოგიურად სუფთა ავეჯი, რომელიც დიზაინითაც გამორჩეული იქნება. ანუ იმ ავეჯისგან განსხვავებული, რომელიც ქართულ ბაზარზე არსებობს.

© FB/ Pamakela • პამაქელაპამაქელას ხელნაკეთი ნივთები
პამაქელას ხელნაკეთი ნივთები - Sputnik საქართველო
პამაქელას ხელნაკეთი ნივთები

როგორ ახდენთ ამ ნივთების რეალიზებას?

ქეთევანი: ონლაინმაღაზიის მეშვეობით. ჩვენ გვაქვს ადგილზე მიტანის სერვისი, რომელიც თბილისის მასშტაბით უფასოა. ნივთის შეძენის ეს ფორმა 21-ე საუკუნეში ყველასთვის მოსახერხებელია. თქვენ უბრალოდ ირჩევთ სასურველ პროდუქტს, გვეუბნებით მისამართს და შეკვეთას შინ მოგართმევთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ მოგიწევთ ლოდინი, შეკვეთა იმ დღესვე მოგვაქვს. ძალიან ხშირად გვთხოვენ, რომ შენაძენი სამსახურში მივუტანოთ, ან პირდაპირ იმ ადამიანთან გვაგზავნინებენ, ვისთვისაც შეიძინეს. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ადამიანებს მაღაზიებში სიარულისა და ნივთების შერცევის დრო ნაკლებად აქვთ. გვყავს ძლიან ბევრი მუდმივი მომხმარებელი, ეს კი პროდუქტის ხარისხზე მიუთითებს. ვცდილობთ, ეს ნდობა გავამართლოთ და ხარისხი შევინარჩუნოთ.

მარიამი: ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შემოთავაზება და ახლა მიმდინარეობს მუშაობა პროდუქტებზე, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გასცდება. ორ ქვეყანაში იგეგმება „პამაქელას“ ნივთების გატანა.

© FB/ Pamakela • პამაქელაპამაქელას ხელნაკეთი ნივთები
პამაქელას ხელნაკეთი ნივთები - Sputnik საქართველო
პამაქელას ხელნაკეთი ნივთები

რამდენად რთული გზა გაირეთ, სანამ წარმატებას მიაღწევდით? ალბათ დიდი შრომა დაგჭირდათ.

ქეთევანი: კი, ამ ყველაფერს მართლაც დიდი შრომა დასჭირდა, ბევრი ფიქრი და მონდომება. თუმცა ეს რთული არაა, როცა გსიამოვნებს იმ საქმის კეთება, რითიც ხარ დაკავებული. მთავარია მოინდომო, გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობებისა, არ დაიზარო საქმის კეთება და აუცილებლად მიაღწევ წარმატებას.

გამოფენებში თუ იღებთ მონაწილეობას?

მარიამი: თითქმის არ ტარდება გამოფენა საქართველოში, რომელშიც ჩვენი კომპანია არ იქნება ჩართული. ჩვენი საგამოფენო კუთხე ყოველთვის გამორჩეულია. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ტექნოპარკში გამართული გამოფენა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი მობრძანდნენ. დამწყები ბიზნესმენისთვის უმნიშვნელოვანესია ის შექება და ყურადღება, რომელსაც ასეთი ადამიანები იჩენენ. აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ტექნოპარკის ბაზაზე დავიწყეთ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტების დამზადება. ეს არის ადგილი, სადაც მუდმივად ცდილობენ განვითარებაში გვერდით დაგიდგნენ.

© FB/ Pamakela • პამაქელაპამაქელას ხელნაკეთი ნივთები
პამაქელას ხელნაკეთი ნივთები - Sputnik საქართველო
პამაქელას ხელნაკეთი ნივთები

რა უნარ-ჩვევები, რა თვისებებია საჭირო წარმატების მისაღწევად?

ქეთევანი: წარმატების მისაღწევად შრომის გარდა არაფერია საჭირო. თუ იშრომებ, აუცილებლად ყველაფერი გამოგივა.

რა სიახლეებს გეგმავთ?

მარიამი: ჩვენი პროდუქციის საზღარგარეთ გატანის გარდა, მზადდება ჩვენი სახელოსნო, რომელიც საერთოდ ახალ სიტყვას იტყვის ქართულ ბაზარზე. ეს იქნება ადგილი, სადაც ყველაზე გამორჩეული ნივთები შეიქმნება. ჯერჯერობით მეტის თქმა არ შეგვიძლია. მხოლოდ ერთს დავამატებ: ქართული ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ბოლო დროს ძალიან ბევრი მხარდამჭერი გაუჩნდა ქართულ პროდუქციას.

ქეთევანი: ქართული პროდუქციის შეძენა ნიშნავს დიდ მხარდაჭერას, ამიტომ ყველას დიდი მადლობა, ვინც ჩვენი კოპმანიისა და ზოგადად, ქართულ პროდუქციას ყიდულობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0